თავი IV — სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურა
1. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ, რაც არ უნდა აღემატებოდეს ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობის 2 ვადას.
2. პირმა, რომელსაც ეკავა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობა იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს მხოლოდ მისი, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით, ფარული კენჭისყრით, ამ კანონით დადგენილი წესით. ერთი და იმავე პირის კანდიდატურა აკადემიურმა საბჭომ წარმომადგენლობით საბჭოს შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ ორჯერ. წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში აკადემიური საბჭო წარადგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას.
4. ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ვრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები.
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევა შესაძლოა გახდეს აკადემიური თანამდებობის მქონე პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი.
საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118
საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1081 – ვებგვერდი, 20.09.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4381 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №155 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2219 – ვებგვერდი, 15.12.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 5-ჯერ.
- 30.11.2022 კანონი №2219
- 21.12.2016 კანონი №155
- 27.10.2015 კანონი №4381
- 06.09.2013 კანონი №1081
- 17.06.2011 კანონი №4792
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (01.12.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 23. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი 1. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ, რაც არ უნდა აღემატებოდეს ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობის 2 ვადას. 2. პირმა, რომელსაც ეკავა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობა იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს მხოლოდ მისი, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ. 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით, ფარული კენჭისყრით, ამ კანონით დადგენილი წესით. ერთი და იმავე პირის კანდიდატურა აკადემიურმა საბჭომ წარმომადგენლობით საბჭოს შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ ორჯერ. წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში აკადემიური საბჭო წარადგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას. 4. ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ვრცელდება „საჯარო„კორუფციის დაწესებულებაშიწინააღმდეგ ინტერესთაბრძოლის შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები. 5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევა შესაძლოა გახდეს აკადემიური თანამდებობის მქონე პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი. საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
- საქმე №ბს-1125(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2025
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში.
- საქმე №ბს-143(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.03.2023
…შედეგებიდან. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 01/08/2006 - 11/10/2006 პერიოდში, როდესაც, ა.ც-ე 2006 წლის 7 ოქტომბერს მა....ის ინსტიტუტში მე-2 კურსზე ჩაირიცხა, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების მოქმედი რედაქციის, 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენდა, რომ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული/ამორიცხული პირების ამავე ან სხვა დაწესებულებაში ჩარიცხვა/აღდგენა,…
- საქმე №ბს-372-357(გ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2009
მოსარჩელე სადავოდ ხდის აკადემიის წარმომადგენლობით საბჭოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის, კერძოდ “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის “ი” ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 41-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევას. “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი…
- საქმე №ბს-902-868(გ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.12.2008
დადგენილია, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2007 წლის 6 აგვისტოს ¹227/02-03 ბრძანების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტი, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლები. “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის თანახმად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებობს აკდემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობები.
- საქმე №330310018002452530 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.02.2019
ამასთან, ამავე კანონის 89-ე მუხლის 23-ე და 231 მუხლების თანახმად, 2010 წლის 1 სექტემბრიდან 10 დღის ვადაში ყველა ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, გარდა აკრედიტებული ან 2010 წლის 1…
- საქმე №330310019002905714 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 23.04.2019
- საქმე №330310018002720514 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.04.2019
- საქმე №330310018002660152 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 12.12.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — უმაღლესი განათლების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 2, 10/01/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება