თავი 4 — საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილების განხორციელების სამართლებრივი გარანტიები
ხელისუფლების ორგანო, მუნიციპალიტეტის ორგანო, საჯარო დაწესებულება, თანამდებობის პირი, ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად ან მეწარმე სუბიექტი, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის წინადადებებს ან რეკომენდაციებს მიიღებს, ვალდებულია განიხილოს ისინი და საქართველოს სახალხო დამცველს 20 დღის განმავლობაში წერილობით აცნობოს განხილვის შედეგები.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.278
საქართველოს 2019 წლის 3 მაისის ორგანული კანონი №4550 – ვებგვერდი, 10.05.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6862 - ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 15.07.2020 ორგანული კანონი №6862
- 03.05.2019 ორგანული კანონი №4550
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-49-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2023
…არ გაუსაჩივრებია სახალხო დამცველის რეკომენდაცია, თუმცა, სასამართლომ მხედველობის მიღმა დატოვა აღნიშნული საკითხის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების მოთხოვნები და ზოგადად ამ საკითხთან მიმართებაში მოქმედი კანონმდებლობა ( „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლი, ამავე კანონის 141 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „თ1“ პუნქტები და სამოქალაქო საპროცესო…
- საქმე №ბს-924-886(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.12.2007
…საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე, 992-ე, 998-ე მუხლები, 1005-ე მუხლის პირველი ნაწილი, «საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლი, მე-3 მუხლის პირველი პუნქტი, 23-ე მუხლის მე-4 პუნქტი, 24-ე მუხლი, სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე, 1421-ე, 1431-ე, 1441-ე, 1443-ე, 332-ე, 338-ე მუხლების განსაზღვრებები, საქართვე
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება