1. რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდი არის ფასიანი ქაღალდი, რომელზე საკუთრებაც დასტურდება ემიტენტის მიერ ან ემიტენტის სახელით წარმოებულ რეესტრში ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერებში რეგისტრაციით.
2. რეგისტრირებულ ფასიან ქაღალდზე საკუთრების გადაცემა ხდება რეესტრში ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერებში შესაბამისი ჩანაწერის შეტანით.
საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3726– ვებგვერდი, 07.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.11.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 16.11.2023 კანონი №3726
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 928. ცნება 1. განსაზღვრული პირის სახელზე შედგენილი დოკუმენტი შეიძლება გაიცეს იმ პირობით, რომ მოვალეს დაეკისრება გადახდა მხოლოდ ამ პირის დოკუმენტის ჩაბარების სანაცვლოდ. 2. თუ სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დოკუმენტში მოცემული უფლება გადაიცემა ამ უფლებისათვის დადგენილი წესების მიხედვით. 3. თუ დოკუმენტი დაკარგული ან განადგურებულია, მაშინ იგი განსაკუთრებული წარმოების გზით ძალადაკარგულად გამოცხადდება, თუკი სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ეს წესი არ მოქმედებს მცირე ღირებულების მქონე დოკუმენტების დაკარგვისას. [მუხლი 928. ცნება 1. რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდი არის ფასიანი ქაღალდი, რომელზე საკუთრებაც დასტურდება ემიტენტის მიერ ან ემიტენტის სახელით წარმოებულ რეესტრში ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერებში რეგისტრაციით. 2. რეგისტრირებულ ფასიან ქაღალდზე საკუთრების გადაცემა ხდება რეესტრში ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერებში შესაბამისი ჩანაწერის შეტანით. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან)]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება