1. სარჩენის სიცოცხლეში მარჩენალს უფლება არა აქვს გაასხვისოს, დააგირაოს ან სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება სარჩენის წერილობითი თანხმობის გარეშე. მარჩენალის ვალების გამო გადახდევინების მიქცევა ამ ქონებაზე დაუშვებელია.
2. როცა სარჩენი მარჩენალს გადასცემს უძრავ ქონებას, მაშინ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად მას აქვს იპოთეკის უფლება ამ ქონებაზე.
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(14)
- საქმე №ას-952-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.10.2025
უპირველეს ყოვლისა, ეს ვლინდება საწყის ეტაპზე მარჩენალისათვის ქონების შეზღუდული უფლებებით გადაცემაში, ანუ, მართალია, მარჩენალი კანონით დადგენილი წინაპირობების დაცვის შედეგად მოიპოვებს საკუთრების უფლებას სარჩენის ქონებაზე, თუმცა, მხოლოდ შეზღუდული სახით, რაც განკარგვითი უფლებამოსილებების შეზღუდვაში ვლინდება ( სსკ-ის 945-ე მუხლი). თავის მხრივ, ეს არის ბერკეტი სარჩენის ხელში, რათა შეინარჩუნოს გადაცემული ქონების საწყისი სამართლებრივი მდგომარეობა იმ შემთხვევისათვის, თუ მხარეთა შორის ურთიერთობის გაგრძელება შეუძლებელი გახდება;
- საქმე №ას-859-859-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2019
ასეთ ვითარებაში, სასამართლო ვალდებულია ყურადღება გაამახვილოს ნების ნამდვილობის ყველა წინაპირობაზე, მათ შორის ფორმაზე და თუკი დაადგენს, რომ გარიგება ფორმის მხრივაც აკმაყოფილებს მოთხოვნებს, მაშინ უნდა გაარკვიოს ქონების შემდგომი გასხვისება შეესაბამება თუ არა სამოქალაქო კოდექსის 945-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნას (სარჩენის სიცოცხლეში მარჩენალს უფლება არა აქვს გაასხვისოს, დააგირაოს ან სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება სარჩენის წერილობითი თანხმობის გარეშე.
- საქმე №ას-1205-1125-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.11.2017
უპირველეს ყოვლისა, ეს ვლინდება საწყის ეტაპზე მარჩენალისათვის ქონების შეზღუდული უფლებებით გადაცემაში, ანუ, მართალია, მარჩენალი კანონით დადგენილი წინაპირობების დაცვის შედეგად მოიპოვებს საკუთრების უფლებას სარჩენის ქონებაზე, თუმცა მხოლოდ შეზღუდული სახით, რაც განკარგვითი უფლებამოსილებების შეზღუდვაში ვლინდება ( სსკ-ის 945-ე მუხლი). თავის მხრივ, ეს არის ბერკეტი სარჩენის ხელში, რათა შეინარჩუნოს გადაცემული ქონების საწყისი სამართლებრივი მდგომარეობა იმ შემთხვევისათვის, თუ მხარეთა შორის ურთიერთობის გაგრძელება შეუძლებელი გახდება.
- საქმე №ას-979-911-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.10.2017
აღწერილობითი ნაწილის მეორე და მომდევნო პუნქტები), რომ პირველ მოპასუხესთან სამისდღეშიო რჩენაზე ( სსკ-ის 941-ე მუხლი) დადო ხელშეკრულება და მას ამ უკანასკნელისათვის საკუთრების გასხვისების უფლებამოსილება არ მიუნიჭებია ( სსკ-ის 945-ე მუხლი). ამდენად, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს ამ ნაწილში და მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მოპასუხესთან სამისდღეშიო რჩენის…
- საქმე №ას-1126-1082-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.02.2017
მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 54-ე, 56-ე, 941-ე, 942-ე, 945-ე მუხლები და უნდა გამოეყენებინა 81-ე, 72-ე, 73-ე, 524-ე- 530-ე, 79-ე, 183-ე და 187-ე მუხლები. 36. კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა მოცემულ შემთხვევაში ნასყიდობის ხელშეკრულება მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის ხომ არ დაიდო შეცდომით.
- საქმე №ას-540-508-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2012
- საქმე №ას-185-178-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.06.2012
- საქმე №ას-833-885-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.10.2011
- საქმე №ას-789-1074-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2006
- საქმე №060210018002466228 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 02.12.2019
- საქმე №330210018002371743 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.04.2019
- საქმე №330310019002793092 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 07.03.2019
- საქმე №330310018002570904 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.11.2018
- საქმე №330210018002371743 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 13.08.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება