მუხლი 32. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალი
თავი V — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალი
1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებობს აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობები, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა თანამდებობები.
წინა რედაქცია (05.02.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 32. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალი 1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებობს აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობები, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა თანამდებობები. 2. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
საქმე №ბს-362(გ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.03.2026
…ერთეულების სამეცნიერო პერსონალის ყველა წევრისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებობს აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობები, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა თანამდებობები.
საქმე №ბს-320(გ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2025
სასამართლომ მოიხმო „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 1-ლი მუხლი, მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი, მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი, მე-20 პუნქტი, 32-ე მუხლი და 34-ე მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები, აგრეთვე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 11.09.2013წ.
საქმე №ბს-302(გ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.04.2025
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტზე, მე-14 მუხლის მე-3 პუნქტზე, 32-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 34-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანების საფუძველზე…
საქმე №ბს-303(გ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.04.2025
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტზე, მე-14 მუხლის მე-3 პუნქტზე, 32-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 34-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანების საფუძველზე…
საქმე №ბს-213(გ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2023
…პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებით“. ხსენებული აქტები ადმინისტრაციული კანონმდებლობის სფეროთია მოცული, მათი რეგულაციის სივრცეში წარმოშობილი სამართალურთიერთობა კი საჯარო-სამართლებრივია. “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებობს აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობები, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა თანამდებობები.
საქმე №ბს-548(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2021
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“, მუხლი 32, №688, 21.12.2004, სარეგისტრაციო კოდი 430.020.000.05.001.001.626 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/32830/muxli-32/