თავი IV — სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურა
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოები განისაზღვრება და მათ შორის კომპეტენციები ნაწილდება დაწესებულების წესდებით.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოები (მმართველი სუბიექტები) არიან: აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
21. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში:
ა) რექტორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება პროფესორის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის არანაკლებ 1,15 კოეფიციენტზე და არაუმეტეს 1,35 კოეფიციენტზე ნამრავლის ფარგლებში;
ბ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება პროფესორის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის არანაკლებ 1,10 კოეფიციენტზე და არაუმეტეს 1,30 კოეფიციენტზე ნამრავლის ფარგლებში;
გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის არანაკლებ 1,10 კოეფიციენტზე და არაუმეტეს 1,30 კოეფიციენტზე ნამრავლის ფარგლებში;
დ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის არანაკლებ 1,10 კოეფიციენტზე და არაუმეტეს 1,30 კოეფიციენტზე ნამრავლის ფარგლებში.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოები (მმართველი სუბიექტები) არიან: ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანი, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
4. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შემუშავებული უნდა ჰქონდეს ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი.
5. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში − უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უნდა არსებობდეს მინიმუმ ერთი კოლეგიური ორგანო, რომელიც კომპლექტდება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების წარმომადგენლებისგან არჩევნების საფუძველზე.
6. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი უნდა იყოს არჩეული.
7. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსების სფეროებში არის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
8. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონების მართვის მიზნით შეიძლება შეიქმნას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდი.
9. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდი უფლებამოსილი არიან ლიტერატურის (ბეჭდურის, ელექტრონულ ან აუდიოვიზუალურ მატარებელზე განთავსებულის) შესყიდვა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. სხვა ობიექტის გამარტივებული შესყიდვის გზით შესყიდვის განხორციელება შესაძლებელია რეგენტთა საბჭოს თანხმობით.
[9. (ამოღებულია - 09.02.2023, №2554).
(ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]
საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1081 – ვებგვერდი, 20.09.2013წ.
საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2554 – ვებგვერდი, 27.02.2023წ.
საქართველოს 2024 წლის სექტემბრის კანონი №4402 – ვებგვერდი, 23.09.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 09.02.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 09.02.2023 კანონი №2554
- 06.09.2013 კანონი №1081
- 17.06.2011 კანონი №4792
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (27.06.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 15. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვა 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოები განისაზღვრება და მათ შორის კომპეტენციები ნაწილდება დაწესებულების წესდებით. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოები (მმართველი სუბიექტები) არიან: აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. 21. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში: ა) რექტორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება პროფესორის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის არანაკლებ 1,15 კოეფიციენტზე და არაუმეტეს 1,35 კოეფიციენტზე ნამრავლის ფარგლებში; ბ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება პროფესორის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის არანაკლებ 1,10 კოეფიციენტზე და არაუმეტეს 1,30 კოეფიციენტზე ნამრავლის ფარგლებში; გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის არანაკლებ 1,10 კოეფიციენტზე და არაუმეტეს 1,30 კოეფიციენტზე ნამრავლის ფარგლებში; დ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის არანაკლებ 1,10 კოეფიციენტზე და არაუმეტეს 1,30 კოეფიციენტზე ნამრავლის ფარგლებში. 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოები (მმართველი სუბიექტები) არიან: ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანი, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. 4. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შემუშავებული უნდა ჰქონდეს ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი. 5. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში − უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უნდა არსებობდეს მინიმუმ ერთი კოლეგიური ორგანო, რომელიც კომპლექტდება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების წარმომადგენლებისგან არჩევნების საფუძველზე. 6. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი უნდა იყოს არჩეული. 7. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსების სფეროებში არის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 8. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონების მართვის მიზნით შეიძლება შეიქმნას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდი. 9. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდი უფლებამოსილი არიან ლიტერატურის (ბეჭდურის, ელექტრონულ ან აუდიოვიზუალურ მატარებელზე განთავსებულის) შესყიდვა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. სხვა ობიექტის გამარტივებული შესყიდვის გზით შესყიდვის განხორციელება შესაძლებელია რეგენტთა საბჭოს თანხმობით. [9. (ამოღებულია - 09.02.2023, №2554). (ამოქმედდეს 20252027 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2024 წლის სექტემბრის კანონი №4402 – ვებგვერდი, 23.09.2024
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-67-66(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2016
…პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ფაკულტეტის მართვის ორგანოებია (მმართველი სუბიექტებია): ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
- საქმე №ბს-372-357(გ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2009
…კერძოდ “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის “ი” ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 41-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევას. “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოებია (მმართველი სუბიექტებია): აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
- საქმე №ბს-662-634(გ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.07.2008
…მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით: რაიონულმა სასამართლომ გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 13.1, 15.1 მუხლები, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის 3.2, მე-5 მუხლები, ზაკ-ის 1-ლი მუხლი, 2.1 მუხლის “ა”, “ბ”, “დ” და “ლ” ქვეპუნქტები, 3.1, მე-
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — უმაღლესი განათლების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 2, 10/01/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება