1. ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტისას უნდა დამთავრდეს ჯერ კიდევ შეუსრულებელი გარიგებები, შედგეს საინვენტარიზაციო ნუსხა, ხოლო დარჩენილი ქონება განაწილდეს მონაწილეებს შორის მათი წილის შესაბამისად.
2. ქონების განაწილებისას უნდა დაიფაროს ერთობლივი საქმიანობის დროს წარმოშობილი ვალები. თუ ქონება საკმარისი არ არის ვალების დასაფარავად, ხელშეკრულების მონაწილეები ვალდებულნი არიან გაისტუმრონ ვალები თავიანთი წილის შესაბამისად.
თავი ოცდამეექვსე
სამისდღეშიო რჩე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(48)
საქმე №ას-636-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.05.2025
ხელშეკრულების მოშლა) საგამონაკლისოა, გარდა ამისა, ნიშანდობლივია, რომ შეწყვეტის წინაპირობების არსებობა ავტომატურად არ განაპირობებს შედეგის დადგომას, არამედ, იგი ამავე კოდექსის 940-ე მუხლის შესაბამისად უნდა განხორციელდეს (ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტისას უნდა დამთავრდეს ჯერ კიდევ შეუსრულებელი გარიგებები, შედგეს საინვენტარიზაციო ნუსხა, ხოლო დარჩენილი ქონება განაწილდეს მონაწილეებს შორის მათი წილის შესაბამისად.
საქმე №ას-297-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.06.2024
…დაკისრებული თანხის გადახდაზე პასუხისმგებელი პირი იყო მოპასუხე, რამდენადაც სწორედ ის წარმოადგენდა ამხანაგობის მატერიალური აქტივის - კუთვნილი უძრავი ქონების მიმღებსა და მის დამფუძნებელს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში - სსკ-ის 940-ე მუხლი). 13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი შემოიტანა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
საქმე №ას-270-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.07.2022
სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრებას კი არ გამორიცხავს ის ფაქტი, გაასხვისა თუ არა მიღებული ბინა ამხანაგობის რომელიმე წევრმა, რადგანაც იმ პირობებშიც კი, თუ მიღწეულია ამხანაგობის მიზანი, ან სხვა საფუძვლით ფორმალურად წყდება ამხანაგობის ხელშეკრულება, იგი შეწყვეტილად მაინც ვერ ჩაითვლება, თუ დაცული არ არის სსკ-ის 940-ე მუხლის მოთხოვნები. ხსენებული ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ქონების განაწილებისას უნდა დაიფაროს ერთობლივი საქმიანობის დროს წარმოშობილი ვალები.
საქმე №ას-364-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2022
…მოსარჩელის მიერ გადახდილი (გადასახდელი) თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის სსკ-ის 352-ე, 394.1 და 407-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძველი. 7. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 932-ე, 938-ე, 939.2.გ, 940-ე, 407-ე, 408-ე, 409-ე, 412-ე მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის შედეგად მოსარჩელეს წარმოეშვა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, შესაბამისად, სახეზეა მოპასუხისათვის 147 248 აშშ დოლარის დაკისრების საფუძველი.
საქმე №ას-1002-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.05.2022
…სხვა რამეს არ ითვალისწინებს, შესატანები წარმოადგენს მონაწილეთა საერთო საკუთრებას; ამავე კოდექსის 939-ე მუხლის პირველი ნაწილის,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის საფუძველია მონაწილეთა გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის 940-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტისას უნდა დამთავრდეს ჯერ კიდევ შეუსრულებელი გარიგებები, შედგეს საინვენტარიზაციო ნუსხა, ხოლო დარჩენილი ქონება განაწილდეს მონაწილეებს შორის მათი წილის შესაბამისად;
საქმე №ას-656-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2021
საქმე №ას-1022-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2020
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 940, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-940/