1. გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება.
2. იძულების ხასიათის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გარემოებან
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(149)
საქმე №ბს-251(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2026
აღნიშნულ მსჯელობას ასევე ადასტურებს ამჟამად მოქმედი თავდაცვის კოდექსის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, თუ სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტი ვადამდე არ შეწყდება ამ კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“−„ვ“, „ი“−„ლ“ და „პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლით, აღნიშნული კონტრაქტის…
საქმე №ას-1430-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2026
იმ პირობებში, როდესაც იძულების ხასიათის შეფასებისას, მხედველობაში მიიღება პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გარემოებანი (თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილისა), ნაკლებ სავარაუდოა, მოსარჩელეს არ შესძლებოდა საკუთარი ინტერესების დაცვა, განცხადების დაწერაზე მოთხოვნის…
საქმე №ას-1034-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.12.2025
სასამართლოებმა დავის საგნის ფარგლებში მართებულად იმსჯელეს როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით გათვალისწინებულ გარიგების ამორალურობის საფუძვლებზე, ისე ამავე კოდექსის 85-ე, 86-ე და 88-ე მუხლებით განსაზღვრულ იძულებით დადებული გარიგების ბათილობის წინაპირობებზე და დასაბუთებულად დაასკვნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება მოსარჩელის მიმართ ისეთი იძულების, მუქარის ან ზეწოლის ფაქტი, რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა მის თავისუფალ ნებაზე და გამხდარიყო გარიგების ბათილობის საფუძველი.
საქმე №ბს-726(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2025
ზემოაღნიშნულ მსჯელობის დასაბუთების მიზნით პალატამ მიუთითა ამჟამად მოქმედი თავდაცვის კოდექსის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, თუ სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტი ვადამდე არ შეწყდება ამ კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“−„ვ“, „ი“−„ლ“ და „პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლით, აღნიშნული კონტრაქტის…
საქმე №ას-545-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.07.2025
…თანამესაკუთრის უფლების ბოროტად გამოყენება, რაც საბოლოო ჯამში აფერხებდა მის მიერ განხორციელებული დაშენებული ფართის მის სახელზე დარეგისტრირებას). შესაბამისად, იგი იძულებული გახდა ვალის აღიარების ხელწერილისათვის მოეწერა ხელი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 86-ე მუხლის მიხედვით, გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება.
საქმე №ბს-312(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.07.2025
საქმე №ბს-46(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2025
საქმე №ას-881-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2025
საქმე №ას-1212-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.05.2025
საქმე №ას-865-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.04.2025
საქმე №ას-1568-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2025
საქმე №ას-547-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.11.2024
საქმე №ას-796-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2024
საქმე №ას-206-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.08.2024
საქმე №ას-1123-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.12.2023
საქმე №ას-870-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.12.2023
საქმე №ას-945-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.06.2023
საქმე №ას-82-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.04.2023
საქმე №ას-67-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2023
საქმე №ას-802-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.12.2022
საქმე №ას-192-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2022
საქმე №ას-1120-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.02.2022
საქმე №ას-679-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.01.2022
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 86, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-86/