ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ა) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით განსაზღვრული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგიტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური დახმარების განხორციელების წესი (დანართი №1);
ბ) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით განსაზღვრული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგიტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა ჯანდაცვის პროგრამის განხორციელების წესი (დანართი №2).
|
დახმარებები:
ა) ომის ვეტერანთა სოციალური დაცვა (ქვეპროგრამის კოდი 060302);
ბ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (ქვეპროგრამის კოდი 060303);
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა (ქვეპროგრამის კოდი 060304);
დ) მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა (ქვეპროგრამის კოდი 060305);
ე) ხანდაზმული (100 და მეტი წლის) და ღვაწლმოსილი მოქალაქეების სოციალური დაცვა
(ქვეპროგრამის კოდი 060306);
ვ)უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა (2016 წელს ხანძრით და სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარება, ასევე, უსახლკაროთა ბინის ქირით უზრუნველყოფა (ქვეპროგრამის კოდი 060309);
ზ) დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა (ქვეპროგრამის კოდი 060310);
თ) უმწეო ოჯახების გათბობის საშუალებებით და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მატერიალური უზრუნველყოფის პროგრამა (ქვეპროგრამის კოდი 060311);
ი) შშმ პირთა სტატუსის მქონე ბენეფიციართა და მომვლელის საჭიროების მქონე ხანდაზმულის (ქალები 60 წლის და მამაკაცები 65 წლის ასაკიდან) შინ მოვლის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მოვლის საჭიროების მქონე მძიმე ავადმყოფებისათვის მოვლის საზღაურის დაფინანსებას (ქვეპროგრამის კოდი 060304);
კ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის გზით, წარმოდგენილი და მოწონებული პროექტების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა (ქვეპროგრამის კოდი 0605).
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სოციალური დახმარების სახეებიდან უსახლკარო ოჯახთა ბინის ქირით უზრუნველყოფა, ვეტერანთა კავშირის დაფინანსება და მე-2 მსოფლიო ომის ადგილობრივ ვეტერანთა პენსიაზე დანამატის გაცემა, ასევე მოვლის საჭიროების მქონე მძიმე ავადმყოფებისათვის და მოვლის საჭიროების მქონე ომის ვეტერანის მოვლის საზღაურის დაფინანსება, მარტოხელა დედების დახმარება, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილი ქორწინების გარეშე, ქალაქ ზუგდიდში ღვაწლმოსილი პენსიის ასაკის მოქალაქეების 100-ლარიანი დანამატი (10 ბენეფიციარი) და ჰემოდიალიზის პაციენტთა ტრანსპორტირების თანხის ანაზღაურება ყოველთვიური ხასიათისაა მთელი წლის განმავლობაში, ხოლო სოციალური დახმარების სხვა დანარჩენი სახეები ერთჯერადი ხასიათისაა და მათი გაცემა წელიწადში ერთხელ ხდება.
ა) მზრუნველობამოკლებულ პირთა ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა (ქვეპროგრამის კოდი 060301);
ბ) სადღესასწაულო დღეების დახმარება (ქვეპროგრამის კოდი 060307);
გ) უმწეო ოჯახების შეშით უზრუნველყოფა (ქვეპროგრამის კოდი 060311);
დ) უმწეო ოჯახების მეორადი სახურავებით უზრუნველყოფა (ქვეპროგრამის კოდი 060309);
ე) მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურება (ქვეპროგრამის კოდი 060308);
ვ) სოციალური საცხოვრისის გაზიფიკაცია და ეზოს კეთილმოწყობა (ქვეპროგრამის კოდი 0604).
საჭირო დოკუმენტაცია
ა) 9 მაისთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისათვის ერთჯერად ფულად დახმარებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
ბ) ომის ვეტერანთა სარიტუალო მომსახურებას. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის ან საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში ვეტერანის ან ომის მონაწილის ოჯახს უფლება აქვს ისარგებლოს სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებით 300 (სამასი) ლარის ოდენობით. სარიტუალო თანხები გაიცემა დევნილ ვეტერანებზეც;
გ) ომის ვეტერანთა ზუგდიდის კავშირის ფინანსურ უზრუნველყოფას ამავე კავშირის თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე;
დ) აგვისტოს თვეში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული, ქალაქ ზუგდიდში რეგისტრირებული-ბადრი ბერანძის ოჯახის ფინანსური ხელშეწყობა 1000 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) გარდაცვალების მოწმობა (ასლი);
გ) ვეტერანის მოწმობა (ასლი);
დ) გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ვეტერანი დევნილის შემთხვევაში დევნილის მოწმობის ასლი;
ვ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ზ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
ყოველთვიური დახმარება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით (ქვეპროგრამის კოდი 060303):
ა) დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება მერის სახელზე;
ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი;
ა.დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
2. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის 4 ან მეტი შვილი, წლიური დახმარება. დახმარების თანხა: 4 შვილზე-400 (ოთხასი) ლარი, 5 შვილზე-500 (ხუთასი) ლარი, 6 შვილზე-600 (ექვსასი) ლარი, 7 შვილზე-700 (შვიდასი) ლარი, 8 შვილზე-800 (რვაასი) ლარი, 9 შვილზე-900 (ცხრაასი) ლარი და ა. შ. (ქვეპროგრამის კოდი 060303):
ა) დახმარების მისაღებად მშობელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება მერის სახელზე;
ა.ბ) დედის ან მამის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;
ა.დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
3) დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე ერთჯერადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით (ქვეპროგრამის კოდი 060303):
ა) დახმარების მისაღებად მეურვემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება მერის სახელზე;
ა.ბ) დედის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ა.გ) მამის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ა.დ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.ე) თითოეული ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ა.ვ) მეურვეობის ცნობა;
ა.ზ) მეურვის საბანკო ანგარიში ნომერი.
4) ტყუპი შვილის შეძენისას (ახალშობილი) დახმარების თანხა 500 (ხუთასი) ლარი (ქვეპროგრამის კოდი 060303):
ა) დახმარების მისაღებად მშობელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება მერის სახელზე;
ა.ბ) დედის ან მამის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
ა.დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
5) პირველი-მეორე შვილის (ახალშობილის) შეძენა (უმწეო ოჯახები) - 200 (ორასი) ლარი (ქვეპროგრამის კოდი 060303):
ა) დახმარების მისაღებად მშობელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება მერის სახელზე;
ა.ბ) დედის ან მამის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან უმწეობის შესახებ(სარეიტინგო ქულა 65000-ზე ნაკლები);
ა.დ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
ა.ე) მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ინვალიდობის მოწმობა ან ცნობა (I ჯგუფი). ონკოლოგიური ავადმყოფობის შემთხვევაში სამედიცინო ფორმა 100;
დ) ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა);
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.
2. შშმ პირთა სტატუსის მქონე ბენეფიციართა და მომვლელის საჭიროების მქონე ხანდაზმულის (ბავშვები, ქალები 60 წლის და მამაკაცები 65 წლის ასაკიდან) შინ მოვლის პროგრამით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი ის ოჯახები, რომელთაც ჰყავთ მუდმივი ზრუნვის საჭიროების მქონე მწოლიარე ან ეტლით მოსარგებლე ავადმყოფი. ოჯახის შემადგენლობა განისაზღვროს ავადმყოფის გარდა მხოლოდ 1 ან 2 წევრით, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავებული ავადმყოფის მოვლით და ამ მიზეზით ვერ საქმდებიან. მოქალაქეთა შერჩევა მოხდება სოციალურ საკითხთა შემსწავლელი კომისიის მიერ. დახმარების თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით ჩაირიცხება ყოველთვიურად მომვლელის პირად ანგარიშზე (ქვეპროგრამის კოდი 060304).
დახმარების მისაღებად ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ)სამედიცინო ფორმა №100 (მითითებით, რომ ავადმყოფი საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას);
გ) უმწეობის დამადასტურებელი ცნობა (სარეიტინგო ქულით 65 000-ზე დაბალი);
დ) მომვლელის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) მომვლელის ანგარიშის ნომერი.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) 18 წლამდე ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) დედის ან მამის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ე) მეურვეობის დოკუმენტი;
ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
დახმარების მისაღებად ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ოჯახის წევრის ან განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ოჯახის წევრის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა ან მემკვიდრეობის ცნობა;
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.
2. ქალაქ ზუგდიდში ღვაწლმოსილი პენსიის ასაკის მოქალაქეების ყოველთვიური 100 ლარიანი დანამატი (10 ბენეფიციარი). დახმარებით ისარგებლებენ პენსიის ასაკის მქონე, უმუშევარი, სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 100 000-ზე ნაკლები) და ქალაქის წინაშე გარკვეული დამსახურების მქონე მოქალაქეები. მოქალაქეთა შერჩევა მოხდება სოციალურ საკითხთა შემსწავლელი კომისიის მიერ. დახმარების თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით ჩაირიცხება ყოველთვიურად პირად ანგარიშზე (ქვეპროგრამის კოდი 060306).
დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) უმწეობის დამადასტურებელი ცნობა (სარეიტინგო ქულით 100 000-ზე დაბალი);
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
ა) დახმარების მისაღებად დაზარალებულმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება მერის სახელზე;
ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) ცნობა სახანძროდან (ხანძრის შემთხვევაში);
ა.დ) სხვა სტიქიური მოვლენების დროს (ხანძრის გარდა) სოციალური სტატუსის (უმწეობის 65.000-მდე) დამადასტურებელი ცნობა;
ა.ე) სოციალური კომისიის ექსპერტის მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვა სტიქიური მოვლენების შემთხვევაში;
ა.ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
2. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკაროდ დარჩენილი ყველაზე მძიმე ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები 70 უმწეო კატეგორიის (სარეიტინგო ქულა 70 000-ზე დაბალი) ოჯახის დახმარება ყოველთვიურად, ბინის ქირის გადახდის მიზნით (თითოეულ ოჯახზე თვეში 100 ლარის ოდენობით (ქვეპროგრამის კოდი 060309).
ა) დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება მერის სახელზე;
ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) ცნობა რეესტრიდან ქონების არარსებობის შესახებ;
ა.დ) უმწეობის მოწმობა;
ა.ე) სხვა არსებული დოკუმენტები;
ა.ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) უმწეობის მოწმობა;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) სხვა არსებული დოკუმენტები;
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს (ქვეპროგრამის კოდი 060310):
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
გ) მემკვიდრის დევნილის მოწმობის ასლი;
დ) მემკვიდრის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) გარდაცვლილის პირადობის და დევნილის მოწმობის ასლები;
ვ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები (მეუღლის ქორწინების მოწმობა ან შვილის დაბადების მოწმობის ასლები);
ზ) უმწეობის დამადასტურებელი ცნობა (სარეიტინგო ქულა 65.000-მდე);
თ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
2. კვების უზრუნველსაყოფად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) უმწეობის მოწმობა(სარეიტინგო ქულა 65.000-მდე);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) სხვა არსებული დოკუმენტები.
2. ხარჯების ასანაზღაურებლად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის ცნობა (ფორმა №100) შესაბამისი დაწესებულებიდან;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
2. მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახური პასუხისმგებელია დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.
ვეტერანთა და დევნილთა სამსახურის მიერ სოციალური დახმარების გაცემის შესახებ განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება
2. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
3. სრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება ხდება მერის ბრძანების საფუძველზე.
ა) ტომოგრაფია, კორონაროგრაფია - ლიმიტი 250.00 ლარამდე;
ბ) C ჰეპატიტის პირველადი დიაგნოსტიკა-თანადაფინანსება მაქსიმალური ლიმიტი - 336.00 (სამას ოცდათექვსმეტი) ლარი;
გ) სტაციონარული სამედიცინო მომსახურება - ოპერაციების თანადაფინანსება იმ პირებისთვის, რომლებსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ან რომელიმე კერძო სადაზღვევო კომპანია უფინანსებს ოპერაციის ღირებულების ნაწილს. თანადაფინანსების ოდენობა განისაზღვროს შემდეგნაირად: 500.00 ლარამდე - 100%-ით,500.00 ლარიდან 3000.00 ლარამდე - 50%-ით; მაქსიმალური ლიმიტი3 000-ზე ზევით - 1 500.00 (ერთი ათას ხუთასი) ლარი;
დ) აუტიზმით, ბავშვთა ცერებრალური დამბლით და დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვების (ასაკი 0-18წ.) სარეაბილიტაციო მკურნალობის თანადაფინანსება - მაქსიმალური ლიმიტი 1000.00 ლარი;
ე) ძვირადღირებული მედიკამენტები (რომელთა ღირებულება აღემატება 50.00 ლარს) – მაქსიმალური ლიმიტი - 500.00 ლარი:
ე.ა) სოციალურად დაუცველ პირებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა არა უმეტეს 65 000 - ლიმიტი 100%;
ე.ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის მქონე პირებს-ლიმიტის 100%;
ე.გ) ყველა დანარჩენ მოსარგებლეებს - მაქსიმალური ლიმიტის 50%.
ა) განცხადებას;
ბ) პროგრამით მოსარგებლის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის და დევნილის მოწმობის ქსერო ასლებს;
გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ სამედიცინო დოკუმენტაციას - ფორმა №100-ს;
დ) ანგარიშ-ფაქტურას;
ე) საჭიროების შემთხვევაში - სოციალურად დაუცველის (უმწეობის) დამადასტურებელ მოწმობას;
ვ) ოპერაციის თანადაფინანსების შემთხვევაში, მიმართვა საყოველთაო ჯანდაცვიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან, მათ მიერ დაფინანსებული თანხის მითითებით;
ზ) სპეციალიზებული საკვების დაფინანსების შემთხვევაში, მშობლის ანგარიშის ნომრის ამონაწერი ბანკიდან, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, მშობლის პირადობის მოწმობის ასლი, ჩარიცხული თანხის მიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
თ) ტრანსპორტირების დაფინანსების შემთხვევაში:
თ.ა) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია - ფორმა №100;
თ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
თ.დ) კლინიკიდან დოკუმენტაცია (მოწვევა მკურნალობაზე);
თ.დ) ჯავშანი ბილეთზე;
თ.ე) ინვოისი ავიაკომპანიიდან.
2. სრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება ხდება მერის ბრძანების საფუძველზე.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“, №16, 11.02.2016, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.170.016177 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.04.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3189017-1/