შემნახველი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს მიმბარებელს, თუ იგი შესანახად მიბარებულ საქონელს გადაიტანს სხვა საწყობში, ან თუ აღმოაჩენს, რომ საქონლის თვისებები შეიცვალა ანდა არსებობს მისი შეცვლის საშიშროება. მან ეს უნდა შეატყობინოს სასაწყობო მოწმობის მისთვის ცნობილ ბოლო მფლობელს. ამ მოვალეობის შეუსრულებლობისას იგი ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიან
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 784. შეტყობინების ვალდებულება
სამოქალაქო კოდექსის 784-ე მუხლი · სკ 784
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-102-95-2017
სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 477-ე, 361-ე, 629-ე, 763-ე, 799-ე, 780-ე, 781-ე, 782-ე, 784-ე, 785-ე, 319-ე, 394-ე, 407-ე, 408-ე, 412-ე, 442-ე, 444-ე მუხლებ
- საქმე №ას-497-466-2010
ასევე სასამართლოს არ გამოუკვლევია თუ რატომ არ შეასრულა მოპასუხემ სსკ-ის 784-ე მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულება, რომლის მიხედვითაც თუ საქონლის თვისებები შეიცვალა ან არსებობს მისი შეცვლის საშიშროება, შემნახველი ვალდებულია შეატყობინოს მფლობელს, ამ მოვალეობის შეუსრულებლობისას კი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი.
- საქმე №ას-612-949-07
მოპასუხის აზრით, მან შეასრულა სამოქალაქო კოდექსის 784-ე მუხლის მოთხოვნა, შეატყობინა ტვირთის გაფუჭების შესახებ მომხმარებელს, რაზეც რეაგირება დროულად არ მომხდარა, ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, რისთვისაც ის, დასახელებული კოდექსის 415-ე მუხლის თანახმად, ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს მის ანაზღაურებაში.
მეზობელი მუხლები
- მუხლი 778. სასტუმროში მიბარების თავისებურებანი
- მუხლი 779. პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება დაუძლეველი ძალის გამო
- მუხლი 780. ცნება
- მუხლი 781. შენახვის ვალდებულებათა კეთილსინდისიერად შესრულების მოვალეობა
- მუხლი 782. საქონლის რაოდენობის შემოწმება შემნახველის მიერ
- მუხლი 783. მიბარებული საქონლის დათვალიერების უფლება
- მუხლი 785. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება
- მუხლი 786. გვაროვნული ნივთების შენახვის თავისებურებანი
- მუხლი 787. მიბარებული საქონლის გაყიდვა
- მუხლი 789. სასაწყობო მოწყობის რეკვიზიტები
- მუხლი 790. ვარანტი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 784, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-784/