თავი III — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დანიშნულება, სახეები, დაფუძნება, სტატუსის მოპოვება, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახეებია:
ა) უნივერსიტეტი;
ბ)
(ამოღებულია - 27.06,2024, №4298);
გ) კოლეჯი;
დ) სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც კანონითაა დაფუძნებული.
11. უნივერსიტეტს მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებისათვის უნდა ჰქონდეს სათანადო ბაზა, ხოლო ასეთი ბაზის არარსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან გაფორმებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულება ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შესახებ.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუძნდება საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით.
3. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება არსებობდეს საქართველოს საპატრიარქოს სტრუქტურული ერთეულის ან ცალკე კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით.
საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118
საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299
საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №187 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4562 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3438 – ვებგვერდი, 05.10.2018წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4298 – ვებგვერდი, 04.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.06.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 6-ჯერ.
- 27.06.2024 კანონი №4298
- 20.09.2018 კანონი №3438
- 27.11.2015 კანონი №4582
- 25.11.2015 კანონი №4562
- 28.12.2012 კანონი №187
- 17.06.2011 კანონი №4792
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (21.02.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 9. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახეები 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახეებია: ა) უნივერსიტეტი; ბ) სასწავლო(ამოღებულია უნივერსიტეტი;- 27.06,2024, №4298); გ) კოლეჯი; დ) სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც კანონითაა დაფუძნებული. 11. უნივერსიტეტს მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებისათვის უნდა ჰქონდეს სათანადო ბაზა, ხოლო ასეთი ბაზის არარსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან გაფორმებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულება ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შესახებ. 2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუძნდება საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით. 3. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება არსებობდეს საქართველოს საპატრიარქოს სტრუქტურული ერთეულის ან ცალკე კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით. საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-650(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.01.2026
…პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა: სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის 1-ელი პუნქტი ადგენს განათლების, მათ შორის უმაღლესი განათლების მიღების უფლების ადეკვატური უზრუნველყოფის პრინციპს. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, უმაღლესი განათლების დაწესებულების პარადიგმულ გამოვლინებას წარმოადგენს უნივერსიტეტი.
- საქმე №ბს-275(გ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.06.2023
…სამართალურთიერთობის იმანენტური ბუნების გამო, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამართალურთიერთობის ხასიათს - განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს იმ სამართლებრივი ურთიერთობის ბუნება, რომლიდანაც წარმოშობილია მოთხოვნა. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუძნდება საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით, მის დაფუძნებაზე უფლებამოსილია როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სუბიექტი.
- საქმე №ბს-1062(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.03.2022
…გასაუბრების წესით ჩარიცხულიყო და სწავლა გაეგრძელებინა უმაღლესი სასწავლებლის მე-2 ან მე-3 კურსზე შესაბამისი სპეციალობით (ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ღ1“ ქვეპუქნტის, მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კოლეჯი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მხოლოდ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას).
- საქმე №ბს-372-357(გ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2009
…სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. იმავდროულად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოა. ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით შეიძლება არსებობდეს.
- საქმე №ბს-902-868(გ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.12.2008
სასამართლომ მიუთითა, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, უნივერსიტეტი არის საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება არსებობდეს საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — უმაღლესი განათლების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 2, 10/01/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება