საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 25.05.2020
საქმის ნომერი
2კ-27აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.05.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003009121

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

#27აპ-20 ქ. თბილისი

ჯ. გ., 27აპ-20 25 მაისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილსის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ჯ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ჯ-მ, რომელიც ითხოვს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საკონსტიტუციო წარდგინებით მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობასთან მიმართებით, რომელიც ითვალისწინებს აშკარად უსამართლო სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალებების - 0,001208 გრამი ,,მეტამფეტამინისა“ და 0,0009 გრამი ,,ამფეტამინის“ შეძენისა და შენახვისათვის.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენით:

გ. ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ. ჯ-ს სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 20.. წლის .. აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე, .... მომხდარი ოჯახური კონფლიქტის დროს, გ. ჯ-მ თავის დედას - ლ. ს-ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მარჯვენა ხელის მაჯაზე უკბინა, ხელი ჰკრა და მიაჯახა საძინებელი ოთახის კედელს, შემდეგ მარჯვენა ხელის მუშტი დაარტყა ნიკაპზე და სახისა და თავის არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით სცემა, რის შედეგადაც ლ. ს-მ სხეულზე მიიღო დაზიანებები და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

20.. წლის .. აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე, ... მომხდარი ოჯახური კონფლიქტის დროს, გ. ჯ., დედაზე - ლ. ს-ზე ფიზიკური ძალადობის შემდეგ, დაემუქრა დაზარალებულს მოკვლით, მისი საცხოვრებელი სახლისთვის ცეცხლის წაკიდებითა და განადგურებით, რაც ლ. ს-მ აღიქვა რეალურად, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და დახმარებისთვის მიმართა პოლიციას.

20.. წლის .. აპრილს ... ამავე მისამართზე .. აპრილს მომხდარი ოჯახური კონფლიქტის საფუძველზე გ. ჯ-სა და ლ. ს-ს საცხოვრებელ სახლში შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, აღმოჩენილი და ამოღებულ იქნა მინის ფლაკონები და ერთჯერადი მოხმარების შპრიცები მასში არსებული ნარკოტიკული საშუალებებით - 0,001208 გრამი ,,მეტამფეტამინითა“ (ფუძე) და 0,0009 გრამი ,,ამფეტამინით, რომლებიც გ. ჯ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ინახავდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ჯ-მ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გ. ჯ-ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი შეუფარდა. ამასთან, პალატა იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას იმასთან მიმართებით, რომ ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით 39-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე სარჩელის შეტანის უფლება აქვთ, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს ან/და სხვა ფიზიკურ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია, უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი და, ამდენად, მსჯავრდებულ გ. ჯ-ს თავადვე ჰქონდა შესაძლებლობა, მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, თუკი მიიჩნევდა, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის შეფარდებული სასჯელი ეწინააღმდეგება ადამიანის ღირსების ხელშეუხებლობის კონსტიტუციურ პრინციპს.

7. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი