1. საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებათა შესახებ აწარმოოს საბუღალტრო წიგნი.
2. საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში მიაწოდოს ანგარიშის მფლობელს ინფორმაცია ანგარიშის მდგომარეობის შესახებ (ანგარიშის ამონაწერები); ხოლო ანგარიშის მფლობელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ინფორმაცია ანგარიშის მდგომარეობისა და კრედიტ-დებეტის საბუღალტრო ჩანაწერების შესახე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ას-1137-1069-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.01.2016
ანაკლიის ტერიტორიაზე მდებარე, მის კუთვნილ ბუნგალოებში საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევისას, კლიენტებთან ანგარიშსწორებას ახორციელებდა ბანკის ტერმინალის გამოყენებით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ 859-ე, 860-ე, 861-ე მუხლები; იხ. ხელშკრულება - ს.ფ. 65-72) 2. ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ტერმინალის მეშვეობით, 2014 წლის 26-27 აგვისტოს დაფიქსირდა 25 550 (ოცდახუთი ათას ხუთასორმოცდაათი) ლარის ღირებულების საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის ოპერაცია.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება