თავი IV — სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურა
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გადაწყვეტილებების, მართვის ორგანოების ანგარიშებისა და სამართლებრივი აქტების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე ვრცელდება
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ინფორმაციის თავისუფლების ნორმები. ამ დაწესებულებას შემუშავებული უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების გამჭვირვალე პროცედურები;
ბ) აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას;
გ) აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში;
დ) თანასწორ მოპყრობას განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვა;
ე) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.
საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.
საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.11.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 27.11.2015 კანონი №4582
- 17.06.2011 კანონი №4792
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.11.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 16. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პრინციპები 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს: ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გადაწყვეტილებების, მართვის ორგანოების ანგარიშებისა და სამართლებრივი აქტების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ინფორმაციის თავისუფლების ნორმები. ამ დაწესებულებას შემუშავებული უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების გამჭვირვალე პროცედურები; ბ) აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას; გ) აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში; დ) თანასწორ მოპყრობას განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვა; ე) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას. 2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
- საქმე №ბს-67-66(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2016
…განმარტა, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ირჩევდა დაწესებულების მართვის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს. ამავე კანონის მე-16 მუხლი განსაზღვრავდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პრინციპებს, რომლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას.
- საქმე №ბს-371-367(კს-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.11.2014
მოსარჩელის აზრით, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის მარეგულირებელი ნორმები.
- საქმე №080310018002648909 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 24.12.2019
მოპასუხე მიუთითებს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას.
- საქმე №330310018002498970 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.12.2019
საქალაქო სასამართლომ მიუთითა,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 და მე-16 მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიზნებსა და მართვის პრინციპებს. ხსენებული სამართლებრივი ნორმის თანახმად, კანონით…
- საქმე №080210019002930088 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 28.10.2019
…პრინციპს, რაც გულისხმობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და მისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის თავისუფლება, დამოუკიდებლად განსაზღვროს და განახორციელოს აკადემიური, საფინანსო-ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა; ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის "ბ"-"დ" ქვეპუნქტების თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს: აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას;
- საქმე №010310017002153353 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 16.07.2019
- საქმე №080310018002648909 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 31.05.2019
- საქმე №330310018002498970 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 09.08.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — უმაღლესი განათლების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 2, 10/01/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება