სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(16)
საქმე №ას-1602-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.03.2025
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის ის გარემოება, რომ კასატორი, როგორც კლიენტი, იცნობდა ფიზიკური პირების საბანკო მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს, მაშასადამე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ხსენებული წესები წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 859-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ანგარიშსწორების ხელშეკრულების ნაწილს.
საქმე №ას-577-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.03.2025
კერძოდ, წინამდებარე საქმეზე უდავოდ დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია საბანკო ანგარიშსწორების ხელშეკრულების საფუძველზე ( სსკ-ის 859.1 მუხლი), რომლის ფარგლებშიც, ბანკი ვალდებული იყო, თავისი კლიენტის საანგარიშსწორებო ანგარიშიდან ეწარმოებინა გადახდები ანგარიშზე არსებული თანხების ფარგლებში და შემოსული თანხები ჩაერიცხა ანგარიშზე.
საკასაციო სასამართლო სსკ-ის 859-ე მუხლს მოიხმობს, რომლის თანახმად: „1. ანგარიშსწორების ხელშეკრულებით საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია თავისი კლიენტის საანგარიშსწორებო ანგარიშიდან აწარმოოს გადახდები ანგარიშზე არსებული თანხების ფარგლებში და შემოსული თანხები ჩარიცხოს ანგარიშში.
მოსარჩელის მოთხოვნა 16 620 ლარის მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე ეფუძნება სსკ-ის 859-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 861-ე მუხლს. შესაბამისად, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი წინაპირობების შესრულებაზე იყო დამოკიდებული სარჩელის დაკმაყოფილება.
ანაკლიის ტერიტორიაზე მდებარე, მის კუთვნილ ბუნგალოებში საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევისას, კლიენტებთან ანგარიშსწორებას ახორციელებდა ბანკის ტერმინალის გამოყენებით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ 859-ე, 860-ე, 861-ე მუხლები; იხ. ხელშკრულება - ს.ფ. 65-72) 2. ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ტერმინალის მეშვეობით, 2014 წლის 26-27 აგვისტოს დაფიქსირდა 25 550 (ოცდახუთი ათას ხუთასორმოცდაათი) ლარის ღირებულების საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის ოპერაცია.
საქმე №ას-84-80-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.02.2013
საქმე №ას-159-867-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.11.2003
საქმე №3კ/515-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.05.2002
საქმე №3გ/ად-106/144კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2002
საქმე №3კ/1184-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.01.2002
საქმე №3კ/829-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2001
საქმე №3კ/629-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.07.2001
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 859, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-859/