თავი V — ცენტრის უფლებამოსილება საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და მიღებული განათლების აღიარების მიმართულებით
1. უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის აღიარების მიზნით ცენტრი ადგენს:
ა) გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში, და არის თუ არა აღნიშნული დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას (ნამდვილობის დადასტურება);
ბ) უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან შესაბამისობას (შესაბამისობის დადგენა).
2. ცენტრი უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებულ განათლებას აღიარებს, თუ იგი მიღებულია:
ა) შესაბამის უცხო ქვეყანაში პანდემიის გამო განხორციელებული ან/და პანდემიის გავრცელების პრევენციის ან მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებული დისტანციური სწავლების შედეგად;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სტუდენტის მიერ იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც მოქმედებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის ან დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე და რომლის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნის ან დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე მოქმედი, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრი და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრირებული იმ ორგანიზაციის მიერ, რომელსაც სათანადო უფლებამოსილება აქვს შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით, ან/და იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე და რომლის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მოქმედი იმ ორგანიზაციის მიერ, რომელსაც სათანადო უფლებამოსილება აქვს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით, და აღნიშნული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები არ მოიცავს პრაქტიკული/ლაბორატორიული/კლინიკური/სამუშაო ადგილზე სწავლების კომპონენტებს და სტუდენტის მიერ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების არადისტანციური ფორმით ჩაბარებას ითვალისწინებს.
საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6289 – ვებგვერდი, 15.06.2020წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება №2/7/1528– ვებგვერდი, 15.11.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4164 – ვებგვერდი, 21.05.2024წ.
თავი VI. (ამოღებულია)
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3445 – ვებგვერდი, 09.10.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.05.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 20.09.2018 კანონი №3445
- 15.05.2024 კანონი №4164
- 12.06.2020 კანონი №6289
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.05.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 26. უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის აღიარება 1. უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის აღიარების მიზნით ცენტრი ადგენს: ა) გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში, და არის თუ არა აღნიშნული დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას (ნამდვილობის დადასტურება); ბ) უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან შესაბამისობას (შესაბამისობის დადგენა). 2. ცენტრი არ აღიარებს უცხოეთში მიღებულ განათლებას, თუ განათლება უცხოეთში დისტანციური ფორმითააფორმით მიღებული,მიღებულ გარდაგანათლებას იმაღიარებს, შემთხვევისა,თუ როდესაციგი დისტანციურიმიღებულია: ფორმითა) განათლება მიღებულია შესაბამის უცხო ქვეყანაში პანდემიის გამო განხორციელებული ან/და პანდემიის გავრცელების პრევენციის ან მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებული დისტანციური სწავლების შედეგად.შედეგად; (ძალადაკარგულადბ) იქნესსაქართველოს ცნობილიტერიტორიაზე 2024მყოფი წლისსტუდენტის პირველიმიერ ივლისიდანიმ 26-ესაგანმანათლებლო მუხლისდაწესებულებაში, მე-2რომელიც პუნქტისმოქმედებს ისევროკავშირის ნორმატიულიწევრი შინაარსი,ქვეყნის რომელიცან გამორიცხავსდიდი უცხოეთშიბრიტანეთისა სრულადდა დისტანციურიჩრდილოეთ ფორმითირლანდიის მიღებულიგაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე და რომლის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნის ან დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე მოქმედი, უმაღლესი განათლების აღიარებას)ხარისხის -უზრუნველყოფის საქართველოსევროპული საკონსტიტუციოასოციაციის სასამართლოს(ENQA) 2023წევრი წლისდა 10უმაღლესი ნოემბრისგანათლების გადაწყვეტილებახარისხის №2/7/1528–უზრუნველყოფის ვებგვერდი,ევროპულ 15.11.2023წ.რეესტრში (EQAR) რეგისტრირებული იმ ორგანიზაციის მიერ, რომელსაც სათანადო უფლებამოსილება აქვს შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით, ან/და იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე და რომლის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მოქმედი იმ ორგანიზაციის მიერ, რომელსაც სათანადო უფლებამოსილება აქვს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით, და აღნიშნული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები არ მოიცავს პრაქტიკული/ლაბორატორიული/კლინიკური/სამუშაო ადგილზე სწავლების კომპონენტებს და სტუდენტის მიერ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების არადისტანციური ფორმით ჩაბარებას ითვალისწინებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება №2/7/1528– ვებგვერდი, 15.11.2023წ. თავი VI. (ამოღებულია)
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(9)
- საქმე №ბს-383(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2025
…საგანმანათლებლო საქმიანობას (ნამდვილობის დადასტურება, ხოლო მეორე მხრივ უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან (შესაბამისობის დადგენა) (იგივე შინაარსის დანაწესს შეიცავს აგრეთვე „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტი). ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით ცენტრი უკავშირდება შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემ დაწესებულებას.
- საქმე №ბს-268(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.12.2021
…რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 20 დეკემბრის №1637492 გადაწყვეტილება უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ და არსებული დოკუმენტაცია შესაბამისი რეაგირებისთვის საქართველოს მთავარ პროკურატურას გაეგზავნა. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის…
- საქმე №010332219900026520 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 24.10.2019
…მიღებულ განათლებას აღიარებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“ „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, „უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის აღიარების მიზნით ცენტრი ადგენს უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან (შესაბამისობის დადგენა).
- საქმე №330310017002112633 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.04.2019
აპელანტის განმარტებით პირველი ინსტანციის სასამართლო უთითებს „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლზე. რომლის თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის აღიარების მიზნით ცენტრი…
- საქმე №330310017002225055 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.02.2019
…კანონმდებლობასთან.,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის 26-ე მუხლის თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის აღიარების მიზნით ცენტრი ადგენს: ა) გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის…
- საქმე №330310017001808900 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.07.2018
- საქმე №330310016001637202 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.01.2018
- საქმე №330310019002895461 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.06.2019
- საქმე №330310019002799473 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 15.03.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — განათლების ხარისხის განვითარების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 47, 05/08/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება