პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (30 მუხლი)
|
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბრძანება №1 |
|
2016 წლის 4 მარტი ქ. თბილისი |
|
თავი I
ზოგადი დებულებები
ეს დებულება განსაზღვრავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის №180 დადგენილების შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის აპარატის (შემდგომში „აპარატი“) სტრუქტურას, საქმიანობას და მოსამსახურეთა/სტრუქტურულ ერთეულებს შორის უფლებამოსილების განაწილების წესსა და პირობებს.
1. აპარატი შექმნილია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის №180 დადგენილების შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის (შემდგომში „ინსპექტორი“) საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით.
2. აპარატი მასზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისას მოქმედებს ინსპექტორის სახელით, მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
3. აპარატი თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის №180 დადგენილებით, ინსპექტორის სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.
1. აპარატის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
2. აპარატის დაფინანსების წყარო შესაძლოა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული გრანტები და შემოწირულობები.
3.აპარატის საქმიანობისათვის საჭირო ასიგნებები განსაზღვრულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ცალკე კოდით.
4. აპარატს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად გადაეცემა სახელმწიფო ქონება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და წესით.
5. აპარატი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პასუხისმგებელია საბიუჯეტო სახსრებისა და სახელმწიფო ქონების მიზნობრივ გამოყენებაზე.
საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი გამოიყენება ინსპექტორის ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებზე, სხვა ოფიციალურ დოკუმენტებსა და აპარატის ბეჭედზე.
1. აპარატს აქვს ემბლემა (ლოგო), რომელსაც ამტკიცებს ინსპექტორი.
2. ემბლემის (ლოგოს) გამოსახულება გამოიყენება აპარატის ბლანკებზე, აპარატის მოსამსახურეთა სავიზიტო ბარათებზე, აპარატის ბეჭდვით გამოცემებზე, აპარატის სხვა დოკუმენტაციაზე და სუვენირებზე.
აპარატის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, 0105, პუშკინის ქ. №10/ნ. ვაჩნაძის ქუჩა №7/თაბუკაშვილის ქუჩა №2.
აპარატის მიზნები და ფუნქციები
1. აპარატის ძირითადი მიზნებია:
ა) ინსპექტორის საქმიანობის სამართლებრივი, ანალიტიკური, ორგანიზაციული, ფინანსური, ადმინისტრაციული და ტექნიკური უზრუნველყოფა;
ბ) პერსონალური მონაცემის დამუშავებისას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის ხელშეწყობა;
გ) პერსონალურ მონაცემთა დამუშავების და დაცვის სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა;
დ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
2. აპარატის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ინსპექტორისთვის კანონით და დებულებით მინიჭებული საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელებაში და მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვაში ხელის შეწყობა;
ბ) საჯარო და კერძო დაწესებულებებში მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებაში (ინსპექტირებაში) ხელის შეწყობა;
გ) საჯარო და კერძო დაწესებულებებისათვის, ფიზიკური პირებისათვის მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინსპექტორის სახელით კონსულტაციის გაწევის უზრუნველყოფა;
დ) ინსპექტორის ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ე) ინსპექტორის გადაწყვეტილებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
ვ) ინსპექტორის მიერ პერსონალური მონაცემების დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების პოპულარიზაციის ხელის შეწყობა;
ზ)თანამშრომლობა სხვა უწყებებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, სხვა სახელმწიფოს მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებთან;
თ)კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში მონაწილეობა;
ი)პერსონალური მონაცემების დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის, საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან, ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს სამართლებრივ აქტებთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა;
კ) ფაილურ სისტემათა კატალოგების რეესტრის წარმოება;
ლ)ინსპექტორის მიერ პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოში ან/და საერთაშორისო ორგანიზაციაში გადაცემის ნებართვის თაობაზე განცხადებების განხილვისთვის მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობის შეფასება;
მ) პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;
ნ) ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის და აპარატის საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადება;
ო) აპარატის ადმინისტრაციული საქმიანობის ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფა, ერთიანი საქმისწარმოება და ადამიანური რესურსების მართვა;
პ) აპარატის საქმიანობის საფინანსო უზრუნველყოფა, ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება;
ჟ) აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის შექმნა, მართვა და განვითარება;
რ) საქართველოს კანონმდებლობით, ინსპექტორის სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.
3. აღნიშნული ფუნქციების განსახორციელებლად აპარატი უფლებამოსილია:
ა) ინსპექტორის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელოს ნებისმიერი მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება);
ბ) შემოწმებისას და მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვისას ინსპექტორის სახელით გამოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
გ)ინსპექტორის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
დ) მოამზადოს რეკომენდაციები კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და ევროპული სტანდარტების დანერგვის მიზნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე;
ე) მოამზადოს სამართლებრივი აქტების პროექტები;
ვ)მოამზადოს წინადადებები და დასკვნები მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით.
თავი III
ინსპექტორი და ინსპექტორის მოადგილე
1. აპარატს ხელმძღვანელობს ინსპექტორი ან ინსპექტორის მოადგილე (შემდგომში – მოადგილე), ინსპექტორის დავალებით ან მისი არყოფნის შემთხვევაში.
2. ინსპექტორი:
ა) კანონით და ამ დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს აპარატის სტრუქტურული ერთეულების და მოსამსახურეთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ბ) წარმოადგენს აპარატს და იღებს გადაწყვეტილებას მოადგილისა და აპარატის მოსამსახურეთათვის ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების ან/და დელეგირების შესახებ;
გ) კონკურსის საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მოადგილეს და აპარატის მოსამსახურეებს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე იღებს დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებს;
დ) ამტკიცებს აპარატის საშტატო ნუსხას და განსაზღვრავს მოსამსახურეთა შრომითი ანაზღაურების ოდენობას;
ე) მოსამსახურეების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებებს;
ვ) იღებს გადაწყვეტილებას აპარატის მოხელეთა დაწინაურების შესახებ;
ზ) აცხადებს რეორგანიზაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ) უზრუნველყოფს სახელმწიფო ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;
ი) ადმინისტრაციული ფუნქციის განხორციელებასთან დაკავშირებით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
1. ინსპექტორის მოადგილეს კონკურსის წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსპექტორი.
2. ინსპექტორის მოადგილე ხელმძღვანელობს მის საკურატორო სფეროს მიკუთვნებულ სტრუქტურულ ერთეულებს და ანგარიშვალდებულია ინსპექტორის წინაშე.
3. ინსპექტორის მოადგილის საკურატორო სფეროში შედის:
ა) იურიდიული დეპარტამენტი;
ბ) ინსპექტირების დეპარტამენტი.
1. ინსპექტორის მოადგილის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ინსპექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის, არყოფნის შემთხვევაში ან მისი დავალებით ინსპექტორის ფუნქციების შესრულება და აპარატის ხელმძღვანელობა;
ბ) ინსპექტორის დავალებით და მისი სახელით აპარატის წარმომადგენლობა;
გ) საკურატორო სფეროში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და ზედამხედველობა;
დ) ინსპექტორის ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.
2. ინსპექტორის მოადგილე აღნიშნული ფუნქციების განხორციელების მიზნით უფლებამოსილია:
ა) წარუდგინოს ინსპექტორს წინადადებები:
ა.ა) მის საკურაციო სფეროში შემავალი საკითხების მოწესრიგების და გადაწყვეტის მიზნით;
ა.ბ) მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარების შესახებ;
ა.გ) აპარატის სტრუქტურის, მუშაობის ორგანიზების, მის საკურატორო სფეროში შემავალ მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების და გათავისუფლების შესახებ;
ა.დ) ინსპექტორის ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, გაუქმების ან მასში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
ბ) მისცეს მითითებები და დავალებები მის დაქვემდებარებაში მყოფ მოსამსახურეებს;
გ) კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგინოს აპარატი სხვა სახელმწიფო უწყებებთან ან/და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
დ) განახორციელოს საკურატორო სფეროში შემავალი სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული დოკუმენტების ვიზირება და ხელმოწერა;
ე) აპარატის ინტერესებიდან გამომდინარე განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
3. ინსპექტორის მოადგილის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მისი მოვალეობის შემსრულებელი განისაზღვრება ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
თავი IV
აპარატის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულები
1. ინსპექტორის უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით აპარატში სტრუქტურული ერთეულების სახით იქმნება დეპარტამენტები, სამმართველოები და სამსახურები.
2. დეპარტამენტი შეიძლება დაიყოს სამმართველოებად.
1. აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) იურიდიული დეპარტამენტი;
ბ) ინსპექტირების დეპარტამენტი;
გ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
დ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
ე) ადმინისტრაციული სამმართველო;
ვ) ფინანსური სამსახური.
2. ინსპექტირების დეპარტამენტი შედგება სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობისა და საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის სამმართველოებისაგან.
3. აპარატის შემდეგი მოსამსახურეები არ შედიან არცერთი სტრუქტურული ერთეულის დაქვემდებარებაში და ექვემდებარებიან უშუალოდ ინსპექტორს:
ა) ინსპექტორის თანაშემწე;
ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი;
გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი.
1. იურიდიული დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია ინსპექტორის და ინსპექტორის მოადგილის წინაშე.
2. იურიდიული დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) ინსპექტორის მიერ მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვისთვის სამართლებრივი, პროცედურული და საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა;
ბ) საჯარო და კერძო დაწესებულებებისთვის, ფიზიკური პირებისთვის მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა;
გ) სხვა სახელმწიფოში ან/და საერთაშორისო ორგანიზაციაში პერსონალურ მონაცემთა გადაცემის ნებართვის თაობაზე განცხადებების განხილვისთვის სამართლებრივი, პროცედურული და საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა;
დ) დეპარტამენტში შემოსულ სხვა განცხადებებზე და მომართვებზე დროული რეაგირების განხორციელება;
ე) მონაცემთა დამუშავებისა და დაცვის სამართლებრივ საკითხებზე საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება;
ვ) ინსპექტორის ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ზ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ინსპექტორის გადაწყვეტილებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
თ) პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ ნორმატიულ აქტებსა და ნორმატიული აქტის პროექტებზე დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
ი) ინსპექტორის სასამართლოში წარმომადგენლობა;
კ) ფაილურ სისტემათა კატალოგების რეესტრის წარმოება;
ლ) ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
მ) დეპარტამენტის სამოქმედო გეგმების და საქმიანობის შესახებ ანგარიშების წარდგენა ინსპექტორისთვის;
ნ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, აპარატის შინაგანაწესით და ინსპექტორის სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ფუნქციების და ვალდებულებების შესრულება;
ო) ინსპექტორის და მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.
3. აღნიშნული ფუნქციების განხორციელების მიზნით იურიდიული დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს მისი ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია და დახმარება სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/მოსამსახურისგან;
ბ) მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის მიზნით, გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია სხვა საჯარო და კერძო დაწესებულებებიდან;
გ) მონაცემთა სუბიექტის განცხადებასთან ან სხვა სახელმწიფოში ან/და საერთაშორისო ორგანიზაციაში პერსონალურ მონაცემთა გადაცემის ნებართვის თაობაზე განცხადებასთან დაკავშირებით ჩაატაროს ზეპირი განხილვა;
დ) მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
ე) წარუდგინოს წინადადებები ინსპექტორს ან/და მოადგილეს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ვ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომელიც აუცილებელია დეპარტამენტის ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.
4. დეპარტამენტის მოსამსახურეები არიან:
ა) იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;
ბ) მთავარი იურისტები;
გ) იურისტები;
დ) ფაილური სისტემის სპეციალისტი.
1. იურიდიული დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2. იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია ინსპექტორის და ინსპექტორის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსის ფუნქციებია:
ა) დეპარტამენტის საქმიანობის დაგეგმვა, წარმართვა, მოსამსახურეთათვის დავალებების გადანაწილება, მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კოორდინაცია და ზედამხედველობა;
ბ) დეპარტამენტში შემოსულ განცხადებებზე და მომართვებზე დროული რეაგირების უზრუნველყოფა;
გ)მოქალაქეთათვის, საჯარო ორგანიზაციებისა და კერძო დაწესებულებებისათვის მონაცემთა დამუშავებისა და დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციების გაწევის უზრუნველყოფა;
დ) სასამართლოში ინსპექტორის წარმომადგენლობა;
ე) ინსპექტორის ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების უზრუნველყოფა;
ვ) დეპარტამენტის მიერ მომზადებელი დოკუმენტების ვიზირება;
ზ) ინსპექტორის ან/და მოადგილის დავალებით დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტაციის ხელმოწერა და სხვა ფუნქციების შესრულება.
1. ინსპექტირების დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია ინსპექტორის და ინსპექტორის მოადგილის წინაშე.
2. ინსპექტირების დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) საჯარო და კერძო დაწესებულებებში ინსპექტირების ჩატარება;
ბ) ინსპექტირების სტანდარტული მეთოდოლოგიის, სიტუაციური ანალიზის მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა;
გ) ინსპექტირების ჩატარების ინიციირება მოქალაქეთა განცხადებებისა და სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე;
დ) ინსპექტირების ოქმის და დასკვნის მომზადება;
ე) სხვადასხვა სფეროებში მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და კანონიერების ანალიზი;
ვ) ფარულ საგამოძიებო მოქმედებებსა და უფლებამოსილი ორგანოს მონაცემთა ბანკებში განხორციელებულ აქტივობებზე ინსპექტორის კომპეტენციის ფარგლებში ეფექტური ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
ზ) დეპარტამენტში შემოსულ განცხადებებზე და მომართვებზე დროული რეაგირება, მათ შორის დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ინსპექტორის მიერ მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვისთვის სამართლებრივი, პროცედურული და საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა;
თ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ინსპექტორის გადაწყვეტილებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
ი) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
კ) ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
ლ) დეპარტამენტის სამოქმედო გეგმების და საქმიანობის შესახებ ანგარიშების წარდგენა ინსპექტორისთვის;
მ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, აპარატის შინაგანაწესით და ინსპექტორის სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ფუნქციების და ვალდებულებების შესრულება;
ნ) ინსპექტორისა და მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.
3. აღნიშნული ფუნქციების განხორციელების მიზნით ინსპექტირების დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს მისი ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია და დახმარება სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/მოსამსახურისგან;
ბ) ინსპექტირების ჩატარების მიზნით ან/და განცხადების განხილვის ფარგლებში გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია სხვა საჯარო და კერძო დაწესებულებებიდან, გამართოს შეხვედრა, ჩაატაროს ზეპირი განხილვა და ადგილზე შემოწმება;
გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
დ) წარუდგინოს წინადადებები ინსპექტორს და მოადგილეს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ე) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომელიც აუცილებელია დეპარტამენტის ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.
4. დეპარტამენტის მოსამსახურეები არიან:
ა) ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი;
ბ) სიტუაციური ანალიზის მენეჯერი;
გ) სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი;
დ) საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი;
ე) მონაცემთა უსაფრთხოების უფროსი ანალიტიკოსი;
ვ) მონაცემთა უსაფრთხოების ანალიტიკოსი;
ზ) უფროსი აუდიტორები;
თ) აუდიტორი.
5. ინსპექტირების დეპარტამენტში შედის ორი სამმართველო:
ა) სამართლდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის სამმართველო;
ბ) საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის სამმართველო.
6. სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) ფარულ საგამოძიებო მოქმედებებსა და უფლებამოსილი ორგანოს მონაცემთა ბანკებში განხორციელებულ აქტივობებზე ინსპექტორის მიერ კომპეტენციის ფარგლებში ეფექტური ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
ბ) სასამართლოს, პროკურატურის და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შედარება და ანალიზი;
გ) ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს მონაცემთა დამუშავების საფუძვლის კანონიერების და უფლებამოსილი ორგანოს მონაცემთა ბანკებში განხორციელებული აქტივობების კანონიერების შემოწმება;
დ) სამართალდამცავი ორგანოების, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლების გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირების დაგეგმვა და ჩატარება;
ე) ინსპექტირების მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა;
ვ) სამმართველოში შემოსულ განცხადებებზე და მომართვებზე დროული რეაგირების უზრუნველყოფა, ინსპექტორის მიერ მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვისთვის სამართლებრივი, პროცედურული და საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა;
ზ) ინსპექტირების ჩატარების ან/და განცხადების განხილვის ფარგლებში საჭირო ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა სხვა საჯარო და კერძო დაწესებულებებიდან, შეხვედრის გამართვა, ზეპირი განხილვის ჩატარება და ადგილზე შემოწმების განხორციელება;
თ) ინსპექტირების ოქმის და დასკვნის მომზადება;
ი)ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;
კ) სამართალდამცავი ორგანოების მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე რეკომენდაციების მომზადება;
ლ) ინსპექტორის, ინსპექტორის მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
7. სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის სამმართველოს მოსამსახურეები არიან:
ა) სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი;
ბ) მონაცემთა უსაფრთხოების ანალიტიკოსი;
გ) უფროსი აუდიტორი.
8. საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საჯარო და კერძო დაწესებულებების გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირების დაგეგმვა და ჩატარება;
ბ) საჯარო და კერძო დაწესებულებების ინსპექტირების მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა;
გ) სამმართველოში შემოსულ განცხადებებზე და მომართვებზე დროული რეაგირების უზრუნველყოფა;
დ) ინსპექტირების ჩატარების ფარგლებში საჭირო ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა სხვა საჯარო და კერძო დაწესებულებებიდან, შეხვედრის გამართვა, ზეპირი განხილვის ჩატარება და ადგილზე შემოწმების განხორციელება;
ე) ინსპექტირების ოქმის და დასკვნის მომზადება;
ვ)ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;
ზ) საქართველოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე და წინადადებების მომზადება მათი გაუმჯობესებისთვის;
თ) ინსპექტორის, ინსპექტორის მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
9. საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის სამმართველოს მოსამსახურეები არიან:
ა) საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი;
ბ) მონაცემთა უსაფრთხოების უფროსი ანალიტიკოსი;
გ) უფროსი აუდიტორი;
დ) აუდიტორი.
1. ინსპექტირების დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2. ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია ინსპექტორის და ინსპექტორის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსის ფუნქციებია:
ა) დეპარტამენტის საქმიანობის დაგეგმვა, წარმართვა, მოსამსახურეთათვის დავალებების გადანაწილება, მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კოორდინაცია და ზედამხედველობა;
ბ) დეპარტამენტში შემოსულ განცხადებებზე და მომართვებზე დროული რეაგირების უზრუნველყოფა;
გ) ინსპექტირების დაგეგმვა და ჩატარების უზრუნველყოფა კანონმდებლობით და ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადასა და ფარგლებში;
დ) ფარული საგამოძიებო მოქმედებების და უფლებამოსილი ორგანოს მონაცემთა ბანკებში განხორციელებული აქტივობების კონტროლის უზრუნველყოფა;
ე) ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების უზრუნველყოფა;
ვ) ინსპექტირების ოქმის, დასკვნისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე ზედამხედველობა;
ზ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ მომზადებელი დოკუმენტების ვიზირება;
თ) ინსპექტორის ან/და მოადგილის დავალებით დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტაციის ხელმოწერა და სხვა ფუნქციების შესრულება.
1. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია ინსპექტორის წინაშე.
2. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა და კოორდინაცია, ინსპექტორის წარმომადგენლობა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, სხვა სახელმწიფოს მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებთან, საერთაშორისო და რეგიონულ ღონისძიებებზე;
ბ) ინსპექტორის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში მონაწილეობა;
გ) ინსპექტორის კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებით, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება;
დ) ინსპექტორის კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო და ევროპის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა;
ე) პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების, ცალკეულ სახელმწიფოთა საუკეთესო პრაქტიკის კვლევა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ვ) საჯარო და კერძო ორგანიზაციებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე ტრენინგების დაგეგმვა და ორგანიზება;
ზ) ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
თ) დეპარტამენტის სამოქმედო გეგმების და საქმიანობის შესახებ ანგარიშების წარდგენა ინსპექტორისთვის;
ი) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, აპარატის შინაგანაწესით და ინსპექტორის სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ფუნქციების და ვალდებულებების შესრულება;
კ) ინსპექტორის სხვა დავალებების შესრულება.
3. აღნიშნული ფუნქციების განხორციელების მიზნით საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია და დახმარება სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/მოსამსახურისგან;
ბ) წარუდგინოს წინადადებები ინსპექტორს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
გ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომელიც აუცილებელია დეპარტამენტის ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.
4. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოსამსახურეები არიან:
ა) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი;
ბ) ტრენინგების მენეჯერი;
გ) კვლევების მენეჯერი;
დ) საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი.
1. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია ინსპექტორის წინაშე.
3. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის ფუნქციებია:
ა) დეპარტამენტის საქმიანობის დაგეგმვა, წარმართვა, მოსამსახურეთათვის დავალებების გადანაწილება, მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კოორდინაცია და ზედამხედველობა;
ბ) სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა, ინსპექტორის უშუალო წარმომადგენლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვა სახელმწიფოს მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებთან და სხვა უწყებებთან ურთიერთობაში, საერთაშორისო და რეგიონულ ღონისძიებებზე;
გ) პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
დ)პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული რეკომენდაციების, აპარატის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით და სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ანგარიშების მომზადების პროცესის კოორდინირება;
ე) დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ მომზადებელი დოკუმენტების ვიზირება;
ვ)ინსპექტორის დავალებით დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტაციის ხელმოწერა და სხვა ფუნქციების შესრულება.
1. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია ინსპექტორის წინაშე.
2. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) ფარული საგამოძიებო მოქმედებების - სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის განხორციელებაზე ზედამხედველობისთვის კონტროლის შიდა ელექტრონული სისტემის ტექნიკური მონიტორინგი, ადმინისტრირება და მართვა;
ბ) ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის ტექნიკური მონიტორინგი, ადმინისტრირება და მართვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მხრიდან;
გ) ლოკალური ინფორმაციული სისტემების ტექნიკური მონიტორინგი, ადმინისტრირება და მართვა;
დ) ინსპექტორის აპარატში არსებული ლოკალური პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური და პროგრამული მხარდაჭერა;
ე) აპარატის თანამშრომელთა ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მხარდაჭერა;
ვ) აპარატის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის ავტომატიზაციისათვის შესაბამისი ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და მისი შესაბამისი მხარდაჭერა;
ზ) აპარატში ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის და ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო და სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა;
თ) ინსპექტირების პროცესში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ინსპექტირების დეპარტამენტის მხარდაჭერა;
ი) ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ერთობლივი ინფორმაციული სისტემების შექმნის პროცესში;
კ) დეპარტამენტის სამოქმედო გეგმების და საქმიანობის შესახებ ანგარიშების წარდგენა ინსპექტორისთვის;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, აპარატის შინაგანაწესით და ინსპექტორის სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ფუნქციების და ვალდებულებების შესრულება;
მ) ინსპექტორის სხვა დავალებების შესრულება.
3. აღნიშნული ფუნქციების განხორციელების მიზნით ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს მისი ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია და დახმარება სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/მოსამსახურისგან;
ბ) წარუდგინოს წინადადებები ინსპექტორს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
გ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომელიც აუცილებელია დეპარტამენტის ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.
4. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოსამსახურეები არიან:
ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი;
ბ) მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი;
გ) დეველოპერი;
დ) მონიტორინგის სპეციალისტები.
1. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია ინსპექტორის წინაშე.
3. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის ფუნქციებია:
ა) დეპარტამენტის საქმიანობის დაგეგმვა, წარმართვა, მოსამსახურეთათვის დავალებების გადანაწილება, მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კოორდინაცია და ზედამხედველობა;
ბ) ორეტაპიანი ელექტრონული სისტემისა და სხვა ლოკალური ინფორმაციული სისტემების ტექნიკური მონიტორინგის, ადმინისტრირების და მართვის პროცესების დაგეგმვა;
გ) აპარატის დეპარტამენტის მუშაობის ავტომატიზაციისათვის შესაბამისი ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის და ინფორმაციული სისტემების დანერგვის პროცესების მართვა;
დ)ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მართვის პროცესში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის უზრუნველყოფა;
ე) თანამშრომელთა ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მხარდაჭერის პროცესის კოორდინირება;
ვ) კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებთან ერთობლივი ინფორმაციული სისტემების შექმნის და დანერგვის პროცესის კოორდინირება;
ზ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ მომზადებელი დოკუმენტების ვიზირება;
თ)ინსპექტორის დავალებით დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტაციის ხელმოწერა და სხვა ფუნქციების შესრულება.
1. ადმინისტრაციული სამმართველო ანგარიშვალდებულია ინსპექტორის წინაშე.
2. ადმინისტრაციული სამმართველოს ფუნქციებია:
ა) აპარატის საქმიანობის ორგანიზაციული, ლოგისტიკური და ტექნიკური უზრუნველყოფა;
ბ) ადამიანური რესურსების მართვის სისტემის ორგანიზება და განვითარება;
გ) მოსამსახურეთა შეფასების სისტემის განვითარება და კონტროლი;
დ) ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება საკადრო და საორგანიზაციო საკითხებზე, შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და გაფორმების უზრუნველყოფა, მათი რეგისტრაცია და სისტემატიზაცია;
ე) მოსამსახურეთა მივლინებების და შვებულებების აღრიცხვის ორგანიზება;
ვ) აპარატის მოსამსახურეთა მიერ ამ დებულების, აპარატის შინაგანაწესის, ეთიკის კოდექსის და სხვა შიდა რეგულაციების შესრულების კონტროლი;
ზ) აპარატის არქივის ორგანიზება და მართვა;
თ) აპარატის საწყობის მართვა და საწყობში საქონლის მიღების, აღრიცხვის და გაცემის შესაბამისი პროცედურების უზრუნველყოფა;
ი) საქმისწარმოების პროცესის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, შემოსული და გასული დოკუმენტაციის რეგისტრაცია და სისტემატიზაცია;
კ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ლ) აპარატის ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა საერთაშორისო და სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად;
მ) სამმართველოს მიერ მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების და დოკუმენტების შესაბამისობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობასთან;
ნ) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების ვიზიტისას საპროტოკოლო ღონისძიების გატარება;
ო) საზღვარგარეთის ქვეყნებში ინსპექტორისა და აპარატის სხვა მოსამსახურეთა ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება;
პ) სამმართველოს სამოქმედო გეგმების და საქმიანობის შესახებ ანგარიშების წარდგენა ინსპექტორისთვის;
ჟ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, აპარატის შინაგანაწესით და ინსპექტორის სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ფუნქციების და ვალდებულებების შესრულება;
რ) ინსპექტორის სხვა დავალებების შესრულება.
3. აღნიშნული ფუნქციების განხორციელების მიზნით ადმინისტრაციული სამმართველო უფლებამოსილია:
ა) აპარატის საქმიანობის გაუმჯობესების და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა დოკუმენტების შემუშავებაში;
ბ) მოითხოვოს მისი ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია და დახმარება სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/მოსამსახურისგან;
გ) წარუდგინოს წინადადებები ინსპექტორს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
დ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომელიც აუცილებელია აპარატის და სამმართველოს ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.
4. ადმინისტრაციული სამმართველოს მოსამსახურეები არიან:
ა) ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი;
ბ) საქმისწარმოების სპეციალისტი;
გ) საიდუმლო საქმისწარმოების სპეციალისტი;
დ) ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი;
ე) უსაფრთხოების ადმინისტრატორი;
ვ) სხვა დამხმარე მოსამსახურეები;
ზ) შტატგარეშე მოსამსახურეები.
1. ადმინისტრაციული სამმართველოს საქმიანობას ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
2. ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია ინსპექტორის წინაშე.
3. ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსის ფუნქციებია:
ა) სამმართველოს საქმიანობის დაგეგმვა, წარმართვა, მოსამსახურეთათვის დავალებების გადანაწილება, მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კოორდინაცია და ზედამხედველობა;
ბ) ადამიანური რესუსების მართვასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფა;
გ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადების, მათი რეგისტრაციისა და სიტემატიზაციის უზრუნველყოფა;
ე) მოსამსახურეთა მივლინებების და შვებულებების აღრიცხვის პროცესის კოორდინირება;
ვ) სამმართველოს მიერ მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების და დოკუმენტების შესაბამისობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობასთან;
ზ) დებულების, შინაგანაწესისა და სხვა შიდა რეგულაციების შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;
თ) მოსამსახურეთა მიმართ წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ფორმების გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადება;
ი) საქმისწარმოების პროცესის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
კ) აპარატის ადმინისტრაციულ შენობაში ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების უზრულველყოფა;
ლ) სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ მომზადებული დოკუმენტების ვიზირება;
მ) ინსპექტორის დავალებით სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტაციის ხელმოწერა და სხვა ფუნქციების შესრულება.
1. ფინანსური სამსახური ანგარიშვალდებულია ინსპექტორის წინაშე.
2. ფინანსური სამსახურის ფუნქციებია:
ა) აპარატის ბიუჯეტის პროექტის მომზადება და წარდგენა, ბიუჯეტის შესრულების და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
ბ) შესყიდვების გეგმის მომზადება/წარდგენა და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის ფასთა მოკვლევის განხორციელება, შესყიდვის საშუალებისა და სავარაუდო ფასის განსაზღვრა, სატენდერო პროცედურების წარმართვა, დადებული ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტების და სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემისა და აღრიცხვის უზრუნველყოფა;
გ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების და მიღება-ჩაბარების აქტების პროექტების მომზადება, ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის კონტროლი, შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების ცვლილებებთან და საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების პროექტის მომზადება;
დ) სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და სსიპ -კონკურენციის სააგენტოსთვის ინფორმაციის წარდგენა და ანგარიშგების უზრუნველყოფა;
ე) აპარატის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულება, კვარტალური, წლიური, საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა და წარდგენა;
ვ) ბუღალტრული აღრიცხვის უზრუნველყოფა კანონმდებლობის შესაბამისად;
ზ) მარაგების და ნაკადების, მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა, არაფინანსური აქტივების, ვალდებულებებისა და სხვა დებიტორული დავალიანებების ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვა;
თ) სამსახურის სამოქმედო გეგმების და საქმიანობის შესახებ ანგარიშების წარდგენა ინსპექტორისთვის;
ი) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, აპარატის შინაგანაწესით და ინსპექტორის სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ფუნქციების და ვალდებულებების შესრულება;
კ) ინსპექტორის სხვა დავალებების შესრულება.
3. აღნიშნული ფუნქციების განხორციელების მიზნით ფინანსური სამსახური უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია და დახმარება სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/მოსამსახურისგან;
ბ) წარუდგინოს წინადადებები ინსპექტორს სამსახურის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
გ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომელიც აუცილებელია სამსახურის ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.
4. ფინანსური სამსახურის მოსამსახურეები არიან:
ა) ფინანსური სამსახურის უფროსი;
ბ) ფინანსური მენეჯერი;
გ) შესყიდვების სპეციალისტი.
1. ფინანსური სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი.
2. ფინანსური სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია ინსპექტორის წინაშე.
3. ფინანსური სამსახურის უფროსის ფუნქციებია:
ა) სამსახურის საქმიანობის დაგეგმვა, წარმართვა, მოსამსახურეთათვის დავალებების გადანაწილება, მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კოორდინაცია და ზედამხედველობა;
ბ) აპარატის ბიუჯეტის პროექტის მომზადება და წარდგენა, ბიუჯეტის შესრულების მინიტორინგი;
გ) საბიუჯეტო სახსრების ხარჯვაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
დ) შესყიდვების წლიური გეგმის მომზადება/წარდგენა და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების და აღრიცხვის პროცესის მართვა, განხორციელებული შესყიდვების ანალიზი და მონიტორინგი;
ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და სსიპ – კონკურენციის სააგენტოსთან ფინანსური და შესყიდვების შესახებ ანგარიშგების პროცესის კოორდინირება და უზრუნველყოფა;
ზ) ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის მართვა და უზრუნველყოფა კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) ინვენტარიზაციის პროცესის კოორდინირება;
ი) სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მომზადებელი დოკუმენტების ვიზირება;
კ) ინსპექტორის დავალებით სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტაციის ხელმოწერა და სხვა ფუნქციების შესრულება.
1. ინსპექტორის თანაშემწე ანგარიშვალდებულია ინსპექტორის წინაშე.
2. ინსპექტორის თანაშემწის ფუნქციებია:
ა) ინსპექტორის საქმიანობის ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფა;
ბ) ინსპექტორის დავალებით წერილების და სხვა დოკუმენტაციის პროექტების მომზადება;
გ) ინსპექტორის შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
დ) ინსპექტორის სამუშაო განრიგის წარმოება და განრიგის შესაბამისად დაგეგმილი ღონისძიებების კოორდინაცია;
ე) ინსპექტორის დავალებით სამუშაო შეხვედრებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
ვ) ინსპექტორის დავალებით სამუშაო შეხვედრების, სხდომების ორგანიზება და ოქმების შედგენა, მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, აპარატის შინაგანაწესით და ინსპექტორის სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ფუნქციების და ვალდებულებების შესრულება;
თ) ინსპექტორის დავალებით სხვა ფუნქციების შესრულება.
3. აღნიშნული ფუნქციების განხორციელების მიზნით ინსპექტორის თანაშემწე უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია და დახმარება სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/მოსამსახურისგან;
ბ) წარუდგინოს წინადადებები ინსპექტორს კომპეტენციის შესაბამისად ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
გ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომელიც აუცილებელია ინსპექტორის თანაშემწის ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.
მუხლი 26
1.აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის მართვას ახორციელებს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.
2. საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ანგარიშვალდებულია ინსპექტორის წინაშე.
3. საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ფუნქციებია:
ა) პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის დაგეგმვა და წარმართვა, სარეკლამო და საინფორმაციო ღონისძიებების დაგეგმვა, სხვადასხვა სახის კონკურსების ორგანიზება;
ბ) აპარატის ოფიციალური ვებგვერდის და სოციალურ ქსელებში ოფიციალური გვერდების განვითარებაზე ზრუნვა, მათი მართვა და განახლება;
გ) მედიასთან ურთიერთობის სტრატეგიის განსაზღვრა და მისი განხორციელება, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, ინტერვიუების ორგანიზება, საინფორმაციო მასალების (პრესრელიზი) მომზადება და გავრცელება;
დ) სარეკლამო კომპანიებთან და გამომცემლობებთან კომუნიკაცია, საინფორმაციო და საიმიჯო მასალების, სლოგანების შემუშავება და დიზაინი;
ე) აპარატის ღონისძიებების ვიდეო და ფოტოარქივის წარმოების უზრუნველყოფა;
ვ) მედიამონიტორინგი;
ზ) სამოქმედო გეგმებისა და საქმიანობის შესახებ ანგარიშების წარდგენა ინსპექტორისთვის;
თ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, აპარატის შინაგანაწესით და ინსპექტორის სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ფუნქციების და ვალდებულებების შესრულება;
ი) ინსპექტორის დავალებით მისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტაციის ხელმოწერა და სხვა ფუნქციების შესრულება.
3.აღნიშნული ფუნქციების განხორციელების მიზნით საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია და დახმარება სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/მოსამსახურისგან;
ბ) წარუდგინოს წინადადებები ინსპექტორს მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
გ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომელიც აუცილებელია საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.
1. აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი მონაწილეობს აპარატის საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვასა და განხორციელებაში.
2. საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ანგარიშვალდებულია ინსპექტორის და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის წინაშე.
3. საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის ფუნქციებია:
ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა;
ბ) აპარატის საინფორმაციო, საიმიჯო მასალების და სლოგანების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, მასალების დამზადების/ბეჭდვის ტექნიკური უზრუნველყოფა, სარეკლამო კომპანიებთან და გამომცემლობებთან კომუნიკაცია;
გ) აპარატის ვებგვერდისა და სოციალური გვერდის მართვაში მონაწილეობის მიღება, განახლებული ინფორმაციის განთავსება და შემოსულ შეტყობინებებზე დროული რეაგირება;
დ) ღონისძიებების ფოტო-ვიდეოგადაღება და არქივის წარმოება;
ე) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, აპარატის შინაგანაწესით და ინსპექტორის სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ფუნქციების და ვალდებულებების შესრულება;
ვ) ინსპექტორის და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.
3. აღნიშნული ფუნქციების განხორციელების მიზნით საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია და დახმარება სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/მოსამსახურისგან;
ბ) წარუდგინოს წინადადებები საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
გ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომელიც აუცილებელია საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.
თავი V
დასკვნითი დებულებები
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება ინსპექტორის ბრძანებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
+
+
+
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი
+
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორითამარ ქალდანი
+
ეს დებულება განსაზღვრავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის №180 დადგენილების შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის აპარატის (შემდგომში „აპარატი“) სტრუქტურას, საქმიანობას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის და მისი მოადგილის უფლებამოსილებებს და საჯარო მოსამსახურეთა (შემდგომში „მოსამსახურე“), სტრუქტურულ ერთეულებს შორის უფლებამოსილების განაწილების წესსა და პირობებს.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის 26 ივნისის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 26.06.2017წ
3. აპარატი თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის №180 დადგენილებით, ინსპექტორის სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.
3. აპარატის საქმიანობისათვის საჭირო ასიგნებები განსაზღვრულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ცალკე კოდით.
ა) ინსპექტორის საქმიანობის სამართლებრივი, ანალიტიკური, ორგანიზაციული, ფინანსური, ადმინისტრაციული და ტექნიკური უზრუნველყოფა;
გ) პერსონალურ მონაცემთა დამუშავების და დაცვის სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა;
დ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;
ე) „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრული ინსპექტორის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული სამართლებრივი, პროცედურული და საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
ა1) ინსპექტორისათვის ფარული საგამოძიებო მოქმედებების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლში ხელშეწყობა;
დ) ინსპექტორის ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ზ) თანამშრომლობა სხვა უწყებებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, სხვა სახელმწიფოს მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებთან;
თ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში მონაწილეობა;
ი) პერსონალური მონაცემების დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის, საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან, ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს სამართლებრივ აქტებთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა;
ლ) ინსპექტორის მიერ პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოში ან/და საერთაშორისო ორგანიზაციაში გადაცემის ნებართვის თაობაზე განცხადებების განხილვისთვის მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობის შეფასება;
3. (ამოღებულია - 28.12.18, №1).
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 28.12.2018წ.
თავი III
ინსპექტორი და ინსპექტორის მოადგილე
მუხლი 8🔗
1. აპარატს ხელმძღვანელობს ინსპექტორი ან ინსპექტორის მოადგილე (შემდგომში – მოადგილე), ინსპექტორის დავალებით ან მისი არყოფნის შემთხვევაში.
2. ინსპექტორი:
ა) პასუხისმგებელია პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესრულების ზედამხედველობაზე;
ბ) ახორციელებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლს;
გ) განიხილავს მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ განცხადებებს;
დ) იღებს გადაწყვეტილებას საჯარო და კერძო დაწესებულებებში, ასევე ფიზიკური პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (ინსპექტირება) თაობაზე;
ე) გასწევს კონსულტაციებს საჯარო და კერძო დაწესებულებებისათვის, აგრეთვე ფიზიკური პირებისათვის მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ვ) ახორციელებს საზოგადოების ინფორმირებას საქართველოში მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ;
ზ) ხელმძღვანელობს აპარატს და იღებს გადაწყვეტილებებს აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
თ) განსაზღვრავს აპარატის სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომლების უფლებამოსილებებს;
ი) ამტკიცებს აპარატის თანამშრომელთა საშტატო ნუსხას და შრომის ანაზღაურების ოდენობებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
კ) საჭიროების მიხედვით ახდენს აპარატის თანამშრომლებზე უფლებამოსილების დელეგირებას;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აპარატის თანამშრომლებს, დებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს, იყენებს წახალისების ფორმებს და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს აპარატის თანამშრომლების მიმართ, აცხადებს რეორგანიზაციას;
მ) საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს;
ნ) გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.
ო) უზრუნველყოფს აპარატისათვის გადაცემული სახელმწიფო ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;
პ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის 26 ივნისის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 28.06.2017წ.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 28.12.2018წ.
მუხლი 9. (ამოღებულია)🔗
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 28.12.2018წ.
1. ინსპექტორის მოადგილეს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსპექტორი.
2. ინსპექტორის მოადგილე ხელმძღვანელობს მის საკურატორო სფეროს მიკუთვნებულ სტრუქტურულ ერთეულებს და ანგარიშვალდებულია ინსპექტორის წინაშე.
3. ინსპექტორის მოადგილის საკურატორო სფეროში შედის:
ა) იურიდიული დეპარტამენტი;
ბ) სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტი;
გ) საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტი.
4. ინსპექტორის მოადგილის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ინსპექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის, არყოფნის შემთხვევაში ან მისი დავალებით ინსპექტორის ფუნქციების შესრულება;
ბ) საკურატორო სფეროში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და ზედამხედველობა;
გ) საკურატორო სფეროში შემავალი დეპარტამენტების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში აპარატის წარმოდგენა სხვა სახელმწიფო უწყებებთან ან/და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
ვ) კანონმდებლობით ან/და ინსპექტორის მიერ მისთვის დაკისრებული სხვა ფუნქციების და დავალებების შესრულება.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 28.12.2018წ.
ინსპექტორის უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით აპარატში სტრუქტურული ერთეულების სახით შექმნილია დეპარტამენტები.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 14.09.2017წ.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 28.12.2018წ.
ა) იურიდიული დეპარტამენტი;
ბ) სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტი;
გ) საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტი;
დ) სამართალშემოქმედების დეპარტამენტი;
ე) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
ვ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
ზ) ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);
თ) ფინანსური უზრუნველყოფისა და შესყიდვების დეპარტამენტი;
ი) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.
2. (ამოღებულია - 28.12.18, №1).
3. აპარატის ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი არ შედის არცერთი სტრუქტურული ერთეულის დაქვემდებარებაში და ექვემდებარება უშუალოდ ინსპექტორს.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის 5 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 05.01.2017წ.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის 26 ივნისის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 26.06.2017წ
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 14.09.2017წ.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 28.12.2018წ.
1. იურიდიული დეპარტამენტი წარმოადგენს აპარატის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია ინსპექტორისა და ინსპექტორის მოადგილის წინაშე.
ა) კომპეტენციის ფარგლებში ინსპექტორისა და აპარატის ორგანიზაციული საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
ბ) ინსპექტორის მიერ მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვისთვის საჭირო სამართლებრივი, პროცედურული და საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა, მათ შორის, მონაცემთა სუბიექტების განცხადების განსახილველად მიღებასთან, განუხილველად დატოვებასთან, შეჩერებასთან, განხილვის ვადის გაგრძელებასთან, დასრულებასთან დაკავშირებული ინსპექტორის გადაწყვეტილების პროექტის მომზადება და ინსპექტორის მოადგილესთან შეთანხმებით ინსპექტორისათვის წარდგენა;
გ) ამ დებულების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ შედგენილი შემოწმების ოქმის საფუძველზე, შემოწმების (ინსპექტირების) დასრულების თაობაზე ინსპექტორის გადაწყვეტილების პროექტის მომზადება და ინსპექტორის მოადგილესთან შეთანხმებით ინსპექტორისათვის წარდგენა;
დ) სხვა სახელმწიფოში ან/და საერთაშორისო ორგანიზაციაში პერსონალურ მონაცემთა გადაცემის ნებართვის თაობაზე განცხადებების განხილვისთვის სამართლებრივი, პროცედურული და საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა, მათ შორის ინსპექტორის შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება და ინსპექტორისათვის წარდგენა;
ე) ფაილურ სისტემათა კატალოგების რეესტრის წარმოება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში აპარატის ან სხვა უწყებების მიერ შემუშავებული ნორმატიული პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში სასამართლოში და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში ინსპექტორის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და ინტერესების დაცვა;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აპარატში დაცული საჯარო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და აპარატში დაცული საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში „ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ“ ინსპექტორის წლიური ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში დაინტერესებული პირებისათვის პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევა; კონსულტაციების გაწევისას წამოჭრილი საკითხების სამართლებრივი ანალიზი, სამართლებრივი ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი წინადადებების/რეკომენდაციების მომზადება და ინსპექტორის მოადგილესთან შეთანხმებით ინსპექტორისათვის წარდგენა;
მ) ინსპექტორის ან/და ინსპექტორის მოადგილის დავალების საფუძველზე სხვა ამოცანების შესრულება;
ნ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, აპარატის შინაგანაწესითა და ინსპექტორის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად იურიდიული დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია და დახმარება აპარატის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/მოსამსახურისგან;
ბ) დადგენილი წესით მოახდინოს ინსპექტორის მიერ მონაცემთა სუბიექტის განცხადების წარმოებაში მისაღებად, განსახილველად და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მტკიცებულებების მოპოვება (მათ შორის გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია ნებისმიერი საჯარო და კერძო დაწესებულებიდან, ფიზიკური პირისაგან, ჩაატაროს ზეპირი განხილვის სხდომა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ჩამოართვას ახსნა-განმარტებები და ა.შ);
გ) ინსპექტორის მოადგილესთან შეთანხმებით მიმართოს ინსპექტორს განცხადების განხილვის ფარგლებში შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარების, განცხადების განხილვის ვადის შეჩერების ან გაგრძელების მიზანშეწონილობაზე და ა.შ);
დ) სხვა სახელმწიფოში ან/და საერთაშორისო ორგანიზაციაში პერსონალურ მონაცემთა გადაცემის ნებართვის თაობაზე განცხადებასთან დაკავშირებით ჩაატაროს ზეპირი განხილვა, მოიპოვოს ინსპექტორის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა მტკიცებულებები;
ე) წარუდგინოს წინადადებები ინსპექტორს ან/და ინსპექტორის მოადგილეს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ვ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომელიც აუცილებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.
4. იურიდიული დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის 26 ივნისის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 26.06.2017წ
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 28.12.2018წ.
1. სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტი წარმოადგენს აპარატის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია ინსპექტორისა და ინსპექტორის მოადგილის წინაშე.
2. სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) ინსპექტორის მიერ სამართალდამცავი ორგანოს ან სხვა საჯარო დაწესებულების მხრიდან მონაცემთა სამართალდარღვევით დამუშავების სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვისთვის საჭირო სამართლებრივი, პროცედურული და საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა, მათ შორის მონაცემთა სუბიექტების განცხადების განსახილველად მიღებასთან, განუხილველად დატოვებასთან, შეჩერებასთან, განხილვის ვადის გაგრძელებასთან და დასრულებასთან დაკავშირებული ინსპექტორის გადაწყვეტილების პროექტის მომზადება და ინსპექტორის მოადგილესთან შეთანხმებით ინსპექტორისათვის წარდგენა;
ბ) სამართალდამცავი ორგანოს ან სხვა საჯარო დაწესებულებების მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების მიზნით შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარება, შემოწმების ოქმის შედგენა, შემოწმების (ინსპექტირების) დაწყებასთან, გაგრძელებასთან და დასრულებასთან დაკავშირებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და ინსპექტორის მოადგილესთან შეთანხმებით ინსპექტორისათვის წარდგენა;
გ) საქართველოს კანონმდებლობითა და ინსპექტორის მიერ გასაზღვრული წესის შესაბამისად:
გ.ა) ფარული საგამოძიებო მოქმედებების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის შედეგად ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებზე/ფაქტებზე (ინციდენტებზე) რეაგირება;
გ.ბ) ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის მიზნით შემოწმების (ინსპექტირების) დაგეგმვა და ჩატარება; შემოწმების ოქმის შედგენა; შემოწმების (ინსპექტირების) დაწყებისათან, გაგრძელებასთან და დასრულებასთან დაკავშირებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და ინსპექტორის მოადგილესთან შეთანხმებით ინსპექტორისათვის წარდგენა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში სასამართლოში და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში ინსპექტორის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და ინტერესების დაცვა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში აპარატის ან სხვა უწყებების მიერ შემუშავებული ნორმატიული პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ზ) სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევა; კონსულტაციების გაწევისას წამოჭრილი საკითხების სამართლებრივი ანალიზი, სამართლებრივი ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
თ) სამართალდამცავი ორგანოების მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე რეკომენდაციების მომზადება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში „ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ“ ინსპექტორის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
კ) ინსპექტორის ან/და ინსპექტორის მოადგილის დავალების საფუძველზე სხვა ამოცანების შესრულება;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, აპარატის შინაგანაწესითა და ინსპექტორის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია და დახმარება აპარატის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/მოსამსახურისგან;
ბ) დადგენილი წესით მოახდინოს ინსპექტორის მიერ მონაცემთა სუბიექტის განცხადების წარმოებაში მისაღებად, განსახილველად და ინსპექტორის შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მტკიცებულებების მოპოვება (მათ შორის, გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია ნებისმიერი საჯარო და კერძო დაწესებულებიდან, ფიზიკური პირისაგან, ჩაატაროს ზეპირი განხილვის სხდომა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მიმართოს ინსპექტორს განცხადების განხილვის ფარგლებში შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარების, განცხადების განხილვის ვადის შეჩერების ან გაგრძელების მიზანშეწონილობაზე და ა.შ);
გ) დადგენილი წესით მოახდინოს შემოწმების (ინსპექტირების) განსახორციელებლად, ასევე შემოწმების (ინსპექტირების) დასრულების თაობაზე ინსპექტორის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მტკიცებულებების მოპოვება (მათ შორის გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია ნებისმიერი საჯარო და კერძო დაწესებულებიდან, ფიზიკური პირისაგან, გამართოს შეხვედრები, განახორციელოს ადგილზე შემოწმება, ჩამოართვას ახსნა-გნმარტებები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, შეადგინოს შემოწმების ოქმი, მიმართოს ინსპექტორს შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარების, ვადის გაგრძელების ან შეწყვეტის მიზანშეწონილობაზე და ა.შ);
დ) მოიძიოს/გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია ნებისმიერი საჯარო და კერძო დაწესებულებიდან, ფიზიკური პირისაგან, შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარების მიზანშეწონილობის დადგენის მიზნით;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაასაიდუმლოვოს შემოწმების მიზნებისათვის დეპარტამენტის მიერ წარმოებული დოკუმენტები;
ვ) წარუდგინოს წინადადებები ინსპექტორს ან/და ინსპექტორის მოადგილეს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ზ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომელიც აუცილებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.
4. სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 28.12.2018წ.
მუხლი 15🔗
1. საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტი წარმოადგენს აპარატის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ასრულებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით მასზე დაკისრებულ ფუნქციებს. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია ინსპექტორისა და ინსპექტორის მოადგილის წინაშე.
2. საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) ინსპექტორის გადაწყვეტილებით სუბიექტის განცხადების განხილვის ფარგლებში საჯარო (გარდა სამართალდამცავი ორგანოებისა) და კერძო სექტორის, ასევე ფიზიკური პირების მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება), შემოწმების ოქმის მომზადება და ინსპექტორის მოადგილესთან შეთანხმებით იურიდიული დეპარტამენტისათვის წარდგენა;
ბ) ინსპექტორის ინიციატივით საჯარო (გარდა სამართალდამცავი ორგანოებისა) და კერძო სექტორის, ასევე ფიზიკური პირების მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების მიზნით შემოწმების (ინსპექტირების) დაგეგმვა და ჩატარება, შემოწმების ოქმის შედგენა და ინსპექტორის მოადგილესთან შეთანხმებით, შესაბამისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადების მიზნით იურიდიული დეპარტამენტისათვის წარდგენა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა;
დ) საჯარო (გარდა სამართლდამცავი ორგანოებისა) და კერძო სექტორის, ასევე ფიზიკური პირების მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე რეკომენდაციების მომზადება;
ე) საჯარო (გარდა სამართლდამცავი ორგანოებისა) და კერძო სექტორის, ასევე ფიზიკური პირების მხრიდან პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში „ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ“ ინსპექტორის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
ზ) ინსპექტორის და ინსპექტორის მოადგილის დავალებების საფუძველზე სხვა ამოცანების შესრულება;
თ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, აპარატის შინაგანაწესითა და ინსპექტორის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია და დახმარება აპარატის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/მოსამსახურისგან;
ბ) დადგენილი წესით მოახდინოს შემოწმების (ინსპექტირების) განსახორციელებლად, ასევე შემოწმების (ინსპექტირების) დასრულების თაობაზე ინსპექტორის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მტკიცებულებების მოპოვება (მათ შორის გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია ნებისმიერი საჯარო და კერძო დაწესებულებიდან, ფიზიკური პირისაგან, გამართოს შეხვედრები, განახორციელოს ადგილზე შემოწმება, ჩამოართავას ახსნა-გნმარტებები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, შეადგინოს შემოწმების ოქმი, ინსპექტორის მოადგილესთან შეთანხმებით მიმართოს ინსპექტორს შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარების, ვადის გაგრძელების ან შეწყვეტის მიზანშეწონილობაზე და ა.შ);
გ) მოიძიოს/გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია ნებისმიერი საჯარო და კერძო დაწესებულებიდან, ფიზიკური პირისაგან, შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარების მიზანშეწონილობის დადგენის მიზნით;
დ) წარუდგინოს წინადადებები ინსპექტორს და ინსპექტორის მოადგილეს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ე) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომელიც აუცილებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.
4. საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 8 სექტემბრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 09.09.2016წ.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის 5 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 05.01.2017წ.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის 26 ივნისის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 26.06.2017წ.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 28.12.2018წ.
მუხლი 16🔗
1. სამართალშემოქმედების დეპარტამენტი წარმოადგენს აპარატის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია ინსპექტორის წინაშე.
2. სამართალშემოქმედების დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აპარატის ფუნქციონირებისათვის საჭირო სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება, არსებული სამართლებრივი აქტების ანალიზი და გაუმჯობესების (პრაქტიკულ საქმიანობასთან მორგება, ხარვეზების აღმოფხვრა) მიზნით სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შესატანად წინადადებებისა და პროექტების შემუშავება; მიღებული საკანონმდებლო აქტების შესახებ აპარატის სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება; კომპეტენციის ფარგლებში სხვა უწყებების მიერ შემუშავებული ნორმატიული პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ბ) „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და ინსპექტორისათვის წარდგენა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, ინსპექტორის დავალებების შესაბამისად, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინსპექტორის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული სამართლებრივი, პროცედურული და საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა;
3. დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად სამართალშემოქმედების დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია და დახმარება აპარატის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/მოსამსახურისგან;
ბ) წარუდგინოს წინადადებები ინსპექტორს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
გ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.
4. სამართალშემოქმედების დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის 26 ივნისის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 26.06.2017წ
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 28.12.2018წ.
1. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი წარმოადგენს აპარატის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ფუნქციებს. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია ინპექტორის წინაშე.
ა) სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა და კოორდინაცია, ინსპექტორის წარმომადგენლობა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, სხვა სახელმწიფოს მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებთან, საერთაშორისო და რეგიონულ ღონისძიებებზე;
გ) ინსპექტორის კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების, ეროვნული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშებისა და გეგმების პროექტების მომზადება და ინსპექტორისათვის წარდგენა;
ზ) კომპეტენციის შესაბამისად ადმინისტრაციულ-საპროტოკოლო ღონისძიებების დაგეგმვა და უზრუნველყოფა; უცხოეთის ქვეყნებში აპარატის წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების, ასევე უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგაციების ვიზიტის დაგეგმვა, ორგანიზება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში „ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ“ ინსპექტორის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
ი) ინსპექტორის ინდივიდუალური დავალებების საფუძველზე, სხვა ამოცანების (მათ შორის „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინსპექტორის ვალდებულებებთან დაკავშირებული ამოცანების) შესრულება;
კ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, აპარატის შინაგანაწესითა და ინსპექტორის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ბ) წარუდგინოს ინსპექტორს წინადადებები აპარატის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
გ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტის ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.
4. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის 5 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 05.01.2017წ.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის 26 ივნისის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 26.06.2017წ.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 14.09.2017წ.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 28.12.2018წ.
1. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი წარმოადგენს აპარატის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულების მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ფუნქციებს. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია ინპექტორის წინაშე.
2. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) აპარატის ინფორმაციული სისტემების ტექნიკური მონიტორინგი, ადმინისტრირება და მართვა; აპარატში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური და პროგრამული მხარდაჭერა; აპარატის კუთვნილი კომპიუტერული ტექნიკისა და ქსელის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; აპარატის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის ავტომატიზაციისათვის შესაბამისი ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და მისი შესაბამისი მხარდაჭერა;
ბ) აპარატში ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის და ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო და სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა;
გ) ინსპექტორის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (ინსპექტირების) ფარგლებში მონაცემთა დამმუშავებელის/უფლებამოსილი პირის კომპიუტერული ინფრასტრუქტურის, მათ შორის კომპიუტერული სისტემების, უსაფრთხოების და კანონთან შესაბამისობის ტექნიკური აუდიტი (შემოწმება);
დ) საქართველოს კანონმდებლობითა და ინსპექტორის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად:
დ.ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების – სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერზე ზედამხედველობა კონტროლის ელექტრონული სისტემისა და კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით;
დ.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედების დასრულებისა და მასალის განადგურების ოქმების) აპარატის ფარული საგამოძიებო მოქმედებების აღრიცხვის ელექტრონულ სისტემაში აღრიცხვითა და წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზით;
დ.გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე−138-ე მუხლებით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობა სასამართლოს, პროკურატურის და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ფარული საგამოძიებო მოქმედებების აღრიცხვის ელექტრონულ სისტემაში აღრიცხვით, შედარებითა და ანალიზით;
დ.დ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით;
დ.ე) კონტროლის ელექტრონულ სისტემაში, კონტროლის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონულ სისტემაში და აპარატის ფარული საგამოძიებო მოქმედებების აღრიცხვის ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული ინციდენტების მონიტორინგი;
დ.ვ) ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან (მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედების დასრულებისა და მასალის განადგურების ოქმების), ასევე კომპიუტერული მონაცემების გამოთხოვასთან დაკავშირებული შემოსული დოკუმენტების რეგისტრაცია აპარატის ფარული საგამოძიებო მოქმედებების აღრიცხვის ელექტრონულ სისტემაში;
ე) კომპეტენციის ფარგლებში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3-მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული მატერიალური ფორმის დოკუმენტების მიღება, აღრიცხვა და შენახვა;
ვ) ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ერთობლივი ინფორმაციული სისტემების შექმნის პროცესში;
ზ) აპარატის მიერ ყოველთვიურად გაწეული საქმიანობის სტატისტიკური მონაცემების შეჯამება და ანალიზი;
თ) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ფუნციონირების დასაწყებად საჭირო კომპიუტერული ინფრასტრუქტურის, მათ შორის კომპიუტერული სისტემებისა და უსაფრთხოების ქსელის შექმნა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე−138-ე მუხლებით და 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებებზე განხორციელებული კონტროლის შედეგების შესახებ“ ინსპექტორის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
კ) ინსპექტორის ინდივიდუალური დავალებების საფუძველზე, სხვა ამოცანების (მათ შორის „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინსპექტორის ვალდებულებებთან დაკავშირებული ამოცანების) შესრულება;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, აპარატის შინაგანაწესითა და ინსპექტორის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი უფლებამოსილია:
გ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტის ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.
4. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 28.12.2018წ.
მუხლი 19🔗
1. ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) წარმოადგენს აპარატის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას. ადმინისტრაცია ანგარიშვალდებულია ინპექტორის წინაშე.
2. ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ფუნქციებია:
ა) აპარატის ადამიანური რესურსების მართვა და ადმინისტრირება, მათ შორის, ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამის (აპარატის მომხმარებლის) წარმოება კანონმდებლობის შესაბამისად; მოსამსახურეთა შეფასების პროცესის ორგანიზება; აპარატში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსების დაგეგმვა და ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; აპარატის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოების უზრუნველყოფა და ადმინისტრირება; კომპეტენციის ფარგლებში, საკადრო, საორგანიზაციო ბრძანებების, შრომითი ხელშეკრულებების და სხვა სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში აპარატის მოსამსახურეთა სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების მასალების მომზადება; აპარატის თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრენინგების ორგანიზება/ჩატარება;
ბ) ბრძანებების და შრომითი ხელშეკრულებების და კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული სხვა დოკუმენტების რეგისტრაცია და სისტემატიზაცია;
გ) ინსპექტორის საქმიანობის ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფა; ინსპექტორის საქმისწარმოების სისტემის მართვა და დოკუმენტების შესრულებაზე მონიტორინგი; ინსპექტორის სამუშაო შეხვედრებისა და სხდომების ორგანიზება, ინსპექტორის სამუშაო განრიგის წარმოება;
დ) ინსპექტორის გადაწყვეტილებების რეესტრის წარმოება; სტატისტიკური ინფორმაციების მომზადება; სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ამსახველი ანგარიშების ანალიზი;
ე) აპარატში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების საქმისწარმოება; კომპეტენციის ფარგლებში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3-მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული მატერიალური ფორმის დოკუმენტების მიღება, აღრიცხვა და შენახვა;
ვ) აპარატის საქმისწარმოების, მათ შორის არქივის წარმოება; აპარატში საქმისწარმოების პროცესის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მათ შორის აპარატის დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში მატერიალური და ელექტრონული სახით შემოსული კორესპონდენციის ბაზაში ასახვა/რეგისტრაცია, დამუშავება, კლასიფიკაცია და ადრესატისათვის გაგზავნა დადგენილი წესითა და საჭიროების შესაბამისად; აპარატის დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში აპარატის მოხელეთა მიერ შესრულებული კორესპონდენციის შესაბამის ადრესატებთან გადაგზავნა დადგენილი წესისა და საჭიროების შესაბამისად; აპარატის დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში შექმნილი და დაცული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ასლების დამოწმება დადგენილი წესისა და საჭიროების შესაბამისად; აპარატში არსებული დოკუმენტაციის დაარქივება, მათი სისტემატიზაციისა და სათანადო წესით შენახვის მიზნით;
ზ) აპარატის ადმინისტრაციულ შენობაში სამეურნეო ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; აპარატის ადმინისტრაციული შენობის უსაფრთხოების დაცვა და აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობის ხელშეწყობა;
თ) აპარატის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ-საპროტოკოლო ღონისძიებების დაგეგმვა და უზრუნველყოფა; საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ აპარატის წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების/ვიზიტების დაგეგმვა, ორგანიზება; ოფიციალური შეხვედრების, ვიზიტების ორგანიზება/ტექნიკური მხარდაჭერა;
კ) აპარატში ვიზიტორების მიღება და საშვების დაშვების უზრუნველყოფა;
ლ) სამუშაო დროის გამოყენების აღრიცხვის ტაბელის წარმოება-ადმინისტრირება;
მ) აპარატის ცხელი ხაზის და ელექტრონული ფოსტის წარმოება, შემოსული ზარების განაწილება აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში;
ნ) ინსპექტორის დავალებების საფუძველზე სხვა ამოცანების (მათ შორის, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინსპექტორის ვალდებულებებთან დაკავშირებული ამოცანების) შესრულება;
ო) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, აპარატის შინაგანაწესითა და ინსპექტორის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით ადმინისტრაცია უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია და დახმარება სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/მოსამსახურისგან;
ბ) წარუდგინოს წინადადებები ინსპექტორს სამსახურის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
გ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია სამსახურის ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.
4. ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) საქმიანობას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) უფროსი.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის 5 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 05.01.2017წ.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის 26 ივნისის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 26.06.2017წ.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 28.12.2018წ.
მუხლი 20🔗
1. ფინანსური უზრუნველყოფისა და შესყიდვების დეპარტამენტი წარმოადგენს აპარატის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია ინპექტორის წინაშე.
2. ფინანსური უზრუნველყოფისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების კანონმდებლობის შესაბამისად წარმოება; ბუღალტრული ოპერაციების კანონმდებლობის შესაბამისად აღრიცხვა; აპარატის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშების მომზადება, მათი ინსპექტორისათვის და სხვა უფლებამოსილი უწყებებისთვის წარდგენა; ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვადასხვა წყაროების მიხედვით, შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა; ფინანსური ინფორმაციის/დოკუმენტების შენახვისა და დაცვის უზრუნველყოფა; უნაღდო ფულადი ოპერაციების/ტრანზაქციების დროული წარმოება შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე; თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურების და სხვა განაცემების გაცემის ორგანიზება; აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია (ინვენტარიზაციის პროცესის უსზრუნველყოფა კანონმდებლობის შესაბამისად); საბიუჯეტო განაცხადის შედგენა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის წარდგენა; საბიუჯეტო პროცესის მართვა და ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვადასხვა წყაროს მიხედვით დამტკიცებული ასიგნებების გონივრული, განვითარებაზე ორიენტირებული ხარჯვის უზრუნველყოფა; აპარატის ხარჯების ოპტიმიზაციისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ინსპექტორისათვის წინადადებების წარდგენა;
ბ) აპარატის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო, ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით, საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს შესყიდვა, შესაბამისი სტრუქტურული ერთულის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე; ინსპექტორთან შეთანხმებით სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის მომზადება; საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმაში ცვლილებების შეტანა; სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების ჩატარება, ანგარიშგება, შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება, წარმოება, რეგისტრაცია და შენახვა; სახელმწიფო შესყიდვის რაციონალური განხორციელების, ღია და სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ბაზრის კვლევა და ალტერნატივების ძიება; სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, ხელმოწერის ორგანიზება; ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება;
გ) აპარატის სასაწყობე მეურნეობის წარმართვა;
დ) ინსპექტორის ინდივიდუალური დავალებების საფუძველზე, სხვა ამოცანების (მათ შორის „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინსპექტორის ვალდებულებებთან დაკავშირებული ამოცანების) შესრულება;
ე) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, აპარატის შინაგანაწესითა და ინსპექტორის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით ფინანსური უზრუნველყოფისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია და დახმარება სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/მოსამსახურისგან;
ბ) წარუდგინოს წინადადებები ინსპექტორს სამსახურის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
გ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია სამსახურის ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.
4. ფინანსური უზრუნველყოფისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის 5 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 05.01.2017წ.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის 26 ივნისის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 26.06.2017წ.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 28.12.2018წ.
მუხლი 21🔗
1. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი წარმოადგენს აპარატის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია ინპექტორის წინაშე.
2. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა; მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ინსპექტორის/აპარატის ურთიერთობის კოორდინაცია; აპარატის სარეკლამო და საინფორმაციო კამპანიის წარმოება და, საჭიროებიდან გამომდინარე, ბრიფინგებისა და კონფერენციების ორგანიზება, პრესრელიზების და მსგავსი ინფორმაციის მომზადება; თემატური ელექტრონული და ბეჭდვითი პუბლიკაციების მომზადება და გავრცელება; აპარატის საერთაშორისო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა; საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; აპარატის ინტერესებიდან გამომდინარე, საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობა; უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან სამსახურის ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა, საზოგადოების ინფორმირება სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;
გ) ინსპექტორისა და აპარატის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება და ამ მიზნებით აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან ინფორმაციის გამოთხოვა და შესრულების მონიტორინგი, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, სისტემის გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფა;
ე) აპარატში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მათი მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდება;
ვ) აპარატში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისა და ღონისძიებების საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება;
ზ) აპარატის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური ქსელის ადმინისტრირება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, ინტერვიუების, ბრიფინგების, პრესკონფერენციებისა და საჯარო შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
ი) ინსპექტორის ან/და ინსპექტორის მოადგილის დავალებების საფუძველზე, სხვა ამოცანების (მათ შორის „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინსპექტორის ვალდებულებებთან დაკავშირებული ამოცანების) შესრულება;
კ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, აპარატის შინაგანაწესითა და ინსპექტორის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია და დახმარება სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/მოსამსახურისგან;
გ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია სამსახურის ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.
4. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის 5 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 05.01.2017წ.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის 26 ივნისის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 26.06.2017წ.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის 26 ივნისის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 28.06.2017წ.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 14.09.2017წ.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 28.12.2018წ.
მუხლი 22. (ამოღებულია)🔗
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის 5 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 05.01.2017წ.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის 26 ივნისის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 26.06.2017წ.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 28.12.2018წ.
მუხლი 23. (ამოღებულია)🔗
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის 5 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 05.01.2017წ.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის 26 ივნისის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 26.06.2017წ.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 28.12.2018წ.
მუხლი 24 . (ამოღებულია)🔗
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის 5 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 05.01.2017წ.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 28.12.2018წ.
მუხლი 241. (ამოღებულია)🔗
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის 5 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 05.01.2017წ.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის 26 ივნისის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 26.06.2017წ.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 28.12.2018წ.
მუხლი 242. (ამოღებულია)🔗
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის 5 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 05.01.2017წ.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 28.12.2018წ.
მუხლი 25. (ამოღებულია)🔗
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის 26 ივნისის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 26.06.2017წ.
მუხლი 251🔗
1. ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი ანგარიშვალდებულია ინსპექტორის წინაშე.
2. ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცრის ფუნქციებია:
ა) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და დანერგვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
ბ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძველზე სტანდარტების, წესების, ინსტრუქციების, პროცედურებისა და სხვა დოკუმენტების შემუშავება და მათ შესრულებაზე მონიტორინგი;
გ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძველზე შემუშავებული პროცედურების და წესების ტექნიკური დანერგვის პროცესში მონაწილეობის მიღება, რეკომენდაციების მომზადება;
დ) ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დოკუმენტაციის (პოლიტიკის, პროცედურების, სახელმძღვანელოების) მომზადების, განხილვის, დამტკიცების და გადახედვის პროცესის კოორდინაცია;
ე) ინფორმაციული აქტივებისა და მათზე წვდომების აღწერის უზრუნველყოფა, ასევე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება ინფორმაციულ აქტივებზე წვდომების გადანაწილებისა და შეზღუდვების შესახებ;
ვ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვის შესაბამისად სამოქმედო გეგმის შედგენა და ამ გეგმის შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშის წარდგენა;
ზ) ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მათზე რეაგირების მონიტორინგი;
თ) განცხადების განხილვის ან/და ინსპექტირების პროცესში აპარატის მხარდაჭერა ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით;
ი) ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით რეკომენდაციების მომზადება საჯარო და კერძო ორგანიზაციებისათვის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად;
კ) სამოქმედო გეგმების და საქმიანობის შესახებ ანგარიშების წარდგენა ინსპექტორისთვის;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, აპარატის შინაგანაწესით და ინსპექტორის სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ფუნქციების და ვალდებულებების შესრულება;
მ) ინსპექტორის დავალებით სხვა ფუნქციების შესრულება.
3. აღნიშნული ფუნქციების განხორციელების მიზნით ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია და დახმარება სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/მოსამსახურისგან;
გ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომელიც აუცილებელია ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერის ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის 5 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 05.01.2017წ.
მუხლი 26. (ამოღებულია)
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის 5 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 05.01.2017წ.
მუხლი 27. (ამოღებულია)🔗
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის 5 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 05.01.2017წ.
მუხლი 28🔗
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება ინსპექტორის ბრძანებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.05.2019.
- როდის იქნა მიღებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 04.03.2016. მიმღები ორგანო — პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. დოკუმენტის ნომერი — №1. სარეგისტრაციო კოდი — 010100000.62.074.016010.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 7 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.05.2019.
- რამდენი მუხლისგან შედგება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 30 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.05.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბრძანება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“, №1, 04.03.2016, სარეგისტრაციო კოდი 010100000.62.074.016010 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.05.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3212774/