შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
1. პროგრამის მიზანია საქართველოში შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის ფორმირება და შრომის ბაზრის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
2. პროგრამის ამოცანებია:
ა) შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის შექმნა და განვითარება;
ბ) მონაცემთა შეგროვების მეთოდიკის შემუშავება და დანერგვა;
გ) ინფორმაციის წყაროების გამოვლენა;
დ) შრომის ბაზრის კომპონენტთა უწყვეტი კვლევა;
ე) საჭიროებებიდან გამომდინარე სპეციალური კვლევების ჩატარება;
ვ) დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCO-2008) ბაზაზე დასაქმების ეროვნული კლასიფიკატორის შემუშავება;
ზ) შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
პროგრამის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ:
ა) საქართველოს მთავრობა;
ბ) სოციალური პარტნიორები;
გ) საერთაშორისო ორგანიზაციები;
დ) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები;
ე) სამუშაოს მაძიებლები;
ვ) ბიზნესსუბიექტები;
ზ) საგანმანათლებლო დაწესებულებები;
თ) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.
პროგრამის ღონისძიებებია:
ა) შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის მოდელის დანერგვა და განვითარება;
ბ) მოძიებული ინფორმაციის ანალიზი და სისტემის მომხმარებლებისთვის მიზნობრივი ანგარიშების მომზადება;
გ) შრომის ბაზრის ანალიზის შედეგების გავრცელება;
დ) შრომის ბაზრის საკითხებზე ტრენინგების ორგანიზება;
ე) საჭიროებიდან გამომდინარე სპეციალური კვლევების ჩატარება;
ვ) კვლევების განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებების განსაზღვრა/კვლევების ინსტიტუციონალიზაცია;
ზ) „დასაქმების ეროვნული კლასიფიკატორის“ შემუშავება.
1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 785 000 ლარით.
2. პროგრამის (მათ შორის, პროგრამის ადმინისტრირების ხარჯების) დაფინანსების წყაროა „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამისათვის“ (პროგრამული კოდი − 35 05) გათვალისწინებული ასიგნება.
პროგრამის შესრულების ინდიკატორებია:
ა) შექმნილია შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის ვებპორტალი;
ბ) შესწავლილი და გაანალიზებულია შრომის ბაზრის შესახებ არსებული ინფორმაცია და მომზადებულია შესაბამისი ანგარიშები;
გ) შრომის ბაზრის შესახებ ინფორმაცია გავრცელებულია შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის ვებპორტალის, ბეჭდური მასალების, სემინარებისა და შეხვედრების საშუალებით;
დ) ჩატარებულია ტრენინგები პროგრამის სამიზნე ჯგუფებისათვის;
ე) განხორციელებულია დამატებითი კვლევები;
ვ) განსაზღვრულია კვლევის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებები და განხორციელებულია შესაბამისი კვლევები;
ზ) შემუშავებული და დამტკიცებულია „დასაქმების ეროვნული კლასიფიკატორი“.
მუხლი 6. პროგრამის განმახორციელებელი
1. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი.
2. ამ პროგრამით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №68, 11.02.2016, სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.019132 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.11.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3190551-1/