ხულოს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ები)ს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (8 მუხლი)
|
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 |
|
2016 წლის 28 იანვარი დაბა ხულო |
2. ეთხოვოს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს ხულოს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისთვის საჭირო ტექნიკური და პროგრამული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.
|
2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული საქართველოს კანონმდებლობით, რეგულირდება ამ წესით.
3. ამ წესით განსაზღვრული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა არ არის ამომწურავი და არ ათავისუფლებს შესაბამის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებისგან.
2. „ხულოს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირე(ბი)ს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 იანვრის დადგენილებით დამტკიცებული „ხულოს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა“ (შემდგომ - ნუსხა) განსაზღვრული საჯარო ინფორმაცია ნებისმიერი პირისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან/და ნებისმიერი სხვა შეზღუდვის დადგენა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეთხვევებისა.
3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებს არ ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში იმავე ან/და სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან.
4. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი.
ა) ელექტრონული ფორმით - მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების ელექტრონულ რესურსზე;
ბ) ან ბეჭდური ფორმით - მუნიციპლიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტრიულ ერთეულებში განთავსებულ საჯარო განცხადებების დაფაზე.
2. ელექტრონული ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდებზე ან/და მათ მართვაში არსებული სხვა ელექტრონული რესურსების გამოყენებით (მიეთითება მუნიციპალიტეტის ელექტრონული რესურსების დასახელება ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. ბეჭდური ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების შენობებში სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ- ტერიტორიულ ერთეულებში ბეჭდური ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება საჯარო განცხადებების დაფების გამოყენებით, რომელიც უნდა განთავსდეს დასახლებების უბნების მიხედვით, უბანში რეგისტრირებულ ყოველ 500 ამომრჩეველზე არანაკლებ ერთი საინფორმაციო განცხადების დაფის ოდენობით.
4. მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო განცხადების დაფაზე ინფორმაციის განახლებაზე პასუხისმგებელია შესაბამის დასახლებაში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი.
5. იმ შემთხვევაში, თუ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაცია დიდი მოცულობისაა და მისი სრულად გამოქვეყნება ვერ ხერხდება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების და იურიდიული პირ(ებ)ის შენობებში სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას ან/და მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო განცხადებების დაფებზე, აუცილებელია აღნიშნულ ადგილებში მიეთითოს დოკუმენტის შესაბამისი რეკვიზიტები (სათაური, მიმღები ორგანო, მიღების თარიღი, დოკუმენტის ნომერი) და ადგილი, სადაც შესაძლებელია დოკუმენტის სრული ვერსიის გაცნობა და ასლის გადაღება.
1. მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. აღნიშნული ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს მისი განახლების თარიღი.
2. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი ი ყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება, ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე.
შენიშვნა: კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასასრულიდან 1თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
+
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 851 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 851 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ხულოს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.
+
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს „ხულოს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა“, დანართი №2-ის შესაბამისად.
+
მუხლი 3🔗
1. ეთხოვოს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს უზრუნველყოს ხულოს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნკური უზრუნველყოფის ღონისძიებების გეგმის შემუშავება, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1(ერთი) თვის ვადაში.2. ეთხოვოს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს ხულოს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისთვის საჭირო ტექნიკური და პროგრამული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძე
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯამბულ ხოზრევანიძე
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
+
მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ფორმა და წესი
+
მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ადგილი
+
მუხლი 4. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი
+
№
ინფორმაციის დასახელება განახლების ვადები1.1
მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა განახლებადია ცვლილების შემთხვევაში1.2
მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების და მათი სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების საქმია- ნობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება/წესდება, შინაგანაწესი) განახლებადია ცვლილების შემთხვევაში1.3
მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში ქვეყნდება ყოველწლიურად1.4
მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები განახლებადია ცვლილების შემთხვევაში1.5
მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელის, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების შესახებ ინფორ- მაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები განახლებადია ცვლილების შემთხვევაში1.6
მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მათი სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განახლებადია ცვლილების შემთხვევაში ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი 2. საჯარო ინფორმაციის გვერდი2.1
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნ- ველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომრები განახლებადია ცვლილების შემთხვევაში2.2
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები განახლებადია ცვლილების შემთხვევაში2.3
ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ განახლებადია ცვლილების შემთხვევაში2.4
მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს პრე- ზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში ქვეყნდება ყოველწლიურად2.5
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა ქვეყნდება კვარტალურად 3. ინფორმაცია საჯარო დაწესებულებების საკადრო უზრუნველყოფის შესახებ3.1
მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედეგები (მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინაობა), კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და პრო- ცედურა განახლებადია ცვლილების შემთხვევაში3.2
ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტში კონკურსის ჩატარების წესებს განახლებადია ცვლილების შემთხვევაში3.3
მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში ქვეყნდება კვარტალურად 4. ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების და იურიდიული პირ(ებ)ის მიერ განხორციელებული შესყიდვების და ქონების პრივატიზების შესახებ4.1
მუნიციპალიტეტის შესყიდვების წლიური გეგმა ქვეყნდება კვარტალურად4.2
მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების შესახებ ინფორმაცია მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით ქვეყნდება კვარტალურად4.3
ინფორმაცია მუნიციპალიტეტის სააჯრო ქვეყნდება კვარტალურად დაწესებულებების ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ4.4
რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯები ქვეყნდება კვარტალურად4.5
მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში4.6
მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების გეგმა მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში 5. ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ5.1
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მისი წარდგენიდან 5 დღის5.2
მუნიციპალიტეტის დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტები ქვეყნდება კვარტალურად5.3
ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია (ნა- ზარდი ჯამით) ქვეყნდება კვარტალურად და ყოველწლიურად5.4
საანგარიშო წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში5.5
ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) ქვეყნდება კვარტალურად5.6
ინფორმაცია ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) (ცალ-ცალკე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებების მიხედვით) ქვეყნდება კვარტალურად5.7
მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მოდელის მითითებით ქვეყნდება ყოველწლიურად5.8
ინფორმაცია საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯის შესახებ ჯამურად ქვეყნდება ყოველწლიურად5.9
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია ჯამურად ქვეყნდება ყოველწლიურად 5.10 მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ქვეყნდება ყოველწლიურად ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი 5.11 ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბ- რებზე (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები) გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ჯამურად ქვეყნდება ყოველწლიურად 5.12 უცხო სახელმწიფოთა მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა დონის სახელმწიფო ერთეულების მიერ მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების (გრანტები, კრედიტები) შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ყოველწლიურად 5.13 ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული გრანტების შესახებ, მათ შორის, გრანტის, მიზნობრიობა და გრანტის მოცულობა ქვეყნდება ყოველწლიურად 5.12 საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალურად 5.14 სამართლებრივი აქტები საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ ქვეყნდება აქტის მიმღები ორგანოს მიერ ძალაში შესვ- ლიდან 10 დღეში 6. სამართლებრივი აქტები6.1
ნორმატიული აქტები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საქმიანობასთან ქვეყნდება ძალაში შესვლი- დან 10 დღეში6.2
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომ- ლებიც, მუნიციპალიტეტის ორგანოების შეფასებით, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია ქვეყნდება ძალაში შესვლი- დან 10 დღეში 7. საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია 7.1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს, აგრეთვე ქ. თბილისის შემთხვევაში, მთავრობის სხდომების ოქმები შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში7.2
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომების ოქმები შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში;7.3
დასახლების საერთო კრების ოქმები გამგეობის/მერიის მიერ შესაბამისი ოქმის ან მისი ასლის მიღებიდან 10 დღის ვადაში7.4
ინფორმაცია დასახლების საერთო კრების დღის წესრიგის და გამართვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში7.5
მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ გათვალისწინებული ანგარიშები შესაბამისი ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში7.6
პეტიცია მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში7.7
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 20 პროცენტის წერილობითი ინიციატივა გამგებლისთვის/მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში 8. სხვა საჯარო ინფორმაცია8.1
მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების სერვისების შესახებ ინფორმაცია განახლებადია ცვლილების შემთხვევაში8.2
ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინებაც ხდება მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ განახლებადია ცვლილების შემთხვევაშიშენიშვნა: კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასასრულიდან 1თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში.
+
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ხულოს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ები)ს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.05.2020.
- როდის იქნა მიღებული „ხულოს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ები)ს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“?
- „ხულოს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ები)ს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 28.01.2016. მიმღები ორგანო — ხულოს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №2. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.136.016193.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ხულოს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ები)ს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.05.2020.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ხულოს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ები)ს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ხულოს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ები)ს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.05.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხულოს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ები)ს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“, №2, 28.01.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.136.016193 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.05.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3175001/