I. თუ თავდები იკისრებს თავდებობას ძირითადი მოვალის დავალებით, ან თუ დავალების გარეშე სხვისი საქმეების წარმართვის წესების შესაბამისად თავდებობის გამო მიენიჭება რწმუნებულის უფლებები ძირითადი მოვალის მიმართ, მაშინ მას შეუძლია მოითხოვოს თავდებობისაგან განთავისუფლება, თუ:
ა) ძირითადი მოვალის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად გაუარესდა;
ბ) თავდებობის დადგენის შემდეგ ძირითადი მოვალისაგან გადახდევინება არსებითად გაძნელდა საცხოვრებელი ადგილის ან ადგილსამყოფელის შეცვლის გამო;
გ) კრედიტორს თავდების წინააღმდეგ აქვს შესრულებაზე სააღსრულებო წარწერის მქონე დოკუმენტი.
2. თუ ძირითადი ვალდებულებების შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, მოვალეს შეუძლია განთავისუფლების ნაცვლად მისცეს თავდებს უზრუნველყოფ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №240210018002591622 · სენაკის რაიონული სასამართლო · 13.02.2019
მოსარჩლემ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 904-ე, 892-ე, 894-ე და 898-ე მუხლებზე. 2. მოპასუხის პოზიცია 2.1. მოპასუხე მა------–-----ამ სარჩელი ცნო და განმარტა, რომ აქვს მძიმე ეკონომიური მდგომარეობა, ამ ეტაპზე ერთიანად ვერ ახერხებს სესხის თანხის სრულად დაფარვას, გადახდის ვალდებულება ეკისრება მხოლოდ მას და არანაირი სურვილი არ აქვს თავდებ პირებმა იხადონ მისი სესხი.
- საქმე №330210018002428960 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 08.10.2018
316-ე, 317-ე, 341-ე, 355-ე, 361-ე, 400-ე, 463-ე, 464-ე, 477-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, 896-ე, 904-ე მუხლები. 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
- საქმე №080210016001611312 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 21.06.2018
გარდა ამისა, სამოქალაქო კოდექსის 904-ე მუხლით დადგენილია თავდების ვალდებულებისაგან განთავისუფლების საფუძვლები. კერძოდ, თუ თავდები იკისრებს თავდებობას ძირითადი მოვალის დავალებით, ან…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება