მიღებული განათლების აღიარება
1. უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარება ხდება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება მისი შესაბამისობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებულ შესაბამის კვალიფიკაციასთან. შესაბამისობა სწავლის შედეგებისა და მინიჭებული კვალიფიკაციის გათვალისწინებით შეიძლება დადგინდეს სწავლის პერიოდის განსხვავების მიუხედავად.
2. უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებულ კვალიფიკაციას ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებულ განათლებას აღიარებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
3. უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტის მქონე აბიტურიენტის ან სტუდენტის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტის საფუძველზე იღებს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67
საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118
საქართველოს 2008 წლის 10 დეკემბრის კანონი №673 - სსმ I, №38, 19.12.2008წ., მუხ.241
საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148
საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2078 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.281
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299
საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.03.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 16.03.2021 კანონი №339
- 05.07.2018 კანონი №3026
- 17.06.2011 კანონი №4792
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(19)
- საქმე №ბს-383(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2025
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 50-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთის…
- საქმე №ბს-254-254(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2018
…თანახმად, რ. ს-ამ 2012 წელს დაამთავრა აღნიშნული უნივერსიტეტის სრული კურსი (ექსტერნად) იურისპრუდენციის სპეციალობით. რ. ს-ას სახელმწიფო საატესტაციო კომისიის 2012 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლი ადგენს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესაძლებლობას.
- საქმე №ბს-750-746(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.11.2017
…2016 წელს დაამთავრა უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კიევის სამართლის უნივერსიტეტი, მიიღო სრული უმაღლესი განათლება სპეციალობით - „საერთაშორისო სამართალი“ და მიენიჭა კვალიფიკაცია: იურისტი - საერთაშორისო სამართალმცოდნე. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლი ადგენს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესაძლებლობას.
- საქმე №010332219900026520 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 24.10.2019
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 17 ოქტომბრის N1/263 გადაწყვეტილებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის გამო, კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საზღვარგარეთ გაცემული დიპლომის აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო, უარი ეთქვა კანდიდატად დარეგისტრირებაზე.
- საქმე №330310017002112633 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.04.2019
…კვალიფიკაციის მისაღებად ორგანიზებული, თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილზე სტუდენტისა და მასწავლებლის ერთდროულად ყოფნას. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთის უმაღლეს…
- საქმე №330310017002225055 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.02.2019
- საქმე №330310017001976822 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.06.2018
- საქმე №330310017001913820 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.02.2018
- საქმე №330310019003267264 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.02.2020
- საქმე №330310019003188586 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 13.11.2019
- საქმე №330310019003017394 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 12.07.2019
- საქმე №330310019002936818 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.05.2019
- საქმე №330310019002933020 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.05.2019
- საქმე №330310019002936778 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.05.2019
- საქმე №330310018002774130 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 02.05.2019
- საქმე №330310018002587324 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.12.2018
- საქმე №330310018002606305 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 25.12.2018
- საქმე №330310018002463962 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.11.2018
- საქმე №330310018002499775 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.09.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — უმაღლესი განათლების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 2, 10/01/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება