თავი III — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დანიშნულება, სახეები, დაფუძნება, სტატუსის მოპოვება, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება ამ კანონით, შესაბამისად „მეწარმეთა შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული წესით.
2. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს მთავრობა იმ ორგანოს წარდგინებით, რომლის ინიციატივითაც დაფუძნდა ეს დაწესებულება/პირი.
21. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის განხორციელების შემთხვევაში საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მიიღოს დადგენილება, რომლითაც განისაზღვრება რეორგანიზაციის მიზნები, მისი განხორციელების ფორმა და ვადები, რეორგანიზაციის პროცესის მართვის დროებითი მექანიზმები, აგრეთვე რეორგანიზაციაში მონაწილე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოების უფლებამოსილებათა განხორციელების განსაკუთრებული წესი. იმავე დადგენილებით რეორგანიზაციის პერიოდში შეიძლება განსაზღვრული ვადით შეჩერდეს ან შეიცვალოს კანონით ან/და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წესდებებით განსაზღვრული მათი ცალკეული მართვის ორგანოების უფლებამოსილებათა განხორციელების წესი, თუ ეს აუცილებელია რეორგანიზაციის მიზნების მისაღწევად.
22. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მინისტრს უფლება აქვს, დანიშნოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რექტორის მოადგილის/რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებელი/მოვალეობის შემსრულებლები, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი და შექმნას დროებითი კოლეგიური მმართველი ორგანო − დროებითი მმართველი საბჭო, რომელსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მოცულობითა და ვადით მიენიჭება აკადემიური საბჭოს ან/და წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილებათა განხორციელების უფლება.
23. ამ მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებული უფლება არის დროებითი და მიზნობრივი, ვრცელდება მხოლოდ რეორგანიზაციის პროცესთან უშუალოდ დაკავშირებულ საკითხებზე და წყდება რეორგანიზაციის დასრულებისთანავე ან რეორგანიზაციაში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების მართვის ორგანოების ჩამოყალიბების შემდეგ.
3. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციაზე არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ამ დაწესებულების რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას ახორციელებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ლიკვიდაციის შემდეგ აღნიშნული დაწესებულების ქონება გადაეცემა საქართველოს საპატრიარქოს.
საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299
საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №187 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.
საქართველოს 2026 წლის 4 თებერვლის კანონი №1354 – ვებგვერდი, 05.02.2026წ.
თავი IV. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურა
საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.02.2026-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 17.06.2011 კანონი №4792
- 04.02.2026 კანონი №1354
- 28.12.2012 კანონი №187
- 17.06.2011 კანონი №4792
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (10.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 13. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება ამ კანონით, შესაბამისად „მეწარმეთა შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული წესით. 2. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს მთავრობა იმ ორგანოს წარდგინებით, რომლის ინიციატივითაც დაფუძნდა ეს დაწესებულება/პირი. 21. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის განხორციელების შემთხვევაში საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მიიღოს დადგენილება, რომლითაც განისაზღვრება რეორგანიზაციის მიზნები, მისი განხორციელების ფორმა და ვადები, რეორგანიზაციის პროცესის მართვის დროებითი მექანიზმები, აგრეთვე რეორგანიზაციაში მონაწილე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოების უფლებამოსილებათა განხორციელების განსაკუთრებული წესი. იმავე დადგენილებით რეორგანიზაციის პერიოდში შეიძლება განსაზღვრული ვადით შეჩერდეს ან შეიცვალოს კანონით ან/და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წესდებებით განსაზღვრული მათი ცალკეული მართვის ორგანოების უფლებამოსილებათა განხორციელების წესი, თუ ეს აუცილებელია რეორგანიზაციის მიზნების მისაღწევად. 22. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მინისტრს უფლება აქვს, დანიშნოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რექტორის მოადგილის/რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებელი/მოვალეობის შემსრულებლები, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი და შექმნას დროებითი კოლეგიური მმართველი ორგანო − დროებითი მმართველი საბჭო, რომელსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მოცულობითა და ვადით მიენიჭება აკადემიური საბჭოს ან/და წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილებათა განხორციელების უფლება. 23. ამ მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებული უფლება არის დროებითი და მიზნობრივი, ვრცელდება მხოლოდ რეორგანიზაციის პროცესთან უშუალოდ დაკავშირებულ საკითხებზე და წყდება რეორგანიზაციის დასრულებისთანავე ან რეორგანიზაციაში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების მართვის ორგანოების ჩამოყალიბების შემდეგ. 3. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციაზე არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ამ დაწესებულების რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას ახორციელებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ლიკვიდაციის შემდეგ აღნიშნული დაწესებულების ქონება გადაეცემა საქართველოს საპატრიარქოს. საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 თავი IV. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურა
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
- საქმე №ბს-662-634(გ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.07.2008
ს-მა, რომელმაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით: რაიონულმა სასამართლომ გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 13.1, 15.1 მუხლები, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის 3.2, მე-5 მუხლები, ზაკ-ის 1-ლი მუხლი, 2.1 მუხლის “ა”, “ბ”, “დ” და “ლ” ქვეპუნქტები, 3
- საქმე №330310019003017394 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 12.07.2019
ამასთან, სასამართლო მიუთითებს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტზეც (საქართველოსათვის ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან), რომელიც აღიარებს განათლების უფლებას, კერძოდ, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „C“ ქვეპუნქტის თანახმად, უმაღლესი განათლება უნდა გახდეს ერთნაირად ხელმისაწვდომი ყველასათვის თითოეულის ნიჭის საფუძველზე, ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელების, და კერძოდ, უფასო განათლების თანდათან შემოღების გზით.
- საქმე №330310019002936818 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.05.2019
ამასთან, სასამართლო მიუთითებს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტზეც (საქართველოსათვის ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან), რომელიც აღიარებს განათლების უფლებას, კერძოდ, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „C“ ქვეპუნქტის თანახმად, უმაღლესი განათლება უნდა გახდეს ერთნაირად ხელმისაწვდომი ყველასათვის თითოეულის ნიჭის საფუძველზე, ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელების, და კერძოდ, უფასო განათლების თანდათან შემოღების გზით.
- საქმე №330310019002933020 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.05.2019
ამასთან, სასამართლო მიუთითებს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტზეც (საქართველოსათვის ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან), რომელიც აღიარებს განათლების უფლებას, კერძოდ, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „C“ ქვეპუნქტის თანახმად, უმაღლესი განათლება უნდა გახდეს ერთნაირად ხელმისაწვდომი ყველასათვის თითოეულის ნიჭის საფუძველზე, ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელების, და კერძოდ, უფასო განათლების თანდათან შემოღების გზით.
- საქმე №330310019002936778 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.05.2019
ამასთან, სასამართლო მიუთითებს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტზეც (საქართველოსათვის ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან), რომელიც აღიარებს განათლების უფლებას, კერძოდ, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „C“ ქვეპუნქტის თანახმად, უმაღლესი განათლება უნდა გახდეს ერთნაირად ხელმისაწვდომი ყველასათვის თითოეულის ნიჭის საფუძველზე, ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელების, და კერძოდ, უფასო განათლების თანდათან შემოღების გზით.
- საქმე №330310018002774130 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 02.05.2019
- საქმე №330310018002606305 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 25.12.2018
- საქმე №330310018002463962 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.11.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — უმაღლესი განათლების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 2, 10/01/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება