თავი IV — სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურა
1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს სპიკერი, რომელსაც ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო თავისი რიგებიდან არა უმეტეს წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადით. სპიკერის არჩევის ვადა მიეთითება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებაში.
2. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი სურვილი;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
გ) გარდაცვალება;
დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ე)
(ამოღებულია);
ვ) ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება;
ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299
საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3374 - ვებგვერდი, 31.03.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.03.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 20.03.2015 კანონი №3374
- 17.06.2011 კანონი №4792
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (18.02.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 19. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი 1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს სპიკერი, რომელსაც ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო თავისი რიგებიდან არა უმეტეს წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადით. სპიკერის არჩევის ვადა მიეთითება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებაში. 2. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი სურვილი; ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; გ) გარდაცვალება; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდშეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან შეზღუდულქმედუნარიანადმხარდაჭერის აღიარება;მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ე) (ამოღებულია); ვ) ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება; ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-372-357(გ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2009
მოსარჩელე სადავოდ ხდის აკადემიის წარმომადგენლობით საბჭოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის, კერძოდ “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის “ი” ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 41-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევას.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — უმაღლესი განათლების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 2, 10/01/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება