1. დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც მაგისტრის აკადემიური ხარისხი მინისტრის მიერ განსაზღვრული არანაკლებ 120-კრედიტიანი (ერთიანად/ნაწილ-ნაწილ) ან მასთან გათანაბრებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის გავლის საფუძველზე მიენიჭა.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელით, უქმნის პირობებს სამეცნიერო კვლევაზე ორიენტირებული სამუშაოს ჩასატარებლად, რომელიც უნდა მოიცავდეს დასაბუთებულ თეორიულ ან/და ექსპერიმენტულ შედეგებს, ხელს უწყობს დოქტორანტის ინტეგრაციას მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებაში.
3. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და დისერტაციის დაცვის შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭება აკადემიური ხარისხი, რომლის დასახელება უნდა განისაზღვროს სწავლის სფეროების კლასიფიკატორის შესაბამისად.
4. დოქტორის აკადემიურ ხარისხს ანიჭებს სადისერტაციო საბჭო შესაბამისი დებულების მოთხოვნათა დაცვით.
5. (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67
საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118
საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299
საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3438 – ვებგვერდი, 05.10.2018წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4298 – ვებგვერდი, 04.07.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 16.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 10.12.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 10.12.2025 კანონი №1198
- 27.06.2024 კანონი №4298
- 20.09.2018 კანონი №3438
- 17.06.2011 კანონი №4792
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (10.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 49. დოქტორანტურა 1. დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, გარდა იმ პირისა, რომელსაც მაგისტრის აკადემიური ხარისხი ამმინისტრის კანონისმიერ 46-ეგანსაზღვრული მუხლისარანაკლებ 23120-კრედიტიანი პუნქტით(ერთიანად/ნაწილ-ნაწილ) გათვალისწინებულიან მასთან გათანაბრებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის გავლის საფუძველზე მიენიჭა. 2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელით, უქმნის პირობებს სამეცნიერო კვლევაზე ორიენტირებული სამუშაოს ჩასატარებლად, რომელიც უნდა მოიცავდეს დასაბუთებულ თეორიულ ან/და ექსპერიმენტულ შედეგებს, ხელს უწყობს დოქტორანტის ინტეგრაციას მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებაში. 3. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და დისერტაციის დაცვის შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭება აკადემიური ხარისხი, რომლის დასახელება უნდა განისაზღვროს სწავლის სფეროების კლასიფიკატორის შესაბამისად. 4. დოქტორის აკადემიურ ხარისხს ანიჭებს სადისერტაციო საბჭო შესაბამისი დებულების მოთხოვნათა დაცვით. 5. (ამოღებულია – 17.06.2011, №4792); საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №330310018002780416 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.02.2019
სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული ცვლილებით კანონმდებელმა პირები, რომლებმაც დაასრულეს ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა და რომლებიც ამ პროგრამის განხორციელების დროს უფლებამოსილნი იყვნენ სწავლა გაეგრძელებინათ ასპირანტურაში, გარკვეულწილად მიიჩნია მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებად, რამდენადაც,,უმაღლესი განათლების შესახებ' ' საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
- საქმე №330310018002741068 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 15.01.2019
სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული ცვლილებით კანონმდებელმა პირები, რომლებმაც დაასრულეს ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა და რომლებიც ამ პროგრამის განხორციელების დროს უფლებამოსილნი იყვნენ სწავლა გაეგრძელებინათ ასპირანტურაში, გარკვეულწილად მიიჩნია მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებად, რამდენადაც,,უმაღლესი განათლების შესახებ' ' საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
- საქმე №330310018002643472 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.11.2018
სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული ცვლილებით კანონმდებელმა პირები, რომლებმაც დაასრულეს ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა და რომლებიც ამ პროგრამის განხორციელების დროს უფლებამოსილნი იყვნენ სწავლა გაეგრძელებინათ ასპირანტურაში, გარკვეულწილად მიიჩნია მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებად, რამდენადაც,,უმაღლესი განათლების შესახებ' ' საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — უმაღლესი განათლების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 2, 10/01/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება