1. ემიტენტს შეუძლია შეედავოს ნებისმიერ მფლობელს, რომ ფასიანი ქაღალდი მას არ გაუცია. გარდა ამისა, მას შეუძლია წაუყენოს მფლობელს ნებისმიერი შესაგებელი, რომელიც დოკუმენტიდან გამომდინარეობს.
2. თუ ემიტენტი დოკუმენტის ხელმოსაწერად იყენებს ტექნიკურ საშუალებას, მას არ შეუძლია მფლობელთან თავი იმართლოს იმით, რომ არ ჰქონდა ამ საშუალების გამოყენების უფლება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შემძენმა იცოდა გაყალბების შესახებ, ან მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით.
3. თუ დოკუმენტი მფლობელს საკუთრებაში გადაეცა, ემიტენტს არ შეუძლია, დაუპირისპიროს მას შესაგებლები, რომლებიც გამომდინარეობს ადრინდელ მფლობელთან მისი უშუალო ურთიერთობებიდან, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემდგომი მფლობელი დოკუმენტის შეძენისას შეგნებულად მოქმედებდა ემიტენტის საზიანოდ.
4. თუ შესაგებელი არ გამომდინარეობს უშუალო ურთიერთობებიდან, იგი შეიძლება წარედგინოს მხოლოდ იმ მფლობელს, რომელმაც დოკუმენტზე საკუთრება მოიპოვა გასხვისების გზით და მისი შეძენისას მოქმედებდა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №340210117002020696 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 25.04.2018
…ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით, ხოლო რესპონდენტი არის პირი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აპლიკანტის მოთხოვნა. გამარტივებულ წარმოებაში დაიშვება მხარეთა თანამონაწილეობა და წარმომადგენლობა. ამავე კანონის 914 მუხლის პირველი პუნქტით, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება