სენაკის მუნიციპალიტეტის მერისა და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.04.2016 ბოლო ცვლილება 19.02.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.108.016270
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №19

2016 წლის 28 აპრილი

ქ. სენაკი

 

სენაკის მუნიციპალიტეტის მერისა და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 17.01.2018წ.


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 88-ე მუხლის შესაბამისად, - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის  წესი (დანართი №1);

ბ) სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმა (დანართი №2).

+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ ლაშქარავა
+



დანართი №1
სენაკის მუნიციპალიტეტის მერისა და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 17.01.2018წ.

 


+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს სენაკის მუნიციპალიტეტის მერისა (შემდგომში ,,მერი ”) და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (შემდგომში ,,საკრებულოს წევრი “) მიერ ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის პროცედურებს , ვადებსა და სამართლებრივ პირობებს .

2. ამ წესის მიზანია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრულ შემთხვევებში, უზრუნველყოს სენაკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჩართულობა და ინფორმირებულობა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობაში.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 17.01.2018წ.


+
მუხლი 2. მერისა   და   საკრებულოს წევრის   მიერ   მუშაობის   შესახებ   ანგარიშების   მოსმენა
1. მერი და საკრებულოს წევრი ვალდებულნი არიან , წელიწადში ერთხელ მაინც , არაუგვიანეს 1-ლი ნოემბრისა , მოაწყონ საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ .

2. მერი და საკრებულოს წევრი უფლებამოსილნი არიან მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრები მოაწყონ და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ნებისმიერ დროს , საკუთარი შეხედულებისამებრ , გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა .

3. საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს საკრებულოსა და მერიის სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში , ასევე მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში , რასაც ორგანიზაციულად უზრუნველყოფს პირველადი სტრუქტურული ერთეული - საკრებულოს აპარატი და /ან პირველადი სტრუქტურული ერთეული – მერიის ადმინისტრაციული სამსახური .

4. საჯარო შეხვედრაზე ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი სახით , ასევე შესაძლებელია საკრებულოს მიერ დამტკიცებული სპეციალური ფორმის მიხედვით . ანგარიშის წარდგენისას დასაშვებია აუდიო , ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება .

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 17.01.2018წ.


+
მუხლი 3. მუნიციპალიტეტის ამომრჩევლის უფლებები
1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს  საჯარო ანგარიშების განხილვას.

2. საჯარო შეხვედრაზე დამსწრე ამომრჩევლებს, ანგარიშის წარდგენის შემდეგ, უფლება აქვთ დასვან შეკითხვები, გამოთქვან შენიშვნები და წინადადებები, შეაფასონ მომხსენებლის საქმიანობა.

3. მერი და საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს .

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 17.01.2018წ.


+
მუხლი 4. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
1. მერის და საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობამდე და მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენამდე ერთი კვირით ადრე მაინც , პირველადი სტრუქტურული ერთეულები – საკრებულოს აპარატი და მერიის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის განთავსებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე და მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში .

2. მერის და საკრებულოს წევრის მიერ წარდგენილი ანგარიშები ოფიციალურად ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში .

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 17.01.2018წ.


+
მუხლი 5. საჯარო შეხვედრების ორგანიზება
1. საკრებულოს წევრის ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი , მუნიციპალიტეტი მერიის შესაბამისი სამსახურების დახმარებით .

2. მერის საჯარო შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები .

3. მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრის ამომრჩეველთან შეხვედრისას დგება ამომრჩეველთან შეხვედრის ოქმი . ოქმში მითითებული უნდა იქნეს ამომრჩეველთან შეხვედრის თარიღი და ადგილი , ოქმის ნომერი , გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა და საჭიროების შემთხვევაში სხვა ინფორმაცია . ოქმის შედგენა შესაძლებელია აუდიო -ვიდეო ტექნიკის გამოყენებით .

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 17.01.2018წ.


+
მუხლი 6. დასკვნითი დებულებები
 

   ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით კანონმდებლობით დადგენილი წესით.



+
დანართი №2
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის

 შესახებ ანგარიშის ფორმა


საკრებულოს წევრის სახელი, გვარი    _________________________________________________

თანამდებობის დასახელება   _________________________________________________________

ფრაქციის დასახელება  ______________________________________________________________
კომისი(ებ)ის დასახელება  ___________________________________________________________

არჩევის წესი (მაჟორიტარული ოლქის მითითებით) ____________________________________

საანგარიშო  პერიოდი  20 ___ წლის  _______  -დან  20 _____  წლის ___________ მდე.

ანგარიშის ტიპი  (რიგითი, რიგგარეშე)  ________________________________________________

საანგარიშო  პერიოდში  განხორციელებული საქმიანობა: სულ საკრებულოს სხდომის რაოდენობა   __________

    საკრებულოს   სხდომებზე  დასწრება  _____________

სულ კომისიის სხდომების რაოდენობა  _____________  მ/შ  დროებითი კომისიების __________

   კომისიის  სხდომებზე დასწრება _______________ მ/შ  დროებითი კომისიების _______________

სულ ფრაქციების სხდომების  რაოდენობა  ___________

    ფრაქციის  სხდომებზე დასწრება ___________________

 საკრებულოს წევრების მიერ  მხარდაჭერილი  მნიშვნელოვანი  საკითხები 

__________________________________________________________________________________

5.  ის საკითხები, რომლებსაც საკრებულოს წევრმა მხარი არ დაუჭირა 

___________________________________________________________________________________

6. მოქალაქეებთან შეხვედრების  რაოდენობა _____________  და შეხვედრებზე მონაწილე მოქალაქეთა რაოდენობა _____________

7.  მოქალაქეებთან შეხვედრისას  გამოთქმული ძირითადი საკითხები

___________________________________________________________________________________

8. მოქალაქეთა პრობლემებზე საკრებულოს წევრის რეაგირების ფორმები (მათ შორის, დადებითად გადაწყვეტილი კონკრეტული საკითხები)

________________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

II. საკრებულოს წევრის  მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სხვა  საქმიანობა

___________________________________________________________________________________

შევსების  თარიღი  _________________

წარდგენის  თარიღი  _______________

ხელმოწერა  _______________ .


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სენაკის მუნიციპალიტეტის მერისა და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“, №19, 28.04.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.108.016270 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.01.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3271012-1/