1. თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივად უძღვებიან საქმეებს და წარმოადგენენ ამხანაგობას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ყოველი გარიგების დადებისას საჭიროა ხელშეკრულების ყველა მონაწილის თანხმობა. თუ ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისია ხმათა უმრავლესობა, იგი განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილეთა საერთო რაოდენობის მიხედვით, და არა შესატანის ოდენობით.
2. თუ საქმეების მართვა ხელშეკრულებით დაკისრებული აქვს ერთობლივი საქმიანობის ერთ ან რამდენიმე მონაწილეს ისე, რომ თითოეულს უფლება აქვს იმოქმედოს დამოუკიდებლად, მაშინ თითოეულ მათგანს შეუძლია შეედავოს მეორეს გარიგების დადებისას. ასეთი შედავების შემთხვევაში გარიგება არ დაიდება.
3. თუ ხელშეკრულებით ამხანაგობის საქმეების გაძღოლა დაკისრებული აქვს ერთ-ერთ მონაწილეს, საეჭვოობისას ის წარმოადგენს ამხანაგობას მესამე პირებთან ურთიერთობაში და მის მიერ დადებული გარიგებები ნამდვილია.
4. ერთობლივი საქმიანობის მონაწილეს შეიძლება ჩამოერთვას საქმეების მართვის უფლებამოსილება ხმათა უმრავლესობით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი უხეშად დაარღვევს ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. ხელშეკრულების მონაწილეს უფლება აქვს უარი თქვას საქმეების მართვაში მონაწილეობაზე. ასეთ პირს შეუძლია გამგეობას ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია.
5. თუ ხელშეკრულებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ხელმძღვანელი პირების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება დავალების წესების შესაბამისა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(94)
- საქმე №ას-135-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2025
სააპელაციო სასამართლომ, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით შეამოწმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 930-ე, 931-ე და 934-ე მუხლების სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს, პირველ რიგში, უნდა დაედასტურებინა, რომ მის მამკვიდრებელსა და მოპასუხეს შორის არსებული ურთიერთობა ერთობლივ საქმიანობას წარმოადგენდა.
- საქმე №ას-417-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.11.2024
ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ს 930-ე მუხლზე (ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად), ამავე კოდექსის 934-ე მუხლის პირველ ნაწილზე (თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივად უძღვებიან საქმეებს და წარმოადგენენ ამხანაგობას მესამე პირებთან ურთიერთობაში.
- საქმე №ას-641-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2024
…იწვევდა ამხანაგობის 19.03.2015 საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების ცვლილებას და ამასთან, მოპასუხე უკვე იყო ამხანაგობის წევრი და არა მესამე პირი, რომელთანაც ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილება საეჭვოობისას ნამდვილია ( სსკ 934-ე მუხლი). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი 27.07.2021 წლის ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც ფართების დაანგარიშება მოხდა თითოეული ბინის შემომსაზღვრელი კედლების შუა წერტილიდან, როგორც ეს 10.09.2019 წლის შეთანხმებით იყო განსაზღვრული.
- საქმე №ას-1171-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.07.2023
უფრო მეტიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 934-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ ხელშეკრულებით ამხანაგობის საქმეების გაძღოლა დაკისრებული აქვს ერთ-ერთ მონაწილეს, საეჭვოობისას ის წარმოადგენს ამხანაგობას მესამე პირებთან ურთიერთობაში და მის მერ დადებული გარიგებები ნამდვილია.
- საქმე №ას-1286-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2023
…კოდექსის 933-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წილი ქონების ან უფლების სახით არ შეიძლება გადაეცეს მესამე პირს ხელშეკრულების სხვა მონაწილეთა თანხმობის გარეშე. უარი თანხმობაზე დაიშვება მხოლოდ პატივსადები მიზეზის არსებობისას. იმავე კოდექსის 934-ე მუხლის მე-3 ნაწილი კი ადგენს, რომ თუ ხელშეკრულებით ამხანაგობის საქმეების გაძღოლა დაკისრებული აქვს ერთ-ერთ მონაწილეს, საეჭვოობისას ის წარმოადგენს ამხანაგობას მესამე პირებთან ურთიერთობაში და მის მიერ დადებული გარიგებები ნამდვილია.
- საქმე №ას-949-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.03.2023
- საქმე №ას-827-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.12.2022
- საქმე №ას-900-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2022
- საქმე №ას-1497-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.02.2021
- საქმე №ას-1986-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.12.2020
- საქმე №ას-1188-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.03.2020
- საქმე №ას-879-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2019
- საქმე №ას-1792-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2019
- საქმე №ას-985-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.01.2019
- საქმე №ას-240-240-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2018
- საქმე №ას-1227-1147-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.06.2018
- საქმე №ას-547-510-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.05.2018
- საქმე №ას-1114-1034-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.01.2018
- საქმე №ბს-738-734(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.01.2018
- საქმე №ბს-733-729(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.12.2017
- საქმე №ას-1158-1078-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.11.2017
- საქმე №ას-866-808-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.10.2017
- საქმე №ას-545-508-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.09.2017
- საქმე №ას-918-884-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.07.2017
- საქმე №ას-777-744-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.01.2017
- საქმე №ას-381-365-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.01.2017
- საქმე №ას-195-183-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.10.2016
- საქმე №ას-298-285-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.07.2016
- საქმე №ას-160-156-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.07.2016
- საქმე №ას-8-8-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.05.2016
- საქმე №ას-141-137-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.03.2016
- საქმე №ას-1333-1371-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.11.2015
- საქმე №ას-89-83-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2015
- საქმე №ას-884-846-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.10.2015
- საქმე №ას-709-672-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.05.2015
- საქმე №ას-454-429-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.04.2015
- საქმე №ას-1328-1254-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.03.2015
- საქმე №ას-482-458-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.01.2014
- საქმე №ას-1264-1193-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.10.2012
- საქმე №ას-1208-1137-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2012
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 94-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება