საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დამრღვევად ჩაითვლება:
ა) პირი ან ტრანსპორტი, რომელმაც გადაკვეთა ან ცდილობდა გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო გამტარი პუნქტის გაუვლელად ანდა სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით, მაგრამ მისი გადაკვეთისათვის დადგენილი წესების დარღვევით, თუ მოსაზღვრე სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის საზღვარზე თავისუფალი მიმოსვლის წესი;
ბ) უცხო სახელმწიფოს არასამხედრო ან სამხედრო გემი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიულ და შიდა წყლებში შემოსვლისას დაარღვია ამ კანონით დადგენილი წესები;
გ) საჰაერო ხომალდი, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა შესაბამისი ნებართვის გარეშე ან დაარღვია საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაფრენის წესი.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №2კ-1326აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.06.2023
…და სხვა სახელმწიფოთა სამხედრო და არასამხედრო გემების ს–ს შიდა წყლებში, პორტებსა და ტერიტორიულ წყლებში ყოფნისა და ცურვის წესები, აგრეთვე სახელმწიფო საზღვარზე სარეწი და სხვა საქმიანობის, სხვადასხვა სამუშაოთა წარმოების წესები. 14.1. ამავე კანონის 24-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, ს–ს სახელმწიფო საზღვრის დამრღვევად ჩაითვლება, მათ შორის - უცხო სახელმწიფოს არასამხედრო ან სამხედრო გემი, რომელმაც ს–ს ტერიტორიულ და შიდა წყლებში შემოსვლისას დაარღვია ამ კანონით დადგენილი წესები.
- საქმე №2კ-699აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.05.2018
დ-ს „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13- მე-15, 24-ე მუხლების, „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავის მე-5, მე-15 მუხლებისა და…
- საქმე №330100118002408376 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.05.2019
გ--–--------------------–------–- მცხოვრები დ------–----–------ა საკუთარ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა უკანონოდ შეძენილ ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას, რასაც იგი 2017 წლის 9 აპრილს უკანონოდ ატარებდა გ--–--------------------–------–-- დ------–----–------ას „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13- 15, 24-ე მუხლების, საქართველოს კანონის „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ მე-2 თავის მე-5, მე-15 მუხლების და…
- საქმე №330100118002408376 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 15.02.2019
დ------–--- შ-------ს „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13- 15, 24-ე მუხლების, საქართველოს კანონის „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ მე-2 თავის მე-5, მე-15 მუხლების და…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება