საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.05.2004 ძალადაკარგული 14.11.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№72
სარეგისტრაციო კოდი
010.020.000.04.001.001.480
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 11, 24/05/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის თანახმად დადგენილ იქნეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტი და მუსიკა (თან ერთვის).

    მუხლი 2

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების წესი განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით.

საქართველოს 2013 წლის 18 სექტემბრის ორგანული კანონი №1133  – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

    მუხლი 3

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს 1990 წლის 14 ნოემბრის საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ“.

    მუხლი 3​1

1. საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის დადგენილების მიღება.

2. ამ კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ინარჩუნებს იურიდიულ ძალას საქართველოს პარლამენტის შესაბამისი დადგენილების ამოქმედებამდე.

საქართველოს 2013 წლის 18 სექტემბრის ორგანული კანონი №1133  – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

    მუხლი 4

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი       მ. სააკაშვილი

თბილისი

2004 წლის 21 მაისი.

№72-Iს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2013 წლის 18 სექტემბრის ორგანული კანონი №1133 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი

თავისუფლება

ლექსი დავით მაღრაძისა

ჩემი ხატია სამშობლო,

სახატე მთელი ქვეყანა,

განათებული მთა-ბარი,

წილნაყარია ღმერთთანა.

თავისუფლება დღეს ჩვენი

მომავალს უმღერს დიდებას,

ცისკრის ვარსკვლავი ამოდის

და ორ ზღვას შუა ბრწყინდება,

დიდება თავისუფლებას,

თავისუფლებას დიდება.

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი

თავისუფლება

მუსიკა ზაქარია ფალიაშვილისა

ჰიმნად დაამუშავა იოსებ კეჭაყმაძემ 

ლექსი დავით მაღრაძისა

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ“, №72, 21.05.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.020.000.04.001.001.480 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/32122-1/