1. ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების მომზადებასა და ჩატარებას უზრუნველყოფს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
2. მინისტრი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებასა და სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებას.
3. ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი წერილობითი ფორმით ან/და ელექტრონული ფორმით, სპეციალური პროგრამის გამოყენებით მიმართავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს. განცხადების წარდგენის წესსა და პირობებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ადგენს მინისტრი.
31. (ამოღებულია – 11.03.2011, №4431).
4.(ამოღებულია – 11.03.2011, №4431).
5. (ამოღებულია).
6. ერთიან ეროვნულ საგამოცდო პროგრამას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი.
7. ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად დაწესებულია საფასური, რომლის ოდენობა განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესსა და პირობებს ამტკიცებს მინისტრი.
8. სამინისტრო უფლებამოსილია ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი. ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებები საჩივრდება სასამართლოში და მათი გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტების მოქმედების შეჩერებას.
საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1443 - სსმ I, №25, 02.06.2005წ., მუხ.170
საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67
საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118
საქართველოს 2009 წლის 7 აპრილის კანონი №1161 - სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.44
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4431 – ვებგვერდი, 22.03.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 28 თებერვლის კანონი №5718 – ვებგვერდი, 09.03.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 6 აგვისტოს კანონი №917 - ვებგვერდი, 20.08.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 30 ოქტომბრის კანონი №2725 – ვებგვერდი, 06.11.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 16.12.2025
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-559(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.01.2023
საქართველოს კონსტიტუციის მე-4 და 27-ე მუხლებზე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლზე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლზე,,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე, 53-ე მუხლებზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 05 თებერვლის №93 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და…
- საქმე №330310017002103539 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.02.2020
…განრიგს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ჯამური ქულებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების სიებს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდების აბსოლუტური ქულით/ქულებით რანჟირების დოკუმენტებს. ამავე კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გამოცდების ეროვნული…
- საქმე №330310019003173488 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.03.2020
სასამართლო განმარტავს, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების მომზადებასა და ჩატარებას უზრუნველყოფს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
- საქმე №330310019003194746 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 02.12.2019
სასამართლო განმარტავს, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების მომზადებასა და ჩატარებას უზრუნველყოფს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
- საქმე №330310019003194377 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 22.11.2019
სასამართლო განმარტავს, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების მომზადებასა და ჩატარებას უზრუნველყოფს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — უმაღლესი განათლების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 2, 10/01/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება