საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.01.2016 ბოლო ცვლილება 25.07.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.130.016181
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

შემდგომი ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №6

2016 წლის 27 იანვარი

ქ. საჩხერე

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის  საფუძველზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით  ჯილდოს გაცემის წესი, თანდართული დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ნადირაძე
+



დანართი
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების  დაფინანსების მიზნით  ჯილდოს გაცემის წესი

+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ეს წესი არეგულირებს საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით წარმატებული სპორტსმენების, ახალგაზრდებისა და პედაგოგების დაჯილდოების წესს.

+
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ჯილდო – ერთჯერადი ფულადი ჯილდო;

ბ) წარმატებული სპორტსმენი – საქართველოს ჩემპიონატში საჩხერის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე სპორტსმენი, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილი, ასევე სპორტსმენი, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილი ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოს, ევროპის ჩემპიონატებში;

გ) წარმატებული მწვრთნელი – ამ მუხლის „ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმატებული სპორტსმენის მწვრთნელი;

დ) წარმატებული ახალგაზრდა – მუნიციპალიტეტის სასწავლო-საგანმანათლებლო, კულტურულ-შემოქმედებითი დაწესებულებისა და სამუსიკო სკოლის მოსწავლე, ასევე ახალგაზრდა, რომელმაც დაიკავა I, II, III საპრიზო ადგილი საქართველოსა და საერთაშორისო კონკურსებში, მედია-პროექტში გამარჯვებული, რომელიც მონაწილეობს საჩხერის მუნიციპალიტეტის სახელით, ასევე საჩხერის მუნიციპალიტეტის სკოლის ვერცხლისა და ოქროსმედალოსანი მოსწავლე;

ე) წარმატებული გუნდი - სპორტულ, ინტელექტუალურ, კულტურულ-შემოქმედებით  ჩემპიონატებსა და კონკურსებში საჩხერის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე გუნდი, რომელმაც დაიკავა  I  ან II ადგილი.


+
მუხლი 3. წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის დაჯილდოება
1. წარმატებული სპორტსმენის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) საქართველოს ჩემპიონატი დიდებში  ( ოლიმპიური სპორტის სახეობები):  I ადგილი – 700 ლარი;  II ადგილი – 500 ლარი; III ადგილი – 300 ლარი;

ბ) საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის: I ადგილი – 400 ლარი; II ადგილი –  300 ლარი; III – ადგილი 200 ლარი;

გ)  საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკებს შორის: I ადგილი – 300 ლარი; II ადგილი – 200 ლარი; III ადგილი – 150 ლარი;

დ) საქართველოს  ჩემპიონატი გუნდურ პირველობაში:  I ადგილი – 1500 ლარი; II ადგილი – 1000 ლარი;

ე) საქართველოს ჩემპიონატი დიდებში (არაოლიმპიური სპორტის სახეობები): I ადგილი – 500 ლარი; II – ადგილი 300 ლარი; III – ადგილი 200;

ე​1) საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდებში:  I  ადგილი - 400 ლარი,  II  ადგილი - 300 ლარი, III ადგილი - 200 ლარი;

ე​2) საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: I  ადგილი - 300 ლარი, II  ადგილი- 200 ლარი, III  ადგილი - 150 ლარი;

ვ) საქართველოს ჩემპიონატი გუნდურ პირველობაში: I ადგილი 800 – ლარი; II ადგილი 600 – ლარი;

ზ) ევროპის ჩემპიონატი დიდებში (ოლიმპიური სპორტის სახეობები): I ადგილი  – 2000 ლარი; II ადგილი – 1500 ლარი; III ადგილი – 1000 ლარი;

თ) ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის: I ადგილი – 1500 ლარი; II ადგილი – 1000 ლარი; III ადგილი – 800 ლარი;

ი) ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკებს შორის:  I ადგილი – 1000 ლარი; II ადგილი – 800 ლარი; III ადგილი– 600 ლარი;

კ) ევროპის ჩემპიონატი დიდებში (არაოლიმპიური სპორტის სახეობები):  I ადგილი – 1500 ლარი; II ადგილი – 1000 ლარი; III ადგილი – 800 ლარი;

კ​1)  ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში: I ადგილი - 1200 ლარი,  II ადგილი - 900 ლარი, III  ადგილი - 700 ლარი;

კ​2)  ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკებში: I  ადგილი - 800 ლარი, II  ადგილი - 600 ლარი,  III  ადგილი - 400 ლარი;

ლ) მსოფლიო ჩემპიონატი დიდებში (ოლიმპიური სპორტის სახეობები): I ადგილი – 5000 ლარი; II ადგილი – 3000 ლარი; III ადგილი – 2000 ლარი;

მ) მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის:  I ადგილი – 2000 ლარი; II ადგილი – 1500 ლარი; III ადგილი – 1000 ლარი;

ნ) მსოფლიო ჩემპიონატი ჭაბუკებს შორის: I ადგილი – 1500 ლარი; II ადგილი – 1000 ლარი; III ადგილი – 800 ლარი;

ო) მსოფლიო ჩემპიონატი დიდებში (არაოლიმპიური სპორტის სახეობები):  I ადგილი – 2000 ლარი; II ადგილი – 1500 ლარი; III ადგილი – 1200 ლარი;

პ) მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის:   I ადგილი – 1500 ლარი; II ადგილი – 1200 ლარი; III ადგილი – 1000 ლარი;

პ​1) მსოფლიო ჩემპიონატი ჭაბუკებში: I ადგილი - 1000 ლარი, II  ადგილი - 800 ლარი, III  ადგილი - 600 ლარი;

ჟ) ოლიმპიური თამაშები:  I ადგილი – 10 000 ლარი;  II ადგილი – 7 000 ლარი; III ადგილი – 5 000 ლარი;

რ) ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები: I ადგილი-2000 ლარი;   II ადგილი-1500 ლარი; III ადგილი-1000 ლარი;

ს) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული სპორტული ღონისძიებების კალენდარული გეგმით სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგებისათვის  სპორტსმენზე განსაზღვრული ერთი უმაღლესი საპრემიო თანხის 50% გაიცემა გამარჯვებული სპორტსმენების  პირად მწვრთნელებზე. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში, ოლიმპიადაში წარმატებულ სპორტსმენთა პირველ მწვრთნელებზე კი ამ სპორტსმენებისათვის განსაზღვრული თანხების 30%.

2. წარმატებულმა სპორტსმენმა/შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელმა  (კანონიერმა წარმომადგენელმა, არასრულწლოვანი სპორტმენის შემთხვევაში) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) წარმატებული სპორტსმენის პირადობის მოწმობის ასლი (ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ);

გ) შესაბამისი საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) სპორტსმენის/კანონიერი წარმომადგენლის ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან;

3. წარმატებულმა მწვრთნელმა/დაწესებულების ხელმძღვანელმა  მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) წარმატებული მწვრთნელის პირადობის მოწმობის ასლი (ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ);

გ) შესაბამისი საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) მწვრთნელის ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან;

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 ივნისის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 20.07.2016წ..


+
მუხლი 4. წარმატებული მოსწავლის/ახალგაზრდის  და პედაგოგის დაჯილდოება
1. წარმატებული ახალგაზრდის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) საერთაშორისო  ფესტივალებსა და კონკურსებში:  I ადგილი – 500 ლარი; II ადგილი – 300 ლარი, III ადგილი – 200;

ბ) საქართველოს ფესტივალებსა და კონკურსებში:„გრან -პრი“ -400 ლარი; I ადგილი – 300 ლარი.

2.  წარმატებული ახალგაზრდის პედაგოგის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს ამ ახალგაზრდაზე გასაცემი თანხის 50% -ით.

3. წარმატებულმა ახალგაზრდამ (კანონიერმა წარმომადგენელმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) წარმატებული ახალგაზრდის (კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი არასრულწლოვნის შემთხვევაში)  პირადობის მოწმობის ასლი, (ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ);

გ) შესაბამისი საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ)  ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან;

4. წარმატებულმა ახალგაზრდის პედაგოგმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი (ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ);

გ) წარმატებული ახალგაზრდის შესაბამისი საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ)  ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან.


+
მუხლი 5. ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების დაჯილდოება
1. ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების ფულადი ჯილდო განისაზღვრება შემდეგი სახით:

ა) ოქროს მედალოსანი - 200 ლარი;

ბ) ვერცხლის მედალოსანი - 100 ლარი;

2. საჩხერის მუნიციპალიტეტის სკოლების დირექციამ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების სია;

გ) სკოლის მოსწავლეთა ან კანონიერი წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) სკოლის მოსწავლეთა ან კანონიერი წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანგარიში ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან.


+
მუხლი 6. მედია პროექტში გამარჯვებულის  დაჯილდოება
1. მედიაპროექტში გამარჯვებულის ფულადი ჯილდო განისაზღვრება  500 ლარის ოდენობით

2. მედიაპროექტში გამარჯვებული პედაგოგის ფულადი ჯილდოს ოდენობა    განისაზღვროს მოსწავლეზე გასაცემი თანხის  30% -ით

3. მედიაპროექტში გამარჯვებულმა/კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) მედიაპროექტში გამარჯვებულის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) მედიაპროექტში გამარჯვებულის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) მედიაპროექტში გამარჯვებულის/კანონიერმა წარმომადგენლის ანგარიში ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან.


+
მუხლი 7. სამუშაო ჯგუფი
1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით ჯილდოს გაცემის საკითხს განიხილავს სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ქმნის და მის თავმჯდომარეს, მდივანს, ნიშნავს მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ-სამართლებივი აქტით.

 2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 5 წევრისაგან. სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, არანაკლებ საერთო შემადგენლობის 1/3–ისა. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში თავჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმა.

3. სამუშაო ჯგუფი ამზადებს დასკვნებს და გადასცემს შესაბამის სამსახურს ბრძანების პროექტის მომზადების მიზნით. 

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის დადგენილება №87 – ვებგვერდი, 27.04.2018წ.


+
მუხლი 8. ჯილდოს გაცემის წესი
  ამ წესით განსაზღვრული ფულადი ჯილდოს გაცემა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის გათვალისწინებით.

 

შენიშვნა: წინამდებარე წესი ვრცელდება პარაოლიმპიურ სპორტსმენებსა და მწვრთნელებზე.



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №6, 27.01.2016, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.130.016181 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.04.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3173541-2/