თუ შეთანხმების ერთ-ერთი მონაწილის კრედიტორი მიაღწევს სალდოს თანხის აღწერას (ყადაღის დადებას), რომელიც ეკუთვნის მოვალეს კონტოკორენტიდან, მაშინ კრედიტორის მიმართ არ იქნება გათვალისწინებული ვალის ის ნაწილები, რომლებიც აღწერის (ყადაღის დადების) შემდეგ ახალი გარიგებებით წარმოიშვა. გარიგება, რომელიც უკვე განხორციელდა გარიგებამდე არსებული მოთხოვნების საფუძველზე, არ მიიჩნევა ახალ გარიგებად.
თავი ოცდამეოთხე
ფასიანი ქაღალდების ბრუნვიდან წარმოშობილი ვალდებულებანი
I. საწარმდგენლო ფასიანი ქაღალდებიდან წარმოშობილი ვალდებულე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-1161-1116-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.10.2017
აქედან სამ დავაზე მხარეთა შორის წერილობით გაფორმდა ხელშეკრულება საადვოკატო (იურიდიულ) მომსახურებაზე, რომლებითაც განისაზღვრა ადვოკატის მომსახურების ანაზღაურების ოდენობა და წესი ( სსკ-ის 910-ე მუხლი), კერძოდ: 1.1.1. 2012 წლის 4 მარტის ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელე, როგორც ადვოკატი, წარმოადგენდა მოპასუხეს (კლიენტს) დავაში, სადაც ეს უკანასკნელი იყო მოსარჩელე, ხოლო შპს „ზ-ი“ - მოპასუხე.
- საქმე №ას-1139-1385-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.05.2006
სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 910-ე მუხლითა და დ ა ა დ გ ი ნ ა: შპს «...»-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება