,,ფინანსური ინსტიტუტებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.12.2009 ბოლო ცვლილება 01.09.2010
გამომცემი ორგანო
ნომერი
№232
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 155, 21/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №232

2009 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

ფინანსური ინსტიტუტებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის 1​3 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს:

ა) ფინანსური ინსტიტუტებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა ნუსხა;

ბ) სახელმწიფო საწარმოთა ნუსხა.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2009 წლის 21 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 იანვრ ის დადგენილება №14 - სსმ III, №6, 20.01.2010 წ., მუხ.48

2. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის დადგენილება №69 - სსმ III, №27, 12.03.2010 წ., მუხ.393

3. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 მარტის დადგენილება №78 - სსმ III, №31, 24.03.2010 წ., მუხ.456

ფინანსური ინსტიტუტებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა ნუსხა

ფინანსურ ინსტიტუტებს დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა–დ“ ქვეპუნქტების მიხედვით გათვალისწინებული აფასების ვალდებულება არ წარმოეშობათ, თუ ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავენ გადაფასების მეთოდის გამოყენებით და გააჩნიათ ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი პირის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება:

ა) ფრაისვოთერჰაუსკუპერს (Pricewaterhouse-Coopers);

ბ) დელოიტი (Deloitte);

გ) ქეი-ფი-ემ-ჯი (KPMG);

დ) ერნსტ ენდ იანგი (Ernst & Young);

ე) გრანთ თორნთონ (Grant Thornton);

ვ) ბიდიო (BDO);

ზ) ბეიკერ ტილი (Baker Tilly);

თ) სმით ენდ ვილიამსონი (Smith & Williamson);

ი) ტენონი (Tenon Group);

კ) პი-ქეი-ეფ (PKF).

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 იანვრის დადგენილება №14 - სსმ III, №6, 20.01.2010 წ., მუხ.48

სახელმწიფო საწარმოთა ნუსხა

დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა–დ“ ქვეპუნქტების მიხედვით გათვალისწინებული აფასების ვალდებულება არ წარმოეშობათ შემდეგ სახელმწიფო საწარმოებს:

ა) შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“;

ბ) შპს „ენგურჰესს“;

გ) სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა „საქრუსენერგოს“;

დ) შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“;

ე) შპს „საქართველოს რკინიგზა“;

ვ) შპს „რეილვეი ფროფერტი მენეჯმენტი“;

ზ) შპს „რკინიგზის ტელეკომი“;

თ) შპს „ჯორჯიან რეილვეი ტრანსკონტეინერი“;

ი) შპს „ჯორჯიან რეილვეი ქონსტრაქშენი;

კ) შპს „ვარდნილჰესების კასკადი“.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის დადგენილება №69 - სსმ III, №27, 12.03.2010 წ., მუხ.393

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 მარტის დადგენილება №78 - სსმ III, №31, 24.03.2010 წ., მუხ.456

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,ფინანსური ინსტიტუტებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ““, №232, 15.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.03.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3220-3/