მუხლი 933. მესამე პირისათვის წილის გადაცემის დაუშვებლობა
სამოქალაქო კოდექსის 933-ე მუხლი · სკ 933
1. წილი ქონების ან უფლების სახით არ შეიძლება გადაეცეს მესამე პირს ხელშეკრულების სხვა მონაწილეთა თანხმობის გარეშე. უარი თანხმობაზე დაიშვება მხოლოდ პატივსადები მიზეზის არსებობისას.
2. ხელშეკრულების დანარჩენ მონაწილეებს აქვთ მესამე პირისათვის გადასაცემი წილის უპირატესი შესყიდვის უფლებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(30)
საქმე №ას-185-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2023
…სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს: 4.1. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1, 317.1, 327.1, 361.2, 521-ე, 523-ე, 930-ე, 933-ე, 59-ე მუხლებით. პალატის მითითებით, 12.02.2009 წლის იბა „ა...“-ის წევრთა კრების ოქმით ამხანაგობაში შპს „ა...“-ის კუთვნილი სავაჭრო-საოფისე ფართი №19-დან 127 კვ.მ და №14 ფართით 188,24 კვ.მ გაიცვალა მოსარჩელის კუთვნილ ფართის შესაბამის რკინის ნაგლინზე (არმატურაზე).
საქმე №ბს-397(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
სასამართლომ მიუთითა სკ-ის 930-ე, 932-ე, 933-ე მუხლებზე, ასევე საკასაციო სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად ამხანაგობის წილი არ არის აბსტრაქტული ცნება და შეიძლება გამოხატული იყოს კონკრეტული ქონებით,…
საქმე №ას-1286-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2023
ამასთან, კანონმდებლობა აწესრიგებს ამხანაგობის მიერ მესამე პირებთან ხელშეკრულების დადების წესსაც, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 933-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წილი ქონების ან უფლების სახით არ შეიძლება გადაეცეს მესამე პირს ხელშეკრულების სხვა მონაწილეთა თანხმობის გარეშე.
საქმე №ას-397-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2022
სააპელაციო სასამართლომ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 936-ე, 933-ე მუხლები და განმარტა, რომ ამხანაგობის გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლებელია ასახული იყოს კრების ოქმით, წარმოადგენს ამხანაგობაში მონაწილე მხარეთა ნების გამოხატულებას, იგი წარმოადგენს გარიგებას, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს მონაწილეთა ნამდვილ ნებას.
საქმე №ას-900-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2022
სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია სამოქალაქო კოდექსის 933-ე მუხლსაც, რომლის თანახმად, წილი ქონების ან უფლების სახით არ შეიძლება გადაეცეს მესამე პირს ხელშეკრულების სხვა მონაწილეთა თანხმობის გარეშე.
საქმე №ას-879-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2019
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 933, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-933/