1. დოკუმენტში მოცემული უფლება შეიძლება გადაცემულ იქნეს ინდოსამენტითა და დოკუმენტის გადაცემით.
2. ინდოსამენტი კეთდება დოკუმენტზე ან მის დანართზე. დაშვებულია ტექნიკური საშუალების გამოყენება.
3. ინდოსამენტი არ საჭიროებს ინდოსატარის აღნიშვნას და შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ ხელმოწერისაგან (ბლანკეტური ინდოსამენტი). ბლანკეტური ინდოსამენტი შეიძლება შეავსოს უფლებამოსილმა მფლობელმა თავისი ან სხვისი სახელით, გასცეს დოკუმენტი შეუვსებლად ანდა თავად მოახდინოს მისი შემდგომი ინდოსირება განსაზღვრულ პირზ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-469-710-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.11.2008
მოცემულ შემთხვევაში დაირღვა სამოქალაქო კოდექსის 923-ე მუხლის მოთხოვნა, ვინაიდან სადავო აქციების ინდოსამენტის მეშვეობით გასხვისებისას აქციაზე ახალი მფლობელი არ დაფიქსირებულა.
- საქმე №ბს-779-665-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.10.2004
19 ივლისის ¹176 წერილი არ შეიძლებოდა მიჩნეული ყოფილიყო სადავო მიწის ნაკვეთის მერიისათვის გადაცემის დოკუმენტად, რადგან სკ-ის 183-ე და 923-ე მუხლების თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების გადაცემისათვის აუცილებელი იყო სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება