საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.02.2016 ბოლო ცვლილება 13.02.2026
გამომცემი ორგანო
ნომერი
№70
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.019134
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (33)

შემდგომი ცვლილებები (12)

წინა ცვლილებები (21)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №70 

2016 წლის 11 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

+
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულება“. 
+
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილება.
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
+



საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულება 

+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის 81​2 მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი სამთავრობო დაწესებულება, რომელიც არსებული კანონმდებლობის საფუძველზე შეიმუშავებს და ახორციელებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ამოცანებს. 

2. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

3. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

4. სამინისტროს აქვს დებულება, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, დასრულებული ბალანსი, საკუთარი ხარჯთა ნუსხა და სათანადო ანგარიში საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში.

5. სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით და ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის.

6. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს კომპეტენცია დგინდება კანონით და/ან კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს მთავრობის დადგენილებით. სამინისტროს უფლება არა აქვს, გადასცეს სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს უფლებები და მოვალეობები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სამინისტრო მოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციის, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.

7. უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის, უწყებებისათვის, აგრეთვე სხვა სუბიექტებისათვის.

8.  სამინისტროს ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №2.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აპრილის დადგენილება №188 - ვებგვერდი, 20.04.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17  აპრილის   დადგენილება №185  – ვებგვერდი, 18.04.2018წ.

მუხლი 2. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები

1. სამინისტროს საქმიანობის ძირითადი სფეროებია: ეკონომიკური პოლიტიკა; ეკონომიკური ზრდის ანალიზი; მდგრადი განვითარება; ვაჭრობა და ინვესტიციები; წარმოებისა და მომსახურების ხელშეწყობა; ტურიზმი; სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა;  მშენებლობის პოლიტიკა; ელექტრონული კომუნიკაციები; ინოვაციური ეკოსისტემისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება და ხელშეწყობა; ფოსტა; ტრანსპორტი და ლოგისტიკა; სტანდარტიზაცია და მეტროლოგია; აკრედიტაცია; მკაცრი აღრიცხვის ფორმები; კაპიტალის ბაზრის განვითარება; საპენსიო სისტემის რეფორმა; ქვეყნის ბრენდის განვითარება; წიაღის მდგრადი მართვა; ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის, სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამების შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი; საქართველოს ენერგეტიკის დარგში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ქმედებების განხორციელება; საქართველოს ენერგეტიკის დარგის, როგორც ერთიანი კომპლექსის განვითარებისა და მისი ცალკეული დარგების სტაბილურად ფუნქციონირების, ენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებისა და საგანგებო მდგომარეობისათვის მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება; სახელმწიფო პოლიტიკის, სახელმწიფო სტრატეგიისა და პრიორიტეტების შესაბამისად, ენერგიის წარმოების, ენერგოშემცველების გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, დისტრიბუციის, აგრეთვე იმპორტ-ექსპორტის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი; ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის, ენერგოსისტემის უსაფრთხოებისთვის, მისი ნორმალური ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; სამინისტროს მართვაში არსებული საწარმოების (აქციების ან/და წილების) პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილებების განხორციელება, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:

ა) ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის, ეკონომიკური ზრდის ანალიზი და ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად;

ბ) ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების შემუშავება, განხორციელება და კოორდინაცია;  რესურსდამზოგავი წარმოების სახეების წახალისება; წარმოების, მშენებლობის, ტრანსპორტის და მომსახურების სფეროებში ენერგოეფექტური ღონისძიებების წახალისება და კოორდინაცია; მწვანე ეკონომიკის წახალისებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება;

გ) სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებული დარგების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავება და კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათი განხორციელების კოორდინაცია;

დ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დასაფინანსებელი პროგრამების განხილვა, სრულყოფა და მათი განხორციელების მონიტორინგის კოორდინაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად;

ე) სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა და წარმართვა;

ვ) საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების, სავაჭრო პოლიტიკის მიმართულებებისა და პრიორიტეტების შემუშავება; საზღვარგარეთის ქვეყნებთან, რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სავაჭრო-ეკონომიკური ხასიათის მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება, მოლაპარაკებების კოორდინაცია და განხორციელებაში მონაწილეობა; საქართველოს სავაჭრო რეჟიმების განვითარების საკითხებზე მუშაობა; საერთაშორისო დახმარების მოზიდვისა და სახელმწიფოსათვის უმნიშვნელოვანესი პროექტების რეალიზაციის მიზნით საერთაშორისო ეკონომიკურ და საფინანსო ორგანიზაციებთან და მათ რეგიონულ სტრუქტურებთან თანამშრომლობა; 

ზ)  ინვესტიციებისა და ინოვაციების ხელშემწყობი პოლიტიკისა და შესაბამისი პროგრამების შემუშავება და მონიტორინგი; დერეგულირების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს ფორმირების ხელშეწყობა, მისი რეალიზაციისათვის საჭირო ღონისძიებათა კოორდინაცია და მონიტორინგი;

თ) შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებებისა და რეგიონული უწყებების, მუნიციპალიტეტების მონაწილეობით ქვეყნის ეკონომიკური განვითარების რეგიონული პოლიტიკის ძირითადი პრინციპებისა და ამოცანების და მისი სამართლებრივი ბაზის ფორმირებაში მონაწილეობა;

ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, აკრედიტაციისა და სერტიფიკაციის პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი;

კ) ტურიზმისა და კურორტების განვითარების პოლიტიკის ჩამოყალიბება და რეალიზაცია;

ლ) სამობილიზაციო ღონისძიებათა შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა; სამხედრო-სამობილიზაციო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად; საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს კავშირგაბმულობის, ფოსტისა და სატრანსპორტო საშუალებათა პრიორიტეტული გამოყენება და/ან მართვა კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა;

მ) საინჟინრო, ელექტრონული კომუნიკაციებისა და სატრანსპორტო მაგისტრალების განვითარების მიმართულებათა განსაზღვრა; 

ნ) (ამოღებულია - 03.08.2018, №392) ;

ო) საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნების ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა, სატრანზიტო გადაზიდვებისა და ელექტრონული კომუნიკაციების განვითარების ხელშემწყობი პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა; 

პ) საინფორმაციო ბანკების, საინფორმაციო სისტემების (მათ შორის, გეოგრაფიული) შექმნაში მონაწილეობა და მათი განვითარება; საინფორმაციო დერეფნების ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა; ინფრასტრუქტურაში საინფორმაციო და ინტელექტუალური სისტემების დანერგვა;

ჟ) ეროვნული საფოსტო საგადახდო ნიშნების (მარკები, მარკირებული კონვერტები და მარკირებული ღია ბარათები) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემა;

რ) დასახლებათა და სხვა ტერიტორიულ ერთეულთა განვითარების ინტეგრირებული (გენერალური, კომპლექსური) მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და ზონირების, ასევე დეტალური და სპეციალური ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვისა და ზონირების დოკუმენტების შემუშავების ხელშეწყობა, მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და განხორციელების ზედამხედველობა, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში;

ს) ტერიტორიული დაგეგმვის, არქიტექტურული და სამშენებლო-საინჟინრო საქმიანობის სახელმწიფო და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების მეთოდური ხელმძღვანელობა, საპროექტო დოკუმენტების მომზადების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და/ან ზედამხედველობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ტ) სამშენებლო-საპროექტო ნორმებისა და წესების შემუშავების ორგანიზება და კოორდინაცია;

უ) (ამოღებულია - 03.08.2018, №392) ;

ფ) ნუმერაციის ეროვნული სისტემისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ევროპული ჰარმონიზებული სტანდარტების ჩამონათვალის შემუშავებაში მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში;

ქ) გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოს პოზიციების გამოყენების კოორდინაცია, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში;

ღ)   თანამედროვე ტექნოლოგიების უწყვეტი განვითარება და მაქსიმალური ეკონომიკური ეფექტიანობის უზრუნველყოფა, ქვეყნის პრიორიტეტების შესაბამისად;         

ყ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარების პოლიტიკის შემუშავება, მისი განხორციელების მონიტორინგი; 

შ) ტრანსპორტის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ტრანსპორტის სფეროს რეგულირება და მართვა;

ჩ) სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევა; 

ც) კაპიტალის ბაზრის განვითარება ქვეყანაში ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის მაქსიმალური ზრდისათვის და საქართველოს საპენსიო სისტემის რეფორმის შემუშავება;

ძ) ქვეყნის ბრენდის განვითარება, რეპუტაციის ამაღლება როგორც პოტენციურ ინვესტორებსა და პარტნიორებთან, ასევე ტურისტებსა და სხვა დროებით ვიზიტორებთან;

წ) წარმოებისა და მომსახურების ხელშეწყობა მათი საჭიროებებისა და ქვეყნის პრიორიტეტების შესაბამისად;

ჭ) სასარგებლო წიაღისეულის მდგრადი მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელებაში მონაწილეობა;

ხ) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

ჯ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეთანხმების, რეგისტრაციის, დამზადების, შენახვის, გამოყენებისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის საკითხთა მართვა; მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის დამტკიცება.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №571 – ვებგვერდი, 28.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 მარტის დადგენილება №123 – ვებგვერდი, 14.03.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №392 - ვებგვერდი, 06.08.2018წ
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 7 აგვისტოს დადგენილება №486 – ვებგვერდი, 07.08.2020წ.

მუხლი 3. სამინისტროს სისტემა

სამინისტროს სისტემას შეადგენს:

ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატი;

ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი უწყებები;

გ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები.

მუხლი 4. სამინისტროს ცენტრალური აპარატი

სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:

ა) (ამოღებულია - 22.05.2017, №250);

ბ)   (ამოღებულია - 22.05.2017, №250);

გ) ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტი;

დ) ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტი;

ე) სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტი;

ვ) (ამოღებულია - 14.03.2018, №123);

ზ)   (ამოღებულია - 14.03.2018, №123);

თ)   (ამოღებულია - 14.03.2018, №123);

ი)   (ამოღებულია - 14.03.2018, №123);

კ) საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტი;

ლ)   (ამოღებულია - 22.05.2017, №250);

მ) კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტი;

ნ) (ამოღებულია - 07.07.2017, №334);

ო) (ამოღებულია - 24.10.2018, №493);

პ) ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტი;

ჟ) კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების     დეპარტამენტი;

რ)   (ამოღებულია - 14.03.2018, №123);

ს) იურიდიული დეპარტამენტი;

ტ)   (ამოღებულია - 14.03.2018, №123);

უ) (ამოღებულია - 21.12.2021, №601);

ფ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ქ)   (ამოღებულია - 14.03.2018, №123);

ღ)  სტრატეგიული  კომუნიკაციის  დეპარტამენტი;

ყ)  პროტოკოლის  სამსახური;

შ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;

ჩ) სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო;

ც) სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი;

ძ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;

წ) კომერციული ატაშეების სამმართველო;

ჭ) (ამოღებულია - 24.10.2018, №493);

ხ) ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტი;

ჯ) ენერგეტიკული რეფორმების დეპარტამენტი;

ჰ)  ვაჭრობის  განვითარებისა  და  საერთაშორისო  ეკონომიკური  ურთიერთობების  დეპარტამენტი;

ჰ​​1)საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტი;

ჰ​2) ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტი;

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №377 - ვებგვერდი, 08.08.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 მაისის დადგენილება №250 - ვებგვერდი, 24.05.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის დადგენილება №334 - ვებგვერდი, 10.07.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 მარტის დადგენილება №123 – ვებგვერდი, 14.03.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აპრილის დადგენილება №185 – ვებგვერდი, 18.04.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №392 - ვებგვერდი, 06.08.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №493 - ვებგვერდი, 25.10.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 ივლისის დადგენილება №303 - ვებგვერდი, 04.07.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 თებერვლის დადგენილება №108 – ვებგვერდი, 14.02.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №601 – ვებგვერდი, 27.12.2021წ.

მუხლი 5. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები

სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარებიან შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები:

ა)   სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;

ბ)   სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო;

გ)   სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი;

დ)  სსიპ −  საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია;

ე)   სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო; 

ვ)   სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო; 

ზ)  სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო;

თ)  სსიპ − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური;

ი)   სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო;

კ) სსიპ − აწარმოე საქართველოში;

ლ) სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო;

მ) (ამოღებულია - 06.10.2017, №450);

ნ) სსიპ – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო;

ო) სსიპ – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო;

პ) სსიპ − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო;

ჟ) სსიპ − ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 მარტის დადგენილება №153 - ვებგვერდი, 28.03.2017წ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 4 აპრილის დადგენილება №177 - ვებგვერდი, 05.04.2017წ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №450 – ვებგვერდი, 06.10.2017წ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №571 – ვებგვერდი, 28.12.2017წ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 იანვრის დადგენილება №11 – ვებგვერდი, 09.01.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის დადგენილება №78 – ვებგვერდი, 07.02.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 იანვრის დადგენილება №30 – ვებგვერდი, 27.01.2022წ.

მუხლი 6. სამინისტროს ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობანი

1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების, დაწესებულებების მართვასა და კოორდინაციას.

2. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მინისტრი უფლებამოსილებას იხსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. მინისტრის საქმიანობას კოორდინაციასა და კონტროლს უწევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც უფლებამოსილია, თანამდებობიდან გაათავისუფლოს მინისტრი. მთავრობის შემადგენლობის მიერ უფლებამოსილების მოხსნისას ან სხვა საფუძველზე მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდებათ მთავრობის ახალი შემადგენლობის ან მინისტრის დანიშვნისთანავე.

3. მინისტრი:

ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე;

გ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას. ასევე ზედამხედველობს და თვალყურს ადევნებს:

გ.ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას;

გ.ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს და შტატგარეშე მოსამსახურეებს. ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ​1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კომერციულ ატაშეებს;

ე) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებას სამინისტროს წლიური ბიუჯეტის ხარჯთა ნუსხის შესახებ და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტის თაობაზე; იღებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებაზე;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამტკიცებს სახელმწიფო ქონების პრივატიზების ან კანონმდებლობით დადგენილი ნებისმიერი ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დებულებებს;

ზ)    მონაწილეობს მთავრობის სხდომების მუშაობაში;

თ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა ამოცანებს;

ი) მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს დებულებას;

კ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

ლ) ავალებს ერთ-ერთ მოადგილეს საპარლამენტო მდივნის ფუნქციის განხორციელებას;

მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელების სამართლებრივ აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს. ასევე კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად ცნობს მითითებულ თანამდებობის პირთა სამართლებრივ აქტებს მათი მიზანშეუწონლობის მოტივით;

ნ) უფლებამოსილია, სამინისტროს თანამდებობის პირთა მოქმედების სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება დააკისროს პირველ მოადგილეს;

ო) გამოსცემს ბრძანებებს კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტის ან მთავრობის დადგენილების საფუძველზე და მათ შესასრულებლად;

პ) ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესს;

ჟ) ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტების გაცემის წესს.

4. მინისტრს ჰყავს რვა მოადგილე (მათ შორის, ერთი პირველი), რომელთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

5. მინისტრი თავისი ბრძანებით განსაზღვრავს მოადგილეთა ფუნქციებს, აგრეთვე იმას, თუ რომელი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობას გაუწევენ ისინი კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას.

6. მინისტრი თავისი ბრძანებით უფლებამოსილია, დაადგინოს ამ დებულებით განსაზღვრულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის ფუნქციების გადანაწილების განსხვავებული წესი.

7.უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით, მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე შესაძლებელია, იმავდროულად იკავებდეს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობას.

8. მინისტრის არყოფნისას მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს სისტემაში შემავალი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას.

9. მინისტრი თავისი ბრძანებით ქმნის სათათბირო ორგანოს – კოლეგიას/საბჭოს/კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: მინისტრი – თავმჯდომარე, მინისტრის პირველი მოადგილე, მოადგილეები, სხვა თანამდებობის პირები და სპეციალისტები. კოლეგიის/საბჭოს/კომისიის წევრების რაოდენობასა და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს და ამტკიცებს მინისტრი. კოლეგია/საბჭო/კომისია თავის სხდომებზე განიხილავს სამინისტროსათვის მინდობილი სფეროების საკვანძო საკითხებს, დაქვემდებარებული ორგანიზაციების წესდებებს, მათ სამუშაო პროგრამებსა და სამეცნიერო თემატიკას, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, საქმიანობის შედეგებს. კოლეგიის/საბჭოს/კომისიის გადაწყვეტილება მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. კოლეგიის/საბჭოს/კომისიის საქმისწარმოებასა და მის პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს აგვარებს  მდივანი.

10. მინისტრი უფლებამოსილია, თავისი ბრძანებით შექმნას სხვა სათათბირო ორგანოები და ჯგუფები, რომელთა შემადგენლობა, ამოცანები და მიზნები, საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიღების წესი, უფლებამოსილების ვადა და ანაზღაურების წესი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №377 - ვებგვერდი, 08.08.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის  14 მარტის  დადგენილება № 123  – ვებგვერდი, 14.03.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 თებერვლის დადგენილება №124 - ვებგვერდი, 01.03.2019წ.

მუხლი 7. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია

სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა)  (ამოღებულია - 22.05.2017, №250);

ბ) (ამოღებულია - 22.05.2017, №250);

გ)  ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტი – ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი; ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ანგარიშებზე დაყრდნობით ძირითადი ტენდენციების გამოვლენა; ქვეყნის მაკროეკონომიკური რისკფაქტორების გამოვლენა და ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეკომენდაციების შემუშავება; წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით, სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის და სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფებისთვის ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი ანგარიშების მომზადება; საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტულ ეკონომიკურ პროცესებზე დეტალური ანალიზის მომზადება; დაკავშირებულ მხარეებთან (საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ექსპერტები და სხვა) ინფორმაციის გამოთხოვისა და, საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციების ორგანიზება; ეკონომიკაში არსებული პრობლემებისა და განვითარების შესაძლებლობების გამოვლენა; ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ინიციატივებისა და რეფორმების განხორციელება და განხორციელების ხელშეწყობა; ეკონომიკასა და სამეწარმეო გარემოზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე ინიციატივებისა და გადაწყვეტილებების შეფასება და მონიტორინგი; სამეწარმეო გარემოს ანალიზი და მისი გაუმჯობესების მიზნით წინადადებების შემუშავება დაინტერესებული მხარეების ჩართულობით; საინვესტიციო გარემოს ანალიზი; საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავება და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მომზადება; საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის ინდუსტრიული პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრა, ეკონომიკის კონკურენტუნარიანი მიმართულებების იდენტიფიცირება და მათი განვითარების ხელშეწყობაში მონაწილეობა; ეკონომიკაში არსებულ პრობლემებსა და განვითარების შესაძლებლობებზე საჭირო ინფორმაციის მიღების უზრუნველსაყოფად კომუნიკაციის ეფექტიანი არხების აწყობა; ეფექტიანობის გაზრდის მიზნით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და დანერგვა;

დ) ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტი – ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვის პროცესის წარმართვა, პოლიტიკის კოორდინაცია, პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგი და შეფასება დაინტერესებული მხარეების ჩართულობით; მონიტორინგის პროცესში არსებული ხარვეზების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება; კომპეტენციის ფარგლებში პოლიტიკის დოკუმენტების სამოქმედო გეგმების შესრულების თაობაზე ანგარიშების მომზადება; ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულებებისთვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების, სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესების, სახელმწიფო ქონების მართვის მიმართულებებითა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დაინტერესებული მხარეების ჩართულობით; ქვეყნის ეკონომიკური რეფორმებისა და ინსტიტუციურ-სამართლებრივი რეგულირების სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა; შესაბამის უწყებებთან ერთად სექტორული ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის წარმოება და თანამშრომლობის გაღრმავება; კანონპროექტებსა და სხვა სახის ინიციატივებზე რეგულირების გავლენის შეფასების ანალიზის განხორციელება; კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, სახელმწიფო და სამთავრობათაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციების შესახებ ანალიტიკური კვლევების მომზადება; სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრისა  და წარმართვის თაობაზე წინადადებების მომზადება; საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესწავლა და შეფასება; დონორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შრომის ბაზრის მოთხოვნის კვლევა და ანალიზი; კერძო სექტორთან თანამშრომლობით შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისა და კვალიფიკაციების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება სამინისტროს ხელმძღვანელობისა და სხვა დაინტერესებული უწყებებისთვის; შრომის ბაზრის მდგომარეობასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში; სახელმწიფო უწყებებთან/ორგანიზაციებთან თანამშრომლობა შრომის ბაზრის შესახებ ინფორმაციის მოძიების/გაცვლის მიმართულებით; შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირების მართვა და განვითარების ხელშეწყობა;

ე) სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტი − სამშენებლო საქმიანობის სფეროში პოლიტიკის შემუშავება, გატარება, კოორდინაცია, მართვა და მონიტორინგის განხორციელება; სამშენებლო საქმიანობის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის, მათ შორის, ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების შემუშავების ინიციირება, ორგანიზება, ანალიზი, დანერგვა და შესრულების მონიტორინგი შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით; სამშენებლო საქმიანობის სფეროში საერთაშორისო, სახელმწიფო და რეგიონული პროგრამების/პროექტების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში; სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და რეგიონულ უწყებებთან, მუნიციპალიტეტების ორგანოებთან  თანამშრომლობა, სამშენებლო კუთხით პროგრამებისა და პროექტების ინიციირება, შემუშავება, კოორდინაცია, მონიტორინგი და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება; საცხოვრისის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სათანადო კვლევების საფუძველზე, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; სამშენებლო საქმიანობის სფეროში პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში საზოგადოებისა და ბიზნესსექტორის ჩართულობის უზრუნველყოფა; სამშენებლო საქმიანობის სფეროში საგანმანათლებლო, მათ შორის, სპეციალისტების გადამზადების პროცესის ხელშეწყობა და ამ სფეროს სპეციალისტების პროფესიული კვალიფიკაციის რეგულირებაში მონაწილეობის მიღება; განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარებისათვის სპეციალისტების კანდიდატურების განხილვა, შეთანხმება, ექსპერტთა ერთიანი რეესტრის წარმოება და მისი საჯაროობის უზრუნველყოფა; სამშენებლო საქმიანობის სფეროში, თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით, ახალი ტექნოლოგიების, საშენი მასალების წარმოების განვითარებისა და დანერგვის ხელშეწყობა; სამშენებლო სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზება და გამოცდილების დანერგვა;

ვ) (ამოღებულია - 14.03.2018, №123);

ზ)   (ამოღებულია - 14.03.2018, №123) ;

თ) (ამოღებულია - 14.03.2018, №123) ;

ი)   (ამოღებულია - 14.03.2018, №123) ;

კ) საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტი − ქვეყნის საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;  ქვეყნის სავაჭრო პოლიტიკის საკითხებზე მუშაობა; საერთაშორისო სავაჭრო ხასიათის მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება, მოლაპარაკებების წარმართვა, კოორდინაცია და მათი განხორციელების მონიტორინგი; საქართველოს სავაჭრო რეჟიმების განვითარების საკითხებზე მუშაობა; ქვეყნის სავაჭრო ბალანსის ანალიზი და წინადადებების მომზადება მისი გაუმჯობესების თაობაზე;  მსოფლიო სავაჭრო  ორგანიზაციის (WTO) ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანალიზი და წინადადებების შემუშავება მსოფლიო სავაჭრო  ორგანიზაციის ფორმატით განსაზღვრულ საკითხებზე; კომპეტენციის ფარგლებში ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობა და შესაბამის ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობა;  კომპეტენციის ფარგლებში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების განხორციელების  კოორდინაცია სამთავრობო უწყებათა შორის და შესაბამის ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობა; ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო რეჟიმის გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია;  

ლ)  (ამოღებულია - 22.05.2017, №250);

მ) კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტი − ქვეყანაში ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის მაქსიმალური ზრდა; საპენსიო რეფორმის ეფექტური დაგეგმვისა და შედეგიანად განხორციელების უზრუნველყოფა; საფინანსო ბაზრის ამოქმედების ხელშეწყობა და უზრუნველყოფა, საკანონმდებლო ბაზის განვითარება და სრულყოფა; ამ სფეროში წამოჭრილ პრობლემებზე/შესაძლებლობებზე ეფექტური ფორმით რეაგირება; საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიისა და საპენსიო რეფორმის სამოქმედო გეგმის შემუშავება მოკლე, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი პერიოდისთვის; საქართველოს კაპიტალის ბაზრის პრობლემების, განვითარებაში ხელისშემშლელი ფაქტორების გამოვლენა; რეგულარული შეხვედრების ორგანიზება კაპიტალის ბაზრისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან პრობლემებისა და საჭიროების გამოვლენის მიზნით; საქართველოს საპენსიო სისტემისა და კაპიტალის  ბაზრის საფრთხეების ანალიზი, პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზება; საუკეთესო უცხოური პრაქტიკის გაცნობა კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემისა და კაპიტალის  ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით; კაპიტალის ბაზრის პრობლემების მოგვარების კუთხით მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების დაგეგმვა, განხორციელების პროცესების მართვა; კაპიტალის ბაზრის საქმიანობასა და საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოვლენა; კაპიტალის ბაზრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების საჭიროებების ანალიზი, შესაბამისი დარგის ექსპერტებთან კონსულტაციები, ცვლილებების ინიციატივების დამუშავება; კაპიტალის ბაზრისა და კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის საქმიანობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების ინიციატივების შესაბამის ორგანოებში წარდგენის, არგუმენტირების, ცვლილებების გატანის სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება. კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო ინიციატივების დამუშავებისას შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მონაწილეობის უზრუნველყოფა;

ნ) (ამოღებულია - 07.07.2017, №334);

ო) (ამოღებულია - 24.10.2018, №493);

პ) ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტი − ქვეყნის პრიორიტეტების შესაბამისად ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარება და მაქსიმალური ეკონომიკური ეფექტიანობის უზრუნველყოფა; ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში არსებული ხარვეზებისა და შესაძლებლობების გამოვლენა და მისი   განვითარებისთვის ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა; სატრანსპორტო პოლიტიკის საკანონმდებლო ბაზის განვითარების ხელშეწყობა; ტრანსპორტის სფეროში საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების შემუშავება, არსებული შეთანხმებების გადახედვა დადგენილი სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად და მოლაპარაკებებში მონაწილეობა; კომპეტენციის ფარგლებში დარგში მოქმედი ნორმატიული ბაზის სრულყოფისა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესებში მონაწილეობა;  საავიაციო, საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტის არსებული პრობლემატიკისა და საჭიროებების შესწავლა და ანალიზი; ტრანსპორტთან დაკავშირებული სტატისტიკის წარმოება და ანალიზი; გამოვლენილ პრობლემურ საკითხზე და\ან შესაძლებლობებზე რეაგირების სტრატეგიის დასახვა;  ტრანსპორტის მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიების ინიციირება, განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი; ტრანსპორტთან დაკავშირებული სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების ინიციირება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ლოგისტიკის განვითარებისა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისთვის შესაბამისი ღონისძიებების/პროექტების დაგეგმვა და განხორციელება; საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უწყებებთან თანამშრომლობა კომპეტენციის ფარგლებში; კომპეტენციის ფარგლებში სახმელეთო, საზღვაო და საავიაციო ტრანსპორტის დარგებში საქმიანობის კოორდინაცია;

ჟ) კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტი − ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფოსტის, ასევე სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ქვეყანაში ექსპორტზე ორიენტირებული სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქტების გაჩენის ხელშეწყობისათვის, ასევე სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროდუქტების კომერციალიზაციის ხელშეწყობისათვის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიისა და პრიორიტეტის განსაზღვრა და მათზე დაფუძნებული პროგრამების შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი; ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფოსტის, ასევე სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროს განვითარებისა და სრულყოფის სტრატეგიის, პროგრამების შემუშავება და კანონით დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათ განხორციელებაში მონაწილეობა; ქვეყანაში საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარების პოლიტიკის შემუშავება და მის განხორციელებაში მონაწილეობა; საქართველოს ელექტრონული ხელისუფლების კონცეფციის, სტრატეგიული გეგმისა და პროგრამის შემუშავება სახელმწიფო მმართველობის სრულყოფისათვის, ინოვაციების, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ბაზაზე; კიბერ და საინფორმაციო უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მონიტორინგი; ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფოსტის, ასევე სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; სათანადო ღონისძიებათა შემუშავება ქვეყნის ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის ქსელების მსოფლიო ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის გლობალურ ქსელებში ინტეგრირების მიზნით; ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქტების სათანადო ღონისძიებათა შემუშავება ლოკალურ და გლობალურ ბაზრებზე დამკვიდრების ხელშეწყობისათვის; ქვეყნის ელექტროკომუნიკაციებისა და ფოსტის ქსელებში მოწინავე ტექნიკისა და ტექნოლოგიების, ტექნიკური ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა; ქვეყანაში ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის ქსელებისა და საშუალებების, ინფორმატიზაციის განვითარების, სრულყოფისა და ფუნქციონირების კოორდინაცია; საგანგებო ან/და საომარი მდგომარეობის დროს, მათ შორის , კიბერ ან/და საინფორმაციო შეტევების პერიოდში, საერთო სარგებლობის ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიური და ფოსტის ქსელებისა და საშუალებათა ფუნქციონირების კოორდინაცია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა; საფოსტო საგადახდო ნიშნების (მარკები, მარკირებული კონვერტები და მარკირებული ღია ბარათები) გამოცემისა და გავრცელების ორგანიზება; იმ გზავნილებათა ნუსხის მომზადება, რომელთა სახელმწიფოში შემოტანა ან სახელმწიფოდან გატანა საფოსტო კავშირის ქსელებით აკრძალული ან შეზღუდულია; ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფოსტის, ასევე სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროების ტექნიკური და ეკონომიკური ანალიზი, მათი შემდგომი განვითარების პროგნოზირება; ნუმერაციის ეროვნული სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა; ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის სფეროში სტანდარტების ჩამონათვალის შედგენასა და მის განხორციელებაში მონაწილეობა; გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოს პოზიციების გამოყენების, რადიოელექტრონულ საშუალებათა ელექტრომაგნიტური შეთავსებადობის ტექნიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნების კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ადმინისტრაციებთან თანამშრომლობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით; საინფორმაციო და საკომუნიკაციო ბაზრის ლიბერალიზაციის, შესაბამისი საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის შემუშავება; ელექტრონული სერვისების, ელექტრონული კომერციის, ინტერნეტკონტენტის მიმართულებით შესაბამისი საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიისა და პრიორიტეტის განსაზღვრა და მათზე დაფუძნებული პროგრამების შემუშავება, განხორციელება, ამ პროცესის შესწავლა და ანალიზი;

რ) (ამოღებულია - 14.03.2018, №123);

ს) იურიდიული დეპარტამენტი − თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი და საკანონმდებლო აქტების პროექტების მომზადება; სხვადასხვა უწყებიდან შესული, სამინისტროს სტრუქტურული  ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების  მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება ან/და ვიზირება; დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ  ქვედანაყოფებსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ერთად სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების თაობაზე წინადადებათა მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული სამართლებრივი და საკანონმდებლო აქტების პროექტების საქართველოს  მთავრობაში, საქართველოს პარლამენტსა და სხვა სახელმწიფო უწყებებში კანონმდებლობით  დადგენილი წესით წარდგენის უზრუნველყოფა ან/და კოორდინაცია; სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის  სასამართლოში;  ადმინისტრაციული საჩივრების, განცხადებების განხილვა და/ან განხილვაში მონაწილეობა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს  მიერ დასადები საერთაშორისო და სხვა სახის ხელშეკრულებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება ან/და სამართლებრივი ექსპერტიზა; იმ ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი, რომლებიც დადებულია სამინისტროს მიერ და სამინისტროსა და სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის  გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე არ ექვემდებარება სააგენტოს მხრიდან მონიტორინგის  განხორციელებას; სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა და უზრუნველყოფა; კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობა;

ტ) (ამოღებულია - 14.03.2018, №123);

უ) (ამოღებულია - 21.12.2021, №601);

ფ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი − სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა; სამინისტროს საბიუჯეტო სახსრებისა და საშუალებების დაგეგმვის უზრუნველყოფა; სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია; ადმინისტრაციული შენობისათვის საექსპლოატაციო პირობების შექმნის უზრუნველყოფა; სამინისტროს ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარის აფასების, ჩამოწერისა და გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება, კანონმდებლობით დადგენილი წესით; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად დოკუმენტაციის მომზადება, შესყიდვის პროცედურების კოორდინაცია და კონტროლი; სამინისტროს საჭიროებებიდან გამომდინარე, ტექნიკური და კომპიუტერული მოწყობილობების ახალი ინოვაციური მოწყობილობებით ჩანაცვლება და მათზე მონიტორინგის წარმოების უზრუნველყოფა; აქტიური მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებთან ინფორმაციის გაცვლის დაცული ქსელების წარმოებაში; სამინისტროში არსებული კომპიუტერული ქსელის სისტემების ადმინისტრირებისა და მართვის უზრუნველყოფა, ამასთან, მისი შიდა და გარე ქსელური პერიმეტრის დაცვა; საჭიროების შემთხვევაში, საკონსულტაციო მომსახურების გაწევა სამინისტროს მოსამსახურეთათვის კომპიუტერულ ტექნიკასთან, კომპიუტერულ პროგრამებსა და ინტერნეტთან მუშაობასთან დაკავშირებით; მოქალაქეთა და ინვესტორთათვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და პროექტებთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; არსებული სერვისების მხარდაჭერისა და ახალი ინოვაციური მომსახურების დანერგვის, მონაცემთა უწყვეტობისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სამინისტროში, როგორც პროგრამული, ასევე კავშირგაბმულობისა და ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა, პერიოდული ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება; საგანგებო სიტუაციების, მობილიზაციის რეჟიმის, სამობილიზაციო გეგმების შემუშავების კოორდინაცია; სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში, კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო საიდუმლოებათა რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება; სამინისტროში საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება; საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული დავალებების, აგრეთვე მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი; საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად, ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და მოძრაობის უზრუნველყოფა; სამინისტროში შესულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლი; სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სხვა ორგანოების საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება;

 ქ) (ამოღებულია - 14.03.2018, №123);

ღ) სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი − სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება; სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებათა და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ საზოგადოების ინფორმირება; სამინისტროს საქმიანობის შესახებ პრესის მიმოხილვის გავრცელება; პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების გამართვის უზრუნველყოფა; სამინისტროს ღონისძიებების ფოტო და ვიდეოგადაღება; სამინისტროს ვებგვერდზე ინფორმაციის პერიოდული განახლება; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან ყველა საჭირო ინფორმაციის მოპოვება; საზოგადოებასთან ურთიერთობის მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება; სამინისტროს საქმიანობის შესახებ მასმედიით გაშუქებული მასალების მონიტორინგის განხორციელება; სამინისტროს საქმიანობის შესახებ რეკლამების, საგაზეთო სტატიებისა და ვიდეორგოლების მომზადებაში მონაწილეობა; კომპეტენციის ფარგლებში, ინტერვიუების, ბრიფინგების, პრესკონფერენციებისა და საჯარო შეხვედრების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა; ქვეყნის ბრენდის თანმიმდევრული განვითარება; პოტენციური პარტნიორებისა და ინვესტორებისათვის ქვეყნის რეპუტაციის ამაღლების ხელშეწყობა; ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად საჭირო არხების განსაზღვრა, მოლაპარაკებების წარმოება; ბრენდის უწყვეტი კომუნიკაცია დაგეგმილი ინტენსივობითა და შეთანხმებული ფორმით; ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ფორუმების, კონფერენციებისა და გამოფენების ორგანიზების უზრუნველყოფა/განხორციელება. ქვეყნის რეპუტაციაზე უარყოფითად მოქმედი ფაქტორების შესახებ ინფორმაციის უწყვეტი მოგროვება და მათი ანალიზი;

ყ) პროტოკოლის სამსახური − მინისტრისა და მინისტრის მოადგილეებისათვის უცხო ქვეყნის ოფიციალური დელეგაციების ვიზიტისას საპროტოკოლო ღონისძიების გატარება; მინისტრის მოწვევით სამთავრობო დელეგაციების საქართველოში ვიზიტების მომზადებაში მონაწილეობა; საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების (ელჩების), საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და მათ წარმომადგენელთა შეხვედრების ორგანიზება მინისტრსა და მინისტრის მოადგილეებთან; საზღვარგარეთის ქვეყნებში მინისტრისა დამინისტრის თანმხლები დელეგაციის წევრების, ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება (მათ შორის, განთავსება, ტრანსპორტირება და ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება); საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პროტოკოლის სამსახურებთან, უცხო ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და ასევე საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა; მინისტრის მოწვევით უცხო სახელმწიფოთა დელეგაციების ვიზიტების პროგრამის შედგენა და ორგანიზება; საქართველოს სხვადასხვა სამინისტროების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ორგანიზება; კანონმდებლობით გათვალისწინებული კვოტის ფარგლებში სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა და მათი სავიზო მომსახურების ორგანიზება;

შ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი − სამინისტროს სისტემის საქმიანობის გაუმჯობესება და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა შემდეგი საქმიანობის განხორციელებით: სამინისტროს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;  ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; სამინისტროს საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება; სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; განხორციელებული აუდიტის შედეგებისა და რეკომენდაციების მინისტრისათვის წარდგენა; სამინისტროს       სისტემაში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; სამინისტროს სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და მიზნებთან შეუსაბამო ქმედების გამოვლენის მიზნით  ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა; სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამინისტროს სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება; სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი; სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმათა შესრულების კონტროლი; სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა კონფლიქტის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება; დეპარტამენტის „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირების უზრუნველყოფა.  სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს;

ჩ) სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო

ჩ.ა) საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების მოკვლევა და შესაბამისი დასკვნ(ებ)ის მომზადება; სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების თავიდან აცილების (პრევენციის) მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და მიწოდება სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და შესაბამისი ავიასაწარმოებისათვის; მოკვლევის ბიუროს მოსამსახურეთა 24‑საათიანი მზადყოფნისა და შემთხვევის/ინციდენტის ადგილზე დაუყოვნებლივ მივლინების უზრუნველყოფა; საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების, ასევე საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდებზე სხვა სახელმწიფოში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა და სისტემატიზაცია; უცხო სახელმწიფოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი საავიაციო შემთხვევისა და სერიოზული ინციდენტის შესახებ მოკვლევაში მონაწილეობის მიღების უფლების მქონე სახელმწიფოების ინფორმირება და მათი წარმომადგენლების მოკვლევაში მონაწილეობის უზრუნველყოფა; საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების შესახებ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ისათვის ინფორმაციის მიწოდება; საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფოთა შესაბამის დაწესებულებებთან თანამშრომლობა; შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ჩ.ბ) საზღვაო ინციდენტისა და შემთხვევის მოკვლევისას მისი თანამდევი გარემოებების ყოველმხრივი შესწავლა, გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების დადგენა, მასში მონაწილე პირთა ქმედებების შეფასება, პრევენციული ღონისძიებების შემუშავება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და ევროკავშირის შესაბამისი რეზოლუციებისა და დირექტივების შესაბამისად; მოკვლევის ბიუროს მოსამსახურეთა 24‑საათიანი მზადყოფნისა და საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მივლინების უზრუნველყოფა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყოველწლიური ანგარიშგების წარმოება, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხო სახელმწიფოთა შესაბამის დაწესებულებებთან თანამშრომლობა, სხვა სახელმწიფოთა საზღვაო დაწესებულებებთან შეთანხმებების დადებაში მონაწილეობის მიღება; შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ც)  სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი – სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის მეთოდოლოგიის შემუშავება/განახლება და დანერგვა; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და დაქვემდებარებული უწყებებისთვის მკაფიო და გაზომვადი რაოდენობრივი გეგმების არსებობის უზრუნველყოფა; სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების თანამშრომლების უნარ-ჩვევების გაძლიერება ხარისხობრივი და რაოდენობრივი გეგმების მოსამზადებლად; დაგეგმვის, გეგმების ოპონირებისა და გეგმების ხარისხის გაუმჯობესების პროცესების ორგანიზება; გეგმების აღსრულების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის მეთოდოლოგიის შემუშავება/დანერგვა; გეგმების  ყოველკვარტალური და ყოველწლიური მონიტორინგი, მონიტორინგის ანგარიშების მომზადება; სამინისტროსა და დაქვემდებარებული უწყებებისთვის ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა; სამინისტროსა და დაქვემდებარებულ უწყებებში საქმიანობისა და მომსახურების ხარისხის კონტროლის პროცესის მართვა; საქმისწარმოების ვადების კონტროლი, საჭირო მონაცემების დამუშავება და ანალიზი, მონიტორინგის ანგარიშების მომზადება (ადამიანური, ტექნოლოგიური, ოპერაციული და მონიტორინგის სისტემის არარსებობით გამოწვეული ხარვეზების იდენტიფიცირება); ხარისხის კონტროლის შედეგად გამოვლენილი ხარვეზებისა და შესაძლებლობების სისტემურ გადაწყვეტაზე ზრუნვა; სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების კრიტიკული და პრიორიტეტული ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციის უზრუნველყოფა; სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების პრიორიტეტული სერვისების განვითარების უზრუნველყოფა; მომსახურებაზე (სერვის +) ორიენტირებული კულტურისა და მიდგომის დანერგვა თანამშრომლებში;

ძ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი − სამინისტროს ადამიანური რესურსების მაღალი პროდუქტიულობის უზრუნველყოფა; ადამიანური რესურსების შესაბამისობის უზრუნველყოფა სამინისტროს საჭიროებებთან; სამინისტროს ადამიანური რესურსების მუდმივი განვითარება სამინისტროს პრიორიტეტების შესაბამისად; თანამშრომლების მოტივაციის ამაღლების, განვითარების და სამუშაოს შესრულების ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველყოფა; თანამშრომლების შერჩევისა და დანიშვნის სამუშაოების ორგანიზება; თანამშრომლების შეფასების სისტემის შემუშავება, დანერგვა და განახლება; თანამშრომლების მოტივაციის კვლევა და ანალიზი; საკადრო ადმინისტრირებისა და საკადრო დოკუმენტბრუნვის სამუშაოების ორგანიზება; სამინისტროს სისტემაში საჯარო სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სახელმწიფო პოლიტიკის უზრუნველყოფა, თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად, ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი  პოლიტიკის შემუშავება; სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ადამიანური რესურსების  სამსახურების მუშაობისათვის კოორდინაციისა და მეთოდური ხელმძღვანელობის გაწევა;

წ) კომერციული ატაშეების სამმართველო - უცხოურ ბაზრებზე ეროვნული პროდუქციის სავაჭრო პოტენციალის განვითარება - არსებულ ბაზრებზე ექსპორტის მოცულობის ზრდა და ახალი ბაზრების მოძიება; უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვა და აღნიშნულ კომპონენტში სისტემური თანამშრომლობა საქართველოში არსებულ შესაბამის უწყებებთან; უცხოეთში ახალი ტექნოლოგიების მოძიება და გაზიარება საქართველოში არსებულ ბიზნეს სექტორთან; თანამშრომლობა უცხოეთში არსებულ სამეცნიერო ტექნოლოგიური კვლევების ინსტიტუტებთან; კომპეტენციის ფარგლებში, ქართული ტურისტული პოტენციალის პროპაგანდაში მონაწილეობა და მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოში არსებულ შესაბამის კერძო და სახელმწიფო უწყებებთან;  ექსპორტიორების და ზოგადად, ქართული ბიზნეს ინტერესების უცხოურ ბაზარზე დაცვა; ექსპორტსა და ინვესტიციებთან დაკავშირებით, მონაცემთა ბაზების შეგროვება და ანალიზი; უცხოური ბაზრის მოკვლევისა და საქართველოს საინვესტიციო ინტერესებიდან გამომდინარე,  პოტენციური ინვესტორების და პროექტების იდენტიფიცირება; უცხოეთში არსებულ კერძო თუ სახელმწიფო   ორგანიზაციებთან თემატური პრეზენტაციების გამართვა;  თემატურ კონფერენციებში მონაწილეობა; ბიზნეს ბრიფინგების ორგანიზება;  სამთავრობათაშორისო  კომუნიკაციის  ორგანიზება; პოტენციურ კლიენტებსა  და პარტნიორებზე ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფა საქართველოსა და სხვა ქვეყნის კომპანიებს შორის; პოტენციურ პარტნიორებს  შორის - ბიზნეს წარმომადგენლებს, სახელმწიფო წარმომადგენლებს და კვლევით ორგანიზაციებს შორის - ერთობლივი სამუშაო პლატფორმის შექმნა; ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გამართულ ფორუმებში შესაბამისი სამინისტროს ჩართულობის ორგანიზება; კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ მარკეტინგული ღონისძიებების ერთობლივი, კოორდინირებული დაგეგმვა; საკონსულოს შენობის ან სხვა ბიზნეს ფართის გამოყენება  ფორუმების, სამუშაო ჯგუფების შეხვედრების უზრუნველსაყოფად; ორგანიზაციული საკითხების მოგვარება ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობების განსახორციელებლად.

ჭ) (ამოღებულია - 24.10.2018, №493);

ხ) ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტი – ენერგეტიკის სფეროს მდგრადი განვითარების პოლიტიკის, სტრატეგიის, მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების/გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში; დარგში არსებული მდგომარეობის ანალიზი და სექტორის ეფექტიანი ფუნქციონირების შესახებ შესაბამისი რეკომენდაციებისა და ღონისძიებების მომზადება-დაგეგმვა; ენერგეტიკული ობიექტების საპროექტო, სამშენებლო-სამონტაჟო, სარეაბილიტაციო, სარეკონსტრუქციო საქმიანობის დოკუმენტების განხილვა, განხორციელების უზრუნველყოფა და მონიტორინგი; ელექტროენერგიისა (სიმძლავრის) და ბუნებრივი გაზის ბალანსების მონიტორინგი; სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროცესის ოპტიმალურად წარმართვის ხელშეწყობა; სამინისტროს მართვაში არსებული საწარმოების პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილებების განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით; აღნიშნული საწარმოების მიერ განსახორციელებელი, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; ენერგეტიკის დარგში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და ამ მიმართულებით სხვადასხვა ორგანიზაციასთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია;  ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისათვის ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა; მეზობელ ქვეყნებთან ენერგეტიკული ურთიერთობის გაძლიერების მიზნით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების ოპტიმალურ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი რეალიზაციის კოორდინაცია; მიმზიდველი საინვესტიციო წინადადებების შემუშავება და ინვესტორებისათვის წარდგენა; საინვესტიციო წინადადებების შესახებ მიღებული ინფორმაციისა და წარდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; საინვესტიციო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, მოლაპარაკებაში მონაწილეობა, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა შესრულება და კოორდინაცია; საინვესტიციო პროექტების ფარგლებში დადებული ხელშეკრულებებით (მემორანდუმებით) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და მათი განხორციელების ხელშეწყობა; ენერგეტიკის სფეროში სამეცნიერო, კვლევით და საპროექტო მიმართულებათა განვითარების ხელშეწყობა და კოორდინაცია;

ჯ) ენერგეტიკული რეფორმების დეპარტამენტი – ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ენერგეტიკის დარგში დაგეგმილი რეფორმების, ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელების, ამ პროცესში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მონაწილეობის კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში, მოლაპარაკების წარმოებაში მონაწილეობა და მათთან სამართლებრივი თანამშრომლობა, საჭიროების შემთხვევაში, იურიდიული დეპარტამენტის  ჩართულობით; ენერგეტიკის დარგში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია; ენერგეტიკული პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი სტრუქტურების საქმიანობაში მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში; ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით დაგეგმილი პროექტების, პრეზენტაციების, შეხვედრებისა და სხვა ღონისძიებათა შესახებ ინფორმაციის მიღება, დამუშავება, ანალიზი, ანგარიშის მომზადება, ასევე სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა; ენერგეტიკის დარგში სხვა სახელმწიფოების ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია; საჭიროების შემთხვევაში, იურიდიულ დეპარტამენტთან კოორდინაციით საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების განხილვა-მომზადება, მოლაპარაკებაში მონაწილეობის მიღება, დასკვნების მომზადება, სამინისტროს მართვაში არსებული საწარმოების პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილებების განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელშეკრულებების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია; ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულება;

ჰ) ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი – აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან, ევროკავშირსა და ევროპის სხვა ქვეყნებთან, მეზობელქვეყნებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, ორმხრივსაინვესტიციო შეთანხმებებზე (BIT) მუშაობა, სავაჭრო ურთიერთობაში მყოფ ბიზნესოპერატორებთან საკონსულტაციო ურთიერთობების წარმართვა, მათი საჭიროებებისა და პრობლემების იდენტიფიცირება და კომპეტენციის შესაბამისად რეაგირება, ვაჭრობით დაინტერესებული ბიზნესოპერატორებისთვის საინფორმაციო მომსახურების გაწევა, სავაჭრო შეღავათების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ჩათვლით; ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ოპტიმალურად გამოყენებისა და გაფართოების მიზნით, აზია-აფრიკის რეგიონისა და სხვა ქვეყნების, ევროკავშირისა და ევროპის სხვა ქვეყნების, მეზობელი ქვეყნებისა და რეგიონის სხვა ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნების ადგილობრივი ბაზრების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; კომპანიების დახმარება აზია-აფრიკის რეგიონისა და სხვა ქვეყნების, ევროკავშირისა და ევროპის სხვა ქვეყნების, მეზობელი ქვეყნებისა და რეგიონის სხვა ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნების ბიზნესოპერატორებთან კონტაქტების დამყარების მიზნით; აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებში, ევროკავშირსა და ევროპის სხვა ქვეყნებში, მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონის სხვაქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნებში ექსპორტიორების შესახებ ინფორმაციის მოგროვება, აღრიცხვა და მათი კატეგორიზაცია სფეროს, ზომისა და სხვა საჭირო მახასიათებლების მიხედვით; აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან, ევროკავშირსა და ევროპის სხვა ქვეყნებთან, მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნებთან სახელშეკრულებო ბაზის შემდგომი სრულყოფისა დაორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, წინადადებების შემუშავება და დასკვნების მომზადება, ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომების ორგანიზება, კომისიის სხდომის ოქმით განსაზღვრული საკითხების მომზადება და შემდგომში მათი შესრულების მონიტორინგი; საქართველოსა და აზია-აფრიკის რეგიონისა და სხვა ქვეყნების, ევროკავშირისა და ევროპის სხვა ქვეყნების, მეზობელი ქვეყნებისა და რეგიონის სხვა ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნების დელეგაციების ურთიერთვიზიტებისათვის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ მასალების მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობა დიპლომატიურ კორპუსთან, სხვადასხვა სამინისტროსა და უწყებასთან; საერთაშორისო და რეგიონულ ეკონომიკურ ორგანიზაციებთან მოთხოვნებისა და რეალური პარამეტრების შედარების საფუძველზე ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობების გამოვლენა და მათთან ურთიერთობების ეფექტიანად წარმართვა; ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებისა და საჭიროებების რეალიზაციასთან დაკავშირებით წინადადებათა მომზადება და ხელმძღვანელ პირთათვის წარდგენა; საერთაშორისო და რეგიონული ეკონომიკური გაერთიანებების წარმომადგენლებთან შეხვედრების დაგეგმვა, ორგანიზება და მოლაპარაკებათა წარმოება; დონორთა პრიორიტეტების იდენტიფიცირება; სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში არსებული საპროექტო წინადადებების მოძიება და დონორთა პრიორიტეტების შესაბამისად მათი მხარდაჭერა;

ჰ​​1)საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტი –  საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავების,  ინვესტიციების განხორციელებისა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს ფორმირების ხელშეწყობა, მათი რეალიზაციისათვის საჭირო ღონისძიებათა კოორდინაცია და მონიტორინგი;  საინვესტიციო  პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო უწყებებს შორის ეფექტიანი კომუნიკაცია და  კოორდინაცია; მსხვილ ან/და სტრატეგიულ საინვესტიციო პროექტებზე,  პოლიტიკის ფარგლებში, შესაბამისი რეაგირების განხორციელება; საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტულ საინვესტიციო პროექტზე  დეტალური ანალიზის მომზადება; ინვესტორთან პირდაპირი  და მჭიდრო კომუნიკაცია და მისი მხარდაჭერა; საინვესტიციო პოლიტიკისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისთვის საკანონმდებლო ბაზის ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება; საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავება და მონიტორინგი; დაკავშირებული მხარეებისგან ინფორმაციის გამოთხოვისა და, საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციების ორგანიზება;  საინვესტიციო პოლიტიკის  განხორციელების პროცესში არსებული პრობლემებისა და განვითარების შესაძლებლობების გამოვლენა; ინვესტიციების  ზრდის ხელშემწყობი ინიციატივებისა და რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა;

ჰ​2) ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და  მდგრადი განვითარების დეპარტამენტი – ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიებისა და მდგრადი განვითარების სფეროში საკანონმდებლო ბაზის განვითარების ხელშეწყობა, პროცესში სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტთან  თანამშრომლობა და საქმიანობის კოორდინაცია, საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოციირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივების შესაბამისად; ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიებისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით დაგეგმილი პროექტების, პრეზენტაციების, შეხვედრებისა და სხვა ღონისძიებათა შესახებ ინფორმაციის მიღება, დამუშავება, ანალიზი, ანგარიშის მომზადება, ასევე სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა; განახლებადი ენერგიების უპირატესი ათვისებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება და დანერგვა, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით;  ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება და დანერგვა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით და შესაბამისი პროექტების განხორციელების მხარდაჭერა. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების სამინისტროს კომპეტენციის სფეროში არსებული მიმართულებების კოორდინაცია; მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება და დანერგვა, შესაბამისი ინოვაციური პროექტების განხორციელების ხელშეწყობა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, კომპეტენციის ფარგლებში, აღებული ვალდებულებების შესრულება, მდგრადი განვითარების, წიაღისეული სათბობის, ენერგოეფექტურობის, კლიმატის ცვლილებისა და განახლებადი ენერგიების კუთხით; მდგრადი განვითარების სტრატეგიის მომზადება, მისი ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამებისა და კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობა; მწვანე ეკონომიკის წახალისებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება; აღნიშნული მიზნების მისაღწევად, კომპეტენციის ფარგლებში, აქტიური თანამშრომლობა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ადგილობრივ თვითმმართველობებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ბიზნესსექტორსა და საერთაშორისო ინსტიტუტებთან.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №377 - ვებგვერდი, 08.08.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29  დეკემბრის  დადგენილება №613 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 მაისის დადგენილება №250 - ვებგვერდი, 24.05.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის დადგენილება №334 - ვებგვერდი, 10.07.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის  14 მარტის  დადგენილება № 123  – ვებგვერდი, 14.03.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17  აპრილის   დადგენილება №185  – ვებგვერდი, 18.04.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №392 - ვებგვერდი, 06.08.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №493 - ვებგვერდი, 25.10.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 ივლისის დადგენილება №303 - ვებგვერდი, 04.07.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 თებერვლის დადგენილება №108 – ვებგვერდი, 14.02.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №601 – ვებგვერდი, 27.12.2021წ.

მუხლი 8. სამინისტროს ქონება

სამინისტროს ქონებას შეადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით მის სარგებლობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, აგრეთვე სამინისტროს ბალანსზე/სარგებლობაში რიცხული ქონება.

მუხლი 9. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2018 წლის  14 მარტის  დადგენილება № 123  – ვებგვერდი, 14.03.2018წ.

მუხლი 10. დასკვნითი დებულებანი

სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, №70, 11.02.2016, სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.019134 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.01.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3190898-21/