1. თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.
2. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(345)
- საქმე №ას-841-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.03.2026
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის რეალიზება, რის გამოც სსკ-ის 81-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები არ არსებობდა. ამასთან, მოსარჩელეს იმ სარწმუნო ფაქტებსა თუ მტკიცებულებებზე არ მიუთითებია, რაც გარიგების დადების დროს უძრავი ქონების იპოთეკარის არაკეთილსინდისიერებას დაადასტურებდა.
- საქმე №ას-427-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.12.2025
სააპელაციო პალატამ ასევე, შეაფასა სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის დისპოზიცია და განმარტა, რომ მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება.
- საქმე №ას-1389-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2025
მოსარჩელე სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ნამდვილობას სადავოდ ხდის მოტყუების საფუძვლით [ სსკ-ის 81-ე მუხლი: თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა.
- საქმე №ას-459-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2025
ამასთან, სსკ-ის 81-ე მუხლი მოტყუების გამო გარიგების ბათილობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, როდესაც არანამდვილი ნება მოტყუების საფუძველზე ჩამოყალიბდა და არა ნდობით გამოწვეული უხეში გაუფრთხილებლობის გამო.
- საქმე №ას-1324-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.12.2024
…რომელიც იყენებს შეცილების უფლებას, უნდა დაამტკიცოს მოტყუების ფაქტის არსებობა, არსებითობა და მიზეზობრივი კავშირი მოტყუებასა და ნების გამოვლენას შორის (იხ. სუსგ-ები Nას-1382-2018, 25.01.2019; Nას-1126-2021, 29.05.2023 წ.). 12. სსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა.
- საქმე №ას-174-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.11.2024
- საქმე №ას-706-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2024
- საქმე №ას-887-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.10.2024
- საქმე №ას-983-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.10.2024
- საქმე №ას-1186-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.09.2024
- საქმე №ბს-477(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.09.2024
- საქმე №ას-391-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2024
- საქმე №ას-241-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.06.2024
- საქმე №ბს-661(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2024
- საქმე №ას-1085-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2024
- საქმე №ას-1084-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.01.2024
- საქმე №ას-1333-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.12.2023
- საქმე №ას-372-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.10.2023
- საქმე №ას-1004-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2023
- საქმე №ას-339-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.09.2023
- საქმე №ას-352-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.07.2023
- საქმე №ას-749-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.07.2023
- საქმე №ას-1492-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2023
- საქმე №ას-1126-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.05.2023
- საქმე №ას-78-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.05.2023
- საქმე №ას-903-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.05.2023
- საქმე №ას-1221-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2023
- საქმე №ას-82-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.04.2023
- საქმე №ას-657-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.03.2023
- საქმე №ას-1504-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.03.2023
- საქმე №ას-1529-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.03.2023
- საქმე №ას-623-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2023
- საქმე №ას-951-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2023
- საქმე №ას-271-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.12.2022
- საქმე №ას-1107-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.12.2022
- საქმე №ას-565-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.10.2022
- საქმე №ას-328-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.07.2022
- საქმე №ას-139-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.07.2022
- საქმე №ას-702-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.06.2022
- საქმე №ას-975-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.06.2022
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 345-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება