1. ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს წერილობით ან ზეპირად.
2. თუ ხელშეკრულება დადებულია წერილობით, მაშინ იგი უნდა შეიცავდეს:
ა
) მონაწილეთა დასახელებასა და მისამართს;
ბ
) მონაცემებს ერთობლივი საქმიანობის სახეობისა და მიზნის შესახებ;
გ
) მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს;
დ
) მართვის ორგანოთა სტრუქტურასა და ფუნქციებს;
ე
) მონაწილეთა შორის შემოსავლებისა და ზიანის განაწილების წესსა და პირობებს;
ვ
) ხელშეკრულებიდან გასვლის წესს;
ზ
) საქმიანობის ხანგრძლივობას;
თ
) ხელშეკრულების მოშლისა და დარჩენილი ქონების განაწილების წეს
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(73)
- საქმე №ას-135-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2025
სააპელაციო სასამართლომ, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით შეამოწმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 930-ე, 931-ე და 934-ე მუხლების სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს, პირველ რიგში, უნდა დაედასტურებინა, რომ მის მამკვიდრებელსა და მოპასუხეს შორის არსებული ურთიერთობა ერთობლივ საქმიანობას წარმოადგენდა.
- საქმე №ას-115-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.07.2025
აღსანიშნავია, რომ ამხანაგობის დასახელებული წევრები პასუხისმგებელი არიან ამხანაგობის ფინანსურ ვალდებულებებზე და მათი მიზანი აღნიშნულ ამხანაგობაში არა მხოლოდ შენატანის პროპორციული უძრავი ქონების მიღება, არამედ ამხანაგობის შემოსავლებში მონაწილეობა და მოგება-ზარალის განაწილებაცაა ( სსკ-ის 931-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქ/პუნქტი, 935-ე მუხლები). (იხ. ასევე, სუსგ, ას-482-458-2013, 16.01.2014წ.;Nას- 630-597-2014, 28.07.2015.
- საქმე №ას-638-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2025
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 931-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს წერილობით ან ზეპირად, ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულია, თუ რა საკითხებზე უნდა შეთანხმდნენ მხარეები ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების დადებისას, ანუ რას უნდა შეიცავდეს ამ სახის ხელშეკრულება.
- საქმე №ას-205-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.03.2025
…ლეგალურ დეფინიციას და ადგენს, რომ ამხანაგობის ხელშეკრულებით, ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად. სსკ-ის 931-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 932-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ერთობილივი საქმიანობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს წერილობით, ან ზეპირად.
- საქმე №ას-140-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.12.2024
თ) ხელშეკრულების მოშლისა და დარჩენილი ქონების განაწილების წესს ( სამოქალაქო კოდექსის 931-ე მუხლი). 17. სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების თავისებურებას წარმოადგენს მხარეთა სურვილი, საკუთარი ქონების, გამოცდილებისა თუ პროფესიული უნარ-ჩვევების გაერთიანებით ერთობლივად იმოქმედონ გარკვეული მიზნების მისაღწევად.
- საქმე №ას-836-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.10.2024
- საქმე №ას-227-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.05.2024
- საქმე №ას-1158-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.05.2024
- საქმე №ას-1256-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2024
- საქმე №ას-998-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.11.2022
- საქმე №ას-890-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.10.2022
- საქმე №ას-99-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.10.2022
- საქმე №ას-415-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.07.2022
- საქმე №ას-364-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2022
- საქმე №ას-461-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2022
- საქმე №ას-1002-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.05.2022
- საქმე №ას-41-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.10.2021
- საქმე №ას-141-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.05.2021
- საქმე №ას-656-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2021
- საქმე №ას-1986-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.12.2020
- საქმე №ას-1245-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.07.2020
- საქმე №ას-1284-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.01.2020
- საქმე №ას-1792-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2019
- საქმე №ას-1224-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.12.2018
- საქმე №ას-1227-1147-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.06.2018
- საქმე №ას-547-510-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.05.2018
- საქმე №ას-190-179-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2018
- საქმე №ას-137-129-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2017
- საქმე №ას-866-808-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.10.2017
- საქმე №ას-762-730-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.01.2017
- საქმე №ას-896-862-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.01.2017
- საქმე №ას-1231-1154-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2016
- საქმე №ას-141-137-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.03.2016
- საქმე №ას-1054-994-2015 (ბ) · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.01.2016
- საქმე №ას-454-429-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.04.2015
- საქმე №ას-916-874-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.04.2014
- საქმე №ას-187-180-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.07.2013
- საქმე №ას-1679-1575-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.06.2013
- საქმე №ას-1064-998-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.08.2012
- საქმე №ას-947-890-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2012
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 73-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება