თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს ბრძანება №140 |
|
2016 წლის 29 ივნისი ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 48-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით, უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციისა და შესაბამისი წინადადებების შემუშავების უზრუნველსაყოფად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეიქმნას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; გ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; ე) საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე; ვ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე; ზ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე; თ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; ი) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე; კ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის მდივანი; ლ) საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე; მ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე; ნ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი.
|
| მუხლი 2 |
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას წყვეტს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან.
|
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის თანდართული დებულება.
|
| მუხლი 4 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
+
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №140
+
+
+
+
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი
საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.09.2016.
- როდის იქნა მიღებული „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 29.06.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №140. სარეგისტრაციო კოდი — 010220020.22.027.016644.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.09.2016.
- რამდენი მუხლისგან შედგება „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.09.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“, №140, 29.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 010220020.22.027.016644 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.09.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3301453/