მუხლი 905. თავდების მიერ კრედიტორის დაკმაყოფილების შედეგები
სამოქალაქო კოდექსის 905-ე მუხლი · სკ 905
თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს, მასზე გადადის კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ. ძირითადი მოვალის შესაგებლები, რომლებიც გამომდინარეობს მასა და თავდებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან, ხელუხლებელი რჩება.
თავი ოცდამესამე
კონტოკორენ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(31)
საქმე №ას-1563-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.05.2026
…სს „თ.ბ–ში“ შეიტანა 103 504.53 აშშ დოლარი და 7 693.29 ლარი, ეს შეუცილებადი მტკიცებულება კი, მოპასუხის მიერ წარდგენილი იმავე სამართლებრივი ძალის მტკიცებულებით გაქარწყლებული არ არის, რაც შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით და სამოქალაქო კოდექსის 905-ე მუხლის საფუძველზე, ნიშნავს, რომ მოსარჩელემ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით ურთიერთობაში (შესრულებულ ნაწილში) დაიკავა კრედიტორის ადგილი.
საქმე №ას-703-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2026
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაითვალისწინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 905-ე მუხლით გათვალისწინებული თავდების რეგრესული მოთხოვნის საფუძველი, ვინაიდან იგი საკრედიტო ვალდებულებების ნაწილში მოქმედებდა როგორც თავდები.
საქმე №ას-659-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.02.2026
…თუმცა, სარჩელის წარუმატებლობა მოთხოვნის განხორციელების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლამ განაპირობა (ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია, უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, სსკ-ის 144.1 მუხლი). 6. სსკ-ის 905-ე მუხლი ადგენს ძირითადი მოთხოვნის კანონიერ გადასვლას თავდებზე, ამ უკანასკნელის მიერ კრედიტორის დაკმაყოფილების შემთხვევაში.
საქმე №ას-497-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2024
ამავე კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის, 905-ე მუხლის თანხმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ თავდებს, რომელიც ასრულებს ვალდებულებას კრედიტორის წინაშე, კანონისმიერი ცესიის გზით ენიჭება მოთხოვნის უფლება მოვალის მიმართ.
საქმე №ას-732-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2024
პალატა ზემოაღნიშნულ საკასაციო პრეტენზიას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნას, როგორც უკვე აღინიშნა, წარმოადგენს მოპასუხისათვის იმ თანხის დაკისრება, რომელიც მან ბანკს გადაუხადა, შესაბამისად, როგორც ითქვა, მოთხოვნა სსკ-ის 905-ე მუხლიდან გამომდინარეობს. ეს ნორმა ადგენს ძირითადი მოთხოვნის კანონიერ გადასვლას თავდებზე, ამ უკანასკნელის მიერ კრედიტორის დაკმაყოფილების შემთხვევაში.
საქმე №ას-1094-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2024
საქმე №ას-963-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2023
საქმე №ას-372-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.10.2023
საქმე №ას-1182-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.04.2022
საქმე №ას-132-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2021
საქმე №ას-1114-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.12.2020
…შპს „------------ის“ მიმართ. შემოწმების აქტით მიჩნეული იქნა, რომ განსახილველი მოთხოვნის უფლება წარმოადგენს უსასყიდლო სესხს და 2016-2019 წლებზე დარიცხული იქნა მოგების გადასახადი საბაზრო საპროცენტო განაკვეთიდან გამომდინარე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 905-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს, მასზე გადადის კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 905, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-905/