1. თუ ხელშეკრულება პირდაპირ არ განსაზღვრავს ერთობლივი საქმიანობის ვადას, ყოველ მონაწილეს ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას ერთობლივ საქმიანობაში მონაწილეობაზე. ხელშეკრულებიდან გასვლა დაუშვებელია ისეთ დროს ან ისეთ გარემოებაში, რომელიც საზიანო იქნება ერთობლივი საქმიანობისათვის.
2. თუ მონაწილეთა შეთანხმებით განსაზღვრულია ერთობლივი საქმიანობის ვადა, ხელშეკრულებიდან გასვლა დაიშვება მხოლოდ პატივსადები მიზეზების არსებობისას.
3. ერთ-ერთი მონაწილის გასვლა იწვევს ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტას. ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს ერთ-ერთი მონაწილის გასვლას ერთობლივი საქმიანობის შეუწყვეტლად. ასეთ შემთხვევაში გამსვლელი მონაწილის წილი ნაწილდება სხვა მონაწილეებს შორის. გამსვლელ მონაწილეს წილის კომპენსაცია მიეცემა ფულადი სახით. ამასთან, მხედველობაში მიიღება გასვლის დროისათვის შეუსრულებელი გარიგებები. თუ გასვლის მომენტისათვის საერთო ქონება ვეღარ ფარავს საერთო ვალებს, გამსვლელი ვალდებულია დანარჩენ მონაწილეებს გადაუხადოს თავისი წილის შესაბამისი თანხა. გამსვლელის ვალდებულება გასვლის მომენტში არსებული კრედიტორების წინაშე უცვლელია.
4. ბათილია შეთანხმება, რომელიც აუქმებს ან ზღუდავს ხელშეკრულებიდან მონაწილის გასვლის უფლება
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(54)
- საქმე №ას-1281-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2024
…სსკ-ის 352-ე, 405-ე მუხლებით გათვალისწინებული სქემით (სსკ-ის 405-ე, 352-359-ე მუხლები) (გამონაკლისს (დამატების სახით) წარმოადგენს ერთობლივი საქმიანობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესაძლებლობა, იხ. სსკ-ის 938-ე მუხლი). 23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარისათვის მინიჭებული უფლებაა.
- საქმე №ას-1091-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2024
…სსკ-ის 352-ე, 405-ე მუხლებით გათვალისწინებული სქემით (სსკ-ის 405-ე, 352-359-ე მუხლები) (გამონაკლისს (დამატების სახით) წარმოადგენს ერთობლივი საქმიანობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესაძლებლობა, იხ. სსკ-ის 938-ე მუხლი). 33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარისათვის მინიჭებული უფლებაა.
- საქმე №ას-227-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.05.2024
დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა სადავო მოძრავი ნივთების გამოთხოვის თაობაზე ( სსკ-ის 938.1-ე მუხლის თანახმად: თუ ხელშეკრულება პირდაპირ არ განსაზღვრავს ერთობლივი საქმიანობის ვადას, ყოველ მონაწილეს ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას ერთობლივ საქმიანობაში მონაწილეობაზე;
- საქმე №ას-339-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.09.2023
კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატას უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 938-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადება, რადგან მოცემულ შემთხვევაში აშკარაა ზიანის მიყენების ფაქტი, 10 თვეში 2019 წლის სექტემბრამდე ასაშენებელი და ექსპლუატაციაში მისაღები სასტუმრო ჯერაც დაუსრულებელია.
- საქმე №ას-364-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2022
…ფაქტობრივი გარემოებების შინაარსიდან იკვეთება მხარეთა ნება ერთობლივად ემოქმედათ საერთო სამეურნეო მიზნის მისაღწევად - აეშენებინათ მეცხოველეობის ფერმა, რისთვისაც მათ ბანკიდან აიღეს აგროსესხი, რომელიც ფერმის მშენებლობას მოხმარდა. 23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 938-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ ხელშეკრულება პირდაპირ არ განსაზღვრავს ერთობლივი საქმიანობის ვადას, ყოველ მონაწილეს ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას ერთობლივ საქმიანობაში მონაწილეობაზე.
- საქმე №ას-461-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2022
- საქმე №ას-141-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.05.2021
- საქმე №ას-180-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2021
- საქმე №ას-656-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2021
- საქმე №ას-1986-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.12.2020
- საქმე №ას-1022-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2020
- საქმე №ას-1620-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.04.2020
- საქმე №ას-1463-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2020
- საქმე №ას-94-94-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.03.2018
- საქმე №ას-1158-1078-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.11.2017
- საქმე №ას-762-730-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.01.2017
- საქმე №ას-195-183-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.10.2016
- საქმე №ას-1054-994-2015 (ბ) · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.01.2016
- საქმე №ას-884-846-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.10.2015
- საქმე №ას-44-43-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.01.2015
- საქმე №ას-1140-1087-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.02.2014
- საქმე №ას-885-831-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.01.2014
- საქმე №ას-482-458-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.01.2014
- საქმე №ას-200-193-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2013
- საქმე №ას-1677-1573-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.07.2013
- საქმე №ას-784-737-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.07.2012
- საქმე №ას-1264-1284-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2012
- საქმე №ას-1444-1458-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2011
- საქმე №ას-941-979-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.11.2011
- საქმე №ას-799-853-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2011
- საქმე №ას-569-877-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.03.2010
- საქმე №ას-400-648-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.12.2008
- საქმე №ას-306-986-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.11.2003
- საქმე №3გ-ად-476-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.03.2003
- საქმე №330210115001021820 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.10.2019
- საქმე №330210115001153742 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.07.2019
- საქმე №080210118001786869 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 25.03.2019
- საქმე №330210114428433 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.03.2018
- საქმე №330210013362292 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 26.02.2018
- საქმე №330210115761847 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.01.2018
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 54-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება