1. სასაწყობო მოწმობაში უნდა აღინიშნოს:
ა) სასაწყობო მოწმობის გაცემის თარიღი და რეგისტრაციის ნომერი;
ბ) მხარეთა ვინაობა და მისამართი;
გ) შენახვის ადგილი;
დ) საქონლის შენახვის წესი;
ე) შესანახი საქონლის აღწერა (ოდენობა, ზომა ან წონა) და ხარისხი; საქონლის შეფუთვისას
–
შეფუთვის აღწერა;
ვ) შენახვის საზღაურისა და სხვა აუცილებელი ხარჯების ოდენობა;
ზ. თუ შესანახი საქონელი დაზღვეულ უნდა იქნეს, მაშინ
–
სადაზღვევო თანხა;
თ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;
ი) შემნახველის ხელმოწერა, დამოწმებული შესაბამისი ბეჭდით.
2. თუ ამ მუხლში დასახელებული პირობები სრულად არ არის ასახული სასაწყობო მოწმობაში, ეს მხარეებს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან. მხარეებს უფლება აქვთ სასაწყობო მოწმობაში შეიტანონ სხვა პირობები
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-393-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.07.2025
…დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი“ (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2019 წელი, გვ. 789, 417-ე მუხლის კომენტარი). 30. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 და 401-ე მუხლების თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
- საქმე №ას-92-437-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.06.2007
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მართალია, ეს დოკუმენტები არ შეიცავს სამოქალაქო კოდექსის 789-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ყველა რეკვიზიტს, მაგრამ იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ეს მხარეებს ვერ გაათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება