საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.03.2016 ძალადაკარგული 03.02.2026
ნომერი
№136
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016517
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (15)

წინა ცვლილებები (14)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №136

2016 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

 

 


„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანდართული დებულება.

 

+
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 აპრილიდან.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიბესიკ ამირანაშვილი
+



საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის

დეპარტამენტის დებულება


+
თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა  სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო)  ობიექტების დაცვის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მუხლი 2

1. დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. დეპარტამენტი თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.

2​1. საომარი მდგომარეობის დროს დეპარტამენტი გადადის საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში.

3. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და დეპარტამენტის სახელწოდებით.

4. დეპარტამენტში დასაქმებული არიან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე, ასევე სხვა საჯარო მოსამსახურეები.

5. დეპარტამენტს შესაძლებელია ჰქონდეს ბლანკი დეპარტამენტის ლოგოს, სახელწოდებისა და მისამართის აღნიშვნით. 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 26.01.2017წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 24 მარტის ბრძანება №23 - ვებგვერდი, 25.03.2021წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №102 - ვებგვერდი, 30.12.2024წ.

მუხლი 3

დეპარტამენტი თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.

მუხლი 4

დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თავი II. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

მუხლი 5

დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სამინისტროს სისტემის ადმინისტრაციული შენობების, აგრეთვე სხვა სტრატეგიული ობიექტების დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ბ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; 

გ) საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უმაღლესი თანამდებობის პირების, ხოლო  საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე სამინისტროს მოსამსახურეების უსაფრთხოების დასაცავად;  

ე) კომპეტენციის ფარგლებში „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.

მუხლი 6

1. დეპარტამენტი:

ა) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის ადმინისტრაციული შენობებისა და სხვა სტრატეგიული ობიექტების დაცვას;

ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის ადმინისტრაციულ შენობებში და სხვა სტრატეგიული ობიექტების ტერიტორიაზე შესვლისა და გასვლის წესის დაცვასა და  უსაფრთხო გადაადგილების ორგანიზებას;

გ) დასაცავი ობიექტის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ვადიან სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირთა მომზადებას, წვრთნას, სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში საბრძოლო მზადყოფნის ორგანიზებასა და საჭიროების შემთხვევაში სწავლების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემას;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს/გასცემს ინფორმაციას დეპარტამენტში არსებული მონაცემების დამუშავების საფუძველზე; 

ვ) უზრუნველყოფს დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვასა და დამუშავებას;

ზ) უზრუნველყოფს დასაცავი ობიექტების ირგვლივ არსებული ვითარების ანალიზს, კონტროლს, საფრთხის პროგნოზირებას, კლასიფიკაციასა და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების გამოყენებას; დასაცავი ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შეიმუშავებს და განახორციელებს ღონისძიებებს ტერორიზმისა და საბოტაჟის წინააღმდეგ;

თ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უმაღლესი თანამდებობის პირების, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე სამინისტროს მოსამსახურეების უსაფრთხოების დასაცავად;

ი) უზრუნველყოფს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უმაღლესი თანამდებობის პირების, ხოლო საჭიროების შემთხვევაში აგრეთვე სამინისტროს მოსამსახურეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებათა განხორციელებას;

კ) დეპარტამენტის სამუშაო პირობების სრულყოფისათვის ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნას  და მის  ექსპლუატაციაზე კონტროლს;

ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ასევე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

2. დეპარტამენტის მიერ დასაცავი ობიექტების ნუსხას ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 26.01.2017წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 6 მაისის ბრძანება №39 - ვებგვერდი, 08.05.2019წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №102 - ვებგვერდი, 30.12.2024წ.

 

თავი III. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები

მუხლი 7

დეპ არტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაცია (სამსახური);

ბ) I სამმართველო;

გ) II სამმართველო;

დ) III სამმართველო;

ე) პირადი დაცვის სპეციალური მთავარი სამმართველო;

ვ) საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველო.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის ბრძანება №51 - ვებგვერდი, 10.04.2018წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 7 ივლისის ბრძანება №44 - ვებგვერდი,07.07.2023წ.

მუხლი 8

1. (ამოღებულია - 02.06.2020, №77).

2. ადმინისტრაცია (სამსახური):

ა) კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს დეპარტამენტში ადამიანური რესურსების მართვას;

ბ) იღებს ინფორმაციას დასაცავ ობიექტებზე არსებული მდგომარეობის შესახებ და საჭიროებისამებრ ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს;

გ) უზრუნველყოფს კორესპონდენციისა და დოკუმენტაციის რეგისტრაცია-აღრიცხვას;

დ) ანაწილებს დოკუმენტაციას ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით;

ე) უზრუნველყოფს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი ღონისძიებების დაგეგმვას/ორგანიზებას;

ვ) აწარმოებს ნომენკლატურულ და სააღრიცხვო ჟურნალებს;

ზ) უზრუნველყოფს საშვის გაცემას სამინისტროს სისტემის ადმინისტრაციულ შენობებში და სხვა სტრატეგიული ობიექტების ტერიტორიაზე შესვლისა და გასვლის წესის დაცვის და უსაფრთხო გადაადგილების ორგანიზების მიზნით;

თ) უზრუნველყოფს ლოჯისტიკური, საფინანსო-სამეურნეო და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნას, შენახვასა და ექსპლუატაციის კონტროლს;

ი) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის ძირითადი აქტივებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციას; უზრუნველყოფს სასაწყობო მეურნეობის მართვასა და დაგეგმვას;

კ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის საქმიანობის პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას;

ლ) შეისწავლის სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფის საკითხებს და უზრუნველყოფს შესაბამისი წინადადებების ხელმძღვანელობისათვის წარდგენას;

მ) დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს უზრუნველყოფს სურსათით, ჰიგიენური საშუალებებითა და ფორმა-აღჭურვილობით;

ნ) დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს უზრუნველყოფს სათანადო შეიარაღებით;

ნ​1) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს პირველადი სამედიცინო მომსახურების გაწევას;

ნ​2) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფსიქოლოგიურ ტესტირებას;

ო) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე დეპარტამენტის დირექტორის/დირექტორის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.

3. ამ მუხლით განსაზღვრულ ფუნქციებს სამსახურის შემადგენლობაში შემავალ დანაყოფებს შორის ანაწილებს დეპარტამენტის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 26.01.2017წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის ბრძანება №51 - ვებგვერდი, 10.04.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 2 ივნისის ბრძანება №77 - ვებგვერდი, 02.06.2020წ.

მუხლი 9

1. I სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) I განყოფილება;

ბ) II განყოფილება;

გ) (ამოღებულია - 25.01.2017; №32);

დ) (ამოღებულია - 01.10.2019, №84).

2.  II სამმართველოს  შემადგენლობაშია:

ა) I განყოფილება;

ბ) II განყოფილება;

გ) (ამოღებულია - 05.04.2018, №51).

3. III სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) I განყოფილება;

ბ) II განყოფილება.

4. I, II და III სამმართველო:

ა) დასაცავ ობიექტზე უზრუნველყოფს უსაფრთხოების შესაბამისი ზომების გატარებას;

ბ) უზრუნველყოფს მის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ერთეულების მიერ ფუნქცია-მოვალეობათა შესრულებას;

გ) უზრუნველყოფს პირად შემადგენლობაზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;

დ)  უზრუნველყოფს  სამუშაო გეგმების შემუშავებასა და შესრულებას;

ე) აანალიზებს დასაცავი ობიექტის თავისებურებებს, პერიოდულად ამოწმებს ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების მდგომარეობას და პირადი შემადგენლობის მიერ მათი გამოყენების ცოდნას;

ვ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე დეპარტამენტის დირექტორის/დირექტორის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.

5. ამ მუხლით განსაზღვრულ ფუნქციებს სამმართველოს შემადგენლობაში შემავალ განყოფილებებს შორის ანაწილებს დეპარტამენტის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

6. (ამოღებულია - 06.05.2019, №39).

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 26.01.2017წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №635 - ვებგვერდი, 29.12.2017წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის ბრძანება №51 - ვებგვერდი, 10.04.2018წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 6 მაისის ბრძანება №39 - ვებგვერდი, 08.05.2019წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 ოქტომბრის ბრძანება №84 - ვებგვერდი, 01.10.2019წ.

მუხლი 10

1. პირადი დაცვის სპეციალური მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) I სამმართველო;

ბ) II სამმართველო;

გ) III სამმართველო;

დ) IV სამმართველო;

ე) საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილება.

2. პირადი დაცვის სპეციალური მთავარი სამმართველო:

ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უმაღლესი თანამდებობის პირების, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე სამინისტროს მოსამსახურეების უსაფრთხოების დაცვას;

ბ) უზრუნველყოფს უსაფრთხოების სპეციალური ან/და დამატებითი ღონისძიებების, მათ შორის, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების, დაგეგმვასა და განხორციელებას;

გ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორის/დირექტორის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს. 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 26.01.2017წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №635 - ვებგვერდი, 29.12.2017წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 ოქტომბრის ბრძანება №84 - ვებგვერდი, 01.10.2019წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 7 ივლისის ბრძანება №44 - ვებგვერდი,07.07.2023წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 29 თებერვლის ბრძანება №8 - ვებგვერდი, 29.02.2024წ.

მუხლი 11

1. საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) საბრძოლო მომზადებისა და დაგეგმარების განყოფილება;

ბ) პირადი შემადგენლობის წვრთნისა და მომზადების განყოფილება.

2. საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველო:

ა) ახორციელებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა და ვადიან სამხედრო სამსახურში გაწვეულ წვევამდელთა მომზადებას, წვრთნას და საბრძოლო მზადყოფნის ორგანიზებას;

ბ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საბრძოლო მომზადების დაგეგმარებას;

გ) უზრუნველყოფს წელიწადში ერთხელ დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მოსამსახურეების მიერ, ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით, ფიზიკურ მომზადებაში ნორმატივების ჩაბარებასა და შედეგების ხელმძღვანელობისათვის წარდგენას;

დ) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისათვის ამზადებს რეკომენდაციებს საბრძოლო მომზადების დონის გაუმჯობესებისა და ბრძოლის თანამედროვე მეთოდების დანერგვის მიზნით;

ე) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოსა და I, II და III სამმართველოების მოსამსახურეთათვის დამატებითი სწავლებების ჩატარებას;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს დეპარტამენტის სამორიგეო ჯგუფებიდან ინფორმაციის მიღებას, შეგროვებას, სისტემატიზაციასა და ანალიზს;

ვ​1) შესაბამისი დანაყოფის მეშვეობით უზრუნველყოფს ყაზარმულ/ცვლიან რეჟიმზე არსებული ობიექტის უსაფრთხოებას და საჭიროებისამებრ ახორციელებს წვრთნებისათვის მოსამზადებელ სამუშაოებს;

ვ​2) უზეუნველყოფს დეპარტამენტის, სამინისტროს სხვა დანაყოფის ან სხვა სახელმწიფო უწყების მიმართვის საფუძველზე ცერემონიალებსა ან/და სარიტუალო ღონისძიებებში მონაწილეობას;

ზ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე დეპარტამენტის დირექტორის/დირექტორის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 26.01.2017წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის ბრძანება №51 - ვებგვერდი, 10.04.2018წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 7 თებერვლის ბრძანება №10 - ვებგვერდი, 08.02.2022წ.

 

თავი IV. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მათი უფლებამოსილებანი

მუხლი 12

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე.

3. დეპარტამენტის დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ბ ​1 ) ამტკიცებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმებს;

ბ ​2 ) კომპეტენციის ფარგლებში კურატორ მინისტრის მოადგილეს დასამტკიცებლად წარუდგენს სპორტულ, კულტურულ და საჭიროების შემთხვევაში სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის გაძლიერების, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილების მიზნით დეპარტამენტის მიერ მომზადებულ სამინისტროს სამოქმედო გეგმას; 

გ) კონტროლს უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას;

დ) ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში შემავალ განყოფილებებსა და დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის; 

დ​​1) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ანაწილებს დასაცავ ობიექტებს დეპარტამენტის I, II, III და საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოებს შორის;

დ​2) დეპარტამენტის მოსამსახურეს აკისრებს სხვა მოსამსახურის ფუნქცია-მოვალეობათა შესრულებას არაუმეტეს 30 კალენდარული დღის ვადით;

ე) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა  წახალისების თაობაზე;

ვ) მიმართავს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;

ზ) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ, მათ შორის, დეპარტამენტის სტრუქტურასა და საშტატო განრიგთან დაკავშირებით;

თ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;

ი) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტაციას;

კ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ, მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ლ) საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო მზადყოფნას;

მ) განსაზღვრავს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეთა საკურატორო სფეროებს;

ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) ცალკეულ დავალებებს.

4. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას მის მოვალეობას მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) დავალებით ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 26.01.2017წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის ბრძანება №51 - ვებგვერდი, 10.04.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 6 მაისის ბრძანება №39 - ვებგვერდი, 08.05.2019წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 18 თებერვლის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 21.02.2022წ.

მუხლი 13

1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილეები, რომელთა რაოდენობაც განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის დირექტორის  მოადგილე:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის დირექტორს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) ზედამხედველობას უწევს საკურატორო სტრუქტურულ ერთეულში მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;

ბ​1) კომპეტენციის ფარგლებში ამტკიცებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმებს;

გ) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;

დ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის დირექტორის ცალკეულ დავალებებს და მითითებებს;

ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 11 აპრილის ბრძანება №171 - ვებგვერდი, 11.04.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 18 ივნისის ბრძანება №86 - ვებგვერდი, 18.06.2020წ.

მუხლი 14

1. დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სტრუქტურული ერთეულის  უფროსი:

ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და წყვეტს სტრუქტურული ერთეულის  გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) ანაწილებს საქმეებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს შორის; უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ორგანიზებას; ზედამხედველობს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;

გ) ახორციელებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, ასევე დეპარტამენტის დირექტორისა და მისი მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას;

ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სტრუქტურული ერთეულის უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორისა და მისი მოადგილის წინაშე.

4. პირადი დაცვის სპეციალური მთავარი სამმართველოს უფროსი, დეპარტამენტის დირექტორისა და დირექტორის მოადგილის გარდა, ასევე უშუალოდ ანგარიშვალდებულია კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 26.01.2017წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის ბრძანება №51 - ვებგვერდი, 10.04.2018წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 7 ივლისის ბრძანება №44 - ვებგვერდი,07.07.2023წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №136, 31.03.2016, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016517 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3239797-14/