1. სასაზღვრო ზონა, როგორც წესი, დგინდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე რაიონის, ქალაქის, სოფლის, თემის, დაბის ტერიტორიის ფარგლებში, ადგილობრივ თავისებურებათა გათვალისწინებით. სასაზღვრო ზონაში (სადაც ის დგინდება) შედის საქართველოს შიდა წყლების ნაწილი და ამ წყლებში მდებარე კუნძულები.
2. სასაზღვრო ზოლი დგინდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ ხმელეთზე ან საზღვარზე გამავალი ზღვის, მდინარის, ტბის, წყალსატევის ნაპირების გასწვრივ.
3. ამ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით ადგენს საქართველოს მთავრობა.
„4. სასაზღვრო ზოლის ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა. ამ მონაკვეთზე სასაზღვრო რეჟიმს, ისტორიულ და მატერიალური კულტურის ძეგლებს, ფლორასა და ფაუნას იცავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო შესაბამისი სახელმწიფო უწყებების უშუალო მონაწილეობით.“;
5. სასაზღვრო ზოლში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის დაკავშირებული მის მოვლასთან, სასაზღვრო ნიშნების შემოწმებასთან და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებებთან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არის გათვალისწინებული. ცალკეულ შემთხვევებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს, სასაზღვრო ზოლში დაუშვას გარკვეული სახის სამეურნეო საქმიანობა.
6. სასაზღვრო რეჟიმი არ ვრცელდება სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში არსებულ დასახლებულ პუნქტებსა და საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე. მოსახლეობის დასვენების ადგილებში სასაზღვრო რეჟიმი ვრცელდება მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ სპეციალურად დადგენილ ტერიტორიებზე.
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №812 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.191
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3152 - სსმ I, №19, 01.06.2006 წ., მუხ.141
საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №616 - სსმ I, №35, 05.12.2008 წ., მუხ.222
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის
კანონი №1154
– ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1200 – ვებგვერდი, 30.12.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.12.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 22.12.2021 კანონი №1200
- 20.09.2013 კანონი №1154
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-983-942(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.03.2008
სადავო ტერიტორია მდებარეობს სასაზღვრო ზოლში, “საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ” კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასაზღვრო ზოლში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის დაკავშირებული მის…
- საქმე №ბს-639-551-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.01.2005
მ-ისათვის მონაცვლეობის წესით გაცემული მიწის ნაკვეთი 21 კმ-იან სასაზღვრო ზოლში და შეიძლებოდა თუ არა მისი გამოყოფა საკარმიდამო მიწის ნაკვეთად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ¹48 დადგენილების მე-4 პუნქტისა და “სახელმწიფო საზღვრის შესახებ” კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2004წ.
- საქმე №bs-98-286-k-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.10.2003
მ-ისათვის მონაცვლეობის წესით გადაცემული მიწის ნაკვეთი ხომ არ მდებერეობდა 21 კმ-იან სასაზღვრო ზოლში და მისი გამოყოფა შეიძლება თუ არა საკარმიდამო მიწის ნაკვეთად, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ¹48 დადგენილების მე-4 პუნქტისა და «სახელმწიფო საზღვრის შესახებ” კანონის 25-ე მუხლის მე-5 ქვეპუნქტის გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ა.
- საქმე №3გ-ად-378-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2003
…აძლევს, შეწყვიტოს იჯარის ხელშეკრულება ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლიდან 3 თვის განმავლობაში. ასევე მიუთითებს, რომ შპს “ჯ.-სათვის" იჯარით გაცემული 2612 ჰა საზაფხულო საძოვრის ნაწილი მდებარეობს 500-მეტრიან სასაზღვრო ზოლში. “საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ" კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სასაზღვრო ზოლში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებული არ არის მის მოვლასთან და სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებებთან.
- საქმე №820310018002313595 · ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო · 06.08.2018
…რომ სოფელ კირნათში მდებარე 2054 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარეობს საქართველო - თურქეთის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე 500 მეტრიან სასაზღვრო ზოლში, ხოლო სახელმწიფო საზღვრიდან დაშორებულია 370 მეტრით. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სასაზღვრო ზოლის ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა, ხოლო ამავე მე-5…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება