საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (9)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „წ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა თანდართული სამხედრო სადისციპლინო წესდება.
|
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების (გარდა მე-3 მუხლისა) ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე ვრცელდება „სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა თანდართული სამხედრო სადისციპლინო წესდებით გათვალისწინებული უკუძალის შემთხვევებისა.
|
| მუხლი 3 |
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უზრუნველყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სადისციპლინო წესდებით განსაზღვრული სამართლებრივი აქტის მიღება, ამ დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დადგენილების ამოქმედების თარიღამდე.
|
| მუხლი 4 |
1. დადგენილება, გარდა მე-3 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
2. დადგენილების მე-3 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
|
|
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის
სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდება |
თავი I
ზოგადი დებულებები |
მუხლი 1. წესდების მიზანი და რეგულირების საგანი
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების (შემდგომში – წესდება) მიზანია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში (შემდგომში – სამინისტროს სისტემა) სამხედრო სამსახურის გავლის წესების დაცვის უზრუნველყოფა, სამხედრო დისციპლინის დაცვა, დისციპლინური გადაცდომის თავიდან აცილება და ღირსეული საქციელის წახალისება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად წესდება განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედება წარმოადგენს ღირსეულ საქციელს ან დისციპლინურ გადაცდომას, რა სახის წახალისება ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა უნდა იქნეს გამოყენებული, აგრეთვე აწესრიგებს დისციპლინური საქმის განხილვის წესს. 3. წესდების მოქმედება ვრცელდება სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებზე, ხოლო საომარი მდგომარეობის დროს − აგრეთვე საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შემავალი სახელმწიფო უწყებების, საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებზე. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება წესდებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) არაეთიკური ქცევა – საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება; ბ) არაერთგზის ჩადენა – დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების პერიოდში იმავე სახის დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენა; გ) საპატიო მიზეზი – სამხედრო მოსამსახურის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სამხედრო მოსამსახურის მიერ დაკისრებული ვალდებულების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით; დ) განსაკუთრებული გარემოება – ღირსეული საქციელის ჩადენა საბრძოლო მოქმედებების ან საბრძოლო სამსახურის (ამოცანის) შესრულებისას, განსაკუთრებულ ვითარებაში მოქმედებისას, საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში ან სამხედრო წვრთნებში მონაწილეობისას; ე) განსაკუთრებული ვითარება – ვითარება, როდესაც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას მომეტებული საფრთხე ემუქრება; ე1) დასვენების დღეების (შაბათ-კვირა) გამოყენების უფლების შეზღუდვა – „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში შაბათს ან/და კვირას დასვენების უფლებით სარგებლობის შეზღუდვა;
ვ) დამამძიმებელი გარემოებები – დისციპლინური გადაცდომის ჩადენა არაერთგზის ან/და პირთა ჯგუფის მიერ, ასევე სამსახურებრივად დაქვემდებარებულის ჩაბმა დისციპლინურ გადაცდომაში; ზ) დაქვემდებარებული – სამსახურებრივი მდგომარეობის ან/და სამხედრო წოდების მიხედვით ქვემდგომი პირი, რომელიც ვალდებულია შეასრულოს უფროსის ბრძანება; თ) დისციპლინური გადაცდომა – სამხედრო მოსამსახურის ქმედება, რომელიც არღვევს სამხედრო დისციპლინას და რომლის ჩამდენისათვის ეს დადგენილება ითვალისწინებს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას; ი) დისციპლინური წელი – სასწავლო წლის დაწყებიდან მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდი, ხოლო პირველ კურსელ იუნკერთათვის სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის დღიდან მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდი; კ) უფროსი – სამსახურებრივი მდგომარეობის ან/და სამხედრო წოდების მიხედვით ზემდგომი პირი, რომელსაც უფლება აქვს გასცეს შესასრულებლად სავალდებულო ბრძანება დაქვემდებარებულისადმი და შეამოწმოს მისი შესრულება; ლ) საკრედიტო ქულა – იუნკერისთვის დისციპლინური წლის დასაწყისში მიცემული 100 საკრედიტო ქულა, რომელიც მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში მცირდება ამ წესდებით დადგენილი ოდენობით; მ) სამსახურში გამოუცხადებლობა – სამხედრო მოსამსახურის არასაპატიო მიზეზით: მ.ა) სამსახურში გამოცხადებისათვის დადგენილ დროზე 2 საათიდან სამუშაო დროის დასრულებამდე გამოუცხადებლობა; მ.ბ) კადრების განკარგულებაში ყოფნისას უფლებამოსილი პირის მიერ სამსახურში გამოძახების შემთხვევაში, შეტყობინებაში მითითებულ დღეს სამუშაო დროის განმავლობაში გამოუცხადებლობა; ნ) სამსახურში დაგვიანება – სამხედრო მოსამსახურის არასაპატიო მიზეზით: ნ.ა) სამსახურში გამოცხადება სამსახურში გამოცხადებისათვის დადგენილ დროზე 15 წუთიდან 2 საათამდე დაგვიანებით; ნ.ბ) კალენდარული წლის განმავლობაში, სამსახურში გამოცხადებისათვის დადგენილ დროზე 15 წუთამდე დაგვიანებით გამოცხადების მე-3 და ყოველი მომდევნო შემთხვევა; ო) სამხედრო დისციპლინა – სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, სამხედრო წესდებების მოთხოვნებისა და ეთიკის ნორმების დაცვა; პ) სამხედრო მოსამსახურე – სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე, საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურე (გარდა იუნკერისა), კადრის სამხედრო მოსამსახურე (გარდა იუნკერისა), იუნკერი, სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი; ჟ) სასწავლებელი – სამხედრო სასწავლებელი, სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება; რ) სასწავლებელში გამოუცხადებლობა – იუნკერის არასაპატიო მიზეზით ერთი სასწავლო/სამუშაო დღის ვადით სასწავლებელში გამოუცხადებლობა; ს) სასწავლებელში დაგვიანება – სასწავლებელში გამოცხადების დადგენილ დროზე 15 წუთიდან სასწავლო/სამუშაო დროის დასრულებამდე იუნკერის არასაპატიო მიზეზით დაგვიანებით გამოცხადება;“. ტ) სტიპენდია – იუნკერზე გაცემული თანხა; უ) ღირსეული საქციელი – სამხედრო მოსამსახურის ქმედება, რომელიც მიმართულია სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი წესრიგის, სამხედრო დისციპლინის, მოქალაქისა და სამხედრო მოსამსახურის უფლება-მოვალეობებისა და სახელმწიფო მმართველობის დადგენილი წესის დასაცავად და იწვევს სამხედრო სამსახურსა და საზოგადოებაში მის მკვეთრად დადებით შეფასებას; ფ) ხელფასი – სამხედრო მოსამსახურის (გარდა სავალდებულო სამხედრო მოსამსახურისა) წოდებრივი სარგო, ხოლო სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის შემთხვევაში, მისი წოდების ტოლფასი საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურის წოდებრივი სარგო. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 ოქტომბრის დადგენილება №482 - ვებგვერდი, 31.10.2016წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 აპრილის დადგენილება №187 - ვებგვერდი, 23.04.2018წ.
მუხლი 3. წესდების მოქმედება დროში 1. სამხედრო მოსამსახურე წახალისდება, თუ მისი ქმედება წარმოადგენდა ღირსეულ საქციელს, ხოლო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა შეეფარდება, თუ მისი ქმედება წარმოადგენდა დისციპლინურ გადაცდომას ამ ქმედების ჩადენის დროს. 2. ქმედების ჩადენის დროდ ითვლება მისი განხორციელების თარიღი. შედეგის დადგომის მომენტს მნიშვნელობა არ აქვს. მუხლი 4. წესდების უკუძალა 1. წესდების ნორმას, რომელიც აუქმებს დისციპლინურ გადაცდომას ან ამსუბუქებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომას, აქვს უკუძალა. წესდების ნორმას, რომელიც აწესებს დისციპლინურ პასუხისმგებლობას ან ამკაცრებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომას, უკუძალა არ აქვს. 2. წესდების ნორმას, რომელიც აწესებს ან აუქმებს წახალისების სახეს, უკუძალა არ აქვს. მუხლი 5. წესდების მოქმედების ფარგლები წესდების მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, აგრეთვე მის საზღვრებს გარეთ, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 6. წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის გარდაუვალობა სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც ჩაიდინა ამ წესდებით განსაზღვრული ქმედება, გარდაუვლად ექვემდებარება წახალისებას ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას ამ დებულებით დადგენილი წესით. თავი II წახალისება მუხლი 7. წახალისების მიზანი წახალისების მიზანია ღირსეული საქციელის ჩამდენი სამხედრო მოსამსახურის მოტივირება დაკისრებულ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულებისათვის და სამხედრო დისციპლინის განმტკიცება. მუხლი 8. წახალისების სახეები 1. ღირსეული საქციელისათვის გამოიყენება წახალისების შემდეგი სახეები: ა) მადლობა; ბ) საპატიო სიგელი; გ) ფასიანი საჩუქარი; დ) ფულადი ჯილდო; ე) მოკლევადიანი დათხოვნა. 2. მადლობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი ან რამდენიმე სამხედრო მოსამსახურის, ასევე ქვედანაყოფის სრული შემადგენლობის მიმართ. 3. საპატიო სიგელის ფორმა განისაზღვრება „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ნორმატიული სამართლებრივი აქტით. 4. ფასიანი საჩუქრის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს წახალისებული სამხედრო მოსამსახურის ერთი თვის ხელფასს ან სტიპენდიას. ფასიანი საჩუქარი არ შეიძლება იყოს იარაღი ან სხვა ქონება, რომელიც კანონმდებლობის მიხედვით არ წარმოადგენს თავისუფალი ბრუნვის საგანს. 5. ფულადი ჯილდოს ოდენობა არ უნდა იყოს წახალისებული სამხედრო მოსამსახურის ერთი თვის ხელფასის 20%-ზე ნაკლები და სრულ ოდენობაზე მეტი. 6. მოკლევადიანი დათხოვნა არ უნდა აღემატებოდეს 5 კალენდარულ სამუშაო დღეს. 7. სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ პირზე ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების სახეები. მუხლი 9. წახალისების სახის გამოყენების თავისებურება თითოეული ღირსეული საქციელისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი წახალისების სახე. თავი III დისციპლინური პასუხისმგებლობა მუხლი 10. დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზანი 1. დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზანია სამხედრო დისციპლინის დაცვა, ხელყოფილი ინტერესისა და სიკეთის აღდგენა და ახალი გადაცდომის თავიდან აცილება. 2. დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზანი არ არის პირის ღირსების ხელყოფა. 3. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრება არ ათავისუფლებს მის ჩამდენს იმ მოვალეობის შესრულებისაგან, რომლის შეუსრულებლობისთვის დაკისრებული ჰქონდა მას დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, ასევე იმ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, რომელიც გამოწვეულია დისციპლინური გადაცდომით. მუხლი 11. დისციპლინური პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებები 1. სამხედრო მოსამსახურეს არ ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ ამ წესდებით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომას ჩაიდენს: ა) უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში ე. ი., თუ სხვას დააზიანებს იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რომელიც ემუქრებოდა თვით მოსამსახურეს ან სხვის სამართლებრივ სიკეთეს, თუ ამ საფრთხის თავიდან აცილება არ შეიძლებოდა სხვა საშუალებით და თუ დაზიანებული სიკეთე ნაკლებმნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გადარჩენილი სიკეთე; ბ) აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ე. ი., თუ სამხედრო მოსამსახურე მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. აუცილებელი მოგერიების უფლება სამხედრო მოსამსახურეს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას. აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედების აშკარა შეუსაბამობას მართლსაწინააღმდეგო ქმედების ხასიათსა და საშიშროებასთან; გ) დროებითი ფსიქიკური აშლილობის მდგომარეობაში, როდესაც სამხედრო მოსამსახურეს არ შეეძლო გაეცნობიერებინა ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგოობა; დ) გამართლებული რისკის პირობებში, ე. ი., თუ სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურისათვის სასარგებლო მიზნის მისაღწევად დააზიანებს სამართლებრივ სიკეთეს. რისკი გამართლებულია, თუ ეს მიზანი არ შეიძლებოდა მიღწეულიყო რისკის გარეშე ქმედებით და თუ სამხედრო მოსამსახურემ მიიღო ყველა ზომა სამართლებრივი სიკეთის დაზიანების თავიდან ასაცილებლად; ე) სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც სავსებით აკმაყოფილებს მართლზომიერების პირობებს. 2. სამხედრო მოსამსახურეს არ დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ: ა) დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში არ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება; ბ) მან პირველად ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა, რომლისთვისაც ეს წესდება არ ითვალისწინებს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნას, სასწავლებლიდან გარიცხვას და სამხედრო წოდებით დაქვეითებას და ამ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემდეგ დაუყოვნებლივ ნებაყოფლობით გამოცხადდა აღიარებით და აანაზღაურა ზიანი; გ) დათხოვნის პერიოდში განგაშის დროს, აგრეთვე, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, უფროსის გამოძახებით გამოცხადდა სამსახურში ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8 ივნისის დადგენილება №324 - ვებგვერდი, 012.06.2018წ.
მუხლი 12. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) რიგგარეშე განწესში დანიშვნა (რიგგარეშე განწესში დანიშვნაში არ იგულისხმება სამხედრო სამსახურის ყარაულში ან საბრძოლო მორიგეობაზე დანიშვნა); გ1) დასვენების უფლების შეზღუდვა; დ) ხელფასიდან დაქვითვა; ე) საკრედიტო ქულის დაკლება; ვ) სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება; ზ) სასწავლებლიდან გარიცხვა; თ) სამსახურიდან დათხოვნა. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. მუხლი 13. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების წესი 1. თითოეული დისციპლინური გადაცდომისათვის გამოიყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთი ზომა. 2. მე-12 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზომა გამოიყენება მხოლოდ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირის მიმართ. 21. მე-12 მუხლის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზომა გამოიყენება მხოლოდ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის მიმართ. 3. მე-12 მუხლის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზომები არ გამოიყენება სავალდებულო სამსახურის მოსამსახურის, სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირისა და იუნკერის მიმართ. 4. მე-12 მუხლის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები გამოიყენება მხოლოდ იუნკერის მიმართ. 5. სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება არ გამოიყენება რიგითისა და ლეიტენანტის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიმართ. 6. სასწავლებლიდან გარიცხვა, გარდა ამ წესდებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა, გამოიყენება, თუ იუნკერს ამოეწურება 100 საკრედიტო ქულა. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 აპრილის დადგენილება №187 - ვებგვერდი, 23.04.2018წ. მუხლი 14. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების ვადა 1. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების ვადა აითვლება მისი დაკისრების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან. 2. მე-12 მუხლის: ა) „ა – გ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების მოქმედების ვადაა 3 თვე; ბ) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების ვადაა ერთი წელი, ამ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებიდან; გ) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების ვადა განისაზღვრება 6 თვით. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8 ივნისის დადგენილება №324 - ვებგვერდი, 012.06.2018წ. მუხლი 15. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნა 1. დასაშვებია სამხედრო მოსამსახურეზე დაკისრებული მხოლოდ ერთი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადამდე მოხსნა, თუ სამხედრო მოსამსახურე მისი მოქმედების ვადაში წახალისდება. 2. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოხსნას ახორციელებს მის დაკისრებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი. 3. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა იხსნება მისი მოქმედების ვადის გასვლით. 4. სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნის დღიდან სამხედრო მოსამსახურეს აღუდგება ამ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებამდე არსებული სამხედრო წოდება. თავი IV ღირსეული საქციელი მუხლი 16. დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხოვნად შესრულება 1. დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხოვნად შესრულება წახალისდება მადლობით. 2. იგივე ქმედება განსაკუთრებულ გარემოებაში წახალისდება საპატიო სიგელით ან მოკლევადიანი დათხოვნით. მუხლი 17. სამხედრო წვრთნისას დავალების წარმატებით შესრულება სამხედრო წვრთნისას დავალების წარმატებით შესრულება წახალისდება საპატიო სიგელით. მუხლი 18. საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულება საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულება წახალისდება საპატიო სიგელით ან ფასიანი საჩუქრით. მუხლი 19. მაღალი ბრძოლისუნარიანობის სამხედრო ქვედანაყოფის აღზრდა უფროსი, რომლის ქვედანაყოფი წახალისებულია ამ წესდების მე-17 მუხლის საფუძველზე, წახალისდება ფასიანი საჩუქრით. მუხლი 20. ბრძოლის ველიდან დაჭრილების გამოყვანა ბრძოლის ველიდან განსაკუთრებულ ვითარებაში დაჭრილების გამოყვანა წახალისდება საპატიო სიგელით ან ფასიანი საჩუქრით. მუხლი 21. თანამებრძოლის დახმარება განსაკუთრებულ ვითარებაში თანამებრძოლისათვის დახმარების გაწევა წახალისდება საპატიო სიგელით ან ფასიანი საჩუქრით. მუხლი 22. ახალი სახეობის ცეცხლსასროლი იარაღის სრულყოფილი შესწავლა ახალი სახეობის ცეცხლსასროლი იარაღის ექსპლუატაციის წესების სრულყოფილი შესწავლა წახალისდება მადლობით ან საპატიო სიგელით. მუხლი 23. ახალი სახეობის საბრძოლო ტექნიკის სრულყოფილი შესწავლა ახალი სახეობის საბრძოლო ტექნიკის ექსპლუატაციის წესების სრულყოფილი შესწავლა წახალისდება საპატიო სიგელით ან მოკლევადიანი დათხოვნით. მუხლი 24. სხვა სამხედრო სპეციალობის სრულყოფილი შესწავლა სხვა სამხედრო სპეციალობის სრულყოფილი შესწავლა წახალისდება საპატიო სიგელით. მუხლი 25. ცეცხლსასროლი იარაღიდან ან საბრძოლო ტექნიკიდან სროლის ნორმატივების წარმატებით შესრულება ცეცხლსასროლი იარაღიდან ან საბრძოლო ტექნიკიდან შესაბამისი ქვედანაყოფისათვის დადგენილი სროლის ნორმატივების წარმატებით შესრულება წახალისდება საპატიო სიგელით ან მოკლევადიანი დათხოვნით. მუხლი 26. ფიზიკური ნორმატივების წარმატებით შესრულება დადგენილი ფიზიკური ნორმატივების საუკეთესო მაჩვენებლებით შესრულება წახალისდება საპატიო სიგელით ან ფასიანი საჩუქრით. მუხლი 27. სასწავლებლის/სასწავლო კურსის წარჩინებით დამთავრება სასწავლებლის/სასწავლო კურსის წარჩინებით დამთავრება წახალისდება მადლობით ან საპატიო სიგელით. მუხლი 28. დოქტორის აკადემიური წოდების მიღება სამხედრო სპეციალობაში დოქტორის აკადემიური წოდების მიღება წახალისდება ფულადი ჯილდოთი. მუხლი 29. სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობა 1. უანგაროდ სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობა წახალისდება მადლობით. 2. იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, წახალისდება ფასიანი საჩუქრით ან მოკლევადიანი დათხოვნით. მუხლი 30. სპორტულ ან/და კულტურულ ღონისძიებაში წარმატებული მონაწილეობა სპორტულ ან/და კულტურულ ღონისძიებაში წარმატების მიღწევა წახალისდება საპატიო სიგელით ან ფულადი ჯილდოთი. თავი V დისციპლინური გადაცდომა მუხლი 31. ბრძანების არაჯეროვნად შესრულება ან შეუსრულებლობა 1. უფროსის დადგენილი წესით გაცემული ბრძანების დაქვემდებარებულის მიერ არაჯეროვნად შესრულება ან შეუსრულებლობა, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს საყვედურს ან რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 15%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან სამსახურიდან დათხოვნას ან 50 საკრედიტო ქულის დაკლებას. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. მუხლი 32. ფუნქციონალური მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება ან შეუსრულებლობა 1. კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება ან შეუსრულებლობა გამოიწვევს საყვედურს ან რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 5 საკრედიტო ქულის დაკლებას. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 3 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას ან 10 საკრედიტო ქულის დაკლებას. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. მუხლი 33. ავადმყოფობის სიმულაცია 1. ავადმყოფობის სიმულაცია ან სხეულის თვითდაზიანება, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს რიგგარეშე 2 განწესში დანიშვნას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას ან 20 საკრედიტო ქულის დაკლებას. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. მუხლი 34. საბრძოლო მორიგეობის წესის დარღვევა 1. საბრძოლო მორიგეობის წესის დარღვევა, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს საყვედურს ან რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 15%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. მუხლი 35. საყარაულო სამსახურის წესის დარღვევა 1. საყარაულო სამსახურის წესის დარღვევა, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს საყვედურს ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 15%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 50 საკრედიტო ქულის დაკლებას. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 აპრილის დადგენილება №187 - ვებგვერდი, 23.04.2018წ. მუხლი 36. განწესისა და პატრულირების წესის დარღვევა 1. სადღეღამისო განწესის შემადგენლობაში (ყარაულის გარდა) შემავალი სამხედრო მოსამსახურის მიერ წესდების დარღვევა ან/და საპატრულო განწესის შემადგენლობაში შემავალი სამხედრო მოსამსახურის მიერ პატრულირების წესის დარღვევა, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს საყვედურს ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 15%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 50 საკრედიტო ქულის დაკლებას. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 აპრილის დადგენილება №187 - ვებგვერდი, 23.04.2018წ. მუხლი 37. არასწორი ინფორმაციის მიწოდება 1. უფროსისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული არასწორი სამსახურებრივი ან პერსონალური ინფორმაციის მიწოდება გამოიწვევს საყვედურს ან რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 3 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას ან 50 საკრედიტო ქულის დაკლებას. 3. ამ მუხლის მიზნებისათვის პერსონალურია ინფორმაცია, რომლის მიწოდებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. მუხლი 38. მცდარი მონაცემების შეტანა 1. ოფიციალურ დოკუმენტში მცდარი მონაცემების შეტანა, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს რიგგარეშე განწესში დანიშვნას, სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას ან 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. მუხლი 39. უკანონო ბრძანების გაცემა 1. უფროსის მიერ დაქვემდებარებულისადმი ბრძანების გაცემა, რომელიც სცილდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს და ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, გამოიწვევს სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს სამსახურიდან დათხოვნას. მუხლი 40. მხედრული მისალმების წესის დარღვევა 1. მხედრული სალმის მიუცემლობა ან მისი მიცემის დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს შენიშვნას ან 5 საკრედიტო ქულის დაკლებას. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს საყვედურს ან 1 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 5%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 10 საკრედიტო ქულის დაკლებას. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. მუხლი 41. დაგვიანება 1. სამსახურში, სამკურნალო დაწესებულებაში ან მივლინების ადგილას არასაპატიო მიზეზით დაგვიანებით გამოცხადება გამოიწვევს საყვედურს. 2. სასწავლებელში გამოცხადებისათვის დადგენილ დროზე: ა) 15 წუთიდან 2 საათამდე დაგვიანება გამოიწვევს 10 საკრედიტო ქულის დაკლებას; ბ) 2 საათიდან სასწავლო/სამუშაო დროის დასრულებამდე დაგვიანებით გამოცხადება გამოიწვევს 20 საკრედიტო ქულის დაკლებას. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 აპრილის დადგენილება №187 - ვებგვერდი, 23.04.2018წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8 ივნისის დადგენილება №324 - ვებგვერდი, 012.06.2018წ. მუხლი 42. გამოუცხადებლობა 1. სამსახურში, სასწავლებელში, სამკურნალო დაწესებულებაში ან მივლინების ადგილას არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა გამოიწვევს რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას, ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 50 საკრედიტო ქულის დაკლებას. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 აპრილის დადგენილება №187 - ვებგვერდი, 23.04.2018წ. მუხლი 43. თვითნებური მიტოვება 1. სამსახურში, სასწავლებელში, მივლინების ადგილას ან სამკურნალო დაწესებულებაში საპატიო მიზეზის გარეშე 2 დღე-ღამემდე ვადით გამოუცხადებლობა ან სამსახურის ადგილის, სასწავლებლის, მივლინების ადგილის ან სამკურნალო დაწესებულების საპატიო მიზეზის გარეშე მიტოვება, გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას. 2. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება წესდების 41-ე და 42-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. მუხლი 44. სიმთვრალე 1. ალკოჰოლური სასმელის მიღება ან ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სამსახურში, სასწავლებელში, მივლინების ადგილას ან სამკურნალო დაწესებულებაში, ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ან სამსახურებრივი ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას, ან სამხედრო ფორმის ტანსაცმელში მყოფი სამხედრო მოსამსახურის მიერ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოიწვევს 2 რიგგარეშე განწესში დანიშვნას, ან 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას, ან ხელფასიდან 30 %-ის დაქვითვას 3 თვის ვადით, ან 70 საკრედიტო ქულის დაკლებას. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, გამოიწვევს 4 რიგგარეშე განწესში დანიშვნას, ან 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას, ან სამსახურიდან დათხოვნას, ან სასწავლებლიდან გარიცხვას. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, რომელმაც სამინისტროს სისტემაში შემავალი ქვედანაყოფისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება გამოიწვია ან რასაც თან ახლდა სამხედრო მოსამსახურის არაეთიკური ქცევა, გამოიწვევს 4 რიგგარეშე განწესში დანიშვნას, ან 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას, ან სამსახურიდან დათხოვნას, ან სასწავლებლიდან გარიცხვას. 4. ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 აპრილის დადგენილება №187 - ვებგვერდი, 23.04.2018წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8 ივნისის დადგენილება №324 - ვებგვერდი, 012.06.2018წ. მუხლი 45. შემოწმებისათვის თავის არიდება ან ალკოჰოლური სასმელის შეტანა ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება ან ალკოჰოლური სასმელის შეტანა სამსახურის, სასწავლებლის, სამკურნალო დაწესებულების ტერიტორიასა და მივლინების ადგილზე გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. მუხლი 451. მცენარე კანაფის ან მარიხუანის მოხმარება ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა მცენარე კანაფის ან მარიხუანის მოხმარების ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადასტურება გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 მარტის დადგენილება №107 – ვებგვერდი, 16.03.2021წ. მუხლი 452. მცენარე კანაფის ან მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება ან მისი შეტანა მცენარე კანაფის ან მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება ან მისი შეტანა სამსახურის, სასწავლებლის, სამკურნალო დაწესებულების ტერიტორიასა და მივლინების ადგილზე გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 მარტის დადგენილება №107 – ვებგვერდი, 16.03.2021წ. მუხლი 46. აზარტულ ან გასართობ თამაშში მონაწილეობა 1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშში, აგრეთვე აზარტულ ტურნირში მონაწილეობა გამოიწვევს 3 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან სამსახურიდან დათხოვნას ან 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სასწავლებლიდან გარიცხვას. 2. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურში, სასწავლებელში, სამკურნალო დაწესებულებაში ან მივლინების ადგილას ისეთ გასართობ თამაშში (გარდა სპორტული შეჯიბრების მიზნით ოფიციალურად ჩატარებული თამაშობისა) მონაწილეობა, რომელიც ტარდება ბანქოს ან/და კამათლის გამოყენებით, აგრეთვე ნებისმიერ სხვა თამაშში (გარდა სპორტული შეჯიბრების მიზნით ოფიციალურად ჩატარებული თამაშობისა) მონაწილეობა, თუ ეს თამაში ტარდება სანაძლეოს საფუძველზე ან/და მოგების მიღების მიზნით, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. მუხლი 461. სამსახურებრივი ინფორმაციის ან/და პერსონალური მონაცემით უკანონოდ სარგებლობა სამსახურებრივი ინფორმაციის ან/და პერსონალური მონაცემით სარგებლობა საკუთარი ან/და სხვა პირთა კერძო ინტერესების დასაკმაყოფილებლად (რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს) გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. მუხლი 462. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემისა და სამხედრო სამსახურის დისკრედიტაციისკენ მიმართული ქმედება სოციალური ქსელების, კავშირგაბმულობის ან/და მედია-საშუალებებით ან/და სხვა ნებისმიერი ფორმით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემისა და სამხედრო სამსახურის დისკრედიტაციისკენ მიმართული ქმედება გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. მუხლი 47. ჩხუბი 1. ჩხუბში ანუ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს 2 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან სამსახურიდან დათხოვნას ან 50 საკრედიტო ქულის დაკლებას ან სასწავლებლიდან გარიცხვას. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. მუხლი 48. არაეთიკური ქცევა 1. არაეთიკური ქცევა სამსახურში, სასწავლებელში, სამკურნალო დაწესებულებაში, მივლინების ადგილას ან სამხედრო ფორმის ტანსაცმელში მყოფი სამხედრო მოსამსახურის მიერ საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გამოიწვევს საყვედურს ან 15 საკრედიტო ქულის დაკლებას. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. მუხლი 49. თამბაქოს მოწევა 1. თამბაქოს მოწევა, გარდა ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილისა, გამოიწვევს საყვედურს ან რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან 10 საკრედიტო ქულის დაკლებას. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 20 საკრედიტო ქულის დაკლებას. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. მუხლი 50. სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება სამსახურის, სასწავლებლის, სამკურნალო დაწესებულებისა და მივლინების ადგილის ტერიტორიაზე სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. მუხლი 501. სექსუალური შევიწროება სამხედრო მოსამსახურის მიერ პირის სექსუალური შევიწროება, თუ ამგვარი ქმედება არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს ან/და ამ წესდების 50-ე მუხლით განსაზღვრულ დისციპლინურ გადაცდომას, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. მუხლი 51. სამხედრო ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა 1. სამხედრო ფორმის ტანსაცმლის და განმასხვავებელი ნიშნების ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს შენიშვნას ან საყვედურს ან 5 საკრედიტო ქულის დაკლებას. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს საყვედურს ან 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 10 საკრედიტო ქულის დაკლებას. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. მუხლი 52. სამხედრო სამსახურისათვის შეუფერებელი ვარცხნილობა 1. „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ მინისტრის ნორმატიული სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თმისა და წვერ-ულვაშის ვარცხნილობის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს შენიშვნას ან საყვედურს ან 5 საკრედიტო ქულის დაკლებას. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს საყვედურს ან 1 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 5%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 10 საკრედიტო ქულის დაკლებას. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. მუხლი 53. სამკაულის ტარება 1. „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ მინისტრის ნორმატიული სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამკაულის (გარდა მცირე ზომის რელიგიური დანიშნულების სამკაულის) ტარება, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამხედრო მოსამსახურეს დაკისრებული მოვალეობების სრულყოფილად განხორციელებაში, ასევე ძვირფასი მასალისაგან დამზადებული სამკაულის (გარდა საქორწინო ბეჭდის) ტარება გამოიწვევს საყვედურს ან 10 საკრედიტო ქულის დაკლებას. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 1 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 5%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 20 საკრედიტო ქულის დაკლებას. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. მუხლი 54. სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დარღვევა 1. სამსახურში, სასწავლებელში, სამკურნალო დაწესებულებაში ან მივლინების ადგილზე სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დარღვევა გამოიწვევს საყვედურს ან რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან 10 საკრედიტო ქულის დაკლებას. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 20 საკრედიტო ქულის დაკლებას. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. მუხლი 55. სამსახურებრივი ქონების მოვლისა და შენახვის წესის დარღვევა 1. სამსახურებრივი ქონების მოვლისა და შენახვის წესის დარღვევა (რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ ქონების დაზიანება, გაუვარგისება, დაკარგვა ან განადგურება, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გამოიწვევს 2 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 10 საკრედიტო ქულის დაკლებას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენა გამოიწვევს 3 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 20 საკრედიტო ქულის დაკლებას. 3. სამსახურებრივი ქონების მოვლისა და შენახვის წესის დარღვევა (რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს), რამაც გამოიწვია ამ ქონების დაზიანება, გაუვარგისება, დაკარგვა ან განადგურება, გამოიწვევს 3 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 25%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენა გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 30%-ის დაქვითვას 4 თვის ვადით ან 40 საკრედიტო ქულის დაკლებას. 5. სამსახურებრივი პირადობის მოწმობის (პლასტიკური ბარათის) ან/და ქვედანაყოფის ტერიტორიაზე დასაშვები საშვების დაკარგვა ან განადგურება გამოიწვევს 1 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან საყვედურს ან 5 საკრედიტო ქულის დაკლებას. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 აპრილის დადგენილება №187 - ვებგვერდი, 23.04.2018წ. მუხლი 56. სამსახურებრივი ქონების ექსპლუატაციის წესის დარღვევა 1. სამსახურებრივი ქონების ექსპლუატაციის წესის დარღვევა (რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ ქონების დაზიანება, გაუვარგისება, დაკარგვა ან განადგურება, გამოიწვევს 2 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 10 საკრედიტო ქულის დაკლებას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენა გამოიწვევს 3 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 20 საკრედიტო ქულის დაკლებას. 3. სამსახურებრივი ქონების ექსპლუატაციის წესის დარღვევა (რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს), რამაც გამოიწვია ამ ქონების დაზიანება, გაუვარგისება, დაკარგვა ან განადგურება, გამოიწვევს 3 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 25%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას. 4. ამ მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული ქმედების დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენა გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 30%-ის დაქვითვას 4 თვის ვადით ან 40 საკრედიტო ქულის დაკლებას. 5. მინდობილი სახელმწიფო ქონების არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება (რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს) გამოიწვევს 3 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 20 საკრედიტო ქულის დაკლებას. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენა გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. მუხლი 57. უსაფრთხოების ნორმების დარღვევა 1. სამსახურში, სასწავლებელში, სამკურნალო დაწესებულებაში ან მივლინების ადგილზე დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, აგრეთვე იარაღთან, საბრძოლო ტექნიკასთან ან საბრძოლო მასალებთან მოპყრობის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს 2 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 3 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 50 საკრედიტო ქულის დაკლებას. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. მუხლი 58. ცეცხლსასროლი იარაღის არადანიშნულებისამებრ გამოყენება 1. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა არადანიშნულებისამებრ, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს 2 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 30%-ის დაქვითვას 6 თვის ვადით ან 50 საკრედიტო ქულის დაკლებას. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. მუხლი 59. ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით გასროლა 1. ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით გასროლა, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს 2 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას ან სამსახურიდან დათხოვნას ან 50 საკრედიტო ქულის დაკლებას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. მუხლი 591. გამოცდის ჩაბარების წესის დარღვევა სასწავლებელში გამოცდის მიმდინარეობისას გადაწერა ან გადასაწერი საშუალების/ინფორმაციის ქონა გამოიწვევს 50 საკრედიტო ქულის დაკლებას. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 აპრილის დადგენილება №187 - ვებგვერდი, 23.04.2018წ. თავი VI დისციპლინური საქმეების განხილვა და აღსრულება მუხლი 60. ზოგადი დებულებები 1. დისციპლინური საქმე განიხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და ამ წესდებით განსაზღვრული წესით, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. დისციპლინური საქმის განხილვა ეფუძნება კანონიერების, სამართლიანობის, არადისკრიმინაციულობის, ობიექტურობის, ყოველმხრივობის, მიუკერძოებლობის და კორექტულობის პრინციპებს. 3. სამხედრო მოსამსახურე, რომლის მიმართაც გამოთქმულია ვარაუდი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე, ვალდებულია, ხელი შეუწყოს დისციპლინური საქმის განხილვას. აღნიშნული არ მოიცავს აღიარების და საკუთარი თავის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემის ვალდებულებებს. მუხლი 61. წახალისებასა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი წახალისებასა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი განისაზღვრება „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ მინისტრის ნორმატიული სამართლებრივი აქტით. მუხლი 62. ადმინისტრაციული წარმოების დაწყება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ა) წახალისების სახის შეფარდებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება იწყება წარდგინების შედგენით, რომლის ფორმა და მათ შედგენაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი განისაზღვრება „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ მინისტრის ნორმატიული სამართლებრივი აქტით; ბ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება იწყება დისციპლინური ოქმის შედგენით. მუხლი 63. დისციპლინური ოქმი 1. დისციპლინური ოქმი წარმოადგენს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე ან განმცხადებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე (გარდა ანონიმური ინფორმაციისა) ან ინსპექტირების/სამსახურებრივი შემოწმების მასალებზე დაფუძნებულ ობიექტურად დასაბუთებულ ვარაუდს, სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ წესდებით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე. 2. დისციპლინურ ოქმში აღინიშნება: ა) მისი შედგენის თარიღი, დრო და ადგილი; ბ) შემდგენის თანამდებობა, წოდება, სახელი და გვარი; გ) პირის, რომლის მიმართაც არსებობს ვარაუდი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე, მაიდენტიფიცირებელი მონაცემები; დ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ადგილი, თარიღი, დრო და არსი; ე) წესდების ნორმა, რომელიც შესაბამისი დისციპლინური გადაცდომისათვის ითვალისწინებს დისციპლინურ პასუხისმგებლობას; ვ) მოწმის ან დაინტერესებული პირის (მათი არსებობის შემთხვევაში) მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და მისამართი; ზ) პირის, რომლის მიმართაც არსებობს ვარაუდი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე, ახსნა-განმარტება; თ) საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებები. 3. დისციპლინურ ოქმს ადგენს „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ მინისტრის ნორმატიული სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანამდებობის პირი. 4. დისციპლინურ ოქმს ხელს აწერენ: ა) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირი; ბ) სამხედრო მოსამსახურე, რომლის მიმართაც არსებობს ვარაუდი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე; გ) მოწმე; დ) დაინტერესებული პირი. 5. იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე, რომლის მიმართაც არსებობს ვარაუდი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე, უარს იტყვის დისციპლინური ოქმის ხელმოწერაზე, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ამ შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე უფლებამოსილია წარადგინოს შენიშვნები, აგრეთვე დაასაბუთოს ხელმოწერაზე უარის მოტივები. 6. დისციპლინური ოქმი დაუყოვნებლივ გადაეცემა დისციპლინური საქმის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს/თანამდებობის პირს. 7. დისციპლინური ოქმის ფორმა განისაზღვრება „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ მინისტრის ნორმატიული სამართლებრივი აქტით. მუხლი 64. სადისციპლინო საბჭო 1. სადისციპლინო საბჭოზე განხილვას ექვემდებარება: ა ) სამსახურიდან დათხოვნის , აგრეთვე სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების თაობაზე მინისტრის ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მეთაურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის პროექტი ადმინისტრაციული წარმოების მასალებთან ერთად ; ბ) ამ წესდების 66-ე მუხლით განსაზღვრული სამხედრო მოსამსახურის განცხადება, საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში მის მიმართ შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის (გარდა სამსახურიდან დათხოვნისა და სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებისა) კანონიერების შესწავლის თაობაზე. 2. სადისციპლინო საბჭო უფლებამოსილია: ა) განიხილოს ან/და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება საქმის გარემოებათა დამატებითი გამოკვლევის მიზნით; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირს წარუდგინოს რეკომენდაცია სამხედრო მოსამსახურისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე; გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მინისტრს წარუდგინოს რეკომენდაცია წესდების 67-ე მუხლით განსაზღვრულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. 3. სადისციპლინო საბჭოების რაოდენობა, ტერიტორიული განსჯადობა და შემადგენლობა განისაზღვრება „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ მინისტრის ნორმატიული სამართლებრივი აქტით. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №634 - ვებგვერდი , 27.12.2018 წ . მუხლი 65. წახალისების სახის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება 1. წახალისების სახის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება იწყება მისი ძალაში შესვლის დღიდან. 2. რიგგარეშე განწესში დანიშვნა აღსრულდება მისი დაკისრების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში. 3. სხვადასხვა დისციპლინური გადაცდომისათვის ხელფასიდან დაქვითვის ერთდროულად დაკისრების ან ხელფასიდან დაქვითვის მოქმედების პერიოდში ამ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ხელახლა დაკისრების შემთხვევაში, დგინდება ხელფასიდან დასაქვითი თანხის ჯამური ოდენობა. ყოველთვიურად დასაქვითი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ხელფასის 50%-ს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება მისი გადანაწილება მომდევნო თვეზე/თვეებზე. თავი VII დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის კანონიერების შესწავლა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. მუხლი 66. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გადასინჯვა 1. სამხედრო მოსამსახურე უფლებამოსილია განცხადებით მიმართოს მინისტრს საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში, მასზე დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის (გარდა სამსახურიდან დათხოვნისა და სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებისა) კანონიერების შესწავლის თაობაზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს სამხედრო მოსამსახურეზე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ამ პირისათვის გაცნობიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. 3. სამხედრო მოსამსახურეზე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება ჩერდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. მუხლი 67. განცხადების განხილვა მინისტრი უფლებამოსილია: ა) სრულად დააკმაყოფილოს განცხადება და ძალადაკარგულად ცნოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბ) ნაწილობრივ დააკმაყოფილოს განცხადება და ძალადაკარგულად ცნოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილი; გ) არ დააკმაყოფილოს განცხადება და ძალაში დატოვოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; დ) გასცეს წერილობითი მითითებები (დავალება) გამოცემულ აქტში ან შესრულებულ მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის შესახებ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. |
+
საქართველოს მთავრობის დადგენილება №124 2016 წლის 17 მარტი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ+
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „წ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა თანდართული სამხედრო სადისციპლინო წესდება.
+ მუხლი 2 |
ამ დადგენილების (გარდა მე-3 მუხლისა) ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე ვრცელდება „სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა თანდართული სამხედრო სადისციპლინო წესდებით გათვალისწინებული უკუძალის შემთხვევებისა.
+ მუხლი 3 |
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უზრუნველყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სადისციპლინო წესდებით განსაზღვრული სამართლებრივი აქტის მიღება, ამ დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დადგენილების ამოქმედების თარიღამდე.
+ მუხლი 4 |
1. დადგენილება, გარდა მე-3 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
2. დადგენილების მე-3 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
+
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდება+
თავი I ზოგადი დებულებებიმუხლი 1. წესდების მიზანი და რეგულირების საგანი🔗
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების (შემდგომში – წესდება) მიზანია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში (შემდგომში – სამინისტროს სისტემა) სამხედრო სამსახურის გავლის წესების დაცვის უზრუნველყოფა, სამხედრო დისციპლინის დაცვა, დისციპლინური გადაცდომის თავიდან აცილება და ღირსეული საქციელის წახალისება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად წესდება განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედება წარმოადგენს ღირსეულ საქციელს ან დისციპლინურ გადაცდომას, რა სახის წახალისება ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა უნდა იქნეს გამოყენებული, აგრეთვე აწესრიგებს დისციპლინური საქმის განხილვის წესს.
3.წესდების მოქმედება ვრცელდება სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებზე, ხოლო საომარი მდგომარეობის დროს − აგრეთვე საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შემავალი სახელმწიფო უწყებების, საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებზე.
3. წესდების მოქმედება ვრცელდება სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებზე, ხოლო საომარი მდგომარეობის დროს − აგრეთვე საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შემავალი სახელმწიფო უწყებების, საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებზე.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №634 - ვებგვერდი , 27.12.2018 წ .
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
წესდებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) არაეთიკური ქცევა – საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება;
ბ) არაერთგზის ჩადენა – დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების პერიოდში იმავე სახის დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენა;
გ) საპატიო მიზეზი – სამხედრო მოსამსახურის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სამხედრო მოსამსახურის მიერ დაკისრებული ვალდებულების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით;
დ) განსაკუთრებული გარემოება – ღირსეული საქციელის ჩადენა საბრძოლო მოქმედებების ან საბრძოლო სამსახურის (ამოცანის) შესრულებისას, განსაკუთრებულ ვითარებაში მოქმედებისას, საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში ან სამხედრო წვრთნებში მონაწილეობისას;
ე) განსაკუთრებული ვითარება – ვითარება, როდესაც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას მომეტებული საფრთხე ემუქრება;
ე1) დასვენების დღეების (შაბათ-კვირა) გამოყენების უფლების შეზღუდვა – „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში შაბათს ან/და კვირას დასვენების უფლებით სარგებლობის შეზღუდვა;
ვ) დამამძიმებელი გარემოებები – დისციპლინური გადაცდომის ჩადენა არაერთგზის ან/და პირთა ჯგუფის მიერ, ასევე სამსახურებრივად დაქვემდებარებულის ჩაბმა დისციპლინურ გადაცდომაში;
ზ) დაქვემდებარებული – სამსახურებრივი მდგომარეობის ან/და სამხედრო წოდების მიხედვით ქვემდგომი პირი, რომელიც ვალდებულია შეასრულოს უფროსის ბრძანება;
თ) დისციპლინური გადაცდომა – სამხედრო მოსამსახურის ქმედება, რომელიც არღვევს სამხედრო დისციპლინას და რომლის ჩამდენისათვის ეს დადგენილება ითვალისწინებს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას;
ი) დისციპლინური წელი – სასწავლო წლის დაწყებიდან მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდი, ხოლო პირველ კურსელ იუნკერთათვის სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის დღიდან მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდი;
კ) უფროსი – სამსახურებრივი მდგომარეობის ან/და სამხედრო წოდების მიხედვით ზემდგომი პირი, რომელსაც უფლება აქვს გასცეს შესასრულებლად სავალდებულო ბრძანება დაქვემდებარებულისადმი და შეამოწმოს მისი შესრულება;
ლ) საკრედიტო ქულა – იუნკერისთვის დისციპლინური წლის დასაწყისში მიცემული 100 საკრედიტო ქულა, რომელიც მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში მცირდება ამ წესდებით დადგენილი ოდენობით;
მ) სამსახურში გამოუცხადებლობა – სამხედრო მოსამსახურის არასაპატიო მიზეზით:
მ.ა) სამსახურში გამოცხადებისათვის დადგენილ დროზე 2 საათიდან სამუშაო დროის დასრულებამდე გამოუცხადებლობა;
მ.ბ) კადრების განკარგულებაში ყოფნისას უფლებამოსილი პირის მიერ სამსახურში გამოძახების შემთხვევაში, შეტყობინებაში მითითებულ დღეს სამუშაო დროის განმავლობაში გამოუცხადებლობა;
ნ) სამსახურში დაგვიანება – სამხედრო მოსამსახურის არასაპატიო მიზეზით:
ნ.ა) სამსახურში გამოცხადება სამსახურში გამოცხადებისათვის დადგენილ დროზე 15 წუთიდან 2 საათამდე დაგვიანებით;
ნ.ბ) კალენდარული წლის განმავლობაში, სამსახურში გამოცხადებისათვის დადგენილ დროზე 15 წუთამდე დაგვიანებით გამოცხადების მე-3 და ყოველი მომდევნო შემთხვევა;
ო) სამხედრო დისციპლინა – სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, სამხედრო წესდებების მოთხოვნებისა და ეთიკის ნორმების დაცვა;
პ) სამხედრო მოსამსახურე – სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე, საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურე (გარდა იუნკერისა), კადრის სამხედრო მოსამსახურე (გარდა იუნკერისა), იუნკერი, სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი;
ჟ) სასწავლებელი – სამხედრო სასწავლებელი, სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;
რ) სასწავლებელში გამოუცხადებლობა – იუნკერის არასაპატიო მიზეზით ერთი სასწავლო/სამუშაო დღის ვადით სასწავლებელში გამოუცხადებლობა;
ს) სასწავლებელში დაგვიანება – სასწავლებელში გამოცხადების დადგენილ დროზე 15 წუთიდან სასწავლო/სამუშაო დროის დასრულებამდე იუნკერის არასაპატიო მიზეზით დაგვიანებით გამოცხადება;“.
ტ) სტიპენდია – იუნკერზე გაცემული თანხა;
უ) ღირსეული საქციელი – სამხედრო მოსამსახურის ქმედება, რომელიც მიმართულია სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი წესრიგის, სამხედრო დისციპლინის, მოქალაქისა და სამხედრო მოსამსახურის უფლება-მოვალეობებისა და სახელმწიფო მმართველობის დადგენილი წესის დასაცავად და იწვევს სამხედრო სამსახურსა და საზოგადოებაში მის მკვეთრად დადებით შეფასებას;
ფ) ხელფასი – სამხედრო მოსამსახურის (გარდა სავალდებულო სამხედრო მოსამსახურისა) წოდებრივი სარგო, ხოლო სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის შემთხვევაში, მისი წოდების ტოლფასი საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურის წოდებრივი სარგო.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 ოქტომბრის დადგენილება №482 - ვებგვერდი, 31.10.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 აპრილის დადგენილება №187 - ვებგვერდი, 23.04.2018წ.
მუხლი 3. წესდების მოქმედება დროში🔗
1. სამხედრო მოსამსახურე წახალისდება, თუ მისი ქმედება წარმოადგენდა ღირსეულ საქციელს, ხოლო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა შეეფარდება, თუ მისი ქმედება წარმოადგენდა დისციპლინურ გადაცდომას ამ ქმედების ჩადენის დროს.
2. ქმედების ჩადენის დროდ ითვლება მისი განხორციელების თარიღი. შედეგის დადგომის მომენტს მნიშვნელობა არ აქვს.
მუხლი 4. წესდების უკუძალა
1. წესდების ნორმას, რომელიც აუქმებს დისციპლინურ გადაცდომას ან ამსუბუქებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომას, აქვს უკუძალა. წესდების ნორმას, რომელიც აწესებს დისციპლინურ პასუხისმგებლობას ან ამკაცრებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომას, უკუძალა არ აქვს.
2. წესდების ნორმას, რომელიც აწესებს ან აუქმებს წახალისების სახეს, უკუძალა არ აქვს.
მუხლი 5. წესდების მოქმედების ფარგლები
წესდების მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, აგრეთვე მის საზღვრებს გარეთ, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 6. წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის გარდაუვალობა
სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც ჩაიდინა ამ წესდებით განსაზღვრული ქმედება, გარდაუვლად ექვემდებარება წახალისებას ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას ამ დებულებით დადგენილი წესით.
თავი II
წახალისება
მუხლი 7. წახალისების მიზანი
წახალისების მიზანია ღირსეული საქციელის ჩამდენი სამხედრო მოსამსახურის მოტივირება დაკისრებულ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულებისათვის და სამხედრო დისციპლინის განმტკიცება.
მუხლი 8. წახალისების სახეები
1. ღირსეული საქციელისათვის გამოიყენება წახალისების შემდეგი სახეები:
ა) მადლობა;
ბ) საპატიო სიგელი;
გ) ფასიანი საჩუქარი;
დ) ფულადი ჯილდო;
ე) მოკლევადიანი დათხოვნა.
2. მადლობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი ან რამდენიმე სამხედრო მოსამსახურის, ასევე ქვედანაყოფის სრული შემადგენლობის მიმართ.
3. საპატიო სიგელის ფორმა განისაზღვრება „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ნორმატიული სამართლებრივი აქტით.
4. ფასიანი საჩუქრის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს წახალისებული სამხედრო მოსამსახურის ერთი თვის ხელფასს ან სტიპენდიას. ფასიანი საჩუქარი არ შეიძლება იყოს იარაღი ან სხვა ქონება, რომელიც კანონმდებლობის მიხედვით არ წარმოადგენს თავისუფალი ბრუნვის საგანს.
5. ფულადი ჯილდოს ოდენობა არ უნდა იყოს წახალისებული სამხედრო მოსამსახურის ერთი თვის ხელფასის 20%-ზე ნაკლები და სრულ ოდენობაზე მეტი.
6. მოკლევადიანი დათხოვნა არ უნდა აღემატებოდეს 5 კალენდარულ სამუშაო დღეს.
7. სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ პირზე ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების სახეები.
მუხლი 9. წახალისების სახის გამოყენების თავისებურება
თითოეული ღირსეული საქციელისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი წახალისების სახე.
თავი III
დისციპლინური პასუხისმგებლობა
მუხლი 10. დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზანი
1. დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზანია სამხედრო დისციპლინის დაცვა, ხელყოფილი ინტერესისა და სიკეთის აღდგენა და ახალი გადაცდომის თავიდან აცილება.
2. დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზანი არ არის პირის ღირსების ხელყოფა.
3. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრება არ ათავისუფლებს მის ჩამდენს იმ მოვალეობის შესრულებისაგან, რომლის შეუსრულებლობისთვის დაკისრებული ჰქონდა მას დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, ასევე იმ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, რომელიც გამოწვეულია დისციპლინური გადაცდომით.
მუხლი 11. დისციპლინური პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებები
1. სამხედრო მოსამსახურეს არ ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ ამ წესდებით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომას ჩაიდენს:
ა) უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში ე. ი., თუ სხვას დააზიანებს იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რომელიც ემუქრებოდა თვით მოსამსახურეს ან სხვის სამართლებრივ სიკეთეს, თუ ამ საფრთხის თავიდან აცილება არ შეიძლებოდა სხვა საშუალებით და თუ დაზიანებული სიკეთე ნაკლებმნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გადარჩენილი სიკეთე;
ბ) აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ე. ი., თუ სამხედრო მოსამსახურე მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. აუცილებელი მოგერიების უფლება სამხედრო მოსამსახურეს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას. აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედების აშკარა შეუსაბამობას მართლსაწინააღმდეგო ქმედების ხასიათსა და საშიშროებასთან;
გ) დროებითი ფსიქიკური აშლილობის მდგომარეობაში, როდესაც სამხედრო მოსამსახურეს არ შეეძლო გაეცნობიერებინა ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგოობა;
დ) გამართლებული რისკის პირობებში, ე. ი., თუ სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურისათვის სასარგებლო მიზნის მისაღწევად დააზიანებს სამართლებრივ სიკეთეს. რისკი გამართლებულია, თუ ეს მიზანი არ შეიძლებოდა მიღწეულიყო რისკის გარეშე ქმედებით და თუ სამხედრო მოსამსახურემ მიიღო ყველა ზომა სამართლებრივი სიკეთის დაზიანების თავიდან ასაცილებლად;
ე) სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც სავსებით აკმაყოფილებს მართლზომიერების პირობებს.
2. სამხედრო მოსამსახურეს არ დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ:
ა) დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში არ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება;
ბ) მან პირველად ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა, რომლისთვისაც ეს წესდება არ ითვალისწინებს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნას, სასწავლებლიდან გარიცხვას და სამხედრო წოდებით დაქვეითებას და ამ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემდეგ დაუყოვნებლივ ნებაყოფლობით გამოცხადდა აღიარებით და აანაზღაურა ზიანი;
გ) დათხოვნის პერიოდში განგაშის დროს, აგრეთვე, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, უფროსის გამოძახებით გამოცხადდა სამსახურში ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8 ივნისის დადგენილება №324 - ვებგვერდი, 012.06.2018წ.
მუხლი 12. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) რიგგარეშე განწესში დანიშვნა (რიგგარეშე განწესში დანიშვნაში არ იგულისხმება სამხედრო სამსახურის ყარაულში ან საბრძოლო მორიგეობაზე დანიშვნა);
გ1) დასვენების უფლების შეზღუდვა;
დ) ხელფასიდან დაქვითვა;
ე) საკრედიტო ქულის დაკლება;
ვ) სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება;
ზ) სასწავლებლიდან გარიცხვა;
თ) სამსახურიდან დათხოვნა.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 13. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების წესი
1. თითოეული დისციპლინური გადაცდომისათვის გამოიყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთი ზომა.
2. მე-12 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზომა გამოიყენება მხოლოდ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირის მიმართ.
21. მე-12 მუხლის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზომა გამოიყენება მხოლოდ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის მიმართ.
3. მე-12 მუხლის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზომები არ გამოიყენება სავალდებულო სამსახურის მოსამსახურის, სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირისა და იუნკერის მიმართ.
4. მე-12 მუხლის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები გამოიყენება მხოლოდ იუნკერის მიმართ.
5. სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება არ გამოიყენება რიგითისა და ლეიტენანტის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიმართ.
6. სასწავლებლიდან გარიცხვა, გარდა ამ წესდებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა, გამოიყენება, თუ იუნკერს ამოეწურება 100 საკრედიტო ქულა.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 აპრილის დადგენილება №187 - ვებგვერდი, 23.04.2018წ.
მუხლი 14. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების ვადა
1. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების ვადა აითვლება მისი დაკისრების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან.
2. მე-12 მუხლის:
ა) „ა – გ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების მოქმედების ვადაა 3 თვე;
ბ) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების ვადაა ერთი წელი, ამ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებიდან;
გ) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების ვადა განისაზღვრება 6 თვით.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8 ივნისის დადგენილება №324 - ვებგვერდი, 012.06.2018წ.
მუხლი 15. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნა
1. დასაშვებია სამხედრო მოსამსახურეზე დაკისრებული მხოლოდ ერთი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადამდე მოხსნა, თუ სამხედრო მოსამსახურე მისი მოქმედების ვადაში წახალისდება.
2. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოხსნას ახორციელებს მის დაკისრებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი.
3. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა იხსნება მისი მოქმედების ვადის გასვლით.
4. სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნის დღიდან სამხედრო მოსამსახურეს აღუდგება ამ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებამდე არსებული სამხედრო წოდება.
თავი IV
ღირსეული საქციელი
მუხლი 16. დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხოვნად შესრულება
1. დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხოვნად შესრულება წახალისდება მადლობით.
2. იგივე ქმედება განსაკუთრებულ გარემოებაში წახალისდება საპატიო სიგელით ან მოკლევადიანი დათხოვნით.
მუხლი 17. სამხედრო წვრთნისას დავალების წარმატებით შესრულება
სამხედრო წვრთნისას დავალების წარმატებით შესრულება წახალისდება საპატიო სიგელით.
მუხლი 18. საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულება
საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულება წახალისდება საპატიო სიგელით ან ფასიანი საჩუქრით.
მუხლი 19. მაღალი ბრძოლისუნარიანობის სამხედრო ქვედანაყოფის აღზრდა
უფროსი, რომლის ქვედანაყოფი წახალისებულია ამ წესდების მე-17 მუხლის საფუძველზე, წახალისდება ფასიანი საჩუქრით.
მუხლი 20. ბრძოლის ველიდან დაჭრილების გამოყვანა
ბრძოლის ველიდან განსაკუთრებულ ვითარებაში დაჭრილების გამოყვანა წახალისდება საპატიო სიგელით ან ფასიანი საჩუქრით.
მუხლი 21. თანამებრძოლის დახმარება
განსაკუთრებულ ვითარებაში თანამებრძოლისათვის დახმარების გაწევა წახალისდება საპატიო სიგელით ან ფასიანი საჩუქრით.
მუხლი 22. ახალი სახეობის ცეცხლსასროლი იარაღის სრულყოფილი შესწავლა
ახალი სახეობის ცეცხლსასროლი იარაღის ექსპლუატაციის წესების სრულყოფილი შესწავლა წახალისდება მადლობით ან საპატიო სიგელით.
მუხლი 23. ახალი სახეობის საბრძოლო ტექნიკის სრულყოფილი შესწავლა
ახალი სახეობის საბრძოლო ტექნიკის ექსპლუატაციის წესების სრულყოფილი შესწავლა წახალისდება საპატიო სიგელით ან მოკლევადიანი დათხოვნით.
მუხლი 24. სხვა სამხედრო სპეციალობის სრულყოფილი შესწავლა
სხვა სამხედრო სპეციალობის სრულყოფილი შესწავლა წახალისდება საპატიო სიგელით.
მუხლი 25. ცეცხლსასროლი იარაღიდან ან საბრძოლო ტექნიკიდან სროლის ნორმატივების წარმატებით შესრულება
ცეცხლსასროლი იარაღიდან ან საბრძოლო ტექნიკიდან შესაბამისი ქვედანაყოფისათვის დადგენილი სროლის ნორმატივების წარმატებით შესრულება წახალისდება საპატიო სიგელით ან მოკლევადიანი დათხოვნით.
მუხლი 26. ფიზიკური ნორმატივების წარმატებით შესრულება
დადგენილი ფიზიკური ნორმატივების საუკეთესო მაჩვენებლებით შესრულება წახალისდება საპატიო სიგელით ან ფასიანი საჩუქრით.
მუხლი 27. სასწავლებლის/სასწავლო კურსის წარჩინებით დამთავრება
სასწავლებლის/სასწავლო კურსის წარჩინებით დამთავრება წახალისდება მადლობით ან საპატიო სიგელით.
მუხლი 28. დოქტორის აკადემიური წოდების მიღება
სამხედრო სპეციალობაში დოქტორის აკადემიური წოდების მიღება წახალისდება ფულადი ჯილდოთი.
მუხლი 29. სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობა
1. უანგაროდ სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობა წახალისდება მადლობით.
2. იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, წახალისდება ფასიანი საჩუქრით ან მოკლევადიანი დათხოვნით.
მუხლი 30. სპორტულ ან/და კულტურულ ღონისძიებაში წარმატებული მონაწილეობა
სპორტულ ან/და კულტურულ ღონისძიებაში წარმატების მიღწევა წახალისდება საპატიო სიგელით ან ფულადი ჯილდოთი.
თავი V
დისციპლინური გადაცდომა
მუხლი 31. ბრძანების არაჯეროვნად შესრულება ან შეუსრულებლობა
1. უფროსის დადგენილი წესით გაცემული ბრძანების დაქვემდებარებულის მიერ არაჯეროვნად შესრულება ან შეუსრულებლობა, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს საყვედურს ან რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 15%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან სამსახურიდან დათხოვნას ან 50 საკრედიტო ქულის დაკლებას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 32. ფუნქციონალური მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება ან შეუსრულებლობა
1. კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება ან შეუსრულებლობა გამოიწვევს საყვედურს ან რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 5 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 3 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას ან 10 საკრედიტო ქულის დაკლებას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 33. ავადმყოფობის სიმულაცია
1. ავადმყოფობის სიმულაცია ან სხეულის თვითდაზიანება, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს რიგგარეშე 2 განწესში დანიშვნას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას ან 20 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 34. საბრძოლო მორიგეობის წესის დარღვევა
1. საბრძოლო მორიგეობის წესის დარღვევა, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს საყვედურს ან რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 15%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 35. საყარაულო სამსახურის წესის დარღვევა🔗
1. საყარაულო სამსახურის წესის დარღვევა, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს საყვედურს ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 15%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 50 საკრედიტო ქულის დაკლებას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 აპრილის დადგენილება №187 - ვებგვერდი, 23.04.2018წ.
მუხლი 36. განწესისა და პატრულირების წესის დარღვევა🔗
1. სადღეღამისო განწესის შემადგენლობაში (ყარაულის გარდა) შემავალი სამხედრო მოსამსახურის მიერ წესდების დარღვევა ან/და საპატრულო განწესის შემადგენლობაში შემავალი სამხედრო მოსამსახურის მიერ პატრულირების წესის დარღვევა, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს საყვედურს ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას.

მუხლი 37. არასწორი ინფორმაციის მიწოდება
1. უფროსისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული არასწორი სამსახურებრივი ან პერსონალური ინფორმაციის მიწოდება გამოიწვევს საყვედურს ან რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 3 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას ან 50 საკრედიტო ქულის დაკლებას.
3. ამ მუხლის მიზნებისათვის პერსონალურია ინფორმაცია, რომლის მიწოდებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 38. მცდარი მონაცემების შეტანა
1. ოფიციალურ დოკუმენტში მცდარი მონაცემების შეტანა, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს რიგგარეშე განწესში დანიშვნას, სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას ან 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 39. უკანონო ბრძანების გაცემა
1. უფროსის მიერ დაქვემდებარებულისადმი ბრძანების გაცემა, რომელიც სცილდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს და ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, გამოიწვევს სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს სამსახურიდან დათხოვნას.
მუხლი 40. მხედრული მისალმების წესის დარღვევა
1. მხედრული სალმის მიუცემლობა ან მისი მიცემის დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს შენიშვნას ან 5 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს საყვედურს ან 1 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 5%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 10 საკრედიტო ქულის დაკლებას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 41. დაგვიანება
1. სამსახურში, სამკურნალო დაწესებულებაში ან მივლინების ადგილას არასაპატიო მიზეზით დაგვიანებით გამოცხადება გამოიწვევს საყვედურს.
2. სასწავლებელში გამოცხადებისათვის დადგენილ დროზე:
ა) 15 წუთიდან 2 საათამდე დაგვიანება გამოიწვევს 10 საკრედიტო ქულის დაკლებას;
ბ) 2 საათიდან სასწავლო/სამუშაო დროის დასრულებამდე დაგვიანებით გამოცხადება გამოიწვევს 20 საკრედიტო ქულის დაკლებას.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 აპრილის დადგენილება №187 - ვებგვერდი, 23.04.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8 ივნისის დადგენილება №324 - ვებგვერდი, 012.06.2018წ.
მუხლი 42. გამოუცხადებლობა
1. სამსახურში, სასწავლებელში, სამკურნალო დაწესებულებაში ან მივლინების ადგილას არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა გამოიწვევს რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას, ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 50 საკრედიტო ქულის დაკლებას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 აპრილის დადგენილება №187 - ვებგვერდი, 23.04.2018წ.
მუხლი 43. თვითნებური მიტოვება
1. სამსახურში, სასწავლებელში, მივლინების ადგილას ან სამკურნალო დაწესებულებაში საპატიო მიზეზის გარეშე 2 დღე-ღამემდე ვადით გამოუცხადებლობა ან სამსახურის ადგილის, სასწავლებლის, მივლინების ადგილის ან სამკურნალო დაწესებულების საპატიო მიზეზის გარეშე მიტოვება, გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.
2. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება წესდების 41-ე და 42-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 44. სიმთვრალე
1. ალკოჰოლური სასმელის მიღება ან ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სამსახურში, სასწავლებელში, მივლინების ადგილას ან სამკურნალო დაწესებულებაში, ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ან სამსახურებრივი ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას, ან სამხედრო ფორმის ტანსაცმელში მყოფი სამხედრო მოსამსახურის მიერ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოიწვევს 2 რიგგარეშე განწესში დანიშვნას, ან 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას, ან ხელფასიდან 30 %-ის დაქვითვას 3 თვის ვადით, ან 70 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, გამოიწვევს 4 რიგგარეშე განწესში დანიშვნას, ან 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას, ან სამსახურიდან დათხოვნას, ან სასწავლებლიდან გარიცხვას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, რომელმაც სამინისტროს სისტემაში შემავალი ქვედანაყოფისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება გამოიწვია ან რასაც თან ახლდა სამხედრო მოსამსახურის არაეთიკური ქცევა, გამოიწვევს 4 რიგგარეშე განწესში დანიშვნას, ან 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას, ან სამსახურიდან დათხოვნას, ან სასწავლებლიდან გარიცხვას.
4. ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 აპრილის დადგენილება №187 - ვებგვერდი, 23.04.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8 ივნისის დადგენილება №324 - ვებგვერდი, 012.06.2018წ.
მუხლი 45. შემოწმებისათვის თავის არიდება ან ალკოჰოლური სასმელის შეტანა
ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება ან ალკოჰოლური სასმელის შეტანა სამსახურის, სასწავლებლის, სამკურნალო დაწესებულების ტერიტორიასა და მივლინების ადგილზე გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 451. მცენარე კანაფის ან მარიხუანის მოხმარება ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა🔗
მცენარე კანაფის ან მარიხუანის მოხმარების ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადასტურება გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 მარტის დადგენილება №107 – ვებგვერდი, 16.03.2021წ.
მუხლი 452. მცენარე კანაფის ან მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება ან მისი შეტანა🔗
მცენარე კანაფის ან მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება ან მისი შეტანა სამსახურის, სასწავლებლის, სამკურნალო დაწესებულების ტერიტორიასა და მივლინების ადგილზე გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.

მუხლი 46. აზარტულ ან გასართობ თამაშში მონაწილეობა
1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშში, აგრეთვე აზარტულ ტურნირში მონაწილეობა გამოიწვევს 3 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან სამსახურიდან დათხოვნას ან 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.
2. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურში, სასწავლებელში, სამკურნალო დაწესებულებაში ან მივლინების ადგილას ისეთ გასართობ თამაშში (გარდა სპორტული შეჯიბრების მიზნით ოფიციალურად ჩატარებული თამაშობისა) მონაწილეობა, რომელიც ტარდება ბანქოს ან/და კამათლის გამოყენებით, აგრეთვე ნებისმიერ სხვა თამაშში (გარდა სპორტული შეჯიბრების მიზნით ოფიციალურად ჩატარებული თამაშობისა) მონაწილეობა, თუ ეს თამაში ტარდება სანაძლეოს საფუძველზე ან/და მოგების მიღების მიზნით, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 461. სამსახურებრივი ინფორმაციის ან/და პერსონალური მონაცემით უკანონოდ სარგებლობა🔗
სამსახურებრივი ინფორმაციის ან/და პერსონალური მონაცემით სარგებლობა საკუთარი ან/და სხვა პირთა კერძო ინტერესების დასაკმაყოფილებლად (რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს) გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.

მუხლი 462. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემისა და სამხედრო სამსახურის დისკრედიტაციისკენ მიმართული ქმედება🔗
სოციალური ქსელების, კავშირგაბმულობის ან/და მედია-საშუალებებით ან/და სხვა ნებისმიერი ფორმით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემისა და სამხედრო სამსახურის დისკრედიტაციისკენ მიმართული ქმედება გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.

მუხლი 47. ჩხუბი
1. ჩხუბში ანუ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს 2 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან სამსახურიდან დათხოვნას ან 50 საკრედიტო ქულის დაკლებას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 48. არაეთიკური ქცევა
1. არაეთიკური ქცევა სამსახურში, სასწავლებელში, სამკურნალო დაწესებულებაში, მივლინების ადგილას ან სამხედრო ფორმის ტანსაცმელში მყოფი სამხედრო მოსამსახურის მიერ საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გამოიწვევს საყვედურს ან 15 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 49. თამბაქოს მოწევა
1. თამბაქოს მოწევა, გარდა ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილისა, გამოიწვევს საყვედურს ან რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან 10 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 20 საკრედიტო ქულის დაკლებას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 50. სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება
სამსახურის, სასწავლებლის, სამკურნალო დაწესებულებისა და მივლინების ადგილის ტერიტორიაზე სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 501. სექსუალური შევიწროება🔗
სამხედრო მოსამსახურის მიერ პირის სექსუალური შევიწროება, თუ ამგვარი ქმედება არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს ან/და ამ წესდების 50-ე მუხლით განსაზღვრულ დისციპლინურ გადაცდომას, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას.

მუხლი 51. სამხედრო ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა
1. სამხედრო ფორმის ტანსაცმლის და განმასხვავებელი ნიშნების ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს შენიშვნას ან საყვედურს ან 5 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს საყვედურს ან 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 10 საკრედიტო ქულის დაკლებას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 52. სამხედრო სამსახურისათვის შეუფერებელი ვარცხნილობა
1. „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ მინისტრის ნორმატიული სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თმისა და წვერ-ულვაშის ვარცხნილობის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს შენიშვნას ან საყვედურს ან 5 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს საყვედურს ან 1 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 5%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 10 საკრედიტო ქულის დაკლებას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 53. სამკაულის ტარება
1. „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ მინისტრის ნორმატიული სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამკაულის (გარდა მცირე ზომის რელიგიური დანიშნულების სამკაულის) ტარება, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამხედრო მოსამსახურეს დაკისრებული მოვალეობების სრულყოფილად განხორციელებაში, ასევე ძვირფასი მასალისაგან დამზადებული სამკაულის (გარდა საქორწინო ბეჭდის) ტარება გამოიწვევს საყვედურს ან 10 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 1 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 5%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 20 საკრედიტო ქულის დაკლებას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 54. სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დარღვევა
1. სამსახურში, სასწავლებელში, სამკურნალო დაწესებულებაში ან მივლინების ადგილზე სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დარღვევა გამოიწვევს საყვედურს ან რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან 10 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 20 საკრედიტო ქულის დაკლებას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 55. სამსახურებრივი ქონების მოვლისა და შენახვის წესის დარღვევა
1. სამსახურებრივი ქონების მოვლისა და შენახვის წესის დარღვევა (რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ ქონების დაზიანება, გაუვარგისება, დაკარგვა ან განადგურება, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გამოიწვევს 2 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 10 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენა გამოიწვევს 3 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 20 საკრედიტო ქულის დაკლებას.
3. სამსახურებრივი ქონების მოვლისა და შენახვის წესის დარღვევა (რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს), რამაც გამოიწვია ამ ქონების დაზიანება, გაუვარგისება, დაკარგვა ან განადგურება, გამოიწვევს 3 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 25%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენა გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 30%-ის დაქვითვას 4 თვის ვადით ან 40 საკრედიტო ქულის დაკლებას.
5. სამსახურებრივი პირადობის მოწმობის (პლასტიკური ბარათის) ან/და ქვედანაყოფის ტერიტორიაზე დასაშვები საშვების დაკარგვა ან განადგურება გამოიწვევს 1 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან საყვედურს ან 5 საკრედიტო ქულის დაკლებას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 აპრილის დადგენილება №187 - ვებგვერდი, 23.04.2018წ.
მუხლი 56. სამსახურებრივი ქონების ექსპლუატაციის წესის დარღვევა
1. სამსახურებრივი ქონების ექსპლუატაციის წესის დარღვევა (რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ ქონების დაზიანება, გაუვარგისება, დაკარგვა ან განადგურება, გამოიწვევს 2 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 10 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენა გამოიწვევს 3 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 20 საკრედიტო ქულის დაკლებას.
3. სამსახურებრივი ქონების ექსპლუატაციის წესის დარღვევა (რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს), რამაც გამოიწვია ამ ქონების დაზიანება, გაუვარგისება, დაკარგვა ან განადგურება, გამოიწვევს 3 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 25%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას.
4. ამ მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული ქმედების დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენა გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 30%-ის დაქვითვას 4 თვის ვადით ან 40 საკრედიტო ქულის დაკლებას.
5. მინდობილი სახელმწიფო ქონების არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება (რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს) გამოიწვევს 3 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 20 საკრედიტო ქულის დაკლებას.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენა გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 57. უსაფრთხოების ნორმების დარღვევა
1. სამსახურში, სასწავლებელში, სამკურნალო დაწესებულებაში ან მივლინების ადგილზე დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, აგრეთვე იარაღთან, საბრძოლო ტექნიკასთან ან საბრძოლო მასალებთან მოპყრობის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს 2 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 3 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 50 საკრედიტო ქულის დაკლებას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 58. ცეცხლსასროლი იარაღის არადანიშნულებისამებრ გამოყენება
1. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა არადანიშნულებისამებრ, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს 2 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 30%-ის დაქვითვას 6 თვის ვადით ან 50 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 59. ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით გასროლა
1. ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით გასროლა, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს 2 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას ან სამსახურიდან დათხოვნას ან 50 საკრედიტო ქულის დაკლებას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 591. გამოცდის ჩაბარების წესის დარღვევა🔗
სასწავლებელში გამოცდის მიმდინარეობისას გადაწერა ან გადასაწერი საშუალების/ინფორმაციის ქონა გამოიწვევს 50 საკრედიტო ქულის დაკლებას.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 აპრილის დადგენილება №187 - ვებგვერდი, 23.04.2018წ.
თავი VI
დისციპლინური საქმეების განხილვა და აღსრულება
მუხლი 60. ზოგადი დებულებები
1. დისციპლინური საქმე განიხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და ამ წესდებით განსაზღვრული წესით, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. დისციპლინური საქმის განხილვა ეფუძნება კანონიერების, სამართლიანობის, არადისკრიმინაციულობის, ობიექტურობის, ყოველმხრივობის, მიუკერძოებლობის და კორექტულობის პრინციპებს.
3. სამხედრო მოსამსახურე, რომლის მიმართაც გამოთქმულია ვარაუდი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე, ვალდებულია, ხელი შეუწყოს დისციპლინური საქმის განხილვას. აღნიშნული არ მოიცავს აღიარების და საკუთარი თავის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემის ვალდებულებებს.
მუხლი 61. წახალისებასა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი
წახალისებასა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი განისაზღვრება „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ მინისტრის ნორმატიული სამართლებრივი აქტით.
მუხლი 62. ადმინისტრაციული წარმოების დაწყება
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
ა) წახალისების სახის შეფარდებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება იწყება წარდგინების შედგენით, რომლის ფორმა და მათ შედგენაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი განისაზღვრება „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ მინისტრის ნორმატიული სამართლებრივი აქტით;
ბ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება იწყება დისციპლინური ოქმის შედგენით.
მუხლი 63. დისციპლინური ოქმი
1. დისციპლინური ოქმი წარმოადგენს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე ან განმცხადებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე (გარდა ანონიმური ინფორმაციისა) ან ინსპექტირების/სამსახურებრივი შემოწმების მასალებზე დაფუძნებულ ობიექტურად დასაბუთებულ ვარაუდს, სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ წესდებით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე.
2. დისციპლინურ ოქმში აღინიშნება:
ა) მისი შედგენის თარიღი, დრო და ადგილი;
ბ) შემდგენის თანამდებობა, წოდება, სახელი და გვარი;
გ) პირის, რომლის მიმართაც არსებობს ვარაუდი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე, მაიდენტიფიცირებელი მონაცემები;
დ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ადგილი, თარიღი, დრო და არსი;
ე) წესდების ნორმა, რომელიც შესაბამისი დისციპლინური გადაცდომისათვის ითვალისწინებს დისციპლინურ პასუხისმგებლობას;
ვ) მოწმის ან დაინტერესებული პირის (მათი არსებობის შემთხვევაში) მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და მისამართი;
ზ) პირის, რომლის მიმართაც არსებობს ვარაუდი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე, ახსნა-განმარტება;
თ) საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებები.
3. დისციპლინურ ოქმს ადგენს „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ მინისტრის ნორმატიული სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანამდებობის პირი.
4. დისციპლინურ ოქმს ხელს აწერენ:
ა) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირი;
ბ) სამხედრო მოსამსახურე, რომლის მიმართაც არსებობს ვარაუდი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე;
გ) მოწმე;
დ) დაინტერესებული პირი.
5. იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე, რომლის მიმართაც არსებობს ვარაუდი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე, უარს იტყვის დისციპლინური ოქმის ხელმოწერაზე, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ამ შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე უფლებამოსილია წარადგინოს შენიშვნები, აგრეთვე დაასაბუთოს ხელმოწერაზე უარის მოტივები.
6. დისციპლინური ოქმი დაუყოვნებლივ გადაეცემა დისციპლინური საქმის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს/თანამდებობის პირს.
7. დისციპლინური ოქმის ფორმა განისაზღვრება „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ მინისტრის ნორმატიული სამართლებრივი აქტით.
მუხლი 64. სადისციპლინო საბჭო
1. სადისციპლინო საბჭოზე განხილვას ექვემდებარება:
ა )სამსახურიდან დათხოვნის , აგრეთვე სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების თაობაზე მინისტრის ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მეთაურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის პროექტი ადმინისტრაციული წარმოების მასალებთან ერთად ;
ა ) სამსახურიდან დათხოვნის , აგრეთვე სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების თაობაზე მინისტრის ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მეთაურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის პროექტი ადმინისტრაციული წარმოების მასალებთან ერთად ;
ბ) ამ წესდების 66-ე მუხლით განსაზღვრული სამხედრო მოსამსახურის განცხადება, საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში მის მიმართ შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის (გარდა სამსახურიდან დათხოვნისა და სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებისა) კანონიერების შესწავლის თაობაზე.
2. სადისციპლინო საბჭო უფლებამოსილია:
ა) განიხილოს ან/და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება საქმის გარემოებათა დამატებითი გამოკვლევის მიზნით;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირს წარუდგინოს რეკომენდაცია სამხედრო მოსამსახურისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე;
გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მინისტრს წარუდგინოს რეკომენდაცია წესდების 67-ე მუხლით განსაზღვრულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
3. სადისციპლინო საბჭოების რაოდენობა, ტერიტორიული განსჯადობა და შემადგენლობა განისაზღვრება „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ მინისტრის ნორმატიული სამართლებრივი აქტით.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №634 - ვებგვერდი , 27.12.2018 წ .
მუხლი 65. წახალისების სახის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება
1. წახალისების სახის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება იწყება მისი ძალაში შესვლის დღიდან.
2. რიგგარეშე განწესში დანიშვნა აღსრულდება მისი დაკისრების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში.
3. სხვადასხვა დისციპლინური გადაცდომისათვის ხელფასიდან დაქვითვის ერთდროულად დაკისრების ან ხელფასიდან დაქვითვის მოქმედების პერიოდში ამ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ხელახლა დაკისრების შემთხვევაში, დგინდება ხელფასიდან დასაქვითი თანხის ჯამური ოდენობა. ყოველთვიურად დასაქვითი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ხელფასის 50%-ს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება მისი გადანაწილება მომდევნო თვეზე/თვეებზე.
თავი VII
დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის კანონიერების შესწავლა
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 66. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გადასინჯვა
1. სამხედრო მოსამსახურე უფლებამოსილია განცხადებით მიმართოს მინისტრს საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში, მასზე დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის (გარდა სამსახურიდან დათხოვნისა და სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებისა) კანონიერების შესწავლის თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს სამხედრო მოსამსახურეზე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ამ პირისათვის გაცნობიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
3. სამხედრო მოსამსახურეზე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება ჩერდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 67. განცხადების განხილვა
მინისტრი უფლებამოსილია:
ა) სრულად დააკმაყოფილოს განცხადება და ძალადაკარგულად ცნოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
ბ) ნაწილობრივ დააკმაყოფილოს განცხადება და ძალადაკარგულად ცნოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილი;
გ) არ დააკმაყოფილოს განცხადება და ძალაში დატოვოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
დ) გასცეს წერილობითი მითითებები (დავალება) გამოცემულ აქტში ან შესრულებულ მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის შესახებ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №124
2016 წლის 17 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ
+
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „წ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა თანდართული სამხედრო სადისციპლინო წესდება.
+
მუხლი 2
ამ დადგენილების (გარდა მე-3 მუხლისა) ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე ვრცელდება „სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა თანდართული სამხედრო სადისციპლინო წესდებით გათვალისწინებული უკუძალის შემთხვევებისა.
+
მუხლი 3
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უზრუნველყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სადისციპლინო წესდებით განსაზღვრული სამართლებრივი აქტის მიღება, ამ დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დადგენილების ამოქმედების თარიღამდე.
+
მუხლი 4
1. დადგენილება, გარდა მე-3 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
2. დადგენილების მე-3 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
+
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის
სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდება
+
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. წესდების მიზანი და რეგულირების საგანი🔗
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების (შემდგომში – წესდება) მიზანია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში (შემდგომში – სამინისტროს სისტემა) სამხედრო სამსახურის გავლის წესების დაცვის უზრუნველყოფა, სამხედრო დისციპლინის დაცვა, დისციპლინური გადაცდომის თავიდან აცილება და ღირსეული საქციელის წახალისება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად წესდება განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედება წარმოადგენს ღირსეულ საქციელს ან დისციპლინურ გადაცდომას, რა სახის წახალისება ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა უნდა იქნეს გამოყენებული, აგრეთვე აწესრიგებს დისციპლინური საქმის განხილვის წესს.
3. წესდების მოქმედება ვრცელდება სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებზე, ხოლო საომარი მდგომარეობის დროს − აგრეთვე საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შემავალი სახელმწიფო უწყებების, საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებზე.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება🔗
წესდებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) არაეთიკური ქცევა – საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება;
ბ) არაერთგზის ჩადენა – დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების პერიოდში იმავე სახის დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენა;
გ) საპატიო მიზეზი – სამხედრო მოსამსახურის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სამხედრო მოსამსახურის მიერ დაკისრებული ვალდებულების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით;
დ) განსაკუთრებული გარემოება – ღირსეული საქციელის ჩადენა საბრძოლო მოქმედებების ან საბრძოლო სამსახურის (ამოცანის) შესრულებისას, განსაკუთრებულ ვითარებაში მოქმედებისას, საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში ან სამხედრო წვრთნებში მონაწილეობისას;
დ) (ამოღებულია - 31.12.2021, №641);
ე) განსაკუთრებული ვითარება – ვითარება, როდესაც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას მომეტებული საფრთხე ემუქრება;
ე) (ამოღებულია - 31.12.2021, №641);
ე1) დასვენების დღეების (შაბათ-კვირა) გამოყენების უფლების შეზღუდვა – „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში შაბათს ან/და კვირას დასვენების უფლებით სარგებლობის შეზღუდვა;
ვ) დამამძიმებელი გარემოებები – დისციპლინური გადაცდომის ჩადენა არაერთგზის ან/და პირთა ჯგუფის მიერ, ასევე სამსახურებრივად დაქვემდებარებულის ჩაბმა დისციპლინურ გადაცდომაში;
ზ) დაქვემდებარებული – სამსახურებრივი მდგომარეობის ან/და სამხედრო წოდების მიხედვით ქვემდგომი პირი, რომელიც ვალდებულია შეასრულოს უფროსის ბრძანება;
თ) დისციპლინური გადაცდომა – სამხედრო მოსამსახურის ქმედება, რომელიც არღვევს სამხედრო დისციპლინას და რომლის ჩამდენისათვის ეს დადგენილება ითვალისწინებს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას;
ი) დისციპლინური წელი – სასწავლო წლის დაწყებიდან მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდი, ხოლო პირველ კურსელ იუნკერთათვის სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის დღიდან მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდი;
კ) უფროსი – სამსახურებრივი მდგომარეობის ან/და სამხედრო წოდების მიხედვით ზემდგომი პირი, რომელსაც უფლება აქვს გასცეს შესასრულებლად სავალდებულო ბრძანება დაქვემდებარებულისადმი და შეამოწმოს მისი შესრულება;
ლ) საკრედიტო ქულა – იუნკერისთვის დისციპლინური წლის დასაწყისში მიცემული 100 საკრედიტო ქულა, რომელიც მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში მცირდება ამ წესდებით დადგენილი ოდენობით;
მ) სამსახურში გამოუცხადებლობა – სამხედრო მოსამსახურის არასაპატიო მიზეზით:
მ.ა) სამსახურში გამოცხადებისათვის დადგენილ დროზე 2 საათიდან სამუშაო დროის დასრულებამდე გამოუცხადებლობა;
მ.ბ) კადრების განკარგულებაში ყოფნისას უფლებამოსილი პირის მიერ სამსახურში გამოძახების შემთხვევაში, შეტყობინებაში მითითებულ დღეს სამუშაო დროის განმავლობაში გამოუცხადებლობა;
ნ) სამსახურში დაგვიანება – სამხედრო მოსამსახურის არასაპატიო მიზეზით:
ნ.ა) სამსახურში გამოცხადება სამსახურში გამოცხადებისათვის დადგენილ დროზე 15 წუთიდან 2 საათამდე დაგვიანებით;
ნ.ბ) კალენდარული წლის განმავლობაში, სამსახურში გამოცხადებისათვის დადგენილ დროზე 15 წუთამდე დაგვიანებით გამოცხადების მე-3 და ყოველი მომდევნო შემთხვევა;
ო) სამხედრო დისციპლინა – სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, სამხედრო წესდებების მოთხოვნებისა და ეთიკის ნორმების დაცვა;
პ) სამხედრო მოსამსახურე – სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე, საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურე (გარდა იუნკერისა), კადრის სამხედრო მოსამსახურე (გარდა იუნკერისა), იუნკერი, სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი;
ჟ) სასწავლებელი – სამხედრო სასწავლებელი, სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;
რ) სასწავლებელში გამოუცხადებლობა – იუნკერის არასაპატიო მიზეზით ერთი სასწავლო/სამუშაო დღის ვადით სასწავლებელში გამოუცხადებლობა;
ს) სასწავლებელში დაგვიანება – სასწავლებელში გამოცხადების დადგენილ დროზე 15 წუთიდან სასწავლო/სამუშაო დროის დასრულებამდე იუნკერის არასაპატიო მიზეზით დაგვიანებით გამოცხადება;“.
ტ) სტიპენდია – იუნკერზე გაცემული თანხა;
უ) ღირსეული საქციელი – სამხედრო მოსამსახურის ქმედება, რომელიც მიმართულია სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი წესრიგის, სამხედრო დისციპლინის, მოქალაქისა და სამხედრო მოსამსახურის უფლება-მოვალეობებისა და სახელმწიფო მმართველობის დადგენილი წესის დასაცავად და იწვევს სამხედრო სამსახურსა და საზოგადოებაში მის მკვეთრად დადებით შეფასებას;
ფ) ხელფასი – სამხედრო მოსამსახურის (გარდა სავალდებულო სამხედრო მოსამსახურისა) წოდებრივი სარგო, ხოლო სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის შემთხვევაში, მისი წოდების ტოლფასი საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურის წოდებრივი სარგო.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 ოქტომბრის დადგენილება №482 - ვებგვერდი, 31.10.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 აპრილის დადგენილება №187 - ვებგვერდი, 23.04.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №641 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.
მუხლი 3. წესდების მოქმედება დროში🔗
1. სამხედრო მოსამსახურე წახალისდება, თუ მისი ქმედება წარმოადგენდა ღირსეულ საქციელს, ხოლო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა შეეფარდება, თუ მისი ქმედება წარმოადგენდა დისციპლინურ გადაცდომას ამ ქმედების ჩადენის დროს.
2. ქმედების ჩადენის დროდ ითვლება მისი განხორციელების თარიღი. შედეგის დადგომის მომენტს მნიშვნელობა არ აქვს.
მუხლი 4. წესდების უკუძალა🔗
1. წესდების ნორმას, რომელიც აუქმებს დისციპლინურ გადაცდომას ან ამსუბუქებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომას, აქვს უკუძალა. წესდების ნორმას, რომელიც აწესებს დისციპლინურ პასუხისმგებლობას ან ამკაცრებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომას, უკუძალა არ აქვს.
2. წესდების ნორმას, რომელიც აწესებს ან აუქმებს წახალისების სახეს, უკუძალა არ აქვს.
მუხლი 5. წესდების მოქმედების ფარგლები🔗
წესდების მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, აგრეთვე მის საზღვრებს გარეთ, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 6. წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის გარდაუვალობა🔗
სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც ჩაიდინა ამ წესდებით განსაზღვრული ქმედება, გარდაუვლად ექვემდებარება წახალისებას ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას ამ დებულებით დადგენილი წესით.
წახალისება
მუხლი 7. წახალისების მიზანი🔗
წახალისების მიზანია ღირსეული საქციელის ჩამდენი სამხედრო მოსამსახურის მოტივირება დაკისრებულ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულებისათვის და სამხედრო დისციპლინის განმტკიცება.
მუხლი 8. წახალისების სახეები🔗
1. ღირსეული საქციელისათვის გამოიყენება წახალისების შემდეგი სახეები:
ა) მადლობა;
ბ) საპატიო სიგელი;
გ) ფასიანი საჩუქარი;
დ) ფულადი ჯილდო;
ე) მოკლევადიანი დათხოვნა.
2. მადლობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი ან რამდენიმე სამხედრო მოსამსახურის, ასევე ქვედანაყოფის სრული შემადგენლობის მიმართ.
3. საპატიო სიგელის ფორმა განისაზღვრება „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ნორმატიული სამართლებრივი აქტით.
4. ფასიანი საჩუქრის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს წახალისებული სამხედრო მოსამსახურის ერთი თვის ხელფასს ან სტიპენდიას. ფასიანი საჩუქარი არ შეიძლება იყოს იარაღი ან სხვა ქონება, რომელიც კანონმდებლობის მიხედვით არ წარმოადგენს თავისუფალი ბრუნვის საგანს.
5. ფულადი ჯილდოს ოდენობა არ უნდა იყოს წახალისებული სამხედრო მოსამსახურის ერთი თვის ხელფასის 20%-ზე ნაკლები და სრულ ოდენობაზე მეტი.
6. მოკლევადიანი დათხოვნა არ უნდა აღემატებოდეს 5 კალენდარულ სამუშაო დღეს.
7. სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ პირზე ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების სახეები.
მუხლი 9. წახალისების სახის გამოყენების თავისებურება
მუხლი 81. წახალისების საფუძვლები🔗
თითოეული ღირსეული საქციელისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი წახალისების სახე.
წახალისების საფუძვლებია:
ა) დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხოვნად შესრულება;
ბ) განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების, საბრძოლო დავალების, სამხედრო წვრთნისას მიღებული დავალების წარმატებით შესრულება;
გ) თანამებრძოლის დახმარება;
დ) ახალი სახეობის ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო ტექნიკისა და სხვა სამხედრო სპეციალობის სრულყოფილი შესწავლა;
ე) ცეცხლსასროლი იარაღიდან ან საბრძოლო ტექნიკიდან სროლის ნორმატივების წარმატებით შესრულება, ასევე ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ნორმატივების საუკეთესო მაჩვენებლებით შესრულება;
ვ) მაღალი ბრძოლისუნარიანობის სამხედრო ქვედანაყოფის აღზრდა;
ზ) ბრძოლის ველიდან დაჭრილების გამოყვანა ან მშვიდობიანობის დროს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ადამიანის გადარჩენა;
თ) სასწავლებლის/სასწავლო კურსის წარჩინებით დამთავრება, ასევე სამხედრო სპეციალობაში დოქტორის აკადემიური წოდების მიღება;
ი) ქვედანაყოფისათვის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის თავიდან აცილება;
კ) სამეცნიერო საქმიანობაში, აგრეთვე სპორტულ ან/და კულტურულ ღონისძიებაში მიღწეული წარმატება;
ლ) უანგაროდ სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობა.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №641 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.
მუხლი 9. წახალისების სახის გამოყენება🔗
1. ამ წესდების 81 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში , სამხედრო მოსამსახურის წახალისება ხორციელდება „ სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ “ მინისტრის ნორმატიული სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ .
2. თითოეული ღირსეული საქციელისათვის შესაძლებელია , გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი წახალისების სახე .
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №641 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.
მუხლი 91. სახელმწიფო ჯილდოებითა და უწყებრივი მედლებით დაჯილდოება🔗
სამხედრო მოსამსახურე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძლება, დაჯილდოვდეს სახელმწიფო ჯილდოებითა და უწყებრივი მედლებით.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №641 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.
დისციპლინური პასუხისმგებლობა
მუხლი 10. დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზანი🔗
1. დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზანია სამხედრო დისციპლინის დაცვა, ხელყოფილი ინტერესისა და სიკეთის აღდგენა და ახალი გადაცდომის თავიდან აცილება.
2. დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზანი არ არის პირის ღირსების ხელყოფა.
3. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრება არ ათავისუფლებს მის ჩამდენს იმ მოვალეობის შესრულებისაგან, რომლის შეუსრულებლობისთვის დაკისრებული ჰქონდა მას დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, ასევე იმ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, რომელიც გამოწვეულია დისციპლინური გადაცდომით.
მუხლი 11. დისციპლინური პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებები🔗
1. სამხედრო მოსამსახურეს არ ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ ამ წესდებით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომას ჩაიდენს:
ა) უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში ე. ი., თუ სხვას დააზიანებს იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რომელიც ემუქრებოდა თვით მოსამსახურეს ან სხვის სამართლებრივ სიკეთეს, თუ ამ საფრთხის თავიდან აცილება არ შეიძლებოდა სხვა საშუალებით და თუ დაზიანებული სიკეთე ნაკლებმნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გადარჩენილი სიკეთე;
ბ) აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ე. ი., თუ სამხედრო მოსამსახურე მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. აუცილებელი მოგერიების უფლება სამხედრო მოსამსახურეს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას. აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედების აშკარა შეუსაბამობას მართლსაწინააღმდეგო ქმედების ხასიათსა და საშიშროებასთან;
გ) დროებითი ფსიქიკური აშლილობის მდგომარეობაში, როდესაც სამხედრო მოსამსახურეს არ შეეძლო გაეცნობიერებინა ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგოობა;
დ) გამართლებული რისკის პირობებში, ე. ი., თუ სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურისათვის სასარგებლო მიზნის მისაღწევად დააზიანებს სამართლებრივ სიკეთეს. რისკი გამართლებულია, თუ ეს მიზანი არ შეიძლებოდა მიღწეულიყო რისკის გარეშე ქმედებით და თუ სამხედრო მოსამსახურემ მიიღო ყველა ზომა სამართლებრივი სიკეთის დაზიანების თავიდან ასაცილებლად;
ე) სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც სავსებით აკმაყოფილებს მართლზომიერების პირობებს.
2. სამხედრო მოსამსახურეს არ დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ:
ა) დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში არ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება;
ბ) მან პირველად ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა, რომლისთვისაც ეს წესდება არ ითვალისწინებს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნას, სასწავლებლიდან გარიცხვას და სამხედრო წოდებით დაქვეითებას და ამ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემდეგ დაუყოვნებლივ ნებაყოფლობით გამოცხადდა აღიარებით და აანაზღაურა ზიანი;
გ) დათხოვნის პერიოდში განგაშის დროს, აგრეთვე, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, უფროსის გამოძახებით გამოცხადდა სამსახურში ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8 ივნისის დადგენილება №324 - ვებგვერდი, 012.06.2018წ.
მუხლი 12. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები🔗
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) რიგგარეშე განწესში დანიშვნა (რიგგარეშე განწესში დანიშვნაში არ იგულისხმება სამხედრო სამსახურის ყარაულში ან საბრძოლო მორიგეობაზე დანიშვნა);
გ1) დასვენების უფლების შეზღუდვა;
დ) ხელფასიდან დაქვითვა;
ე) საკრედიტო ქულის დაკლება;
ვ) სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება;
ზ) სასწავლებლიდან გარიცხვა;
თ) სამსახურიდან დათხოვნა.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 13. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების წესი🔗
1. თითოეული დისციპლინური გადაცდომისათვის გამოიყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთი ზომა.
2. მე-12 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზომა გამოიყენება მხოლოდ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირის მიმართ.
21. მე-12 მუხლის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზომა გამოიყენება მხოლოდ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის მიმართ.
3. მე-12 მუხლის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზომები არ გამოიყენება სავალდებულო სამსახურის მოსამსახურის, სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირისა და იუნკერის მიმართ.
4. მე-12 მუხლის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები გამოიყენება მხოლოდ იუნკერის მიმართ.
5. სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება არ გამოიყენება რიგითისა და ლეიტენანტის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიმართ.
6. სასწავლებლიდან გარიცხვა, გარდა ამ წესდებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა, გამოიყენება, თუ იუნკერს ამოეწურება 100 საკრედიტო ქულა.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 აპრილის დადგენილება №187 - ვებგვერდი, 23.04.2018წ.
მუხლი 14. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების ვადა🔗
1. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების ვადა აითვლება მისი დაკისრების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან.
2. მე-12 მუხლის:
ა) „ა – გ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების მოქმედების ვადაა 3 თვე;
ბ) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების ვადაა ერთი წელი, ამ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებიდან;
გ) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების ვადა განისაზღვრება 6 თვით.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8 ივნისის დადგენილება №324 - ვებგვერდი, 012.06.2018წ.
მუხლი 15. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნა🔗
1. დასაშვებია სამხედრო მოსამსახურეზე დაკისრებული მხოლოდ ერთი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადამდე მოხსნა, თუ სამხედრო მოსამსახურე მისი მოქმედების ვადაში წახალისდება.
2. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოხსნას ახორციელებს მის დაკისრებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი.
3. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა იხსნება მისი მოქმედების ვადის გასვლით.
4. სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნის დღიდან სამხედრო მოსამსახურეს აღუდგება ამ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებამდე არსებული სამხედრო წოდება.
თავი IV
ღირსეული საქციელი
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №641 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.
მუხლი 16. დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხოვნად შესრულება
მუხლი 16. (ამოღებულია)🔗
1. დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხოვნად შესრულება წახალისდება მადლობით.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №641 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.
2. იგივე ქმედება განსაკუთრებულ გარემოებაში წახალისდება საპატიო სიგელით ან მოკლევადიანი დათხოვნით.
მუხლი 17. (ამოღებულია)🔗
მუხლი 17. სამხედრო წვრთნისას დავალების წარმატებით შესრულება
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №641 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.
სამხედრო წვრთნისას დავალების წარმატებით შესრულება წახალისდება საპატიო სიგელით.
მუხლი 18. (ამოღებულია)🔗
მუხლი 18. საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულება
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №641 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.
საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულება წახალისდება საპატიო სიგელით ან ფასიანი საჩუქრით.
მუხლი 19. (ამოღებულია)🔗
მუხლი 19. მაღალი ბრძოლისუნარიანობის სამხედრო ქვედანაყოფის აღზრდა
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №641 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.
უფროსი, რომლის ქვედანაყოფი წახალისებულია ამ წესდების მე-17 მუხლის საფუძველზე, წახალისდება ფასიანი საჩუქრით.
მუხლი 20. (ამოღებულია)🔗
მუხლი 20. ბრძოლის ველიდან დაჭრილების გამოყვანა
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №641 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.
ბრძოლის ველიდან განსაკუთრებულ ვითარებაში დაჭრილების გამოყვანა წახალისდება საპატიო სიგელით ან ფასიანი საჩუქრით.
მუხლი 21. (ამოღებულია)🔗
მუხლი 21. თანამებრძოლის დახმარება
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №641 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.
განსაკუთრებულ ვითარებაში თანამებრძოლისათვის დახმარების გაწევა წახალისდება საპატიო სიგელით ან ფასიანი საჩუქრით.
მუხლი 22. (ამოღებულია)🔗
მუხლი 22. ახალი სახეობის ცეცხლსასროლი იარაღის სრულყოფილი შესწავლა
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №641 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.
ახალი სახეობის ცეცხლსასროლი იარაღის ექსპლუატაციის წესების სრულყოფილი შესწავლა წახალისდება მადლობით ან საპატიო სიგელით.
მუხლი 23. (ამოღებულია)🔗
მუხლი 23. ახალი სახეობის საბრძოლო ტექნიკის სრულყოფილი შესწავლა
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №641 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.
ახალი სახეობის საბრძოლო ტექნიკის ექსპლუატაციის წესების სრულყოფილი შესწავლა წახალისდება საპატიო სიგელით ან მოკლევადიანი დათხოვნით.
მუხლი 24. (ამოღებულია)🔗
მუხლი 24. სხვა სამხედრო სპეციალობის სრულყოფილი შესწავლა
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №641 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.
სხვა სამხედრო სპეციალობის სრულყოფილი შესწავლა წახალისდება საპატიო სიგელით.
მუხლი 25. (ამოღებულია)🔗
მუხლი 25. ცეცხლსასროლი იარაღიდან ან საბრძოლო ტექნიკიდან სროლის ნორმატივების წარმატებით შესრულება
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №641 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.
ცეცხლსასროლი იარაღიდან ან საბრძოლო ტექნიკიდან შესაბამისი ქვედანაყოფისათვის დადგენილი სროლის ნორმატივების წარმატებით შესრულება წახალისდება საპატიო სიგელით ან მოკლევადიანი დათხოვნით.
მუხლი 26. (ამოღებულია)🔗
მუხლი 26. ფიზიკური ნორმატივების წარმატებით შესრულება
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №641 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.
დადგენილი ფიზიკური ნორმატივების საუკეთესო მაჩვენებლებით შესრულება წახალისდება საპატიო სიგელით ან ფასიანი საჩუქრით.
მუხლი 27. (ამოღებულია)🔗
მუხლი 27. სასწავლებლის/სასწავლო კურსის წარჩინებით დამთავრება
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №641 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.
სასწავლებლის/სასწავლო კურსის წარჩინებით დამთავრება წახალისდება მადლობით ან საპატიო სიგელით.
მუხლი 28. (ამოღებულია)🔗
მუხლი 28. დოქტორის აკადემიური წოდების მიღება
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №641 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.
სამხედრო სპეციალობაში დოქტორის აკადემიური წოდების მიღება წახალისდება ფულადი ჯილდოთი.
მუხლი 29. (ამოღებულია)🔗
მუხლი 29. სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობა
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №641 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.
1. უანგაროდ სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობა წახალისდება მადლობით.
მუხლი 30. (ამოღებულია)🔗
2. იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, წახალისდება ფასიანი საჩუქრით ან მოკლევადიანი დათხოვნით.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №641 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.
მუხლი 30. სპორტულ ან/და კულტურულ ღონისძიებაში წარმატებული მონაწილეობა
სპორტულ ან/და კულტურულ ღონისძიებაში წარმატების მიღწევა წახალისდება საპატიო სიგელით ან ფულადი ჯილდოთი.
დისციპლინური გადაცდომა
მუხლი 31. ბრძანების არაჯეროვნად შესრულება ან შეუსრულებლობა🔗
1. უფროსის დადგენილი წესით გაცემული ბრძანების დაქვემდებარებულის მიერ არაჯეროვნად შესრულება ან შეუსრულებლობა, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს საყვედურს ან რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 15%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან სამსახურიდან დათხოვნას ან 50 საკრედიტო ქულის დაკლებას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 32. ფუნქციონალური მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება ან შეუსრულებლობა🔗
1. კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება ან შეუსრულებლობა გამოიწვევს საყვედურს ან რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 5 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 3 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას ან 10 საკრედიტო ქულის დაკლებას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 33. ავადმყოფობის სიმულაცია🔗
1. ავადმყოფობის სიმულაცია ან სხეულის თვითდაზიანება, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს რიგგარეშე 2 განწესში დანიშვნას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას ან 20 საკრედიტო ქულის დაკლებას.
1. ავადმყოფობის სიმულაცია ან სხეულის თვითდაზიანება, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს რიგგარეშე 2 განწესში დანიშვნას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 20 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №641 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.
მუხლი 34. საბრძოლო მორიგეობის წესის დარღვევა🔗
1. საბრძოლო მორიგეობის წესის დარღვევა, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს საყვედურს ან რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 15%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 35. საყარაულო სამსახურის წესის დარღვევა🔗
1. საყარაულო სამსახურის წესის დარღვევა, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს საყვედურს ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 15%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 50 საკრედიტო ქულის დაკლებას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 აპრილის დადგენილება №187 - ვებგვერდი, 23.04.2018წ.
მუხლი 36. განწესისა და პატრულირების წესის დარღვევა🔗
1. სადღეღამისო განწესის შემადგენლობაში (ყარაულის გარდა) შემავალი სამხედრო მოსამსახურის მიერ წესდების დარღვევა ან/და საპატრულო განწესის შემადგენლობაში შემავალი სამხედრო მოსამსახურის მიერ პატრულირების წესის დარღვევა, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს საყვედურს ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 15%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 50 საკრედიტო ქულის დაკლებას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 აპრილის დადგენილება №187 - ვებგვერდი, 23.04.2018წ.
მუხლი 37. არასწორი ინფორმაციის მიწოდება🔗
1. უფროსისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული არასწორი სამსახურებრივი ან პერსონალური ინფორმაციის მიწოდება გამოიწვევს საყვედურს ან რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 3 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას ან 50 საკრედიტო ქულის დაკლებას.
3. ამ მუხლის მიზნებისათვის პერსონალურია ინფორმაცია, რომლის მიწოდებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 38. მცდარი მონაცემების შეტანა🔗
1. ოფიციალურ დოკუმენტში მცდარი მონაცემების შეტანა, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს რიგგარეშე განწესში დანიშვნას, სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას.
1. ოფიციალურ დოკუმენტში მცდარი მონაცემების შეტანა, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას ან 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №641 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.
მუხლი 39. უკანონო ბრძანების გაცემა🔗
1. უფროსის მიერ დაქვემდებარებულისადმი ბრძანების გაცემა, რომელიც სცილდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს და ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, გამოიწვევს სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.
1. უფროსის მიერ დაქვემდებარებულისადმი ბრძანების გაცემა, რომელიც სცილდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს და ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, გამოიწვევს სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს სამსახურიდან დათხოვნას.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №641 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.
მუხლი 40. მხედრული მისალმების წესის დარღვევა🔗
1. მხედრული სალმის მიუცემლობა ან მისი მიცემის დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს შენიშვნას ან 5 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს საყვედურს ან 1 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 5%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 10 საკრედიტო ქულის დაკლებას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 41. დაგვიანება🔗
1. სამსახურში, სამკურნალო დაწესებულებაში ან მივლინების ადგილას არასაპატიო მიზეზით დაგვიანებით გამოცხადება გამოიწვევს საყვედურს.
2. სასწავლებელში გამოცხადებისათვის დადგენილ დროზე:
ა) 15 წუთიდან 2 საათამდე დაგვიანება გამოიწვევს 10 საკრედიტო ქულის დაკლებას;
ბ) 2 საათიდან სასწავლო/სამუშაო დროის დასრულებამდე დაგვიანებით გამოცხადება გამოიწვევს 20 საკრედიტო ქულის დაკლებას.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 აპრილის დადგენილება №187 - ვებგვერდი, 23.04.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8 ივნისის დადგენილება №324 - ვებგვერდი, 012.06.2018წ.
მუხლი 42. გამოუცხადებლობა🔗
1. სამსახურში, სასწავლებელში, სამკურნალო დაწესებულებაში ან მივლინების ადგილას არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა გამოიწვევს რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას, ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 50 საკრედიტო ქულის დაკლებას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 აპრილის დადგენილება №187 - ვებგვერდი, 23.04.2018წ.
მუხლი 43. თვითნებური მიტოვება🔗
1. სამსახურში, სასწავლებელში, მივლინების ადგილას ან სამკურნალო დაწესებულებაში საპატიო მიზეზის გარეშე 2 დღე-ღამემდე ვადით გამოუცხადებლობა ან სამსახურის ადგილის, სასწავლებლის, მივლინების ადგილის ან სამკურნალო დაწესებულების საპატიო მიზეზის გარეშე მიტოვება, გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.
2. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება წესდების 41-ე და 42-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 44. სიმთვრალე🔗
1. ალკოჰოლური სასმელის მიღება ან ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სამსახურში, სასწავლებელში, მივლინების ადგილას ან სამკურნალო დაწესებულებაში, ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ან სამსახურებრივი ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას, ან სამხედრო ფორმის ტანსაცმელში მყოფი სამხედრო მოსამსახურის მიერ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოიწვევს 2 რიგგარეშე განწესში დანიშვნას, ან 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას, ან ხელფასიდან 30 %-ის დაქვითვას 3 თვის ვადით, ან 70 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, გამოიწვევს 4 რიგგარეშე განწესში დანიშვნას, ან 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას, ან სამსახურიდან დათხოვნას, ან სასწავლებლიდან გარიცხვას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, რომელმაც სამინისტროს სისტემაში შემავალი ქვედანაყოფისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება გამოიწვია ან რასაც თან ახლდა სამხედრო მოსამსახურის არაეთიკური ქცევა, გამოიწვევს 4 რიგგარეშე განწესში დანიშვნას, ან 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას, ან სამსახურიდან დათხოვნას, ან სასწავლებლიდან გარიცხვას.
4. ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 აპრილის დადგენილება №187 - ვებგვერდი, 23.04.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8 ივნისის დადგენილება №324 - ვებგვერდი, 012.06.2018წ.
მუხლი 45. შემოწმებისათვის თავის არიდება ან ალკოჰოლური სასმელის შეტანა🔗
ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება ან ალკოჰოლური სასმელის შეტანა სამსახურის, სასწავლებლის, სამკურნალო დაწესებულების ტერიტორიასა და მივლინების ადგილზე გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 451. მცენარე კანაფის ან მარიხუანის მოხმარება ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა🔗
მუხლი 451. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მოხმარება🔗
მცენარე კანაფის ან მარიხუანის მოხმარების ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადასტურება გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.
ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტის დადასტურება გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 მარტის დადგენილება №107 – ვებგვერდი, 16.03.2021წ.
მუხლი 452. მცენარე კანაფის ან მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება ან მისი შეტანა🔗
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №641 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.
მცენარე კანაფის ან მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება ან მისი შეტანა სამსახურის, სასწავლებლის, სამკურნალო დაწესებულების ტერიტორიასა და მივლინების ადგილზე გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.
მუხლი 452. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მოხმარების ფაქტის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება ან მისი შეტანა🔗
ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მოხმარების ფაქტის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება ან მისი შეტანა სამსახურის, სასწავლებლის, სამკურნალო დაწესებულების ტერიტორიასა და მივლინების ადგილზე გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.“.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 მარტის დადგენილება №107 – ვებგვერდი, 16.03.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №641 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.
მუხლი 46. აზარტულ ან გასართობ თამაშში მონაწილეობა🔗
1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშში, აგრეთვე აზარტულ ტურნირში მონაწილეობა გამოიწვევს 3 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან სამსახურიდან დათხოვნას ან 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.
2. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურში, სასწავლებელში, სამკურნალო დაწესებულებაში ან მივლინების ადგილას ისეთ გასართობ თამაშში (გარდა სპორტული შეჯიბრების მიზნით ოფიციალურად ჩატარებული თამაშობისა) მონაწილეობა, რომელიც ტარდება ბანქოს ან/და კამათლის გამოყენებით, აგრეთვე ნებისმიერ სხვა თამაშში (გარდა სპორტული შეჯიბრების მიზნით ოფიციალურად ჩატარებული თამაშობისა) მონაწილეობა, თუ ეს თამაში ტარდება სანაძლეოს საფუძველზე ან/და მოგების მიღების მიზნით, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 461. სამსახურებრივი ინფორმაციის ან/და პერსონალური მონაცემით უკანონოდ სარგებლობა🔗
სამსახურებრივი ინფორმაციის ან/და პერსონალური მონაცემით სარგებლობა საკუთარი ან/და სხვა პირთა კერძო ინტერესების დასაკმაყოფილებლად (რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს) გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 462. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემისა და სამხედრო სამსახურის დისკრედიტაციისკენ მიმართული ქმედება🔗
სოციალური ქსელების, კავშირგაბმულობის ან/და მედია-საშუალებებით ან/და სხვა ნებისმიერი ფორმით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემისა და სამხედრო სამსახურის დისკრედიტაციისკენ მიმართული ქმედება გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 47. ჩხუბი🔗
1. ჩხუბში ანუ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს 2 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან სამსახურიდან დათხოვნას ან 50 საკრედიტო ქულის დაკლებას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 48. არაეთიკური ქცევა🔗
1. არაეთიკური ქცევა სამსახურში, სასწავლებელში, სამკურნალო დაწესებულებაში, მივლინების ადგილას ან სამხედრო ფორმის ტანსაცმელში მყოფი სამხედრო მოსამსახურის მიერ საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გამოიწვევს საყვედურს ან 15 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 49. თამბაქოს მოწევა🔗
1. თამბაქოს მოწევა, გარდა ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილისა, გამოიწვევს საყვედურს ან რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან 10 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 20 საკრედიტო ქულის დაკლებას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 50. სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება🔗
სამსახურის, სასწავლებლის, სამკურნალო დაწესებულებისა და მივლინების ადგილის ტერიტორიაზე სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 501. სექსუალური შევიწროება🔗
სამხედრო მოსამსახურის მიერ პირის სექსუალური შევიწროება, თუ ამგვარი ქმედება არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს ან/და ამ წესდების 50-ე მუხლით განსაზღვრულ დისციპლინურ გადაცდომას, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 51. სამხედრო ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა🔗
1. სამხედრო ფორმის ტანსაცმლის და განმასხვავებელი ნიშნების ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს შენიშვნას ან საყვედურს ან 5 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს საყვედურს ან 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 10 საკრედიტო ქულის დაკლებას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 52. სამხედრო სამსახურისათვის შეუფერებელი ვარცხნილობა🔗
1. „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ მინისტრის ნორმატიული სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თმისა და წვერ-ულვაშის ვარცხნილობის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს შენიშვნას ან საყვედურს ან 5 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს საყვედურს ან 1 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 5%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 10 საკრედიტო ქულის დაკლებას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 53. სამკაულის ტარება🔗
1. „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ მინისტრის ნორმატიული სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამკაულის (გარდა მცირე ზომის რელიგიური დანიშნულების სამკაულის) ტარება, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამხედრო მოსამსახურეს დაკისრებული მოვალეობების სრულყოფილად განხორციელებაში, ასევე ძვირფასი მასალისაგან დამზადებული სამკაულის (გარდა საქორწინო ბეჭდის) ტარება გამოიწვევს საყვედურს ან 10 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 1 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 5%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 20 საკრედიტო ქულის დაკლებას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 54. სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დარღვევა🔗
1. სამსახურში, სასწავლებელში, სამკურნალო დაწესებულებაში ან მივლინების ადგილზე სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დარღვევა გამოიწვევს საყვედურს ან რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან 10 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 20 საკრედიტო ქულის დაკლებას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 55. სამსახურებრივი ქონების მოვლისა და შენახვის წესის დარღვევა🔗
1. სამსახურებრივი ქონების მოვლისა და შენახვის წესის დარღვევა (რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ ქონების დაზიანება, გაუვარგისება, დაკარგვა ან განადგურება, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გამოიწვევს 2 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 10 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენა გამოიწვევს 3 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 20 საკრედიტო ქულის დაკლებას.
3. სამსახურებრივი ქონების მოვლისა და შენახვის წესის დარღვევა (რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს), რამაც გამოიწვია ამ ქონების დაზიანება, გაუვარგისება, დაკარგვა ან განადგურება, გამოიწვევს 3 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 25%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენა გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 30%-ის დაქვითვას 4 თვის ვადით ან 40 საკრედიტო ქულის დაკლებას.
5. სამსახურებრივი პირადობის მოწმობის (პლასტიკური ბარათის) ან/და ქვედანაყოფის ტერიტორიაზე დასაშვები საშვების დაკარგვა ან განადგურება გამოიწვევს 1 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან საყვედურს ან 5 საკრედიტო ქულის დაკლებას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 აპრილის დადგენილება №187 - ვებგვერდი, 23.04.2018წ.
მუხლი 56. სამსახურებრივი ქონების ექსპლუატაციის წესის დარღვევა🔗
1. სამსახურებრივი ქონების ექსპლუატაციის წესის დარღვევა (რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ ქონების დაზიანება, გაუვარგისება, დაკარგვა ან განადგურება, გამოიწვევს 2 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 10 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენა გამოიწვევს 3 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 20 საკრედიტო ქულის დაკლებას.
3. სამსახურებრივი ქონების ექსპლუატაციის წესის დარღვევა (რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს), რამაც გამოიწვია ამ ქონების დაზიანება, გაუვარგისება, დაკარგვა ან განადგურება, გამოიწვევს 3 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 25%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას.
4. ამ მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული ქმედების დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენა გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 30%-ის დაქვითვას 4 თვის ვადით ან 40 საკრედიტო ქულის დაკლებას.
5. მინდობილი სახელმწიფო ქონების არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება (რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს) გამოიწვევს 3 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 20 საკრედიტო ქულის დაკლებას.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენა გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 57. უსაფრთხოების ნორმების დარღვევა🔗
1. სამსახურში, სასწავლებელში, სამკურნალო დაწესებულებაში ან მივლინების ადგილზე დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, აგრეთვე იარაღთან, საბრძოლო ტექნიკასთან ან საბრძოლო მასალებთან მოპყრობის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს 2 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 3 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 50 საკრედიტო ქულის დაკლებას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 58. ცეცხლსასროლი იარაღის არადანიშნულებისამებრ გამოყენება🔗
1. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა არადანიშნულებისამებრ, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს 2 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 30%-ის დაქვითვას 6 თვის ვადით ან 50 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 59. ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით გასროლა🔗
1. ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით გასროლა, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს 2 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას ან სამსახურიდან დათხოვნას ან 50 საკრედიტო ქულის დაკლებას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 591. გამოცდის ჩაბარების წესის დარღვევა🔗
სასწავლებელში გამოცდის მიმდინარეობისას გადაწერა ან გადასაწერი საშუალების/ინფორმაციის ქონა გამოიწვევს 50 საკრედიტო ქულის დაკლებას.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 აპრილის დადგენილება №187 - ვებგვერდი, 23.04.2018წ.
დისციპლინური საქმეების განხილვა და აღსრულება
მუხლი 60. ზოგადი დებულებები🔗
1. დისციპლინური საქმე განიხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და ამ წესდებით განსაზღვრული წესით, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. დისციპლინური საქმის განხილვა ეფუძნება კანონიერების, სამართლიანობის, არადისკრიმინაციულობის, ობიექტურობის, ყოველმხრივობის, მიუკერძოებლობის და კორექტულობის პრინციპებს.
3. სამხედრო მოსამსახურე, რომლის მიმართაც გამოთქმულია ვარაუდი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე, ვალდებულია, ხელი შეუწყოს დისციპლინური საქმის განხილვას. აღნიშნული არ მოიცავს აღიარების და საკუთარი თავის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემის ვალდებულებებს.
მუხლი 61. წახალისებასა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი🔗
წახალისებასა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი განისაზღვრება „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ მინისტრის ნორმატიული სამართლებრივი აქტით.
მუხლი 62. ადმინისტრაციული წარმოების დაწყება🔗
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
ა) წახალისების სახის შეფარდებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება იწყება წარდგინების შედგენით, რომლის ფორმა და მათ შედგენაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი განისაზღვრება „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ მინისტრის ნორმატიული სამართლებრივი აქტით;
ბ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება იწყება დისციპლინური ოქმის შედგენით.
მუხლი 63. დისციპლინური ოქმი🔗
1. დისციპლინური ოქმი წარმოადგენს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე ან განმცხადებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე (გარდა ანონიმური ინფორმაციისა) ან ინსპექტირების/სამსახურებრივი შემოწმების მასალებზე დაფუძნებულ ობიექტურად დასაბუთებულ ვარაუდს, სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ წესდებით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე.
2. დისციპლინურ ოქმში აღინიშნება:
ა) მისი შედგენის თარიღი, დრო და ადგილი;
ბ) შემდგენის თანამდებობა, წოდება, სახელი და გვარი;
გ) პირის, რომლის მიმართაც არსებობს ვარაუდი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე, მაიდენტიფიცირებელი მონაცემები;
დ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ადგილი, თარიღი, დრო და არსი;
ე) წესდების ნორმა, რომელიც შესაბამისი დისციპლინური გადაცდომისათვის ითვალისწინებს დისციპლინურ პასუხისმგებლობას;
ვ) მოწმის ან დაინტერესებული პირის (მათი არსებობის შემთხვევაში) მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და მისამართი;
ზ) პირის, რომლის მიმართაც არსებობს ვარაუდი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე, ახსნა-განმარტება;
თ) საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებები.
3. დისციპლინურ ოქმს ადგენს „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ მინისტრის ნორმატიული სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანამდებობის პირი.
4. დისციპლინურ ოქმს ხელს აწერენ:
ა) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირი;
ბ) სამხედრო მოსამსახურე, რომლის მიმართაც არსებობს ვარაუდი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე;
გ) მოწმე;
დ) დაინტერესებული პირი.
5. იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე, რომლის მიმართაც არსებობს ვარაუდი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე, უარს იტყვის დისციპლინური ოქმის ხელმოწერაზე, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ამ შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე უფლებამოსილია წარადგინოს შენიშვნები, აგრეთვე დაასაბუთოს ხელმოწერაზე უარის მოტივები.
6. დისციპლინური ოქმი დაუყოვნებლივ გადაეცემა დისციპლინური საქმის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს/თანამდებობის პირს.
7. დისციპლინური ოქმის ფორმა განისაზღვრება „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ მინისტრის ნორმატიული სამართლებრივი აქტით.
მუხლი 64. სადისციპლინო საბჭო🔗
1. სადისციპლინო საბჭოზე განხილვას ექვემდებარება:
ა ) სამსახურიდან დათხოვნის , აგრეთვე სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების თაობაზე მინისტრის ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მეთაურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის პროექტი ადმინისტრაციული წარმოების მასალებთან ერთად ;
ბ) ამ წესდების 66-ე მუხლით განსაზღვრული სამხედრო მოსამსახურის განცხადება, საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში მის მიმართ შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის (გარდა სამსახურიდან დათხოვნისა და სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებისა) კანონიერების შესწავლის თაობაზე.
2. სადისციპლინო საბჭო უფლებამოსილია:
ა) განიხილოს ან/და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება საქმის გარემოებათა დამატებითი გამოკვლევის მიზნით;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირს წარუდგინოს რეკომენდაცია სამხედრო მოსამსახურისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე;
გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მინისტრს წარუდგინოს რეკომენდაცია წესდების 67-ე მუხლით განსაზღვრულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
3. სადისციპლინო საბჭოების რაოდენობა, ტერიტორიული განსჯადობა და შემადგენლობა განისაზღვრება „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ მინისტრის ნორმატიული სამართლებრივი აქტით.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №634 - ვებგვერდი , 27.12.2018 წ .
მუხლი 65. წახალისების სახის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება🔗
1. წახალისების სახის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება იწყება მისი ძალაში შესვლის დღიდან.
2. რიგგარეშე განწესში დანიშვნა აღსრულდება მისი დაკისრების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში.
3. სხვადასხვა დისციპლინური გადაცდომისათვის ხელფასიდან დაქვითვის ერთდროულად დაკისრების ან ხელფასიდან დაქვითვის მოქმედების პერიოდში ამ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ხელახლა დაკისრების შემთხვევაში, დგინდება ხელფასიდან დასაქვითი თანხის ჯამური ოდენობა. ყოველთვიურად დასაქვითი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ხელფასის 50%-ს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება მისი გადანაწილება მომდევნო თვეზე/თვეებზე.
დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის კანონიერების შესწავლა
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 66. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გადასინჯვა🔗
1. სამხედრო მოსამსახურე უფლებამოსილია განცხადებით მიმართოს მინისტრს საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში, მასზე დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის (გარდა სამსახურიდან დათხოვნისა და სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებისა) კანონიერების შესწავლის თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს სამხედრო მოსამსახურეზე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ამ პირისათვის გაცნობიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
3. სამხედრო მოსამსახურეზე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება ჩერდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 67. განცხადების განხილვა🔗
მინისტრი უფლებამოსილია:
ა) სრულად დააკმაყოფილოს განცხადება და ძალადაკარგულად ცნოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
ბ) ნაწილობრივ დააკმაყოფილოს განცხადება და ძალადაკარგულად ცნოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილი;
გ) არ დააკმაყოფილოს განცხადება და ძალაში დატოვოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
დ) გასცეს წერილობითი მითითებები (დავალება) გამოცემულ აქტში ან შესრულებულ მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის შესახებ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის დადგენილება № 537 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“, №124, 17.03.2016, სარეგისტრაციო კოდი 120050000.10.003.019189 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.03.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3227216-6/