თავი IV — სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურა
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურა განისაზღვრება დაწესებულების წესდებით, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის არსებობას.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიბლიოთეკის (ბიბლიოთეკების) და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან: რექტორის აპარატისაგან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის, კანცელარიისა და მართვის ორგანოების სამდივნოებისაგან.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა სტრუქტურული ერთეულები, ასევე სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით.
4. (ამოღებულია - 15.11.2023, №3661).
საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67
საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299
საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.
საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3661– ვებგვერდი, 30.11.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.11.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 15.11.2023 კანონი №3661
- 17.06.2011 კანონი №4792
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (21.09.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 14. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურა 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურა განისაზღვრება დაწესებულების წესდებით, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის არსებობას. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიბლიოთეკის (ბიბლიოთეკების) და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან: რექტორის აპარატისაგან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის, კანცელარიისა და მართვის ორგანოების სამდივნოებისაგან. 3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა სტრუქტურული ერთეულები, ასევე სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით. 4. უცხო(ამოღებულია ქვეყნის- უმაღლესი15.11.2023, საგანმანათლებლო№3661). დაწესებულების ფილიალის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროა მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით, რისთვისაც უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გადის ავტორიზაციას ფილიალის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ბს-362(გ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.03.2026
სასამართლოს განმარტებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა სტრუქტურული ერთეულები, ასევე სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით.
- საქმე №ბს-320(გ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2025
სასამართლომ მოიხმო „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 1-ლი მუხლი, მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი, მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი, მე-20 პუნქტი, 32-ე მუხლი და 34-ე მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები, აგრეთვე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 11.09.2013წ.
- საქმე №ბს-302(გ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.04.2025
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტზე, მე-14 მუხლის მე-3 პუნქტზე, 32-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 34-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის…
- საქმე №ბს-303(გ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.04.2025
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტზე, მე-14 მუხლის მე-3 პუნქტზე, 32-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 34-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის…
- საქმე №ბს-1257(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.01.2019
2004 წლის 21 დეკემბრის "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად (2005 წლის 10 იანვრისათვის მოქმედი რედაქცია) უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალი საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის განსახორციელებლად ნამდვილად საჭიროებდა ლიცენზიას.
- საქმე №ას-1018-1212-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2009
- საქმე №330310017001976822 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.06.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — უმაღლესი განათლების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 2, 10/01/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება