არასრულწლოვნის მიმართ განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენების წესისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
არასრულწლოვნის მიმართ განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენების წესისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების შესახებ
|
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, ამ ბრძანების მიზანია იმ ნორმების შემუშავება, რომლებიც უზრუნველყოფს არასრულწლოვნის მიმართ განრიდების/განრიდებისა და მედიაციის მექანიზმების ეფექტურ გამოყენებას.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უპირატესობა სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიულ ზომებს ენიჭება. მსუბუქი, არარეპრესიული და ადეკვატური ზომების გამოყენება, ხშირ შემთხვევაში, არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნის მიღწევის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ამდენად, ამ ბრძანების მიზანია არასრულწლოვანთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და მათ მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილების ხელშეწყობა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ალტერნატიული მექანიზმების ფართო გამოყენებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს არასრულწლოვნის მიმართ განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენების თანდართული წესი და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობები.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „განრიდებისა და მედიაციის შესახებ პროკურორებისთვის სახელმძღვანელო მითითებებისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 12 ნოემბრის №216 ბრძანება.
|
მუხლი 21. ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, არასრულწლოვანთა განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამებში, განსაკუთრებულ ღონისძიებათა გამოყენება |
1. ამ მუხლის მოქმედების პერიოდში შეჩერდეს არასრულწლოვანთან ამ ბრძანებით დამტკიცებული „არასრულწლოვნის მიმართ განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენების წესი და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების“ შესაბამისად გაფორმებული ყველა განრიდების/განრიდებისა და მედიაციის ხელშეკრულების მოქმედება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადის შეჩერება არ საჭიროებს დამატებით ხელშეკრულების ან/და სხვა დოკუმენტის გაფორმებას და ჩაითვლება შეჩერებულად ამ მუხლის ამოქმედებისთანავე. 3. თუ ამ მუხლის ამოქმედების დღისთვის, ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებამდე დარჩენილია 30 დღე ან ნაკლები და სოციალური მუშაკის მიერ მომზადებული საბოლოო ანგარიშის საფუძველზე დგინდება, რომ არასრულწლოვანმა კეთილსინდისიერად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მნიშვნელოვანი ნაწილი, არასრულწლოვანს, სოციალური მუშაკის მიერ წარდგენილი ანგარიშის საფუძველზე, საპატიოდ შეიძლება ჩაეთვალოს ხელშეკრულების დარჩენილი ნაწილის შეუსრულებლობა და პროკურორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ. 4. ამ მუხლის მოქმედების დასრულებისთანავე განახლდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეჩერებული ყველა ხელშეკრულება იმ ვადით, რომელიც ხელშეკრულების მოქმედების ვადის შეჩერების დღის მდგომარეობით ხელშეკრულების მოქმედების ამოწურვამდე იყო დარჩენილი. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების შეჩერების პერიოდი არ ჩაითვლება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. 6. თუ პროკურორის მიერ მიღებულია წინასწარი გადაწყვეტილება განრიდების გამოყენების შესახებ და არასრულწლოვანთან არ არის გაფორმებული ხელშეკრულება, შეჩერებულად ჩაითვალოს განრიდების პროცესი, მათ შორის, არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების, ასევე მედიაციის პროცესი, რაც გამოიწვევს ამ ბრძანებით დამტკიცებული „არასრულწლოვნის მიმართ განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენების წესი და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების“, აგრეთვე „ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიის, წესისა და სტანდარტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 15 მარტის ერთობლივი ბრძანების №132/№95/№23 დანართი №1-ით და მათთან დაკავშირებული აქტებით განსაზღვრული ვადების შეჩერებას. თუ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების, აგრეთვე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით განსაზღვრული საპროცესო ვადების, სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადების, ან სხვა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არ არის განრიდების პროცესის შეჩერება, სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსათვის პროკურორის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, შესაძლებელია გაგრძელდეს განრიდების პროცესი და გაფორმდეს განრიდების/განრიდებისა და მედიაციის ხელშეკრულება. 7. ამ მუხლის მოქმედების პერიოდში არასრულწლოვნის მიმართ განრიდების გამოყენებისა და ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები უნდა ექვემდებარებოდეს დისტანციურად შესრულებას. დაუშვებელია არასრულწლოვანს დაეკისროს ისეთი ვალდებულებების შესრულება ან/და ისეთ სერვისებში ჩართვა, რომლებიც გულისხმობს ხალხმრავალ ადგილებში მოხვედრას ან/და საქმიანობას. 8. ეს მუხლი მოქმედებს 2020 წლის 15 აპრილამდე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 19 მარტის ბრძანება №507 - ვებგვერდი, 19.03.2020 წ. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
1
+
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №120
ბრძანება
№120
2016 წლის 1 თებერვალი
ქ. თბილისი
არასრულწლოვნის მიმართ განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენების წესისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების შესახებ
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, ამ ბრძანების მიზანია იმ ნორმების შემუშავება, რომლებიც უზრუნველყოფს არასრულწლოვნის მიმართ განრიდების/განრიდებისა და მედიაციის მექანიზმების ეფექტურ გამოყენებას.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უპირატესობა სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიულ ზომებს ენიჭება. მსუბუქი, არარეპრესიული და ადეკვატური ზომების გამოყენება, ხშირ შემთხვევაში, არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნის მიღწევის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ამდენად, ამ ბრძანების მიზანია არასრულწლოვანთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და მათ მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილების ხელშეწყობა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ალტერნატიული მექანიზმების ფართო გამოყენებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
+
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს არასრულწლოვნის მიმართ განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენების თანდართული წესი და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობები.
+
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „განრიდებისა და მედიაციის შესახებ პროკურორებისთვის სახელმძღვანელო მითითებებისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 12 ნოემბრის №216 ბრძანება.
+
მუხლი 21. ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, არასრულწლოვანთა განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამებში, განსაკუთრებულ ღონისძიებათა გამოყენება🔗
1. ამ მუხლის მოქმედების პერიოდში შეჩერდეს არასრულწლოვანთან ამ ბრძანებით დამტკიცებული „არასრულწლოვნის მიმართ განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენების წესი და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების“ შესაბამისად გაფორმებული ყველა განრიდების/განრიდებისა და მედიაციის ხელშეკრულების მოქმედება.2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადის შეჩერება არ საჭიროებს დამატებით ხელშეკრულების ან/და სხვა დოკუმენტის გაფორმებას და ჩაითვლება შეჩერებულად ამ მუხლის ამოქმედებისთანავე.
3. თუ ამ მუხლის ამოქმედების დღისთვის, ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებამდე დარჩენილია 30 დღე ან ნაკლები და სოციალური მუშაკის მიერ მომზადებული საბოლოო ანგარიშის საფუძველზე დგინდება, რომ არასრულწლოვანმა კეთილსინდისიერად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მნიშვნელოვანი ნაწილი, არასრულწლოვანს, სოციალური მუშაკის მიერ წარდგენილი ანგარიშის საფუძველზე, საპატიოდ შეიძლება ჩაეთვალოს ხელშეკრულების დარჩენილი ნაწილის შეუსრულებლობა და პროკურორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.
4. ამ მუხლის მოქმედების დასრულებისთანავე განახლდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეჩერებული ყველა ხელშეკრულება იმ ვადით, რომელიც ხელშეკრულების მოქმედების ვადის შეჩერების დღის მდგომარეობით ხელშეკრულების მოქმედების ამოწურვამდე იყო დარჩენილი.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების შეჩერების პერიოდი არ ჩაითვლება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.
6. თუ პროკურორის მიერ მიღებულია წინასწარი გადაწყვეტილება განრიდების გამოყენების შესახებ და არასრულწლოვანთან არ არის გაფორმებული ხელშეკრულება, შეჩერებულად ჩაითვალოს განრიდების პროცესი, მათ შორის, არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების, ასევე მედიაციის პროცესი, რაც გამოიწვევს ამ ბრძანებით დამტკიცებული „არასრულწლოვნის მიმართ განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენების წესი და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების“, აგრეთვე „ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიის, წესისა და სტანდარტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 15 მარტის ერთობლივი ბრძანების №132/№95/№23 დანართი №1-ით და მათთან დაკავშირებული აქტებით განსაზღვრული ვადების შეჩერებას. თუ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების, აგრეთვე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით განსაზღვრული საპროცესო ვადების, სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადების, ან სხვა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არ არის განრიდების პროცესის შეჩერება, სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსათვის პროკურორის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, შესაძლებელია გაგრძელდეს განრიდების პროცესი და გაფორმდეს განრიდების/განრიდებისა და მედიაციის ხელშეკრულება.
7. ამ მუხლის მოქმედების პერიოდში არასრულწლოვნის მიმართ განრიდების გამოყენებისა და ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები უნდა ექვემდებარებოდეს დისტანციურად შესრულებას. დაუშვებელია არასრულწლოვანს დაეკისროს ისეთი ვალდებულებების შესრულება ან/და ისეთ სერვისებში ჩართვა, რომლებიც გულისხმობს ხალხმრავალ ადგილებში მოხვედრას ან/და საქმიანობას.
8. ეს მუხლი მოქმედებს 2020 წლის 15 აპრილამდე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 19 მარტის ბრძანება №507 - ვებგვერდი, 19.03.2020 წ.
+
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „არასრულწლოვნის მიმართ განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენების წესისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების შესახებ“, №120, 01.02.2016, სარეგისტრაციო კოდი 110060000.22.027.016624 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.03.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3176195-1/