1. თუ გვაროვნული ნივთი მიბარებულია ისე, რომ საკუთრება შემნახველზე უნდა გადავიდეს, ხოლო შემნახველი ვალდებულია დააბრუნოს იმავე გვარის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, მაშინ გამოიყენება სესხის ხელშეკრულების შესაბამისი ნორმები.
2. ფასიანი ქაღალდების მიბარებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შეთანხმება ნამდვილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ იყო გათვალისწინებული შესაბამისი ხელშეკრულებით.
საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3726– ვებგვერდი, 07.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.11.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 16.11.2023 კანონი №3726
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 777. გვაროვნული ნივთის მიბარების თავისებურებანი თუ მიბარებულია გვაროვნული ნივთი ისე, რომ საკუთრება შემნახველზე უნდა გადავიდეს, ხოლო შემნახველი ვალდებულია დააბრუნოს იმავე გვარის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, მაშინ გამოიყენება სესხის ხელშეკრულების შესაბამისი ნორმები. [მუხლი 777. გვაროვნული ნივთის მიბარების თავისებურებანი 1. თუ გვაროვნული ნივთი მიბარებულია ისე, რომ საკუთრება შემნახველზე უნდა გადავიდეს, ხოლო შემნახველი ვალდებულია დააბრუნოს იმავე გვარის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, მაშინ გამოიყენება სესხის ხელშეკრულების შესაბამისი ნორმები. 2. ფასიანი ქაღალდების მიბარებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შეთანხმება ნამდვილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ იყო გათვალისწინებული შესაბამისი ხელშეკრულებით. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან)]
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №180210019003029553 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 20.02.2020
კანონმდებელი მიბარების გარიგების არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელს ხდის სესხის მარეგულირებელი ნორმების გამოყენებას, კერძოდ, სკ-ის 777-ე მუხლის შესაბამისად, თუ მიბარებულია გვაროვნული ნივთი ისე, რომ საკუთრება შემნახველზე უნდა გადავიდეს, ხოლო შემნახველი ვალდებულია დააბრუნოს იმავე გვარის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, მაშინ გამოიყენება სესხის ხელშეკრულების შესაბამისი ნორმები.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება