„ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტის წარმატებით განხორციელების უზრუნველსაყოფად მამუკა ბახტაძის საქართველოს სპეციალურ წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№414
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020959
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №414

2016 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

„ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტის წარმატებით განხორციელების უზრუნველსაყოფად მამუკა ბახტაძის საქართველოს სპეციალურ წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტის განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ეფექტური და თანმიმდევრული შესრულების მიზნით, ახალი აბრეშუმის გზის საკითხებში საქართველოს სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნოს სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად მამუკა ბახტაძეს მიენიჭოს საქართველოს სახელით „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტის ფარგლებში ოფიციალური კომუნიკაციის წარმოების უფლება.

პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი