თავი IV — საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვისა და გადაწყვეტის საერთო წესი
ა) საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი;
ბ) საქართველოს სახალხო დამცველს, თუ მას მიაჩნია, რომ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოპასუხეა ის ორგანო/თანამდებობის პირი, რომლის აქტმაც, მოსარჩელის აზრით, გამოიწვია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევა.
საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის
ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება - სსმ IV, №56, 06.07.2010წ., გვ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(9)
- საქმე №ბს-1142(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.02.2025
№1279 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე და 45-ე მუხლები და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
- საქმე №2კ-663აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.11.2024
რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული…
- საქმე №ბს-39(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.11.2023
…ითვალისწინებს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით (ძვ. რედაქცია) გარანტირებულ უფლებას, ასევე ხელყოფს სზაკ-ის მე-3 თავით დადგენილ საჯარო ინფორმაციის თავისუფლებას. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 39.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული…
- საქმე №ბს-864(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.10.2023
…ასევე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 42-ე, 211.1 მუხლებზე, მე-19 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე, 21-ე მუხლის 1-ელ, მე-31, მე-8 პუნქტებზე, 25-ე მუხლის 1-ელ, მე-4, მე-41 პუნქტებზე, 26.2, 29.7, 39-ე მუხლებზე. კასატორმა მოახდინა აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-16 დამატებითი ოქმის პირველ, მე-4, მე-5, ადამიანის…
- საქმე №2კ-376-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.09.2021
საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-60-ე მუხლის და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის საფუძველზე, დაცვის მხარეს უფლება აქვს კონსტიტუციური სარჩელით მიმართოს საქართველოს…
- საქმე №2კ-11-I-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.08.2020
- საქმე №2კ-27აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.05.2020
- საქმე №ას-1261-1181-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.11.2017
- საქმე №330310019002820300 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 01.07.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება